1

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 38

ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები

სოფიო ხაჟომია
პიროვნული თვისებები და ფასეულობები

განსახილველი საკითხები:

ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის პიროვნულ


თვისებებს

ძირითადი პიროვნული თვისებები, რომლებიც გავლენას ახდენს


ორგანიზაციულ ქცევაზე

ფასეულობათა ტიპები

პიროვნული თვისებებისა და ფასეულობების დაკავშირება სამუშაო


ადგილთან
პიროვნული თვისებები და ფასეულობები

პიროვნული თვისებები არის იმ საშუალებების ჯამი, რომლითაც


პიროვნება მოქმედებს ან ურთიერთქმედებს სხვებთან. მას ხშირად
ადამიანის მიერ გამოვლენილ გაზომვად თვისებებს უწოდებენ.

პიროვნული თვისებები საზღვრავს ძირითად თვისებებს, რომელიც


ადამიანის ქცევას ახასიათებს.

ყველაზე გავრცელებული თვისებებია: სიმორცხვე, აგრესიულობა,


მორჩილება, სიზარმაცე, ერთგულება, სიმხდალე.

როცა ეს თვისებები ბევრ გარემოებაში ვლინდება მას ინდივიდუალურ


მახასიათებლებს უწოდებენ.
წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობოდა ინდივიდუალურ
მახასიათებლებს, მიიჩნეოდა რომ ეს მახასიათებლები შერჩევის,
ადამიანის სამუშაოსთან შეთავსების და კარიერაში დაწინაურების
გადაწყვეტილებაში დაეხმარებოდა მენეჯერებს.

თუმცა, თვისებების გრძელი სია აღმოჩნდა საყურადღებო და დიდ


დახმარებას ეს ჩამონათვალი ვერ შეწვდა.

გადაწყვეტილების მიღებაში მხოლოდ 2 მოდელი გახდა


მნიშვნელოვანი, როგორც დამხმარე და მნიშვნელოვანი საშუალება
პიროვნული თვისებების განსაზღვრისა და კლასიფიკაციისთვის.
პიროვნული თვისებების შეფასებისთვის მსოფლიოში ფართოდ
გავრცელებული საშუალებაა 2 მოდელი: მაიერს-ბრიგსის
ინდიკატორი და დიდი ხუთეულის მოდელი.

მაიერს-ბრიგსის ინდიკატორი - 100 კითხვიანი ტესტია, სადაც


რესპოდენტებს ეკითხებიან, როგორ იგრძნობდნენ თავს ან
მოიქცეოდნენ კონკრეტულ სიტუაციაში.
გაცემული პასუხების საფუძველზე ადამიანები
კლასიფიცირდებიან:

 ინტროვერტი ან ექსტრავენტი

 შემმეცნებელი და ინტუიციური

 მოაზროვნე ან მგრძნობიარე

 განმსჯელი ან აღმქმელი.
ექსტრავენტი ინტროვერტის პირისპირ - ექსტრავენტი
ადამიანები კომუნიკაბელურები, მეგობრულები და საკუთარ
თავში დარწმუნებულები არიან, ინტროვერტები წყნარი და
მორცხვები.

შემმეცნებელი ინტუიციურის პირისპირ - შემმეცნებელი


ტიპები პრაქტიკულები არიან, რუტინასა და წესრიგს არჩევენ,
ისინი ყურადრებას დეტალებზე ამახვილებენ. ინტუიციის
მქონენი კი არაცნობიერ პროცესებს ეყრდნობიან, ხოლო
მოვლენებს ფართოდ ხედავენ.
მოაზროვნეები მგრძნობიარეს პირისპირ - მოაზროვნე
ტიპები პრობლემების გადასაწყვეტად გონებასა და ლოგიკას
იყენებენ. მგრძნობიარე ტიპები კი პიროვნულ ფასეულობებს
და ემოციას ეყრდნობიან.

