Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 28

კანონისმიერი ვალდებულებითი

ურთიერთობები
სსკ-ის 317.1: „ვალდებულების წარმოშობისათვის
აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის
მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით
გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.“

■ ხელშეკრულება
■ საზიარო უფლებები სსკ 953-968
■ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება სსკ 969-975
■ უსაფუძვლო გამდიდრება სსკ 976-991
■ დელიქტი სსკ 992-1008
■ წუნდებული პროდუქტის გამო პასუხისმგებლობა სსკ 1009-1016
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება

1. ნამდვილი დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება


1. დასაბუთებული - უფლებამოსილი შემსრულებელი, მესაკუთრის
ინტერესების შესაბამისი
2. დაუსაბუთებელი - 974.1 სსკ, არაუფლებამოსილი შემსრულებელი.
2. არანამდვილი დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება - იგივე
ნაკისრი დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება - სხვის
სასარგებლოდ შესრულების ნების არ არსებობა
3. შეცდომით სხვისი საქმის შესრულება - საქმის, როგორც საკუთარის
შეცდომით აღქმა არ წესრიგდება დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულების წესებით.
კაზუსი №1:
ანი ნახატების კოლექციონერია. ერთ-ერთ
აუქციონზე ის ნახავს ნახატს, რომელიც მართალია,
მის კოლექციას არ შეესაბამება, მაგრამ მისი
მეგობრის, ბენოს კოლექციას ძალიან
დაამშვენებდა, რომელიც ასევე ნახატების
შეგროვებით არის დაკავებული. ანი მიიღებს
აუქციონში მონაწილეობას და ყიდულობს ნახატს
ბენოსთვის.
შეაფასეთ, არის თუ არა დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულება სახეზე?
კაზუსი №2

შპს სწორ პარკინგს აქვს ხელშეკრულება პოლიციასთან,


რომლის თანახმად, შპს სწორი პარკინგი ვალდებულია
არასწორად დაყენებული მანქანები გადაიყვანოს
საჯარიმო მოედანზე. ასე მოიქცევა შპს სწორი პარკინგი
ბენოს მანქანის შემთხვევაში. რომელმაც მანქანა ილია
უნის წინ არასწორად დააყენა.
ვის მიმართ აქვს ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნები
შპს სწორ პარკინგს?
კაზუსი №3
ანი გადაადგილდება ველოსიპედით ავტოსავალ
გზაზე. სწორედ იმ მომენტში, როცა ბენო თავისი
მანქანით ცდილობს ანის გადაუსწროს, ანის
ველოსიპედის მარცხენა პედალი დაფარული
ნაკლიდან გამომდინარე გატყდება. შესაბამისად,
ანი შუა ტრასაზე იწყებს ვარდნას. ბენოს შეჯახების
აცილება მხოლოდ სარისკო მოხვევით შეუძლია.
რის შედეგად იგი თავად ეჯახება საგზაო მიჯნას.
ბენოს მოთხოვნები ანის მიმართ?
კაზუსი №4
ცეცხლთან თამაშის მოყვარულმა ანიმ ბენოს სახლს ხანძარი
გაუჩინა. ბენოს სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაურა ბენოს
ზიანი და ახლა ანისგან უნდა რეგრესული მოთხოვნის
დაკმაყოფილება. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა სსკ-ის
832-ე მუხლი, რა სამართლებრივი საფუძვლით შეძლებდა
სადაზღვევო კომპანია ანისგან გადახდილი საზღაურის
მოთხოვნას?
კაზუსი №5
ბენომ ცურვა არ იცის და თავისი რეზინის ნავის დაზიანების
შედეგად ლისის ტბაში დახრჩობა ემუქრება. ანი, რომელმაც
შენიშნა იგი, ხტება წყალში და ბენო ნაპირზე გამოყავს. თუმცა,
პარალელურად მას უფუჭდება თავისი ძვირფასი საათი,
რომელიც არ იყო წყალგაუმტარი.
სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლი: „სიცოცხლისათვის
საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად
გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო
მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის
შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების
შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან
პირისათვის, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი
ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე.“
კაზუსი №6

