Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 41

პოლიმერების ქიმია

თამარ თათრიშვილი
პოლიმერების გამოყენების სფეროები:

1. მედიცინა;
2. სამშენებლო მასალები;
3. მანქანათმშენებლობა;
4. გემთმშენებლობა;
5. ავიაცია;
6. სოფლის მეურნეობა;
7. ყოფაცხოვრებაში.
ზოგადი ცნობები პოლიმერების (მაკრომოლეკულური ნაერთების) შესახებ.
ორგანული და არაორგანული მაკრომოლეკულური ნაერთები.
ცხრილი 1
ზოგიერთი მცენარეული მასალის შედგენილობა
მცენარეულ მშრალი წონის შემცველობა, %
ი მასალა ცელულოზა სახამებელი სხვა მ.მ. ლიგნინი სულ მმნ
ნახშირწყლები
მერქანი
წიწოვანი 56.0 - 14.8 27.0 97.8
ფოთლოვან 52.0 - 23.4 21.2 96.6

ზღვის 4.2-8 - 42-60 - 50-65
წყალმცენა
რე
ტორფი 35.0 - 18.0 - 61.0
კარტოფილ 4.4 71.8 8.40 - 86.8

ხორბალი - 66.0 14.8 - 86.6
სიმინდი - 75.0 12.0 - 78.0
ბრინჯი - 83.0 - 83.0
პოლიმერების როლი და გამოყენება
1. მცენარის მიერ მზის სხივების შთანთქმით მიწოდებული სხივური ენერგია
ტრანსფორმირდება ძნელად განსაბნევ ქიმიურ ენერგიაში, რომელიც
მცენარეულ მასაში, ე.ი წარმოქმნილ მაკრომოლეკულურ ნაერთში
გროვდება.
2. აკუმულირებული ქიმიური ენერგია გამოიყენება ცოცხალი ორგანიზმების
მიერ საკვები მასალის ათვისებასა და ზრდა განვითარებაში, მისი
გეოლოგიური ცვლილების პროდუქტების (ტორფი, ქვანახშირი) დაწვის
დროს, შემდგომი ქიმიური გარდაქმნის პროცესებში და ა.შ.
3. მცენარის მიერ აკუმულირებული ენერგიის განთავისუფლების შემდეგ,
ხელახლა წარმოიქმნება ნახშირორჟანგი და ამგვარად, მიმდინარეობს
ნახშირორჟანგის ციკლური მიმოქცევა.
4. მცენარეული სამყაროს მთავარი როლი ამ ენერგიის დაგროვებაში და
ბუნებაში ნახშირბადის ბალანსის შენარჩუნებაში მდგომარეობს.
5. ქიმიური ნაერთების მოლეკულური მასის გადიდებით მათი მოლეკულების
ძვრადობა მცირდება. დაბალმოლეკულური ნაერთები მმნ გადამტანები
არიან.
h
6nCO2 + 5nH 2O [C6H 10O5]n + 6nO2
ფოტოსინთეზი
პოლიმერების მნიშვნელობა პრაქტიკაში
მაკრომოლეკულების ქიმიის განვითარების ისტორია

 1832 წლიდან, როდესაც ცნობილმა შვედმა მეცნიერმა


ბერცელიუსმა პირველად ჩამოაყალიბა ცნება
პოლიმერის~ შესახებ.
 1826 წ დადგინდა ნატურალური კაუჩუკის ემპირული

ფორმულა (C5H8).
 1860 წ. მშრალი გამოხდით მიიღეს C5H
8.
 თვლიდნენ, რომ პოლიიზოპრენი შედგება მრავალჯერ

განმეორებადი რგოლებისაგან, რომელსაც ჯაჭვის ან


ციკლის ფორმა ქონდა. ხაზოვანი სტრუქტურის დროს
ფუნქციურ ჯგუფებს არ გულისხმობდნენ.
ამ მოსაზრებებმა მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა , რომ
პოლიმერული მოლეკულა და სახელდობრ, ნატურალური
კაუჩუკის მოლეკულა წარმოადგენს შემდეგი აღნაგობის
მრავალჯერ განმეორებად ციკლს:
უპირატესობას ციკლურ
სტრუქტურას ანიჭებდნენ

ამგვარად, ნატურალური კაუჩუკის აღნაგობა წარმოდგენილი


ჰქონდათ, როგორც ასეთი ციკლების დიდი რაოდენობის
შემცველი ნივთიერებები და ეს ციკლები ერთმანეთთან
დაკავშირებული არიან ასოცირებული კავშირებით.
მხოლოდ 1920 წელს გამოჩენილმა გერმანელმა მეცნიერმა ჰანს
შტაუდინგერმა შეიმუშავა ახალი თეორია, მაღალმოლეკულური
ნაერთების მაკრომოლეკულური (მაკრო - ძალიან დიდს ნიშნავს)
აღნაგობის შესახებ.