განმსჯელი აღმქმელის პირისპირ - განმსჯელ ტიპებს


ყველაფრის კონტროლი სურთ და ურჩევნიათ, რომ მათი
სამყარო მოწესრიგებული და სტრუქტურირებული იყოს.
აღმქმელი ტიპები კი დამყოლობით და სპონტანურობით
გამოირჩევიან.
ეს კლასიფიკაცია გაერთიანებულია 16 პიროვნულ თვისების
ტიპად.

ინტროვერტი, ინტიუციური, მგძნობიარე და აღმქმელი


ადამიანები წარმოსახვის უნარით გამოირჩევიან. მათ
ჩვეულებრივ ორიგინალური გონება აქვთ, თავისი იდეებისა
და მიზნებისთვის სწრაფვა ახასიათებთ. მათ სკეპტიციზმი,
კრიტიკულობა, დამოუკიდებლლობა, მიზანსრაფვა და
სიჯიუტე ახასიათებთ.
ექსტრავენტი, შემმეცნებელი, მოაზროვნე და განმსჯელი
ადამიანები, ორგანიზატორები, ასევე რეალისტები,
ლოგიკურები, ანალიტიკოსები, გაბედულები არიან და
ბიზნესისა და მექანიკის ბუნებრივი ნიჭი აქვთ.
მაიერს-ბრიგსის ინდიკატორის საპირისპიროდ პიროვნული თვისებების 5
ფაქტორიან მოდელს, დიდი ხუთეულის მოდელს უწოდებენ.

დიდი ხუთეულის ფაქტორებია:

 ექსტრავერსია - ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს


ურთიერთობებში. ექსტრავენტები კომუნიკაბელურები, გაბედულები და
მეგობრულები არიან. ინტროვერტები კი თავშეკავებულები, მშიშრები და
წყნარები.
 თანხმობისთვის მზაობა - ადამიანის მიდრეკილება დაემორჩილოს
სხვებს. თანხმობისთვის მზადმყოფი ადამიანები თანამშრომლობის
მოსურნეები, თბილი და მიმნდობები არიან, ხოლო ადამიანები, რომლებიც
დაბალ ქულას იღებენ ამ კატეგორიაში - ცივები, არასასიამოვნოები და
ანტაგონისტები.
 კეთილსინდისიერება - სანდოობის საზომი.
კეთილსინდისიერი ადამიანი, პასუხისმგებლობის გრძნობის
მქონე, ორგანიზებული, საიმედო და შეუპოვარია, ხოლო ის
ვინც ამ კატეგორიაში დაბალ ქულებს იღებს - უგულისყურო,
არაორგანიზებული და არასანდო.

 ემოციური სტაბილურობა (მისი საპირისპიროა


ნეიროტიზმი) - ადამიანის შესაძლებლობა აიტანოს სტრესი.
ემოციურად სტაბილური ადამიანები მშვიდები,
თავდაჯერებული და საიმედოები არიან. ის ადამიანები კი,
რომლებიც ამ კატეგორიაში უარყოფით ქულებს იღებენ -
ნერვიულები, გაღიზიანებულები, დეპრესიულები და
დაუცველები.
გამოცდილებისადმი ღიაობა - პიროვნების ინტერესთა
მრავალფეროვნება და სიახლისკენ სრაფვა. ადამიანები,
რომელთაც გამოცდილებისადმი ღიაობა ახასიათებთ,
შემოქმედებითები, ცნობისმოყვარეები და ხელოვნების
აღმქმელები არიან. ამ კატეგორიის მეორე ბოლოში არიან
კონსერვატული ადამიანები, რომლებიც კომფორტულად
გრნობენ თავს ახლობლურ გარემოში.

