Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 22

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აღდგენითი ოპერაციების
ძირითადი მეთოდები
თოდუა ზაზა
სტომატოლოგია, V კურსი
ყბა-სახის არეში აღდგენითი ქირურგიული
ოპერაციები შეიძლება ჩატარდეს:

– ადგილობრივი ქსოვილების გადანერგვით,


– ქსოვილების თავისუფალი გადანერგვით,
– ფილატოვის მრგვალი ყლორტის გამოყენებით.
ადგილობრივი ქსოვილების გადანერგვა

ადგილობრივ გადანერგვაში იგულისხმება, ისეთი


ქირურგიული ოპერაციები, როდესაც საოპერაციოდ
გამოიყენება დეფექტის ირგვლივ მდებარე ქსოვილი
ადგილობრივი პლასტიკური ოპერაციები პირობითად
სშეიძლება დავყოთ შემდეგ სახეებად:

1.ქსივილის ამოკვეთა (ნაწიბური და სხვა) და მისი


კიდეების მიახლოება;
2.ქსოვილის გაკვეთა დაგათიშვა-გაწევა;
3.ქსოვილთა კიდეების შემხვედრი მიახლოება.
ადგილობრივი პლასტიკის ერთერთი მარტივი
წარმომადგენელია ქსოვილის კიდეების მიახლოვება, მათი
წინასწარი გათიშვისა და მობილიზაციის შემდეგ. ასეთი
ჩარევა ხდება მაშინ, როცა საჭიროა პატარა წარმონაქმნების
(ანგიომა, ხალი, ნაწიბური და სხვა) ამოკვეთა და ჭრილობის
დაფარვა კანით. კანის გათიშვა წარმოებს ცხიმოვანი
ქსოვილის დონეზე, რაც მეტ ფართზეა ათიშული კანი, მით
უფრო მეტი მობილიზაცია შეიძლება მისი. კანის ზედმეტად
დაჭიმვა არ შეიძლება რადგან რადგან ის იწვევს ქსოვილის
სიცოცხლის უნარიანობის დაქვეითებას. ცოტად თუ ბევრად
დიდი ნაფლეთის დროს ვიყენებთ ნაფლეთის გადანაცვლებას
ფართო ფეხით. (ი. შიმანოვსკი).
საჭიროა აღინიშნოს, რომ თითოეული დეფექტი
განიხილება, როგორც მარტივი გეომეტრიული ფიგურა
(სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ოვალი). ან როგორც
უფრო რთული, რამდენიმე მარტივის შეერთებით.
კანის ნაფლეთების შემხვედრი სამკუტხედის
გადანაცვლება წარმატებით გამოიყენება კანის
დანაოჭების, წარბების, ლორწოვანი გარსის
ნაწიბურების, კანის დიდი ნაწიბურების, პირის
კუტხეების ოპერაციული მკურნალობის დროს.
ფეხიანი ნაფლეთი

აღსანიშნავია რომ როდესაც დეფექტის დაფარვა კანის


უბრალო გადანაცვლ ებით და არც შემხვედრი
სამკუთხერვბით არ ხერხდება, ასეთ შემხვევებში
გამოიყენება ფეხიანი ნაფლვთი, რომელიც
მზადდება დეფექტის გვერდით არსებული ან უფრო
მოშორებით მდებარე
ქსოვილებიდან.
დეფექტის ახლოს ფეხიანი ნაფლეთის დამზადება
შედარებით მარტივ პლასტიკურ ოპერაციად ითვლება,
თუმცა ახლო მანძილიდან მისი აღება
ყოველთვის არ ხერხდება, ნაწიბურების ან სხვა
მიზეზებს გამო. ასეთ შემთხვევებში ნაფლეთის აღება
ხდება უფრო მოშორებული ადგილებიდან, მაგალითად
ცხვირის პლასტიკისათვის –– შუბლის კანიდან, ლოყის
დეფექტის დასაფარავად კისრის არედან და სხვა.
ზოგჯერ ნაფლეთის აღება გვიხდება
უფრო შორი მანძილიდან –– წინა მხარი, მხარი.
ფეხიანი ნაფლეთის სიცოცხლისუნარიანობის
შენარჩუნებისათვის საჭიროა ზოგიერთი პირობის შექმნა:

1. უნდა განვსაზღვროთ ნაფლეთის სიგრძისა და


სიფართის სწორი შეფარდება, რაც უფრო ფართოა ფეხი,
მით უფრო კარგია კვება, მაგრამ ფართო ფეხიანი
ნაფლეთის შემობრუნება ძალზე ძნელია.

2. ნაფლეთის სისხლით კარგად მომარაგებისათვის,


აუცილებელია, რომ სიგრძე 3–ჯერ უფრო დიდი იყოს,
ვიდრე სიფართე (4X12; 6X18 სმ და სხვა)
3. უმჯობესია თუ ფეხიანი ნაფლეთი გამოიკვეთება ერთ
ქსოვილში. ცხიმოვანი ქსოვილი მთელ სიგრძეზე უნდა
იყოს ერთნაირი სისქის.

