Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 27

2020-2021 წლის თებერვლიდან ევროპულ სკოლაში სასწავლო

პროცესის დასწრებით რეჟიმში განახლებასთან დაკავშირებული


რეგულაციები
ინფექციის პრევენციის მიზნით ევროპული სკოლის მიერ შემუშავებული
სამოქმედო გეგმა

თერმოსკრინინგის ზედმიწევნით დაცვის მიზნით:

•სკოლის შემოსასვლელში დამონტაჟდა 4 ტემპერატურის მზომი ავტომატური მოწყობილობა ;


•ცენტრალურ შემოსასვლელში დამატებით ხორციელდება ვიდეო სკრინინგი ;
•დაცვის თანამშრომლები აღჭურვილნი არიან დამატებითი უკონტაქტო თერმომეტრით ;
•ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმებისა და სხვა გათვალისწინებული მიზნებისათვის მოეწყო
საიზოლაციო ოთახი;

ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით:

•სკოლის ტერიტორიაზე განთავსდა დეზობარიერები;


•ყველა სართულზე დამონტაჟდა არანაკლებ 3 სანიტაიზერი, ჰიგიენური ნარჩენებისათვის
განკუთვნილი
კონტეინერები საერთო გამოყენების სივრცეებსა და საკლასო ოთახებში სავალდებულო ნიშნის
მითითებით;
•პირბადის ტარების წესის დაცვის უზრუნველსაყოფად , შეიქმნა პირბადეების რეზერვი,
საჭიროებისამებრ
გამოსაყენებლად;
ინფექციის პრევენციის მიზნით ევროპული სკოლის მიერ შემუშავებული
სამოქმედო გეგმა

 სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით:

• სანიტარული დასუფთავება ხორციელდება ყოველი შესვენების შემდეგ;


• უზრუნველყოფილია სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების და ხშირად გამოყენებული
ზედაპირების სანიტარული დამუშავება (არაუმეტეს 3-საათიანი ინტერვალებით);
• სასწავლო დღის შემდგომ უზრუნველყოფილია საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით
დალაგება/სანიტარული დამუშავება;
• სათანადოდ აღჭურვილი წყალმოხმარების წერტილები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი
ერთჯერადი ხელსახოცები - ხელმისაწვდომია ყველა კრიტიკულ წერტილში, კონკრეტულად კი სველ
წერტილებში და სამზარეულოში;
• ყოველი შესვენების დროს სავალდებულოდ განისაზღვრა საკლასო ოთახების განიავება;
• სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებულ
იქნა ხმარებიდან;
• მობილიზდა დასუფთავების სამსახურის დამატებითი თანამშრომლები;
ინფექციის პრევენციის მიზნით ევროპული სკოლის მიერ შემუშავებული
სამოქმედო გეგმა

 დისტანციის დაცვის მიზნით განისაზღვრა დამატებითი პირობები:

• სასადილო სივრცეებისთვის;
• საერთო (თავშეყრის) სივრცეებისთვის;
• ბიბლიოთეკებისთვის;
• სპორტის გაკვეთილებისათვის;
• საკლასო ოთახებისათვის;
• განხორციელდა მანიშნებელი სტიკერებისა და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ
განცხადებების განთავსება.

 ინფექციის პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები;

 განხორციელდა სკოლის თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირება (ტესტირების 20 % ტარდება PCR


მეთოდით, ხოლო 80 % - ანტიგენის სწრაფი ტესტით). აღნიშნული წესით ტესტირება ევროპულ სკოლაში
განხორციელდება ყოველ 14 დღეში;
 სრულად მობილიზდა შესაბამისი ადამიანური / ტექნიკური რესურსი (ექიმი; შრომისა და უსაფრთხოების
ორი მენეჯერი, დაცვისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები).
ევროპული სკოლის სივრცეში გადაადგილების რეგულირება
ევროპული სკოლის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირი დაიშვება:
სწორად მორგებული პირბადით, ხელების ჰიგიენურად დამუშავების, თერმოსკრინიგისა და დეზობარიერის გავლის
შემდეგ.
გაითვალისწინეთ:
ევროპული სკოლის ყველა თანამშრომელი და ვიზიტორი ვალდებულია ატაროს სწორად მორგებული პირბადე ;

I – IVკლასის მოსწავლეთათვის პირბადის ტარება რეკომენდებულია.