დიდი ხუთეულის პიროვნული თვისებების განზომილებებს


შეუძლია ორგანიზაციაში მოქალაქეობრივი ქცევის
პროგნოზირება.
დიდ ხუთეულში ემოციური სტაბილურობა ყველაზე მეტადაა
დაკავშირებული ცხოვრებითა, სამსახურით კმაყოფილებასა
და მცირე სტრესთან.
ძირითადი პიროვნული თვისებები, რომლებიც გავლენას
ახდენს ორგანიზაციულ ქცევაზე:
შინაგანი თვითშეფასება
მაკიაველიზმი
ნარცისიზმი
თვითკონტროლი
რისკის გაწევა
A ტიპის პიროვნული თვისებები
პროაქტიული პიროვნული თვისებები.
შინაგანი თვითშეფასება - ადამიანებს, ვისაც დადებითი
შინაგანი თვითშეფასება ახასიათებთ, მოსწონთ საკუთარი თავი
და მიაჩნიათ, რომ მათ ახასიათებთ ეფექტურობა, აქვთ უნარი და
შეუძლიათ გარემოს კონტროლი.
ადამიანის შინაგან თვითშეფასებას 2 მთავარი ელემენტი
განსაზღვრავს:

 საკუთარი თავის შეფასება - განისაზღვრება, როგორც


ადამიანის მიერ საკუთარი თავის მოწონება ან არ მოწონების
ხარისხი, რამდენად ღირსეულად ან უღირსად მიაჩნია თავი.
დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები, გარე ფაქტორების
გავლენის ქვეშ უფრო ექცევიან და სხვების დადებით
შეფასებაზე არიან დამოკიდებული. დაბალი თვითსეფასების
ადამიანები მეტ სარგებელს იღებენ სასწავლო პროგრამებიდან,
რადგანაც თვითშეფასებაზე დიდ გავლენას ახდენს ასეთი
ჩარევები.
კონტროლის ლოკუსი - არის ადამიანის რწმენის დონე, თუ რამდენად
მართავს საკუთარ ბედისწერას. ინტერნალები არიან ადამიანები ,
რომლებიც ფიქრობენ რომ შეძლებენ მათთან დაკავშირებული
მოვლენების კონტროლს, ექსტერნალებს კი სჯერათ, რომ მათთან
დაკავშირებულ მოვლენებს გარეშე ძალები აკონტროლებენ,
როგორიცაა ბედი ან შანსი.
კონტროლის ლოკუსი არის შინაგანი თვითშეფასების ინდიკატორი,
რადგან ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ რომ თავიანთი ცხოვრების
კონტროლი არ შეუძლიათ, საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ.
დადებითი შინაგანი თვითშეფასების მქონე ადამიანი სამსახურით
უფრო კმაყოფილია და სამუშაოსაც უკეთესად ასრულებს.

შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გადაჭარბებულ დადებით


თვითშეფასებას, რაც ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებში აისახება .

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად გვხვდება შემთხვევები, როცა


საკუთარ თავს სათანადოდ არ ვაფასებთ და უფრო არაეფექტურები
ვართ. თუ გადავწყვეტთ რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, არაფერს
ვაკეთებთ მის გასაკეთებლად. ეს უმოქმედობა კი აძლიერებს საკუთარ
თავში დაეჭვებას.
მაკიაველიზმი - პიროვნულ თვისებებს ნიკოლო მაკიაველის
მიხედვით მაკიაველიზმი დაერქვა. ის ძალაუფლების
მოპოვებასა და მის გამოყენებაზე წერდა.

პიროვნება, რომელსაც მაკიაველური თვისებები გააჩნია


პრაგმატულია, ემოციურ თავშეკავებლობას ინარჩუნებს და
თვლის რომ მიზანი ამართლებს საშუალებებს.

მოქმედება პასუხობს გამოთქმას - თუ გამოდგება გამოიყენე.


ძლიერი მაკიაველური თვისებების ადამიანი მეტს
მანიპულირებს, უფრო მეტად იმარჯვებს, ნაკლებად
დამყოლია თვითონ და სხვებს უფრო მეტად არწმუნებს.
ძლიერ მაკიაველურ მახასიათებლებს გარემო ფაქტორები
არეგულირებენ.
ის ძლიერდება თუ:
 მაკიაველიანელი უშუალოდ ურთიერთქმედებს სხვა
ადამიანზე.
 მაკიაველურიწესები და კანონები მოქმედებს, როდესაც
იმპროვიზაციის თავისუფლებას აძლევს.
 გამარჯვებისთვის შეუსაბამო დეტალები სუსტ
მაკიაველიანელს ემოციურად აღელვებს.
მაკიაველიანელები კარგი თანამშრომლები არიან ?

