Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ძველი ინდოეთის

მუსიკალური კულტურა
ძველი ინდოეთის მუსიკალური კულტურა
• ინდური  მუსიკის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა იმპროვიზაცია , რომლის  საფუძველი იყო რაგა -
ტრადიციული მელოდია. სიტყვა ,,რაგა” მელოდიის  ჟანრსაც აღნიშნავდა . თითოეული რაგა  შედგებოდა
მთავარი ბგერისაგან,  მეორე მნიშვნელოვანი   ბგერისაგან , დამორჩილებული  ჯგუფის ბგერებისაგან და
 დისონირებული  ბგერისაგან რაგას  მელოდიური  წყობა ემორჩილებოდა შინაარსს . რაგა    მოწოდებული
იყო  იმისთვის,  რომ მსმენელში   გარკვეული გრძნობები და  მდგომარეობა გამოეწვია : სიყვარული ,
 მხიარულება, სიბრაზე, გაოცება, დაწყნარება.  რაგას შემსრულებელს უნდა მიეღო სახეზე შესაბამისი
გამომეტყველება ან გაეკეთებინა შესაფერისი ნიღაბი და ემოქმედა განსაზღვრული ჟესტებით , რაც
დამოკიდებული იყო რაგას ხასიათზე. რაგაში ერთმანეთს ერწყმის იმპროვიზაციის ორი დამოუკიდებელი
პლასტი: ბგერათსიმაღლებრივი და მეტრორიტმული.  რაგასთვის დამახასიათებელი მელოდიური
 მიმოქცევები არ იქმნება მუსიკოსის მიერ, არამედ შემონახულია შესრულებლების კოლექტიურ
მეხსიერებაში როგორც მოცემული რაგას შესრულების წესები . იმპროვიზაცია შედგება მელოდიისა და
რიტმული (ტალა) ფიგურაციების  გადანაცვლების , მათი ვარიაციული გაფართოებისა და
შემჭიდროებისაგან. სწორედ, მათი კომბინირების შედეგად შესაძლებელია რაგას   შესრულების ერთი -
მეორისგან განსხვავება.
• ძველი ინდოეთის მუსიკალურ საკრავებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
დასარტყამ და სიმებიან საკრავებს, მეტალის თეფშებს, გონგს, დოლს, ტამბას.
სიმებიან საკრავებს შორის ყველაზე გავრცელებული იყო სიტარა და ვინა.
ჩასაბერი საკრავებიდან გავრცელებული იყო ფლეიტა, შანკხა (ნიჟარის მსგავსი
ჩასაბერი საკრავი) და შრინგა. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ძველი საკრავი
შემონახულია და თანამედროვე ინდოელი მუსიკოსები დღესაც მათზე  უკრავენ,
ზუსტად მისდევენ შემონახულ ტრადიციებს. 

მრიდანგა სარანგი სანაი


ვინა

ტანპურა
შრინგა
შანკხა
• სიტარი ინდური მრავალსიმიანი მუსიკალური
ინსტრუმენტი მდიდარი ორკესტრული ხმებით.
• სიტარს 7 მთავარი სიმი აქვს. გარდა ამისა,
სიტარზე 9-13 რეზონანსური სიმია, რომელთაც
ქვიათ ტარაფები, რეზონანსული სიმები,
მთავარი სიმების გამოძახილზე ქმნიან
უნიკალურ ხმას, რაც მას სხვა საკრავებისგან
განასხვავებს. ხმა მიიღება სპეციალური
მედიატორით, რომელიც საჩვენებელ თითზე
იცმევა.
• სახელი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთის ბევრი
სიმიანი ინსტრუმენტის წინაპარ სპარსულ
„სეტარიდან“ მოდის. სიტარი ინდოეთში XIII ს-
ში მუსლიმთა გავლენის ძლიერების ხანაში
გაჩნდა , თუმცა ინდოეთში ინსტრუმენტი
გარდაიქმნა: საშუალო ზომის ხის რეზონატორი
ჩაანაცვლეს დიდი გოგრისებრით, გარდა ამისა
დაამატეს მეორე გოგრისებრი რეზონატორიც,
რომელიც გრიფის თავზეა მიმაგრებული; დეკა
მდიდრულად გააფორმეს ვარდის ხითა და
სპილოს ძვლით, ხოლო მიმაგრებული წყობები
კი ჩაანაცვლეს მეტალის თაღისებრით
ანუშკა შანკარი
ინდურ ორკესტრში უმთავრესად ინდური ხალხური საკრავები შედის, თუმცა აქ
გამოყენებულია აგრეთვე ვიოლინო, ჩელო, ფლეიტა, კლარნეტი, ქსილოფონი.
შესრულებისას თითქმის ყველა ორკესტრანტი იატაკზე ზის.
ეხლა მოუსმინოთ ერთ-ერთ მუსიკალურ ორკესტრს.
ეხლა კი მოუსმინოთ ანუშკა შანკერის შესრულებას

You might also like