4. ნაფლეთმა თავისუფლად უნდა დაფაროს დეფექტი.


ნაფლეთის ბრუნებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის
მიმოქცევის გაძნელება (ციანოზი) და სიკვდილიც კი.
ციანოზის შემთხვევაში საჭიროა განაკაწრების გაკვთება
ნაფლეთზე
ვარჩევთ ფეხიანი ნაფლეთის შემდეგ სახეებს:

1. ნაფლეთი ერთ ფეხზე;

2. ნაფლეთი ორ ფეხზე (ხიდისებური);

3. გადაბრუნებული;

4. გაორმაგებული;
ნაფღეთი ერთ ფეხზე

მზადდება ერთ შრეში ახლო მდებარე ქაოვილებიდან.


უმჯობესია მკვებავი სისხლძარღვის მიმართულებით
ქსოვილის აშრევების მომენტში არ უნდა დავაზიანოთ
არა მარტო წვრილი სისხლძარღვები, არამედ თვით
საკუთარი კანი. ამ მეთოდის დადებითი მხარეა, ის, რომ
ერთდროულად ხდება ნაფლეთის წარმოქმნა დახურვა.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის ფერს. გარდა
ამისანაფლვთიხ შემობრუნება შეიძლება 180"ით.
ნაფლეთი ორ ფეხზე (ხიდისებური)
მზადდება ქსოვილის ერთ შრეში, უპირატესობა ის არის,
რომ ნაფლეთი იკვებება ორი ფეხით. სამუშაოდ ითვლება
მისი შუა ნაწილი. ეს ნაფლეთი შეიძლება გამოვიყენოთ
ტუჩების პლასტიკისათვის. მაგ. კისრის არედან აღებული
(ლაპჩინსკი). ამ ნაფლეთის სახეობას განეკუთვნება
ფილატოვის ყლორტი.
გადაბრუნებული ნაფლეთი განეკუთვნება ფეხიან
ერთშრიან ნაფლეთებს და გამოიყენება სახის რბილი
ქსოვილების დეფექტების აღსადგენად. ძირითადად ღრუს
შიგნითა ზედაპირის შესაქმნელად. მაგ. ცხვირის ღრუს
გამჭოლი დეფექტი. შიგნითა ზედაპირი შეიძლება
შეიქმნას ცხვირის ზურგიდან გაღმოყრუნებული
ნაფლეთით, ხოლო გარეთა ზედაპირი ლოყიდან აღებული
ნაფლეთით. ასეთი ნაფლეთების შემობრუნება შეიძლება
180“ შიგნით. ამ მეთოდს ვიყენებთ აგრეთვე ლოყის
გამჭოლი ღეფექტის დრო. უფრო მოსახერხებელია
ქალებში, რადგან მათ სახეზე თმა არ იზრდება.
გაორმაგებული ნაფლეთი, ასთი ნაფღეთის
შექმნისათვის საჭიროა ორი შემხვედრი ნაფლეთის
გამოკვეთა, რომელითაც შევქმნით შიგნითა ზედაპირს,
გარეთა ზედაპირი იქმნება ან კისრის არეღან აღებული
ქსოვილით ან ფილატოვის ყლორტით.
სახის დეფექტების დასახურავად გამოიყენება აგრეთვე
წინასწარ გაორმაგებული ნაფლეთი, რომელიც შედგება
ორი ერთშრიანი ნაფლეთისაგან.
აბბეს მეთოდი ნაჩვენებია ზედა ტუჩის გამჭოლი დეფექტის დროს,
როდესაც აქვს სამკუთხედის ფორმა და რომლის ფუძე 1,5 სმ-ია,
ანესთეზიის გაკეთებამდე დეფექტის სიგრძე სიგანის გაზომვა,
ასეთივე გაზომვა ხდება ქვედა ტუჩზე. აღვნიშნავთ ტოლფასოვან
სამკუთხედს, რომელიც მიდის წითელ ყაეთნამდე (ისე რომ არ
დავაზიანოთ ტუჩის არტერია). გამოჭრილ სამკუთხედოვან ნაფლეთს
ჩავაკერებთ ზედა ტუჩის დეფექტში, ისე რომ ქვედა ტუჩიდან
გამოკვეთილი ნაფლეთი დაკავებულია დონორთან. ჭრილობას
გავკერავთ ქვედა ტუჩზე. ეს ოპერაცია ავიწროებს პირის ნაპრალს და
მას გაყოფს ორ ნაწილად. ჭრილობის შეხორცების მიმდინარეობის
პერიოდში ავადმყოფის კვება წარმოებს ზონდით. ჭრილობის
შეხორცების შემდეგ (8-10 დღე) მოიკვეთება ნაფლეთი ქვედა ტუჩზე
და ფორმირდება ორივე ტუჩი.

You might also like