პასუხი დამოკიდებულია სამუშაოს ტიპზე და ეთიკის


საკითხებზე სამსახურში. აქ აუცილებელია შრომითი
შეთანხმება და გამარჯვებულებისთვის ჯილდო (მაგ.
გაყიდვებში ბონუსი).
ნარცისიზმი - ძლიერი ნარცისიზმის თვისებების მქონე
ადამიანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს,
სხვებისგანაც მოითხოვს აღტაცებას, დიდი უფლებებით
სარგებლობის სურვილი აქვს და ქედმაღალია.

ერთერთი გამოკვლევის მიხედვით ნარცისები ფიქრობენ,


რომ ისინი თავიანთ კოლეგებზე უკეთესები არიან, როცა მათ
უფროსებს ისინი უარესად მიაჩნიათ.
 თვითკონტროლი - ძლიერი თვითკონტროლის უნარის მქონე
ადამიანებს შეუძლიათ გარეშე სიტუაციური ფაქტორების
შესაბამისად მოიქცნენ. ისინი გარეშე ფაქტორების მიმართ
ძალიან მგძნობიარეები არიან და სხავადასხვა სიტუაციაში
სხვადასხვანაირად იქცევიან.

 ძლიერი თვითკონტროლის მქონე ადამიანებს შეუძლიათ


განსხვავებულად წარმოადინონ საკუთარი თავი, როგორც
საზოგადოებრივი ფიგურა და როგორც პიროვნება.
 სუსტი თვითკონტროლის ადამიანებს ასეტი შენიღბვა არ
სეუძლიათ. ისინი ყველა გარემოში ავლენენ ტავიანთ ნამდვილ
განწყობებს და დამოკიდებულებებს, ქცევასი ყოველთვის
თანმიმდევრულებია არიან.

 მაღალი თვითკონტროლის მქონე ადამიანები სხვების ქცევას


უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ და უფრო მეტად ერგებიან
გარემოს. სამუშაოს უკეთესად ასრულებენ, მეტად ხდებიან
ლიდერები, თუმცა ორგანიზაციის მიმართ ნაკლები
ერთგულებით გამოირჩევიან. ისინი კარიერულად უფრო წინ
მიიწევენ. ორგანიზაციებში ცენტრალურ ადგილსაც იკავებენ.
რისკის გაწევა - ადამიანები შანსის გამოყენების სურვილით
ერთმანეთისგან განსხვავდებიან. რისკის გაწევა ან თავიდან
არიდება ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენ ხანში
მიიღებს მენეჯერი გადაწყვეტილებას ან არჩევანის
გასაკეთებლად რა დრო დასჭირდება.
A ტიპის პიროვნული თვისებები - ასეთი ტიპის ადამიანები
ქრონიკულად არიან ჩართული უწყვეტ ბრძოლაში,
კონკურენციაში, სურთ უფრო მეტს მიაღწიონ ნაკლებ დროში
და ამისთვის მზად არიან სხვა ადამიანსაც და მოვლენებსაც
დაუპირისპირდნენ.

ასეთ თვისებებს მაღალ შეფასებას აძლევენ დადებითად


აკავშირებენ ამბიციასა და მატერიალურ
კეთილდღეობასთან.
A ტიპის ადამიანები:

 ყოველთვის სწრაფად მოძრაობენ დადიან და ჭამენ


 მოუთმენლად უყურებენ მოვლენების განვითარებას
 ცდილობენ ორ და მეტ საქმეზე ერთდროულად იფიქრონ
 თავისუფალ დროსაც ვერ ისვენებენ
 მუდმივადციფრებზე ფიქრობენ წარმატებას შენაძენის
რაოდენობის მიხედვით ზომავენ.
A ტიპის ადამიანები ასეთი ადამიანები მუდმივად სტრესის
ქვეშ არიან, მუდმივად „ვადებში ჩატევის“ რეჟიმით მუშაობენ.
მუდმივი მუშაობის გამო კონკურენტუნარიანები არიან.