კაუჩუკი პოლიოქსიმეთილენ პოლისტიროლი


სახელდობრ, ნატურალური კაუჩუკისათვის,


პოლისტიროლისათვის და პოლიოქსიმეთილენისათვის
ექსპერიმენტალურად დაამტკიცა გრძელ-ჯაჭვიანი
არაასოცირებული მოლეკულების არსებობა.
აღსანიშნავია, რომ მაღალმოლეკულური ნაერთების ქიმიის
დარგში ამ ფუნდამენტური გამოკვლევისათვის ჰანს შტაუდინგერს
შტაუდინგერის თეორიას რიგი ნაკლოვანებები ჰქონდა:
ასე მაგალითად, ეს თეორია დასაწყისში
მოლეკულების ასოციაციის შესაძ-ლებლობას
უარყოფდა არამარტო განზავებულ, არამედ
პოლიმერების კონ-ცენტრირებულ ხსნარებში. ამის
გარდა, ეს თეორია აგრეთვე ვარაუდობდა, რომ
პოლიმერების მოლეკულები ხისტ ჩხირებს
წარმოადგენდა, რომლებსაც არ შეუძლიათ
შესამჩნევად შეიცვალონ თავისი ფორმა.

 მაკრომოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ძირითადი ტერმინები

 პოლიმერი ეწოდება მაღალმოლეკულურ ნაერთს, რომლის მაკრომო-


ლეკულა (ე.ი. დიდი მოლეკულა) შედგება დიდი ოდენობის ატომთა
ჯგუფებისაგან, ე.წ. ელემენტარული რგოლებისაგან და რომლებიც ერ-
თმანეთთან მთავარი ვალენტური ძალებით, ანუ კოვალენტური კავში-
რებით არიან შეკავშირებული.
 ამ რეკომენდაციის თანახმად პოლიმერი ეწოდება მაღალმოლეკულურ
ნივთიერებას, რომელიც შედგება მრავალჯერ განმეორებადი ერთი ან
მეტი ტიპის ატომების ან ატომთა ჯგუფისაგან, მოლეკულებისაგან,
რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან იმდენად,
რამდენადაც ეს საკმარისია ნივთიერების კომპლექსური თვისებების
გამოსახატავად და ნივთიერების ფიზიკური თვისებები პრაქტიკულად
არ იცვლება ერთი ან რამოდენიმე ჯაჭვის შემადგენელი რგოლის
მომატებით ან შემცირებით. (IUPAC-1978).
 -A-A-A-A-A-A-A- ანუ (-A-)n
 -A – არის A მონომერისგან მიღებული ელემენტური რგოლი
საერთაშორისო ნომენკლატურის თანამედროვე განსაზღვრის მიხედვით:
თანაპოლიმერი _ ეწოდება პოლიმერს, რომელიც წარმოიქმნება ერთზე მეტი
ტიპის მონომერისაგან. თანაპოლიმერი შეიძლება წარმოქმნილი იყოს ორი ტიპის
მონომერისაგან. თანაპოლიმერს აგრეთვე ბიპოლიმერი ეწოდება. ბიპოლიმერს
წარმოადგენს მაგალითად პოლიბუტადიენ-სტიროლის თანაპოლიმერი:

(-A-)n (-B-)m an (-A-A-A-B-B-B-A-A-B-)


ტერპოლიმერი ეწოდება თანაპოლიმერს, რომელშიც შეიცავს სამი სხვადასხვა
სახის მონომერს, მაგალითად აკრილონიტრილ-ბუტადიენ-სტიროლის
თანაპოლიმერი (ABS). ხოლო ოთხი სხვადასხვა ტიპის მონომერისაგან
წარმოქმნილ პოლიმერს ტეტრაპოლიმერი ეწოდება.

ამ ფორმულებში ინდექსი n მაკრომოლეკულის შემადგენელი რგოლების რიცხვის


აღმნიშვნელია და ახასიათებს მაღალმოლეკულური ნაერთის პოლიმერიზაციის
ხარისხს ანუ კოეფიციენტს უწოდებენ. მაღალმოლეკულურ ნაერთის
პოლიმერიზაციის ხარისხი ეწოდება ამ ნაერთის მოლეკულაში შემავალი
შემადგენელი მონომერული რგოლების რიცხვს (ოდენობას).
პოლიმერიზაციის ხარისხი დაკავშირებულია პოლიმერის
მოლეკულურ მასასთან (M) განტოლებით:

თუ მაღალმოლეკულურ ნაერთს შედარებით დაბალი პოლიმერიზაციის


ხარისხი აქვს, მაშინ ასეთ ნაერთებს ოლიგომერებს უწოდებენ (ბერძ-ნული
სიტყვა `ოლიგომერი~ ნიშნავს `ოლიგო~- არა ბევრი, ცოტა, ხოლო
`მეროს~- ნაწილს). მათი მოლეკულური მასა რამოდენიმე ასეულიდან
რამოდენიმე ათასამდეა (5000).