კინოს მოყვარულ ბენოს, მორიგი კინოსეანსის


მოლოდინში პოპკორნის თავდაუზოგავი
მოხმარებისას სასუნთქი გზა გადაეკეტა და
იხრჩობა. შემთხვევით იქვე მყოფი ექიმი გენო მას
სასწრაფო დახმარებას აღმოუჩენს და გადაარჩენს,
რის გამოც იგი ვერ მოასწრებს კინოს ბილეთის
შეძენას და სეანსს გამოტოვებს.
კაზუსი №6 სხვა ვარიანტი:

სამსახურში მიმავალი ექიმი ანა დაინახავს ბენოს,


რომელიც ქუჩაში წაიქცა და ფეხი დაიზიანა. ანა მას
აღმოუჩენს გადაუდებელ დახმარებას. შედეგად
ანამ სამსახურში დააგვიანა და მასთან ჩაწერილი
პაციენტი გენო ვერ მიიღო და დაკარგა შესაბამისი
ჰონორარი.
კაზუსი №6 სხვა ვარიანტი:

სამსახურში მიმავალი ექიმი ანა დაინახავს ბენოს,


რომელიც ქუჩაში წაიქცა და ფეხი დაიზიანა. ანა მას
აღმოუჩენს გადაუდებელ დახმარებას.
კაზუსი №7

საღამოს სახლში დაბრუნებულ ანის კიბეებზე


ასვლისას მეზობელი გენოს ბინიდან ისეთი ხმაური
ესმის, რომელიც აფიქრებინებს, რომ გენო
საფრთხეშია და ანი სასწრაფოდ ამტვრევს გენოს
კარს, რომ დაეხმაროს. თუმცა აღმოჩნდება, რომ
ხმაური გამოწვეული იყო კრიმინალური ფილმიდან,
რომელსაც გენო საბანში გახვეული უყურებდა.
კაზუსი №8

ანი თავის მოძრავ კიოსკში ყიდის ნაყინს. როცა ანის პირად


საქმეზე ურეკავენ, ის თავის მეგობარ გენოს თხოვს, ყურადღება
მიაქციოს კიოსკს. ანის არ ყოფნაში გენო ყიდის ნაყინს გამვლელ
ბენოზე.
კაზუსი №9
ანის ძალიან უყვარს თავისი ბაღი და მუდამ
წესრიგში აქვს იგი. მას ძალიან აღიზიანებს
მეზობელი ბენოს მიერ, რომელიც გაცხადებული
„მწვანეა“, ბაღის განზრახ მიშვებულობა და
ბალახის თავისუფალი ზრდა. შესაბამისად, ანი
იყენებს მომენტს როცა ბენო შვებულებაშია და
თავისი შეხედულებისამებრ, გულისხმიერად
აწესრიგებს ბაღს.
შეაფასეთ, აქვს თუ არა ანის ბენოს მიმართ რაიმე
სახის მოთხოვნის უფლება? რა შემთხვევაში?
კაზუსი №10
ბენო პარავს ანის 300 ლარად ღირებულ
ველოსიპედს და ყიდის მას გენოზე 500 ლარად.
რა მოთხოვნები აქვს ანის? მოთხოვნის უფლებათა
კონკურენციისას, რომელ საფუძველს ურჩევდით
ანის?
სქემა №1: შემსრულებლის მოთხოვნის უფლება ხარჯების
ანაზღაურებაზე სსკ-ის 963, 973-ე მუხლის შესაბამისად,
ნამდვილი დასაბუთებული დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულებისას

წინაპირობები:
1. საქმის შესრულება
2. სხვისი საქმე
3. სხვისი საქმის შესრულების სურვილი
4. დავალების ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე
5. დავალების შესრულება შეესაბამება მეპატრონის ინტერესებს
და მის ნამდვილ ან სავარაუდო ნებას
6. ხარჯები აუცილებელია
სქემა №2: უფლებამოსილი შემსრულებლის პასუხისმგებლობა
ნამდვილი დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებისას
მიყენებული ზიანის გამო სსკ-ის 970.1 მუხლის შესაბამისად

1. ნამდვილი დგსსშ (№1 სქემის შესაბამისად)


2. ვალდებულების დარღვევა
3. ზიანი
4. განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა

სამართლებრივი შედეგი: პასუხისმგებლობა ზიანზე


სქემა №3: შემსრულებლის მიერ დგსსშ-ით მიღებულის
უკან დაბრუნების ვალდებულება სსკ-ის 972-ე მუხლის
შესაბამისად

1. სქემა №1-ით ან № 2-ით განსაზღვრული წინაპირობები


2. შემსრულებელმა დგსსშ-ით რაიმე მოიპოვა

სამართლებრივი შედეგი: მხოლოდ მიღებულზე ვრცელდება


უკან დაბრუნების მოთხოვნა
სქემა №4: არაუფლებამოსილი შემსრულებლის
პასუხისმგებლობა ნამდვილი დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულებისას

1. საქმის შესრულება
2. სხვისი საქმე
3. სხვისი საქმის შესრულების სურვილი
4. დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე
5. საქმის შესრულება ეწინააღმდეგება დომინუსის ნამდვილ ან
სავარაუდო ნებას.
6. გესტორმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ
974.1 მეორე წინადადება
სამართლებრივი შედეგი: პასუხისმგებელია ნებისმიერი
ზიანისათვის.
სქემა №5: ნაკისრი დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულება

1. ობიექტურად სხვისი საქმე


2. სხვისი საქმის პოზიტიური ცოდნა
3. ისე წარმართვა, როგორც საკუთარის
4. სამართლებრივი უფლებამოსილების გარეშე