V – XII კლასის მოსწავლეთათვის პირბადის ტარება სავალდებულოა !

 ჰოლებში
 საკლასო ოთახებში
 საერთო გამოყენების ოთახებში
 ბიბლიოთეკებში
 სასადილოში

პირბადის ტარების წესის დარღვევა ევროპული სკოლის თანამშრომლებისთვის


გამოიწვევს პასუხისმგებლობას!
გაითვალისწინეთ, რომ პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია პირბადე სწორად იყოს
მორგებული
გაითვალისწინეთ, რომ პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია პირბადის სწორად
მოხსნისა და ურნაში მოთავსების წესები დაცვა
თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის დაცვის წესები

ტურნიკეტში დამონტაჟებულია ავტომატური ტემპერატურის საზომი,


უკონტაქტო თერმომეტრები და ხელის დეზინფექციისათვის განკუთვნილი
მოწყობილობები:

 პირველი გასასვლელით სარგებლობენ I-IV კლასის მოსწავლეები;


 მეორე გასასვლელით სარგებლობენ V-VIII კლასის მოსწავლეები;
 მესამე გასასვლელით სარგებლობენ IX-XII კლასის მოსწავლეები;
 თანამშრომელთათვის მობილიზდა დამატებითი გასასვლელები სკოლის
ტერიტორიაზე;
 ავტომატური სიცხის გამზომით ტემპერატურა იზომება შუბლის ან მაჯის
საშუალებით;
 37°C ან უფრო მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი
ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის
თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, სპეციალურად გამოყოფილ მოსაცდელ
სივრცეში;
 ტემპერატურის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С-ზე მეტი ტემპერატურის
დადასტურების შემთხვევაში, ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები ;
 იმ შემთხვევაში თუ პირის სხეულის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 370 С-ს,
იგი ვალდებულია სასწავლო პროცესის დაწყებამდე წარმოადგინოს
აღნიშნულის დამადასტურებელი ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა .
გაითვალისწინეთ, რომ პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია დამატებით ვიდეო
სკრინიგის გავლა
გაითვალისწინეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ
საიზოლაციო ოთახითა და ექიმის კაბინეტით
გაითვალისწინეთ, რომ პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია ხელების ხშირი
დამუშავება, რისთვისაც სკოლა აღჭურვილია არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის
შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერებით
გაითვალისწინეთ, რომ პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია დეზობარიერის
გავლა
სასადილო სივრცის რეგულირება

 საკვების მიღების წინ სავალდებულოა ჰიგიენის დაცვა წყლითა და


საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ
არის რეკომენდირებული);
 მკაცრად კონტროლდება სასადილოში მოსწავლეთა რაოდენობა;
 დისტანციის დაცვის მიზნით კლასების მიხედვით გაიმიჯნა სასადილო
სივრცეები და კვების დროები, ხოლო დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეებს საკვები მიეწოდებათ საკლასო ოთახებში;
 სასადილოში მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ დაცული
იყოს სავალდებულო დისტანცია;
 უპირატესობა ენიჭება უნაღდო ანგარიშსწორებას;
 სალაროსთან დაამონტაჟებულია დამცავი გამჭვირვალე ბარიერი -
მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების
მიზნით;
 ყავა/ჩაი და ლანჩბოქსებით სარგებლობა სამუშაო ოფისებში არ
დაიშვება;
 სკოლის თანამშრომელთათვის სასადილოში ვიზიტი
ნებადართულია სასადილოში მოსწავლეთა არყოფნის პერიოდში.
სასადილო სივრცეებში დაცულია სავალდებულოა დისტანცია
სკოლის ღია სივრცეში მოეწყო სწავლის, დასვენებისა და კვებისთვის
განკუთვნილი სივრცე
სასწავლო/სამუშაო პროცესის ორგანიზების რეგულირება

