ჰომეროსი

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 7

სკოლა - ტრანზიტორული

საგანი - ავტორის საათი


კლასი - V

ჰომეროსი
ჰომეროსი არის ლეგენდარული ბერძენი პოეტი,
რომელსაც მიაკუთვნებენ ილიადისა (Ἰλιάς)
და ოდისეის (Ὀδύσσεια) შექმნას.
გადმოცემის თანახმად ჰომეროსი ბრმა იყო. დაბადების
ადგილად რამდენიმე ქალაქს მიიჩნევენ (საბერძნეთის
შვიდი ქალაქი ეცილებოდა ერთმანეთს ჰომეროსის
სამშობლოს საპატიო ტიტულს), თუმცა სხვაგვარად მისი
ბიოგრაფიული მონაცემები თითქმის არ არსებობს.
ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ ჰომეროსი
შესაძლოა ნამდვილი ადამიანი არ ყოფილიყო და რომ
ეს სახელი შესაძლოა რამდენიმე ზეპირი პოეტისთვის
ჰომეროსი მიეკუთვნებინათ.
ანტიკური პერიოდის მწერლებს განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ ჰომეროსის გარეგნობის
შესახებაც. ერთი გაგებით, სიტყვა "ჰომეროსი" ბერძნულად "მძევალს" ნიშნავს, შესაბამისად, ზოგმა
იფიქრა, რომ პოემათა ავტორი ტყვე იყო. თუმცა მეორე გაგებით, "ჰომეროსი" "ბრმას" აღნიშნავს.
საბოლოოდ, უსინათლო მგოსნის ხატება გაცილებით მიმზიდველი აღმოჩნდა. ამ ვერსიის
გამამყარებელია ის გარემოება, რომ ოდისეაში ვხვდებით ბრმა, მაგრამ უაღრესად ნიჭიერ პოეტს,
სახელად დემოდოკეს, რომელიც თავის პოემას სამეფო კარზე კითხულობს.~

ადვილი შესაძლებელია, ჰომეროსის სიბრმავის იდეა მითია, რომელსაც საფუძვლად ის გარემოება


უდევს, რომ პოემები თავდაპირველად, ბერძნული დამწერლობის გამოგონებამდე თაობებს
ზეპირსიტყვიერად, მგოსანთა შესრულებით გადაეცემოდა. შესაძლოა, ოდისეას პერსონაჟ ბრმა
დემოდოკეს მსგავსად, ბერძენი მგოსან-მომღერალი მაყურებლების წინ ამღერებდა ამ ამბებს.
ჰომეროსის თვალისჩინი არ ჰქონდაო, შეეძლო უსინთლო კაცს შეექმნა ორი
უზარმაზარი პოემა, რომლის ორმოცი ათასი სტროფი მრავალფეროვან
პალიტრას ქმნის?
მოპოვებულია ჩვ. წ. აღ-მდე IV ს მონეტები, რომელზედაც ჰომეროსი
ფართოდ გახელილი, აშკარად მხედველი თვალებით არის გამოხატული.
ნაპოლეონის მუზეუმში ინახება პოეტის იმავე პერიოდის მარმარილოს
ბიუსტი, აქაც არავითარი კვალი სიბრმავისა.

ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი ბიუსტი ბრმა ჰომეროსისა, შექმნილია ალექსანდრიაში, ჩვ. წ. აღ-
მდე III საუკუნეში. თვალხილულ ბიუსტთან მას მხოლოდ ერთი საუკუნე აშორებს. მაინც რა მოხდა
ამ პერიოდში?
თქმულებამ იგი მოხუცად და ბრმად შემოგვინახა. იქნებ იმიტომ დააბერა და დააბრმავა ხალხის
ფანტაზიამ, რომ ჰომეროსი ათასი წლისა უნდა ყოფილიყო, რათა ის შეექმნა, რასაც ერთი კაცის
სიცოცხლე არ ჰყოფნის, სხვა თვალუ უნდა ჰქონოდა, რომელიც იმას დაინახავდა, რასაც
მოკვდავის თვალი ვერ ხედავსю
ილიადა და ოდისეა დაახლოებით ძვ.წ. მერვე საუკუნის დასასრულით ან ძვ. წ. VII საუკუნის
დასაწყისით თარიღდება. იმ დროისათვის საბერძნეთში წერის კულტურა სულ უფრო სწრაფად იწყებდა
გავრცელებას და, როგორც ჩანს, პოემები პირველად სწორედ იმ დროს აქციეს წერილობით ტექსტებად.
თუმცა ისიც ცალსახად ნათელია, რომ მათში ისეთი პასაჟებიცაა, რომლებიც დამწერლობის
შემოღებამდე პერიოდიდანაა შემონახული.

ანტიკური ლიტერატურის სხვა, "მოსაწყენი" ნიმუშებისაგან განსხვავებით, ჰომეროსი პირველი იყო,


ვინც "ილიადაშიც" და "ოდისეაშიც" ოცწლიანი ამბებიდან სწორედ ის პერიოდი ამოარჩია და
შემოგვთავაზა, რომელიც ყველაზე მეტად "გითრევს": ტროას ომი, პოემის მიხედვით (ეს ბერძნული
მითებითაც დასტურდება) ათ წელიწადს გაგრძელდა, ჰომეროსის "ილიადას" სიუჟეტი კი მხოლოდ
ამ ომის უმნიშვნელოვანეს 51 დღეს ეხება, დაწვრილებით კი სულაც უმთავრესი 9 დღეა აღწერილი.
ასევეა "ოდისეაშიც": ათწლიანი მოგზაურობის შესახებ მხოლოდ "ცნობას გვაწვდის" ავტორი, ხოლო
უშუალოდ ამბავი 40-დღიან პერიოდს ეხება, რომლისგანაც დაწვრილებით ისევ და ისევ 9 დღის
შესახებ მოგვითხრობს.
ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს
შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით, ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და
რომ ტროა მდებარეობდა დარდანელის სრუტის მიდამოებში, რაც ამჟამად თურქეთის ჩრდილო-
დასავლეთი ტერიტორიაა. ამჟამად ეს ომიც და თავად ქალაქიც მითოლოგიურად მიიჩნევა.

თუმცა, 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ მიდამოებში გათხრები


აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ
არსებობს რაიმე დოკუმენტური ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროის ან იქ მომხდარი ომის
არსებობას დაასაბუთებდა.

You might also like