Professional Documents
Culture Documents
ჰომეროსი
ჰომეროსი
ჰომეროსი
ჰომეროსი არის ლეგენდარული ბერძენი პოეტი,
რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς)
და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას.
გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების
ადგილად რამდენიმე ქალაქს მიიჩნევენ (საბერძნეთის
შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის
სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი
ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს.
ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი
შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ
ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის
ჰომეროსი მიეკუთვნებინათ.
ანტიკური პერიოდის მწერლებს განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ ჰომეროსის გარეგნობის
შესახებაც. ერთი გაგებით, სიტყვა "ჰომეროსი" ბერძნულად "მძევალს" ნიშნავს, შესაბამისად, ზოგმა
იფიქრა, რომ პოემათა ავტორი ტყვე იყო. თუმცა მეორე გაგებით, "ჰომეროსი" "ბრმას" აღნიშნავს.
საბოლოოდ, უსინათლო მგოსნის ხატება გაცილებით მიმზიდველი აღმოჩნდა. ამ ვერსიის
გამამყარებელია ის გარემოება, რომ ოდისეაში ვხვდებით ბრმა, მაგრამ უაღრესად ნიჭიერ პოეტს,
სახელად დემოდოკეს, რომელიც თავის პოემას სამეფო კარზე კითხულობს.~
ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი ბიუსტი ბრმა ჰომეროსისა, შექმნილია ალექსანდრიაში, ჩვ. წ. აღ-
მდე III საუკუნეში. თვალხილულ ბიუსტთან მას მხოლოდ ერთი საუკუნე აშორებს. მაინც რა მოხდა
ამ პერიოდში?
თქმულებამ იგი მოხუცად და ბრმად შემოგვინახა. იქნებ იმიტომ დააბერა და დააბრმავა ხალხის
ფანტაზიამ, რომ ჰომეროსი ათასი წლისა უნდა ყოფილიყო, რათა ის შეექმნა, რასაც ერთი კაცის
სიცოცხლე არ ჰყოფნის, სხვა თვალუ უნდა ჰქონოდა, რომელიც იმას დაინახავდა, რასაც
მოკვდავის თვალი ვერ ხედავსю
ილიადა და ოდისეა დაახლოებით ძვ.წ. მერვე საუკუნის დასასრულით ან ძვ. წ. VII საუკუნის
დასაწყისით თარიღდება. იმ დროისათვის საბერძნეთში წერის კულტურა სულ უფრო სწრაფად იწყებდა
გავრცელებას და, როგორც ჩანს, პოემები პირველად სწორედ იმ დროს აქციეს წერილობით ტექსტებად.
თუმცა ისიც ცალსახად ნათელია, რომ მათში ისეთი პასაჟებიცაა, რომლებიც დამწერლობის
შემოღებამდე პერიოდიდანაა შემონახული.