 გაითვალისწინეთ:
 გაკვეთილების ხანგრძლივობა დარჩა უცვლელი;
 შემცირდა დასვენებების დრო 5 წუთამდე;
 შემცირდა ლანჩისთვის განკუთვნილი დრო;
 გაკვეთილზე შესვლის წინ სავალდებულოდ განისაზღვრა ხელების ჰიგიენური წესით
დამუშავება;
 საკონტროლო წერების შემთხვევაში მოსწავლეებს ტესტები (დავალებები) დაურიგდებათ
ხელთათმანის გამოყენებით. პროცესის დასრულების შემდგომ, მოსწავლეთა ნაშრომები
თავსდება კონტეინერებში, ხელთათმანების გამოყენებით 24 საათის განმავლობაში, რომლის
გასვლის შემდეგაც ხორციელდება მათი შემოწმება;
 მოსწავლეთა ნაკადების მართვის მიზნით, განხორციელდა საგაკვეთილო ცხრილსა და IT
ოთახების / ლაბორატორიების განაწილებაში ცვლილებების შეტანა, რათა საგაკვეთილო
პროცესებს შორის დაცული იყოს 30 წუთიანი „სანიტარული შესვენებები“;
 დაწყებით კლასებში განისაზღვრა სუფთა ჰაერზე მოსწავლეთა გაყვანის გრაფიკი;
 დაუშვებელია სხვისი ნივთების (კალამი, ფანქარი, სახაზავი და სხვა) გამოყენება ;
 სკოლის ექიმთან მოსწავლის ვიზიტი ხორციელდება მეთვალყურე პირთან ერთად ;
 საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ, მოსწავლეთა გადაადგილება უნდა
განხორციელდეს ორგანიზებულად, სავალდებულო 1-მეტრიანი დისტანციის დაცვით ;
 მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში
ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით
დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;
 უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სკოლაში არსებული კლუბების საქმიანობა დროებით
შეჩერდა.
რეგულაციები სპორტის გაკვეთილებისათვის

 ცხრილის შესაბამისად, სპორტის 1 გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ჩატარდება სპორტულ


სივრცეში, ხოლო 1 გაკვეთილი საკლასო ოთახებში (თეორიული ნაწილი);
 ყოველი ვარჯიშის შემდეგ განხორციელდება სავარჯიშო სივრცის სველი წესით დალაგება;
 ყოველი დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ ჩატარდება დახურული სივრცეების
განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარების პირობებში, „ორპირი ქარის“ პრინციპით;
 უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ დაცული უნდა იყოს ხელის ჰიგიენა;
 დღის ბოლოს მოხდება სპორტული ინვენტარისა და სავარჯიშო სივრცის სრული დეზინფექცია;
 პერიოდულად ჩატარდება სანიტარული შესვენებები;
 სავარჯიშო პროცესში დაცული იქნება ბუნებრივი ვენტილაციის რეჟიმი;
 ყველა პირს, რომელიც არ არის ჩართული უშუალოდ ვარჯიშის პროცესში, სავალდებულოა ეკეთოს
პირბადე.
რეგულაციები ბიბლიოთეკებისა და საერთო სივრცეებისათვის

 წიგნების/დოკუმენტების გამცემი პირი აღჭურვილია ხელთათმანებით;