ოლიგომერი ეწოდება მაღალმოლეკულურ ნივთიერებას, რომელიც


შედგება განსაზღვრული რაოდენობის ერთი ან მეტი ტიპის ატომების ან
ატომთა ჯგუფების მოლეკულებისაგან, ანუ ჯაჭვის შემადგენელი
რგოლებისაგან, რომლებიც განმეორებადად არიან დაკავშირებული
ერთმანეთთან და ოლიგომერის ფიზიკური თვისებები იცვლება ერთი ან
რამოდენიმე შემადგენელი რგოლის დამატებით ან შემცირებით.
.
 მაღალმოლეკულური ნაერთის ჯაჭვის შემადგენელი რგოლი ეწოდება
ოლიგომერის თანპოლიმერის მოლეკულების ჯაჭვში შემავალ ატომს
ან ატომთა ჯგუფს, რომელიც უმცირეს შემადგენელ რგოლს წარმო-
ადგენს და რომლის მეშვეობითაც ხასიათდება მაკრომოლეკულური
ჯაჭვი.
 მაგალითად, პოლი-1-ქლორეთილენის პოლივინილქლორიდის
პოლიმე-რული ჯაჭვი ასე გამოისახება:

 ამ პოლიმერული ჯაჭვიდან პრინციპში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი


შემადგენელი რგოლები:

 პოლიმერის უმცირესი შემადგენელი რგოლია …-CHCl--CH2, და არა


-CH2-, -CHCl- an -CH2-CHCl-.
მონომერი (ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს `მონოს~-ერთს, `მეროს~-ნაწილს)
ეწოდება ნივთიერებას, რომელიც შედგება მოლეკულებისაგან და რომლებსაც
შეუძლიათ წარმოქმნან მაკრომოლეკულური ნაერთები ერთი ან რამოდენიმე ტიპის
შემადგენელი რგოლი.
ერთი ან რამოდენიმე მონომერის პოლიმერში გარდაქმნის პროცესს _
პოლიმერიზაცია ან თანაპოლიმერიზაცია ეწოდება, ხოლო ერთი ან რამოდენიმე
მონომერის ოლიგომერში გარდაქმნის პროცესს კი ოლი-გომერიზაცია ან
თანაოლიგომერიზაცია ეწოდება.

მაკრომოლეკულურ ნაერთთა კლასიფიკაცია

ბუნებრივი, სინთეზური და ხელოვნური მაკრომოლეკულური ნაერთები.


ყველა მაკრომოლეკულური ნაერთი მიღების ხერხების მიხედვით იყოფა:
ბუნებრივ, სინთეზურ და ხელოვნურ ნაერთებად.
1. ბუნებრივ მაღალმოლეკულურ ნაერთებს მიეკუთვნებიან ისეთი
ნაერთები, რომლებიც გამოიყოფიან ბუნებრივი ნედლეულისაგან,
მაგალითად: ნატურალური კაუჩუკი, სახამებელი, ცელულოზა და
სხვა: იზოპრენი - 2-მეთილ
ბუტადიენ -1,3
ლიგნინი (ლათ. lignum – ხე, მერქანი) — რთული, პოლიმერული
ნაერთი, რომელსაც შეიცავს ბოჭკოვანი მცენარეების უჯრედები.
ლიგნინის დაგროვება უჯრედების გარსში იწვევეს უჯრედების
გახევებას და ზრდის მათ მექანიკურ გამძლეობას.
2. ხელოვნურს მიეკუთვნებიან ისეთი მაღალმოლეკულური ნაერთები,
რომლებიც ბუნებრივი პოლიმერების ქიმიური მოდიფიკაციით მიიღებიან,
მაგალითად ცელულოზის მოდიფიცირებით მიიღებიან ცელულოზის მარ-
ტივი და რთული ეთერები:

ანალოგიური სქემით, ცელულოზის ნიტრირებით მიიღებიან ტრი -, დი - და


მონონიტრატცელულოზური ხელოვნური ბოჭკოები:

nitratceluloza
3. სინთეზურს კი მიეკუთვნებიან ისეთი მაღალმოლეკულური ნაერთები,
რომლებიც დაბალმოლეკულური ნაერთებისაგან, ანუ მონომერებისაგან
არიან მიღებული. მაგალითად, პოლიეთილენი მიიღება ეთილენის პოლი-
მერიზაციით:

პოლივინილქლორიდი მიიღება ვინილქლორიდის პოლიმერიზაციით:

1,3-ბუტადიენის (დივინილის) პოლიმერიზაციით მიიღება პოლიბუტადიენი:

ეთილენგლიკოლისა და ტერეფტალის მჟავას პოლიკონდენსაციით მიიღება


პოლიეთილენტერეფტალატი:
. ჰომოჯაჭვური, ჰეტეროჯაჭვური და შეუღლებულჯაჭვური ანუ
შეუღლებულბმიანი კონიუგირებული პოლიმერები.

