არასრულწლოვანთა მართლმსაჯუკება power

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 16

არასრულწლოვანთა

მართლმსაჯულება

ავტორები: თათია სიჭინავა


სოფო სააკაშვილი

ხელმძღვანელი: ნინო ცაციაშვილი


არასრულწლოვანის სასჯელი
სასჯელის განსაზღვრება
• გარვეული ჯგუფისათვის სასჯელის განსაზღვრებისას წინა პლანზე იდგა
დასჯის იდეა, ხოლო მეორე ნაწილისთვის - პრევენცია და დამნაშავის
რეაბილიტაცია. თუმცა უნდა ითქვას, რომ სასჯელის თანამედროვე
განმარტებაში ორივე საწყისია ასახული, რადგანაც სასჯელი
წარსულისთვის ანგარიშგებაა, თუმცა მომავლისკენაცაა მიმართული,
რადგან იგივე აღარ განმეორდეს.
• იურიდიული ლიტერატურის განსაზღვრებით: სასჯელი არის სახელწიფო
იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც სასამართლოს მიერ
სახელწიფოს სახელით ენიშნება დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ამ
ზოგადი განსაზღვრებიდან ნათლად ჩანს, რომ სასჯელის დანიშვნა
უკავშირდება დანაშაულის ჩადენას
არასრულწლოვანთა სს პასუხისმგებლობა

არასრულწლოვნის ასაკი:

სამართალში ასაკის მნიშვნელობა განპირობებულია იმ


პასუხისმგებლობით, რომელსაც პირი ატარებს მისი მიღწევის
შემთხვევაში. შესაბამისად, შეუძლებელია დაისაჯოს პირი, რომელსაც
დანაშაულის ჩადენის დროს ჯერ არ შესრულებია 14 წელი
არასრულწლოვანთა სასჯელის მიზანი:

 მოზარდი დამნაშავის რესოციალიზაცია , რათა მან აღარ ჩიდინოს


დანაშაული და იგი საზოგადოებაში დაბრუნდეს, როგორც მისი
სრულფასოვანი წევრი. (პოზიტიური პრევენცია)
 მოზარდის სასჯელის უკიდურესი ფორმა, თავისუფლების აღკვეთა ,
რომლის მიზანია საზოგადოების დაცვა დამნაშავისგან და
გულისხმობს მოზარდის გარკვეული პერიოდით იზოლირებას, რათა
აღკვეთილ იქნეს მის მიერ დანაშაულის ჩადენა ახლო მომავალში .
(ნეგატიური პრევენცია)
კანონით დადგენილ სასჯელთა სახეები:

 ჯარიმა
 შინაპატიმრობა
 საქმიანობის უფლების ჩამორთმევა
 საზოგადოებისთვის სასრგებლო შრომა
 ვადიანი თავისუფლების აღკვვეთა
ჯარიმ

არასრულწლოვანს ჯარიმა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი კანონიერი
საქმიანობიდან. კანონიერი საქმიანობიდან დამოუკიდებელი
შემოსავლის ცნების ქვეშ უნდა იგულისხმებოდეს არასრულწლოვნის ან
მისი კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობიდან
შემოსული ქონება, რომლის ჯარიმის სახით განკარგვის/გადახდის
უფლება აქვს არასრულწლოვანს.მინიმალური ოდენობა არის 1000
ლარი.
შინაპატიმრობა /ელექტრონული ზედამხედველობა

ელექტრონული ზედამხედველობა გულისხმობს ელექტრონული აპარატურის


საშუალებით მსჯავრდებულის კონტროლს, ხოლო სასჯელის სახით შინაპატიმრობის
გამოყენებისას - სასამართლოს მიერ დადგენილ პერიოდში ელექტრონული
აპარატურის გამოყენებით მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის უწყვეტ
კონტროლს. შინაპატიმრობა ენიშნება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო 6
თვიდან 1 წლამდე ვადით
შინაპატიმრობის დადებითი და უარყოფითი მხარეები
• დადებითი არის ის, რომ მისი გამოყენების ღირებულება უფრო იაფია ვიდრე
სხვა სასჯელი და ხელს უწყობს დამნაშავის მონიტორინგს. გარდა ამისა, ციხის
სიტუაციასთან შედარებით მსჯავრდებულს აღარ უწევს კრიმინალური მენტალობის
ადამიანებთან ურთიერთობა ციხეში და სოციალური უნარ-ჩვევების დავიწყება,
აღარ არის იზოლირებული საკუთარი ოჯახისგან.
• ელექტრონული მონიტორინგის პირობებში მსჯავრდებულს ხელზე ან ფეხზე
უკეთია ელექტრონული მოწყობილობა, ეს კი იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი
იდენტიფიცირებული იქნეს სხვა ადამიანების მიერ როგორც
სამართალდამრღვევი, რაც, თავის მხრივ, ზრდის მის სტიგმატიზაციის რისკს.
მსჯავრდებულის სტიგმატიზაცია ზღუდავს მის კონსტიტუციის მე-16 მუხლით
გარანტირებულ უფლებას პიროვნების განვითარების შესახებ.
საქმიანობის უფლების ჩამორთმევა

