მარიამი თოდუა - სამოქალაქო განათლება - შეაჩერე ძალადობა

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 6

შაჩერე

ძალადობა
ძალადობა ანუ ბულინგი არის  ძალის აშკ
არა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ა
დამი- ანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღ
წევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თა
ნხმდებიან. სინონიმებია: აგრესია, სასტიკი 
მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყო
ფა, წამება, მუ-
ქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედე
ბა ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიან
ი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეუ
ლახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძა
ლადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნებ
ა, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირს
ება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის 
განუყოფელი უფლებებია.
არსებობს  ოთხი სახის ბულინგი:

ფიზიკური ბულინგი - გულისხმობს ფიზიკურ 
თავდასხმას ან შეურაცყობას, პირადი ქონების 
განადგურებას ან მოპარვას.

კიბერ ბულინგი - გულისხმობს ტექსტური გზავნი
ლების 
სურათების ელფოსტის საშვალებით დაცინვას.

ვერბალური ბულინგი - გულისხმობს სიტყვიერ 
შეურაცყოფას რომელიც დაკავშირებულია
რელიგიასთან, ეროვნებასთან.

ფარული ბულინგი - გულისხმობს ინფორმაციის 
ჭორის  
გავრცელებას ადამიანის ზურგს უკან.
                                    რა არის ბავშვზე ძალადობა? 
მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობა ბავშვისთვის მატრავმირებელი ქცევაა.
ძალადობას ყოველთვის თან ახლავს პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ის შეიძლება
გამოვლინდეს მუქარით, დამცირებით, დაშინებით, პირადი საკუთრების ხელყოფით, საჯარო
შეურაცხყოფით, ან სექსუალური ექსპლუატაციით. ჩვეულებრივი ყოფითი საწყენი რეპლიკები
და კრიტიკული შენიშვნები სხვა არაფერია, თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგანაც ეს
უცილობლად აისახება ვისიმე ემოციურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. ცუდი გუნება -
განწყობილება ან დაგროვილი გაღიზიანება არავითარ შემთხ¬ვევაში არ ამართლებს მსგავს
გამოვლინებებს.

ძალადობა არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის


ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და
განვითარებას.
ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევა შეიძლება იყოს ერთჯერადი აქტი, როგორიცაა,
მაგალითად, ბავშვის ცემა ტირილის შეწყვეტის ან დამორჩილების მიზნით; და ასევე ბავშვთან
ურთიერთობის, ქცევის მუდმივი ფორმა, როგორიცაა, მაგალითად, სექსუალური გამოყენება,
ზრუნვის არარსებობა, ემოციური ზეწოლა.
ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევის მხოლოდ ერთი მიზეზი არ არსებობს. ამას გარდა,
აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების მიმართ ძალადობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ

მდგომარეობაზე, რასაზე, ეროვნებაზე ან რელიგიაზე დამოკიდებული არაა .


ვინ შეიძლება იყოს მოძალადე

ბავშვები ძალადობას განიცდიან სხვადასხვა პიროვნებებისაგან, ხშირად მოძალადე


მშობელია. მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს მოძალადე ადამიანები
არანორმალურნი ან დანარჩენებისაგან განსხვავებულნი არიან. ხშირად გარემომცველებს არ
სურთ იმის დაჯერება, რომ „გარეგნულად ასეთი წესიერი” ადამიანი შეიძლება სასტიკად
ეპყრობოდეს ოჯახის წევრებს; მაგრამ ეს მართლაც ასეა - ხშირად მშობლები, რომლებიც
რეგულარულად სცემენ თავიანთ შვილს, გარეშეებთან ურთიერთობაში სასიამოვნონი არიან და
სხვათაგან არაფრით გამოირჩევიან. მათ ერთი სერიოზული პრობლემა აერთიანებთ -
თავიანთი რისხვის კონტროლის უუნარობა.

ვინ შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი

ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგრამ, არსებობს ბავშვების


კატეგორია, რომლებიც სასტიკი მოპყრობის „რისკ-ჯგუფს” შეადგენენ. მრავალრიცხოვან
გამოკვლევათა თანახმად, რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, რომელთა დედებიც სისტემატურად
განიცდიან ძალადობას, შვილად აყვანილი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ან
„არასასურველი ბავშვები”. ჰიპერაქტიური, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
ბავშვები ასევე მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს, რადგან ხშირად აიძულებენ თავიანთ მშობლებს მათი
აღზრდის სიძნელეებით გამოწვეული იმედგაცრუებები და სტრესები განიცადონ.

თვითონ ბავშვები იშვიათად ყვებიან გადატანილი ძალადობის შესახებ. ხშირად მათ არც კი
იციან და არც ესმით, რომ მოზრდილები არ უნდა იქცეოდნენ ასე. ბავშვები თავს დამნაშავედ
თვლიან, ისინი დაშინებულები არიან, მათ რცხვენიათ, არ იციან, ვის და როგორი სიტყვებით
შეუძლიათ უამბონ, ეშინიათ, რომ არავინ დაუჯერებთ.
გმადლობთ ყურადღებისთვის

მოამზადა : მარიამი თოდუა


 
საგანი : სამოქალქო განათლება

მასწავლებელი : ანა ღურწკაია

You might also like