სამართლებრივ შედეგი:
5. მიღებულის უკან დაბრუნების ვალდებულება 972
6. ზიანის ანაზღაურება 974.1 მეორე წინადადება
კაზუსი:
ანიმ ქუჩაში დაშავებული ძაღლი იპოვა, რომელსაც
სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა. მან ძაღლი
ვეტერინარ გენოსთან მიიყვანა, აუხსნა სიტუაცია და
დახმარება თხოვა. გენომ, რადგან დროის დაკარგვა
არ შეიძლებოდა, სასწრაფო ოპერაცია ჩაატარა,
თუმცა ძაღლი მაინც ვერ გადარჩა. მოგვიანებით
გაირკვა, რომ ძაღლი ბენოს ეკუთვნოდა. ბენო უარს
ამბობს გენოსთვის ძაღლის ოპერაციის
ღირებულების ანაზღაურებაზე, რადგან იგი მისი
თანხმობის გარეშე და თანაც უშედეგოდ ჩატარდა.
შეაფასეთ გენოს მოთხოვნები ბენოს მიმართ
ამოხსნა:
1. ნამდვილი დასაბუთებული დგსსშ-დან გამომდინარე ხარჯების
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 973, 969 მუხლებიდან გამომდინარე.
I. საქმის შესრულება +
II. სხვისი საქმის შესრულების ნება: ძაღლი იყო ბენოს საკუთრება;
ობიექტურად სხვისი საქმე; შესაბამისად, სხვისი საქმის შესრულების ნება
ივარაუდება. +
III. დავალების გარეშე +
IV. მესაკუთრის ინტერესებშია - ობიექტურად მისი სასარგებლოა; დრო -
დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების მომენტი მიიღება
მხედველობაში, შესაბამისად ოპერაციის წარუმატებლობა უმნიშვნელოა.
ნამდვილი ან სავარაუდო ნება: ნამდვილი ნება ვერ დგინება , სავარაუდოს -
შეესაბამება. +
V. სამართლებრივი შედეგი: ხარჯების ანაზღაურება სსკ-ის 973-ე მუხლის
შესაბამისად.
დანახარჯების დეფინიცია: 1) საკუთარი ქონების ნებაყოფლობითი შეწირვა; 2)
გაწეული სამუშაოს ანაზღაურება, თუ იგი შეესაბამება შემსრულებლის
პროფესიულ საქმიანობას. აქ ეს სახეზეა: +
კაზუსი:
ანი თავის კურდღლებს, ხშირი მივლინებების გამო
უყურადღებოდ ტოვებს ხოლმე, თუმცა, საკმარისი საკვებითა და
ადგილით. მეზობელ ნინოს, რომელიც ცხოველთა მოყვარულია,
სურს ანის დაეხმაროს და ცხოველებზე იზრუნოს. თავად
ანისთვის ნინოს პიროვნება უკვე წლებია მიუღებელია, რადგან
იგი ზედმეტად ცნობისმოყვარე ეჩვენება. შესაბამისად,
არაერთხელ აუკრძალა მას ცხოველებთან ურთიერთობა. როცა
ანი მივლინებაში წავა, ნინო აღწევს ანის სახლში, ხსნის მათ
გალიას და 200 ლარის ღირებულების ძვირფას საკვებს მისცემს
კურდღლებს, რომლებიც სიამოვნებით აქრობენ მას. შემთხვევით
ნინო დაეჯახება კარადას რომელიც ანის მიერ აშენებულ 500
ლარად ღირებულ კურდღლების სახლს დაეჯახება და
დაამტვრევს.
შეაფასეთ ნინოს მოთხოვნები ანის მიმართ.
ანის მოთხოვნები ნინოს მიმართ.
ნინოს მოთხოვნები ნამდვილი დგსსშ-დან
გამომდინარე სსკ 973
წინაპირობები:
1. საქმის შესრულება +
2. სხვისი საქმე +
3. სხვისი საქმის შესრულების სურვილი +
4. დავალების ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე +
5. დავალების შესრულება შეესაბამება მეპატრონის ინტერესებს და მის
ნამდვილ ან სავარაუდო ნებას
ინტერესებშია? (-/+) ობიექტურად სასარგებლო? ნება (-)
ხარჯების აუცილებლობა აღარ მოწმდება
შედეგი: არ აქვს მოთხოვნის უფლება.
ნინოს მოთხოვნები არაუფლებამოსილი დგსსშ-დან გამომდინარე
უსაფუძვლო გამდიდრების წესებით
წინაპირობები:
1. საქმის შესრულება +
2. სხვისი საქმე +
3. სხვისი საქმის შესრულების სურვილი +
4. დავალების ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე +
5. დავალების შესრულება არ შეესაბამება მეპატრონის ინტერესებს ან /და მის
ნამდვილ ან სავარაუდო ნებას +
6. ხარჯები +
სსკ-ის 987-ე მუხლი: ხარჯები არ იყო აუცილებელი, ამიტომ არ ექვემდებარება
ანაზღაურებას; პირი არ გამდიდრებულა .
შედეგი: არ აქვს მოთხოვნის უფლება.
ანის მოთხოვნები ნინოს მიმართ 974.1-იდან
გამომდინარე, როგორც არაუფლებამოსილი
შემსრულებლისადმი
1. საქმის შესრულება +
2. სხვისი საქმე +
3. სხვისი საქმის შესრულების სურვილი +
4. დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე +
5. საქმის შესრულება ეწინააღმდეგება დომინუსის ნამდვილ ან სავარაუდო
ნებას +
6. გესტორმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ 974.1 მეორე
წინადადება + (ბრალი მდგომარეობს იმაში, რომ იცოდა ან უნდა
სცოდნოდა უფლებამოსილების არ არსებობა).
სამართლებრივი შედეგი: პასუხისმგებელია ნებისმიერი ზიანისათვის,
შესაბამისად, უნდა აანაზღაუროს კურდღლების სახლის ღირებულება.
კაზუსი:
ბენო ანის ნახმარ ველოსიპედს იპარავს და ყიდის მას
კეთილსინდისიერ გენოზე 50 ლარად. გენო აუცილებელ
სარემონტო ხარჯებს გაწევს 50 ლარის ოდენობით და
სარგებლობს ველოსიპედით. მოგვიანებით ირკვევა ბენოს
მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. გენო უბრუნებს ანის
ველოსიპედს და ითხოვს მასზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
აქვს თუ არა გენოს ანის მიმართ დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები?
კაზუსი:
ანი დიდი ხნით გამგზავრებულია და თავისი ბინის გასაღებს
მეზობელ ბენოს უტოვებს, რომ ყვავილები მორწყას. ბენო
იყენებს შესაძლებლობას და გაზეთში არაერთი ფასიანი
განცხადების შედეგად აქირავებს ანის ბინას თვეში 500 ლარად.
განცხადებების გამოქვეყნება მას დაუჯდა 300 ლარი.
რა მოთხოვნები აქვს ანის ბენოს მიმართ დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულების წესებიდან გამომდინარე?
აქვს თუ არა ბენოს ანის მიმართ რაიმე მოთხოვნა?

You might also like