თუ არასრულწლოვანი დასაქმებულია, სასჯელის ამ ფორმის გამოყენებამ იგი


ფინანსური და სოციალური პრობლემის წინაშე არ უნდა დააყენოს ,რადგან შრომა
და დასაქმება არის კანონდამრღვევის მიმართ გასატარებელი ღონისძიება და არა
პირიქით, კანონდამრღვევს უნდა აეკრძალოს გარკვეული საქმიანობის შესრულება ,
შრომამ უნდა გააკეთილშობილოს იგი. შესაბამისად, საქმიანობის ჩამორთმევა
შესაძლებელია დაკავშირებული იყოს უშუალოდ მოზარდის მიერ ჩადენილ
დანაშაულთან. (ენიშნება 1-დან 3 წლამდე ვადით)
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების საკითხში აუცილებელი და


მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ამ კუთხით უკვეთება
რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:

 სახემწიფო თავიდან აიცილებს ციხის პირობებში მსჯავრდებულის შენახვის


ხარჯებს.
 მოხდება საზოგადოების ჩაბმა მართლმსაჯულების განხორციელებაში. რაც ხელს
შეუწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას.
 უზრუნველყობს არასრულწლოვნის რესოციალიზაციას.
 შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულს შეინარჩუნოს სამუშაო, და იცავს
როგორც თავად მსჯავრდებულს ისე საზოგადოებასაც განმეორებითი
დანაშაულისგან.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების ძირითად პრობლემას
წარმოადგენს პროკურატურის, სასამართლოსა და ადგილობრივი
თვითმართველობის არაკოორდინირებულობა. კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს
ხშირად ის ფაქტი, რომ პროკურორმა და მოსამართლეებმა არ იციან სად შეიძლება
მოიხადოს პირმა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
ვადიანი თვისუფლების აღკვეთა

იგი ინიშნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს და


მაქსიმალური ვადა არის 10-12 წელი. (14-დან 16 წლამდე 10, 16-დან 18 წლამდე 12)
ამასათან ერთად არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა იქნეს
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობის გათვალისწინებული , და
სასჯელის ზომამ არ უნდა გამოიწვიოს რესოციალიზაციის პროგრამებით მიღებული
შედეგის დაკარგვა. სწორედ ამიტომ ა.მ.კ-ის 76-ე მუხლი მოსამართლეს ანიჭებს
უფლებას არასრულწლოანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე
ნაკლები. (რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებათა განტვირთვასაც შეუწყობს
ხელს.
საბოლოოდ:
• კანონმდებლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს დასაშვები
არასაპატიმრო სასჯელების ჩამონათვალი, რომელთა შეფარდებაც
შეეძლებათ მოსამართლეებს. ამგვარ სასჯელებში უნდა
მოიაზრებოდეს ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა,
კონსულტაცია, პრობაცია, მინდობით აღზრდა, სასწავლო და
პროფესიული მომზადების პროგრამები, ინტენსიური სოციალური
მუშაობის პროგრამები, აღდგენითი მართლმსაჯულების
პროგრამები, შუალედური მოპყრობის რეჟიმის პროგრამები,
საზოგადოებისათვგის სასარგებლო შრომა და სხვა პროგრამები,
რომლებიც კონკრეტული იურისდიქციის ფარგლებში ითვლება
ბავშვებისათვის მისაღებად.
კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს რომ საპატიმრო სასჯელების შეფარდება
ბავშვისათვის მოხდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა ბავშვს ბრალად ედება
ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა სხვა პირის მიმართ ან როცა ბავშვს
არაერთხელ ჩაუდენია სხვა მძიმე სამართლდარღვევები და არ არსებობს
შესაბამისი ზემოქმედების სხვა ზომა. კანონმდებლობამ უნდა ააკონკრეტოს, რომ
საპატიმრო სასჯელი უნდა იყოს დანიშნული რაც შეიძლება მოკლე პერიოდის
განმავლობაში.

You might also like