1). ჰომოჯაჭვურს უწოდებენ ისეთ მაღალმოლეკულურ ნაერთებს,


რომელთა მთავარი ჯაჭვი აგებულია ერთნაირი ატომებისაგან:

1. ნაჯერი ნახშირწყალბადები და მათი წარმოებულები.


2. ნაჯერი ნახშირწყალბადების ჰალოგენწარმოებულები.
3. სპირტები, მათი მარტივი და რთული ეთერები.
4. აცეტალები.
5. ალდეჰიდები და კეტონები.
6. ამინები და ნიტრო ნაერთები.
7. მჟავები და მათი წარმოებულები.
8. უჯერი ნახშირწყალბადები და მათი წარმოებულები.
9. უჯერი ნახშირწყალბადების ჰალოგენწარმოებულები.
10. არომატული ნახშირწყალბადები.
დასახელება ფორმულა

ნაჯერი ნახშირწყალბადები და მათი წარმოებულები

ნაჯერი ნახშირწყალბადები

პოლიეთილენი

პოლიპროპილენი

პოლიბუთილენი

პოლიიზობუთილენი

პოლივინილბენზოლი (პოლისტიროლი)

ნაჯერი ნახშირწყალბადების ჰალოგენწარმოებულები

პოლივინილქლორიდი

პოლივინილიდენქლორიდი

პოლიტეტრაფტორეთილენი
სპირტები მათი მარტივი და რთულ;ი ეთერები

პოლივინილის სპირტი

პოლიალილის სპირტი

pოლივინილის სპირტის მარტივი ეთერები

პოლივინილაცეტატი

პოლივინილკარბონატი

აცეტალები

პოლივინილფორმალი

პოლივინილბუტირალი
ალდეჰიდები და კეტონები

პოლიაკროლეინი

პოლიმეთილაკროლეინი

პოლივინილმეთილკეტონი

ამინები და ნიტრო- ნაერთები

პოლივინილამინი

პოლივინილმეთილამინი

პოლივინილკარბაზოლი

პოლივინილპიროლიდონი

პოლინიტროეთილენი
 2). ჰეტეროჯაჭვურს ისეთ მაღალმოლეკულური ნაერთებს უწოდებენ,
რომელთა მთავარი ჯაჭვი სხვადასხვა, ორი ან მეტი ელემენტისა-განლ
აგებული. მაგალითად: C-O-C-O-, -C-N-C-N-, -C-N-C-O-, Si-O-Si-O-, Si-NH-
Si-N-, Si-O-Si-NH-Si და ა .შ ,
 3). შეუღლებულბმიან ანუ კონიუგირებულ პოლიმერებს უწოდებენ ის-
ეთ მაკრომოლეკულური ნაერთებს, რომელთა მთელი მაკრომოლეკუ-
ლური ჯაჭვის სიგრძეზე, ან მის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე შეუღლე-
ბული (ორმაგი, ან სამმაგი) ბმების სისტემას შეიცავენ. შეუღლებულ-
ბმიანი პოლიმერის თვისებები მჟღავნდება მაშინ, როცა ადგილი აქვს
-ელექტრონების დელოკალიზაციას ჯაჭვის მთელ სიგრძეზე.
დასახელება ფორმულა

პოლიაცეტილენები

სადაც: R=H, Ph, ალკილი

პოლიინები

პოლინიტრილები

პოლიფენილენები

პოლიფენილენოქსიდი ანუ
პოლიოქსი-1,4-ფენილენი

პოლიფენილენსულფიდი
ანუ პოლითიო-1,4-ფენილენი

პოლიოქსიდიაზოლები

პოლიბენზიმიდაზოლები

პოლიპირიდინქლორიდი

შეუღლებულსისტემიანი
კომპლექსური პოლიმერები
 III. ორგანული, არაორგანული და ელემენტოორგანული
პოლიმერები
 1). ორგანულ მაღალმოლეკულურ ნაერთებს მიეკუთვნებიან ისეთი პო-
ლიმერები, რომელთა მთავარი ჯაჭვები აგებულია ან მარტო ნახშირ-
ბადის ატომებისაგან, ან ნახშირბადის ატომებისა და სხვა ორგანოგე-
ნული ელემენტებისაგან (ორგანულ ელემენტებს მიეკუთვნება
 O, N, S) მონაცვლეობით.