B ტიპის ადამიანებს საპირისპირო თვისებები აქვთ:


 არასოდეს ჩქარობენ
 არასოდეს ნერვიულობენ რაიმეს დროში მოსწრების გამო
 თუ გარემოება არ მოითხოვს თავიანთი მიღწევების ჩვენებას
და ამის შესახებ მსჯელობის საჭიროებას არ გრძნობენ
 თამაშობენ არა საკუთარი უპირატესობის გამოვლენის,
არამედ გართობისა და დასვენებისთვის
 დანაშაულის გრძნობის გარეშე ახერხებენ დასვენებას.
პროაქტიური თვისებების მქონე ადამიანები - იყენებენ
შესაძლებლობებს, ავლენენ ინიციატივებს, იწყებენ
მოქმედებას და მოქმედებენ მანამ სანამ მნიშვნელოვანი
ცვლილები არ მოხდება. პროაქტიური ადამიანები
ორგანიზაციებში ცვლილებების გამომწვევი ხდებიან და
დადებით გავლენას ახდენენ ორგანიზაციაზე. ისინი
ხშირად ეწინააღმდეგებიან სტატუს ქვოს და გამოთქვამენ
უკმაყოფილებას, როცა სიტუაცია არ მოსწონთ. ისინი
ცდილობენ ახლო კონტაქტი დაამყარონ მაღალი
თანამდებობის პირებთან, კარიერულ წინსვლას გეგმავენ
და დაბრკოლებას მედგრად ხვდებიან.
ფასეულობები

ფასეულობები - შეხედულებათა სისტემას გამოხატავს. ის


წარმოადგენს ძირითად, მტკიცე რწმენას. ფასეულობები
პიროვნების აზრს წარმოადგენს, თუ რა არის სწორი, კარგი
ან სასურველი.
ყველა ადამიანს აქვს ფასეულობათა იერარქია, რაც მათ
ფასეულობათა სისტემას აყალიბებს. ჩვენ ვაყალიბებთ ისეთ
ფასეულობებს როგორიცაა თავისუფლება, სიამოვნება,
საკუთარი თავის პატივისცემა, პატიოსნება, მორჩილება და
თანასწორობა.
ფასეულობა 2 თვისების მიხედვით შეგვიძლია შევაფასოთ:

1. შინაარსი, რაც ამტკიცებს, რომ ქცევის მანერა და არსებობის


საბოლოო მდგომარეობა მნიშვნელოვანია.
2. ინტენსიურობა, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენად
მნიშვნელოვანია ის. როდესაც პიროვნების ფასეულობებს
ინტენსიურობის მიხედვით განვსაზღვრავთ, ჩვენ პიროვნების
ფასეულობათა სისტემას ვარკვევთ.
ფასეულობათა ტიპები

როკიჩის ფასეულობათა შესახებ გამოკითხვა RVS - როკიჩის


ფასეულობათა შესახებ გამოკითხვა ფასეულობათა 2 რიგს მოიცავს,
თითოეულ მათგანში 18 ინდივიდუალური ფასეულობის
ჩამონათვალი შედის.

ერთი რიგი, საბოლოო ფასეულობაა, რომელიც არსებობის


სასურველ საბოლოო მდგომარეობას გულისხმობს.

ეს არის მიზნები, რისი მიღწევაც ადამიანს მთელი სიცოცხლის


მანძილზე სურს.
ფასეულობათა ტიპები

მეორე რიგი - ინსტრუმენტული ფასეულობაა ქცევის


სასურველ მანერასა ან საბოლოო ფასეულობის მიღწევის
საშუალებას გულისხმობს.

გამოკითხვაში შემავალი ფასეულობები ჯგუფებს შორის


იცვლება.
ადამიანების პიროვნული თვისებებისა და ფასეულობების
შეთავსება ორგანიზაციასთან (სამსახურთან)

სამსახურის მოთხოვნების პიროვნულ თვისებებთან


შეთავსებას ყველაზე კარგად ჯონ ჰოლანდის პიროვნების
სამსახურთან შეთავსების თეორია გვაჩვენებს.