 მოსწავლეების განთავსება მაგიდებთან მოხდება წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე , იმგვარად , რომ
დაცული იყოს უსაფრთხო დისტანია (არანაკლებ 2მ).
 ადგილები მარკირებულია;
 აკრძალულია ჯგუფური მუშაობის პრინციპი;
 კომპიუტერისა და მისი აქსესუარების დამუშავება მოხდება სადეზინფექციო ხსნარებით ყოველი
გამოყენების შემდეგ;
 ყველა სამუშაო ავეჯი გამოყენების შემდეგ დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარითა და მშრალი
ხელსახოცით;
 დარბაზის შესასვლელში უზრუნველყოფილია ხელის სადეზინფექციო არანაკლებ 70% ალკოჰოლის
შემცველი ხსნარისა და გამოყენების წესების განთავსება (დარბაზის დროებით დატოვების შემდეგ
დაბრუნებისას აუცილებელია სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება);
 გამოყოფილია პირი, რომელიც კონტროლს გაუწევს რეკომენდაციების დაცვას სამკითხველო დარბაზში ;
 საერთო სივრცეები (შეკრების ადგილები) განკუთვნილია მხოლოდ სასწავლო მიზნებისათვის.
მერხები განლაგებულია რეგულაციებში გათვალისწინებული დისტანციით
ევროპული სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების ზოგადი ვალდებულებები

! ევროპული სკოლის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების წესების დაცვა;


! ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა;
!კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID - 19) სავალდებულო ტესტირების წესების
დაცვა;
! რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.)
ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, (პირბადით) დროებით გადავიდეს
საიზოლაციო ოთახში და ევროპული სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო
სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
! ევროპულ სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის
შემდგომ ევროპულ სკოლაში გამოცხადდეს ექიმის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე (COVID-19-ით
ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
! სკოლის საზოგადოების მიერ პირბადის ტარების წესების მკაცრი დაცვა;
! თავშეყრის თავიდან არიდება და სავალდებულო დისტანციის დაცვა, როგორც საგაკვეთილო პროცესის,
ასევე, შესვენებისა და კვების პროცესის დროს;
! ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლის მიერ ორგანიზებული აქტივობებში მონაწილეობა.
პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია
პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია
მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა
ატაროთ შეკრული თმა
ატარონ საკუთარი წყლის ბოთლი
მოსწავლეების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ზოგადი
ვალდებულებები

! ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;

! სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37°C და მეტის დაფიქსირების


შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში;

! ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას;

! უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში;

! სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე , უმოკლეს ვადაში


უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;

! დაესწროს სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს.


გაითვალისწინეთ: რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს

 სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა და


სუნთქვის პრობლემები. მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება
გამოიწვიოს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება.
 სიმპტომები ჰგავს გრიპის ან გაციების სიმპტომებს, რაც ბევრად უფრო
გავრცელებულია, ვიდრე COVID-19. ამიტომაც COVID-19 ვირუსით
დაინფიცირების დასადასტურებლად  აუცილებელია სპეციალური
გამოკვლევა.
 მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მთავარი პრევენციული ზომა იგივეა -
ხელების ხშირი დაბანა, რესპირატორული ჰიგიენა (დახველების ან
დაცემინების დროს უნდა დაიფაროთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან
ერთჯერადი ცხვირსახოცით, შემდეგ ეს ცხვირსახოცი უნდა გადააგდოთ
ნაგვის დახურულ ყუთში).
გაითვალისწინეთ: როგორ ავირიდო ინფიცირების რისკი

ქვემოთ მოცემულია ოთხი პრევენციული ზომა, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად:


 საკონტაქტო პირების ინფორმაცია:

სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციისთვის


მიმართეთ:

კლასის დამრიგებლებს / პროგრამის კოორდინატორებს;

ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე:

სკოლის ექიმი: (+995 577) 42 69 19

სამედიცინო ქოლ-ცენტრი: 2 14 42 44

ტექნიკური დახმარებისთვის: helpme@europeanschool.ge

სკოლაში დადგენილი რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ


ბმულზე.
ევროპული სკოლა გისურვებთ ჯანმრთელობას!

#შენისკოლაშენთანაა

You might also like