 2). არაორგანულ მაკრომოლეკულურ ნაერთებს მიეკუთვნება პოლიმე-


რები, რომელთა მთავარი ჯაჭვები აგებულია პერიოდული სისტემის
სხვადასხვა ელემენტისა და ორგანოგენული ელემენტისაგან და ამავე
დროს, მათ აგებულებაში ნახშირბადი არ შედის: -Э-O-Э-O-, -Э-N-Э-N-, -Э-
S-Э-S-, სადაც Э=Al, B, Si, Sn, Pb და სხვა. (კვარცი, სილიკაგელი,
ანდეზიტი, კლინოპტილოლიტი, ალუმინ- და ბორსილიკატები.
 3). ელემენტორგანულ მაკრომოლეკულური ნაერთებს მიეკუთვნებიან
ისეთი პოლიმერები, რომელთა მთავარი ჯაჭვები აგებული არიან არა-
ორგანული ჯაჭვების ანალოგიურად და ამავე დროს მთავარ ჯაჭვში
შემავალ ელემენტებს გააჩნიათ ჩანაცვლებული გვერდითი ორგანული
ჯგუფები ან რადიკალები: სადაც
 E=Al, B, Sn, Ti, Rb, P და სხვა, R= ალკილი, არილი.
არაორგანული პოლიმერები

დასახელება ფორმულა
პოლიფოსფატები

პოლიფოსფონიტრილქლორი
დი

პოლიარსენატები
 IV. მთავარი ჯაჭვის მაკრომოლეკულების სტრუქტურული აღნაგობის,
ანუ გეომეტრული ფორმის მიხედვით პოლიმერები იყოფა:
 1) ხაზოვანი, 2) სივრცითი ანუ შეკერილი 3) განტოტვილი და 4)
დენდრიმერები.
 V. მაკრომოლეკულური ნაერთები მათზე ტემპერატურის ზემოქმედების
მიხედვით იყოფიან ორ კლასად: 1) თერმოპლასტიკური-შექცევადი და
2) თერმორეაქტიული – შეუქცევადი თვისებებით.

 თერმოპლასტიკური პოლიმერები ეს ისეთი პოლიმერებია, რომ-ლებიც


ყოველი მომდევნო გაცხელებისას იცვლიან ფორმას სტრუქტურის
შეუცვლელად. თერმოპლასტიკურ პოლიმერებს უმთავრესად ხაზოვანი
და შეიძლება განტოტვილი აღნაგობა გააჩნდეს და ეს სტრუქტურა
ყოველი შემდგომი გაცხელებისას შენარჩუნდება.

 თერმორეაქტიული პოლიმერები ეწოდება ისეთ პოლიმერებს,


რომელთა გაცხელებისას ადგილი აქვს სტრუქტურის ცვლი-ლებას და
მიიღება შეკერილი ანუ ბადისებრი პოლიმერები, რის გამოც
პოლიმერისათვის შემდეგი ფორმის ცვლილება შეუძლებელია.
 VI. კლასიფიკაცია: სინთეზის მეთოდების მიხედვით.
1. პოლიმერიზაციული ტიპის პოლიმერები.
2. პოლიკონდენსაციური ტიპის პოლიმერები. (საფეხურებრივი პოლიმერიაცია )
3. ადიციური, ანუ მიგრაციული პოლიმერიზაციის ტიპის პოლიმერები.
4. შეთავსებითი პოლიკონდენსაციური პოლიმერიზაციის ტიპის პოლი-მერები.
5. მოდიფიკაციის გზით მიღებული პოლიმერები.
პოლიმერიზაციის გზით მიღებულ პოლიმერებს მიეკუთვნებიან მაგალითად
პოლიეთილენი, პოლიპროპილენი, პოლისტიროლი და ასე შემდეგ.
 დივინილურ ნაერთებზე დიჰიდრიდსილოქსანების მოქმედებისას მიიღება
პოლიკარბოსილოქსანები:

შეთავსებითი პოლიკონდენსაციური პოლიმერიზაციის ტიპის პოლიმერე-ბის მიღების


ერთერთ მაგალითს წარმოადგენს ორგანოციკლოსილოქ-სანების
პოლიკონდენსაციური პოლიმერიზაცია ორგანულ დიოლებთან:

შესაძლებელია განხორციელდეს პოლიმერიზაციის შემდგომი ეტაპები:

ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ჯაჭვის ზრდის პროცესი


პოლიკონდენსაციის გზით:
 მაკრომოლეკულების ანუ მაღალმოლეკულური
 ნაერთების ნომენკლატურა
 1. ნომენკლატურა, რომელსაც საფუძვლად უდევს საწყისი მონომერის
სახელწოდება.

 თუ მაკრომოლეკულა მიიღება ორი სხვადასხვა მონომერის მოლეკულისაგან


პოლიმერიზაციის გზით, მაშინ მისი სახელწოდება ორივე მონომერის
სახელწოდებისაგან იწარმოება, რომელიც ფრჩხილებში თავსდება და ემატება
თავსართი “პოლი”. მაგალითად, სტიროლისა და აკრი-ლონიტრილის
თანაპოლიმერიზაციით მიიღება პოლი(სტიროლ-აკრილონიტრილი )ს
თანაპოლიმერი. ფრჩხილების გამოყენება მაინც აუცილებელია , ვინაიდან ზოგ
შემთხვევაში პოლიმერის სტრუქტურული აღნაგობის იდენტიფიცირება
შეუძლებელია მაგალითად, პოლი(ოქსიეთილე-ნი)–(O-CH2-CH2)n- და
პოლიოქსი(ეთილენი) –[O-(CH2-CH2)n]-.
 1ა. ზოგი პოლიმერის სახელწოდება წარმოიშვება ჰიპოთეთური
მონომერის სახელწოდებისაგან. მაგალითად, პოლივინილის სპირტი
პოლივინილაცეტატის ჰიდროლიზით მიიღება:

 პოლივინილის სპირტის პოლიმერის სახელწოდება ჰიპოთეთური მო-


ნომერის – ვინილის სპირიტის სახელწოდებისგან წარმოდგება,
 ვინაიდან სინამდვილეში ვინილის სპირტი ძალიან არამედეგია და
არსებობს მხოლოდ როგორც აცეტალდეჰიდის ენოლური ფორმა,
რადგანაც ვინილის სპირტი წარმოქმნისთანავე განიცდის
იზომერიზაციას და აცეტალდეჰიდში გადადის:
 ერთი მონომერის პოლიკონდენსაციით მიღებულ პოლიმერის
სახელ-წოდება წარმოდგება მონომერის სახელწოდებაზე
თავსართი პოლი-ს დამატებით.
 1 ბ. მაკრომოლეკულების ქიმიაში ხშირად ვხვდებით ისეთ
მოვლენას, როდესაც ერთი და იგივე პოლიმერი ორი სხვადასხვა
მონომერისაგან მიიღება და ამიტომ მას სხვადასხვა
სახელწოდება აქვს.
 მაგალითად, პოლიამიდს, რომელიც მიიღება 6-ამინოკაპრონის
მჟავას პოლიკონდენსაციით, პოლი(6-ამინოკაპრონის მჟავა)
ეწოდება:

 იგივე აღნაგობის პოლიამიდს, რომელსაც ღებულობენ სხვა


გზით, კერძოდ e-კაპროლაქტამის საფეხურებრივი
პოლიმერიზაციით:

 პოლი- e -კაპროლაქტამს უწოდებენ.


2. ნომენკლატურა რომელსაც საფუძვლად მაკრომოლეკულების ქიმიური
აღნაგობა უდევს:
მარტივი ეთერული ჯგუფი – C-O- მარტივი პოლიეთერებისათვისაა
დამახასიათებელი. მაგალითად: –(O-CH2-CH2)n-
 rTuleTeruli jgufi –CO-O- რთული ეთერებისათვის არის დამახასიათებელი.

 ამიდური ჯგუფი–NH-CO- პოლიამიდებისათვისაა დამახასიათებელი.


ურეთანული ჯგუფი –O-CO-NH- პოლიურეთანებისთვისაა
დამახასიათებელი.
International Union Pure and Applied Chemistry IUPAC

