Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 5

გენეტიკის განვითარების მოკლე ისტორია

ძნელია ზუსტად დაათარიღო, თუ როდის მიაქცია ადამიანმა ყურადღება


მემკვიდრულობის მოვლენას. ბუნებრივია, ეს დიდი ხნის წინათ იყო, ჯერ
კიდევ მაშინ, როდესაც შინაურ ცხოველთა და კულტურულ მცენარეთა
მოშენება დაიწყეს. მდიდარი არქეოლოგიური მასალა ასეთი დასკვნის
საშუალებას იძლევა .უძველესი დროიდან მოყოლებული, XX ს-მდე,
მემკვიდრულობის შესახებ გამოთქმული ყველა ჰიპოთეზა
გონებაჭვრეტითი ხასიათისაა. მემკვიდრულობის შესახებ საინტერესო
შეხედულებები ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსთა და ექიმთა
ნაშრომებშია გადმოცემული. მათ ჩამოაყალიბეს ორი ძირითადი
ჰიპოთეზა – პირდაპირი და არაპირდაპირი მემკვიდრეობის შესახებ.
პირდაპირი მემკვიდრეობის მომხრე იყო ჰიპოკრატე. მას მიაჩნდა, რომ
. ელამში, ურის აღმოსავლეთით რეპროდუქციული მასალა სხეულის ყველა ნაწილიდან სასქესო
(შუამდინარეთი) აღმოჩენილი 6 000 მასალაში (ამჟამინდელი ტერმინოლოგიით, კვერცხუჯრედსა და
სპერმატოზოიდში) იკრიბებოდა და ყველა ორგანო უშუალო გავლენას
წლის წინანდელი თიხის ფილა.
ახდენდა შთამომავალთა ნიშნებზე. წესისამებრ, – აღნიშნავდა
მასზე გამოსახული ცხენები ჰიპოკრატე – მელოტს მელოტი შვილი ჰყავს, ცისფერთვალას –
ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ცისფერთვალა, კოჭლს 6 – კოჭლი, ხოლო გრძელთავიანს –
თავის ფორმით (სწორი, ამოწეული, გრძელთავიანი. ჰიპოკრატეს აზრით, სხეულის ჯანმრთელი ნაწილი
ჩაწეული კეხი) და ფაფრით ჯანსაღ რეპროდუქციულ ნაწილს გზავნიდა სასქესო მასალაში,
(უფაფრო, ზემოთ და ქვემოთ დაავადებული კი – არაჯანსაღს. მისი აზრით, სიცოცხლის მანძილზე
მიმართული). ამ ნიშნებს ამჟამადაც შეძენილი ნიშნები მემკვიდრეობდნენ.
იყენებენ ცხენების სელექციაში.
გენების დამოუკიდებლად განაწილების კანონი

მენდელის გენთა დამოუკიდებლად განაწილების


კანონის თანახმად, ორი (ან მეტი) სხვადასხვა გენის
ალელები გამეტებში ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად ნაწილდება. სხვანაირად რომ
ვთქვათ, ერთი გენის ალელების გამეტებში
განაწილება გავლენას არ ახდენს მეორე გენის
ალელების გადანაწილებაზე.
გენების დამოუკიდებლად განაწილების მიზეზი

იმის გასაგებად, თუ რატომ გადაეცემა გენები დამოუკიდებლად, ნახევარი


საუკუნით შემდეგ, უნდა გადავახვიოთ დროში, იმ მომენტამდე, როცა
აღმოაჩინეს, რომ გენები ფიზიკურად ქრომოსომებზეა განლაგებული. უფრო
ზუსტად რომ ვთქვათ, ორგანიზმში გენი ორი ასლითაა წარმოდგენილი
(მაგ. Y და y ალელებით) და ეს ორი ასლი ორ ჰომოლოგიურ
ქრომოსომაზე მდებარეობს, ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას.
ჰომოლოგიური ქრომოსომები მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. მათგან
ერთს ერთი მშობლისგან იღებს ინდივიდი, მეორეს - მეორისგან.

გენთა დამოუკიდებელი განაწილების ფიზიკური საფუძველი გამეტების


წარმოქმნის პროცესი, კერძოდ I მეიოზია. ამ დროს ჰომოლოგიურ
ქრომოსომათა წყვილები უჯრედის შუაში, შემთხვევითი ორიენტაციით
განლაგდება სივრცეში და ემზადება დასაცალკევებლად. სწორედ ამ
შემთხვევითი განლაგების გამოა, რომ გამეტებში დედისეული და მამისეული
ქრომოსომები (და, შესაბამისად, მათზე მდებარე ალელებიც) სხვადასხვა
კომბინაციით შეიძლება გადანაწილდეს.
დამოკიდებულება vs. შეჭიდულობა
ზედა ნაწილში მენდელის გენთა
დამოუკიდებელი განაწილების კანონი
მოკლედ მიმოვიხილეთ და გავიგეთ, რატომ
იწვევს იგი ფენოტიპთა 9:3:3:1 შეფარდებით
გამოვლენას. მაგრამ სხვა ალტერნატივა რა
იყო? ანუ, რა მოხდებოდა, თუ ორი
გენი არ დაემორჩილებოდა დამოუკიდებელი
განაწილების კანონს?
უკიდურესი შემთხვევა რომ განვიხილოთ,
მარცვლის ფერისა და ფორმის
განმსაზღვრელი გენები შეიძლება ყოველთვის
წყვილად, ერთად გადაეცემოდეს. ანუ,
სიყვითლისა და სიგლუვის მაკოდირებელი
ალელები არასდროს განცალკევდებოდეს
ისევე, როგორც მწვანე ფერისა და
დანაოჭებული მარცვლის განმსაზღვრელი.
მალდობა ყურადღებისთვის

პროექტის ავტორი: ირაკლი თავაძე

You might also like