ეს თეორია პიროვნული თვისებების და სამსახურის


შესატყვისობის იდეას ეყრდნობა.
ჰოლანდი ამტკიცებს, რომ კმაყოფილება და თანამდებობის
დატოვების სურვილი ადამიანის პიროვნული თვისებების
სამსახურთან შეთავსების ხარისხზე არის დამოკიდებული.

მაღალი კმაყოფილება და სამსახურის დატოვების დაბალი


მაჩვენებელი მაშინაა, როცა პიროვნული თვისებები და
პროფესია ერთმანეთს შეესაბამება.

უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნული თვისებები


შეესაბამებოდეს ორგანიზაციულ კულტურას, ვიდრე რომელიმე
სამუშაოს.
დიდი ხუთეულის მოდელის ტერმინებით:

 ექსტრავენტი ადამიანები შეეწყობიან აგრესიულ და


ჯგუფზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს.

 თანხმობისთვის მზა ადამიანები - კეთილგანწყობილი


კლიმატის მქონე ორგანიზაციებს.

 გამოცდილებისადმი ღია ადამიანები - სიახლეებზე


კონცენტრირებულ ორგანიზაციებს, ვიდრე სტანდარტულ
ორგანიზაციებს.
მენეჯერებმა სამუშაო, სამუშაო ჯგუფი და ორგანიზაცია ისე
უნდა შეაფასონ, რომ პიროვნების ოპტიმალური
შეთავსებადობა განსაზღვრონ.
მაიერს-ბრიგსის ტიპების ნუსხა ადამიანებს საკუთარი
თავის შეცნობაში ეხმარება, გუნდის წევრებს ერთმანეთის
უკეთ გაგებაში, სამუშაო ჯგუფს კომუნიკაციას უადვილებს
და კონფლიქტებს ამცირებს.
ფასეულობების ცოდნა საკუთარი ქმედების მიზეზს
არკვევს.
ფასეულობათაშორისი განსხვავებების
გათვალისწინებით მენეჯერები თანამშრომლებს შორის და
ორგანიზაციასთან ძირითად ფასეულობებს შორის
შეხამების განსაზღვრას განაპირობებს.
დაქირავებულთა ქმედითობა და კმაყოფილება უფრო ძლიერი
იქნება თუ მათი ფასეულობები ორგანიზაციას კარგად
შეესატყვისება.

ადამიანი რომელიც წარმოსახვას, დამოუკიდებლობას,


თავისუფლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ ორგანიზაციას
ვერ შეეწყობა სადაც თანამშრომლების შემგუებლობას ითხოვენ.

მენეჯერებმა უნდა იპოვონ ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც


არა მარტო კარგი კვალიფიკაცია, გამოცდილება და მოტივაცია
ექნებათ არამედ პრგანიზაციის შესაფერისი ფასეულობათა
სისტემა ექნებათ.

You might also like

  • 1100 Words Handout
    1100 Words Handout
    Document184 pages
    1100 Words Handout
    Mariam Dzerkorashvili
    No ratings yet
  • 1100 Words Handout
    1100 Words Handout
    Document184 pages
    1100 Words Handout
    Mariam Dzerkorashvili
    No ratings yet
  • 1
    1
    Document41 pages
    1
    Mariam Dzerkorashvili
    No ratings yet
  • 1
    1
    Document38 pages
    1
    Mariam Dzerkorashvili
    100% (1)
  • Week 3
    Week 3
    Document2 pages
    Week 3
    Mariam Dzerkorashvili
    No ratings yet
  • 1
    1
    Document30 pages
    1
    Mariam Dzerkorashvili
    No ratings yet
  • 1
    1
    Document30 pages
    1
    Mariam Dzerkorashvili
    No ratings yet
  • 1
    1
    Document38 pages
    1
    Mariam Dzerkorashvili
    No ratings yet
  • 1
    1
    Document38 pages
    1
    Mariam Dzerkorashvili
    No ratings yet