სუფთა და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი

1. დებულება: პოლიმერის სახელწოდება იწარმოება


განმეორებად შემადგენელ რგოლზე (გშრ) თავსართი “პოლი”-
ს დამატებით. გშრ სახელწოდება წარმოდგება პოლიმერის
ელემენტური რგოლისაგან.
2 დებულება: განმეორებადი შემადგენელი რგოლი იწერება მარცხნიდან
მარჯვნივ ქვერგოლების უფროსობის წესით. ე.ი. პოლიმერში შემავალი
განმეორებადი შემადგენელი რგოლები ნაწილებისაგან ანუ ქვერ-
გოლებისაგან შედგება. მაგალითად –(O-CH2-CH2)n-, რომელსაც ძველი
ნომენკლატურის თანახმად პოლიეთილენოქსიდი ეწოდება ორი ქვერ-
გოლისაგან შედგება: ჟანგბადისა –O- და ეთილენის -CH2-CH2
ჯგუფებისაგან.
3 დებულება: განმეორებადი შემადგენელი რგოლის უფროსობის რიგი
შემდეგნაირად წარმოდგება: ჰეტეროციკლური რგოლები>ჰეტეროა-
ტომები ან ჰეტერო ატომის შემცველი აციკლური ქვერგოლები> კარ-
ბოციკლური რგოლები>მხოლოდ ნახშირბადის შემცველი აციკლური
რგოლები.
სხვადასხვა ტიპის ატომების, ატომთა ჯგუფების, რგოლების (ციკლე-ბი)
არსებობა, რომლებიც არ წარმოადგენენ ძირითადი პოლიმერული
ჯაჭვის ნაწილს, არამედ განმეორებადი შემადგენელი რგოლის გვერ-
დითი ჩამნაცვლებელია არ ახდენს გავლენას უფროსობის რიგზე.
 დებულება: განმეორებადი შემადგენელი რგოლი იწერება მარცხნიდან მარჯვნივ ქვერგოლების
უფროსობის წესით. ე.ი. პოლიმერში შემავალი განმეორებადი შემადგენელი რგოლები ნაწილებისაგან
ანუ ქვერ-გოლებისაგან შედგება. მაგალითად –(რომელსაც ძველი ნომენკლატურის თანახმად
პოლიეთილენოქსიდი ეწოდება ორი ქვერO-CH2-CH2)n-, -გოლისაგან შედგება: ჟანგბადისა –O- და
ეთილენის -CH2- C H2- ჯგუფებისაგან.
 3 დებულება: განმეორებადი შემადგენელი რგოლის უფროსობის რიგი შემდეგნაირად წარმოდგება:
ჰეტეროციკლური რგოლები>ჰეტეროა- ტომები ან ჰეტერო ატომის შემცველი აციკლური
ქვერგოლები> კარ-ბოციკლური რგოლები>მხოლოდ ნახშირბადის შემცველი აციკლური რგოლები.
 სხვადასხვა ტიპის ატომების, ატომთა ჯგუფების, რგოლების (ციკლე-ბი) არსებობა, რომლებიც არ
წარმოადგენენ ძირითადი პოლიმერული ჯაჭვის ნაწილს, არამედ განმეორებადი შემადგენელი
რგოლის გვერ-დითი ჩამნაცვლებელია არ ახდენს გავლენას უფროსობის რიგზე.
 დებულება: ჰეტეროციკლური რგოლებისათვის უფროსობა განისა-ზღვრება შემდეგი რიგით: ციკლური
სისტემა აზოტის ატომის შემ-ცველობით ციკლში > ციკლური სისტემა აზოტის ატომისაგან განსხ-
ვავებული სხვა ჰეტეროატომით ციკლში, უფროსობის რიგის მიხედვით (იხ. დებულება 5) > ციკლური
სისტემები განსხვავებული ჰეტერო-ატომების დიდი რიცხვით > ციკლური სისტემები ჰეტეროატომების
დიდი რიცხვით > დიდი ზომის ციკლური სისტემები > ჰეტერო-ატომების შემცველი ციკლური
სისტემებით ციკლში 5-ზე მეტი ატომ-თა რიცხვით.
 5 დებულება: ჰეტეროატომებისათვის ან ჰეტეროატომის შემცველ აციკ-ლურ ქვერგოლში, უფროსობა
მცირდება რიგში:
 O, S, Se, Te, N, P, As, Sb, Bi, Si, Ge, Sn, Pb, B, Hg; ნებისმიერ ჰეტეროატომს ენიჭება პრიორიტეტი
ნახშირბადის ატომთან შედარებით. უფროსობა სხვა ჰეტეროატომისა განისაზღვრება მისი
მდებარეობით პერიოდულ სისტემაში. მაგალითად ასეთი აღნაგობის პოლიმერი:

 უნდა იწოდებოდეს პოლი-1-ოქსი-6-თიო-4,9-დიაზა-ნონამეთილენ-1,3-ციკ-ლოჰექსანი.


6 დებულება: კარბოციკლურ ნაერთებში უპირატესობა ენიჭება ციკლურ ნაერთებს
ციკლების დიდი რიცხვით > ციკლურ სისტემებს დიდი ინდი-ვიდუალური ციკლებით
> ციკლურ სისტემებს რომელთაც გააჩნიათ ატომთა დიდი რიცხვით.
7 დებულება: მოცემული კარბოციკლურ ან ჰეტეროციკლური სისტემი-სათვის: ა)
როცა ციკლები განსხვავდებიან მხოლოდ და მხოლოდ უჯერობის ხარისხით,
უფროსობა იზრდება უჯერობის ხარისხის ზრდას-თან ერთად: ბ) იგივე ციკლური
სისტემისათვის უფროსობა მეტია იმ ციკლური სისტემისა, რომელსაც გააჩნია
ყველაზე მცირე რაოდენობა ჩამნაცვლებლებისა (ლოკანტების რიცხვი), რომელიც
მიუთითებს პირველ რიგში განსხვავებას ციკლურ ნაერთებში.
8 დებულება: პოლიმერის განმეორებადი რგოლის ან ნებისმიერი ქვერგოლის
სახელწოდება სრულიად არ არის დამოკიდებული მისი მიღების ხერხიდან. მისი
სახელწოდება განისაზღვრება მხოლოდ ყველაზე იდენტიფიცირებული რგოლის
სტრუქტურით, მასში შემავალი ელემენტის უფროსობით, უჯერი ბმით, შემადგენელი
ჯგუფით ან ატომით და ა.შ. მაგალითად თუ ძველი ნომენკლატურის თანახმად
პოლიმერს რომელსაც ასე წარმოადგენდნენ:
:–(CH2–CH=CH–CH2)n– პოლიბუტადიენი ეწოდებოდა, ახალი
ნომენკლატურის თანახმა ეს პოლიმერი უნდა იწერებოდეს ასე: –
(CH=CH–CH2–CH2)n– (რაც ერთიდაიგივეა), რადგან ახალი
ნომენკლატურის თანახმად პრიორიტეტი უჯერ ბმას ენიჭება და მას
“პოლი-1-ბუტენილენი” ეწოდება და არა “პოლი-2-ბუტენილენი” ან
“პოლივინილეთილენი”.
 განვიხილოთ აღნიშნული დებულებები შემდეგი აგებულების პოლიმერის
დასახელების დროს:

