Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 8

„ბურატინო“

ზღაპრის სოციოლოგიური ანალიზი


სტუდენტი: მზია ხმალაძე
ა.ნ.ტოლსტოი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი


სოციალური საკითხები ზღაპარში

 განათლება
 ბავშვის განვითარება
 ერთმშობლიანი ოჯახი
 დევიაცია
 თანამედროვე ორგანიზაციების როლი
განათლება

მამა კარლო არის დაბალი სოციალური ფენის


წარმომადგენელი მეარღნე. ის შეშისგან
გამოთლის თოჯინას, რომელიც გაცოცხლდება.
მას აქვს სხვადსხვა შეგრძნებები, როგორიცაა
შიმშილი, ტკივილი, სიყვარული. მამა კარლო
აჭმევს მას, ტანსაცმელს უკერავს და გადაწყვეტს
თოჯინასთვის წიგნის ყიდვას, რათა მან სკოლაში
სიარული დაიწყოს, რადგან ხვდება, რომ რაც არ
უნდა სიღარიბეში ცხოვრობდეს ბავშვისთვის
წერა-კითხვის ცოდნა აუცილებელია.
ბავშვის განვითარება

ზღაპარში ნათლად ჩანს ბავშვის განვითარების


სტადიები პიაჟეს მიხედვით. როდესაც ბურატინო
თვალებს ახელს ის გარემოს ეცნობა. ცოტა ხანში მას
უკვე შეუძლია განასხვავოს სხვადასხვა საგნები,
საჭმელი, ცოცხალი არსებები, ადამიანები. მას
შეუძლია ლაპარაკი. შემდგომ მას უკვე შეუძლია
ლოგიკური ჯაჭვის აგება. მაგალითად, როდესაც ის
წიგნის გაყიდის, რომ შემდეგ თეატრის ბილეთი
შეიძინოს. ან როდესაც ოქროს მონეტებს მიწაში
ჩაყრის, რომ შემდეგ თანხამ მოიმატოს.
ერთმშობლიანი ოჯახი

ბურატინოს მხოლოდ მამა კარლო ჰყავს


ოჯახში, რომელიც ძალიან უყვარს. როდესაც
მას კატა ბაზილიო და მელა ალისა ხვდებიან
და უყვებიან საოცრებების ველზე, სადაც
შეიძლება ოქროს მონეტების ჩათესვა,
ბურატინო პირველ რიგში იმას ამბობს, რომ ამ
ფულს მამა კარლოს მისცემს. აქედან
გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ბურატინოსთვის მამა კარლო არის ძვირფასი
ადამიანი და იმის მიუხედავად, რომ ისინი
წარმოშობით სრულიად განსხვავდებიან
ერთმანეთისგან ბურატინო კარლოს ნამდვილ
მამად თვლის
დევიაცია

ამ ზღაპარში შეგვიძლია შევნიშნოთ რამდენიმე დევიანტური


მოვლენა:
 ყარაბას-ბარაბასი, რომელიც თოჯინებს იყენებს ფულის
შოვნისთვის. აქ შეგვიძლია განვიხილოთ ბავშვების
უსასყიდლოდ ექსპლუატაცია, წამება და მკვლელობის
მცდელობა (როდესაც ის ბურატინოს დაწვით ემუქრება)
 კატა ბაზილიო და მელა ალისა, რომლებიც ტყულის
მეშვეობით ცდილობენ ბავშვის გაძარცვას.
თანამედროვე ორგანიზაციების როლი

„ბურატინო“-ში შეგვიძლია დავინახოთ


რამდენიმე თანამედროვე ორგანიზაცია:
პოლიცია, სკოლა, სასადილო, თეატრი.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like