 ზემოთ მოყვანილ პოლიმერში შესაძლებელ განმეორებად შემადგენელ


რგოლებს შეადგენს:

 მისაღებია III სტრუქტურა პოლი[ოქსი(1-ფტორეთილენი)], სადაც განმეო-


რებად შემადგენელ ელემენტარულ რგოლში გათვალისწინებულია
უფროსობა და ლოკანტის არსებობა.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ზოგ შემთხვევაში ამა თუ იმ პო-ლიმერის
დასახელებისათვის საჭიროა ფრჩხილების ხმარება. მაგალითად ასეთი
პოლიმერის:

სახელწოდება უნდა იწერებოდეს ასე პოლითიო(კარბონილი). თუ ფრჩხილებს არ


გამოვიყენებთ და პირდაპირ დავწერთ პოლითიოკარბონილს, მაშინ აღნიშნული
პოლიმერის სტრუქტურა განსხვავებული იქნება:

ნომენკლატურა, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიმერის სახელწოდება სავაჭრო ან


სხვა მაჩვენებლის მიხედვით.
სახელწოდების “ნაილონს” ემატება კიდევ ორი რიცხვი. სადაც პირველი რიცხვი
განსაზღვრავს მეთილენის ჯგუფების რაოდენობას დიამინში, ხოლო მეორე რიცხვი
განსაზღვრავს ნახშირბადის ატომების რაოდენობას დიაცილის ფრაგმენტში.
ნაილონი-6,6; ნაილონ-6,10 - ნაილონი 66, 66 ნაილონი. პოლი(a-კაპროლაქტამს) და
პოლი(6-ამინოკაპრონმჟავას) უწოდებენ ნაილონი 6.
ანიდი ან კაპრონი.
ფენოლ-ფორმალდეჰიდურ ფისს – ფენოპლასტი. მელამინოფორმალდეჰიდურ ფისს –
ამინოპლასტი;
 ამ სახელწოდების გამოყენების დროს გაძნელებულია იმის გარჩევა თუ
რომელი ალდეჰიდი და რომელი ამინური მონომერი იქნა გამო-
ყენებული აღნიშნული პოლიმერის სინთეზის დროს. უფრო სრული
ნომენკლატურაა თუ პოლიმერის დასახელებისას გამოვიყენებთ ორივე
რეაგენტს, მაგალითად შარდოვანა-ფორმალდეჰიდური ფისი,
მელამინო-ფორმალდეჰიდური ფისი.
 მაგალითად პოლიმერს: პოლიკარბონატს უწოდებენ

 პოლიეთილენტერეფტალატს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სავაჭ-


რო სახელწოდება გააჩნია. აშშ-ში მას დაკრონს უწოდებენ, ინგლისში
ტერილენს, საფრანგეთში ტერგალს, იაპონიაში ტეტერონს, ხოლო
ყოფილ საბჭოთა კავშირში მას ლავსანს უწოდებენ.

 პოლიქლოროპრენის პოლიმერს ნაირიტს უწოდებენ:


მაკრომოლეკულების ქიმიის განვითარებასთან ერთად სინთეზირებული
პოლიმერების სტრუქტურა თანდათან უფრო გართულდა. საერთაშორისო
ნომენკლატურა საშუალებას გვაძლევს პოლიმერის სტრუქტურაზე დაყრ-
დნობით დავასახელოთ ეგრეთწოდებული ერთსაჭიმიანი პოლიმერები.
ერთსაჭიმიან პოლიმერებს გააჩნიათ ერთმანეთთან გადაბმული
რამდე-ნიმე განმეორებითი მეზობელი რგოლი, რომლებიც ურთიერთ
დაკავ-შირებულნი არიან მხოლოდ ერთი ატომით ან ატომთა ჯგუფით.
ერთ-საჭიმიან პოლიმერებს მიეკუთვნება აგრეთვე მაგალითად,
ერთდროულად კიბისებრი ფენილსილსესქვიოქსანური და
დიმეთილსილოქსანური ფრაგ-მენტების შემცველი შემდეგი სტრუქტურის
პოლიმერები:

ორსაჭიმიან პოლიმერებს გააჩნიათ რგოლების უწყვეტი თანმიმდევრობა.


მაგალითად კიბისებრი პოლიმერები წარმოადგენენ ორსაჭიმიან
პოლიმერებს:
კიბისებრ პოლიმერებს მიეკუთვნება ასევე სივრცეში სხვადასხვა
კონფიგურაციის მქონე პოლიფენილსილსესქვიოქსანები, რომელებიც
მიიღება მაგალითად ცის-ტეტროლის პოლიკონდენსაციით სხვადასხვა
კატალიზატორების თანაობისას:

ორსაჭიმიან პოლიმერებს მიეკუთვნება აგრეთვე ერთდროულად კიბი-


სებრი და ხაზოვანი სტრუქტურის შემცველი შემდეგი აღნაგობის
პოლიმერები:

You might also like