ჯორჯ ვაშინგტონი

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 10

ჯორჯ ვაშინგტონი

ალექსანდრე ჯორბენაძე
ბიოგრაფია
• ჯორჯ ვაშინგტონი დაიბადა
ბრიტანული წარმოშობის
მდიდარ ოჯახში, ვირჯინიის
პროვინციაში 1732 წელს.
ვაშინგტონი მუშაობდა
თავისი ნახევარძმის
პლანტაციაში, მაუნთ
ვერნონში, რომელიც
შემდგომ მემკვიდრეობით
მიიღო. ოფიცერმა ჯორჯ
ვაშინგტონმა ყურადღება
პირველად ფრანგებისა და
ინდიელების ომში მიიქცია.
• გარკვეული დროის
შემდეგ მან დატოვა თავის
პოსტი, რათა
ექორწინა მართა
დენდრიჯ ფარქ-ქასთისზე,
მდიდარ, ორ შვილიან
ქვრივზე. ამერიკის
რევოლუციის დროს 1775–
1783 წლებში ვაშინგტონი
დანიშნულ
იქნა კონტინენტალური
არმიის მთავარსარდლად.
მისი მეთაურობით
კონტინენტალურმა
არმიამ ბრიტანელებზე
გაიმარჯვა.
• ჯორჯ ვაშინგტონი, მას შემდეგ
რაც ამერიკის შეერთებული
შტატების კონსტიტუცია მიიღეს,
აირჩიეს ამერიკის
შეერთებული შტატების
პირველ პრეზიდენტად. მისი
ორი ვადით პრეზიდენტობის
დროს დაარსდა ძირითადი
ინსტიტუტები და სტრუქტურები,
რომლებიც დღემდე
მოქმედებენ. 1797 წელს მეორე
საპრეზიდენტო ვადის გასვლის
შემდეგ ჯორჯ ვაშინგტონი
დაბრუნდა მაუნთ-ვერნონში,
სადაც სიცოცხლის
უკანასკნელი დღეები გაატარა
და გარდაიცვალა.
ფრანგებისა და ინდიელების
ომი და შემდგომი პერიოდი
• 1752 წელს საფრანგეთმა
დაიწყო ოჰაიოს
ოლქის ოკუპაცია.ამ
რეგიონზე ვირჯინიაც
აცხადებდა
პრეტენზიას.1753 წელს
ვაშინგტონმა, ფრანგებს
გადასცა ვირჯინიის
მმართველის რობერტ
დინვიდის ულტიმატუმი,
რომლებიც ფრანგებმა
უარჰყვეს და
ტერიტორიის დატოვებაზე
უარი განაცხადეს.
•  1754 წელს, ვიცე
პოლკოვნიკი ჯორჯ
ვაშინგტონი გაუძღვა
ვირჯინიის პირველ
პოლკს ოჰაიოს
ოლქისაკენ. იგი თავს
დაესხა ფრანგების და
კანადელების მზვერავთა
ჯგუფს და ყველა დახოცა,
მათ შორის მათი
მეთაურიც ენსინ
ჯამონვილი. ვაშინგტონმა
ააგო ფორტ ნესესითი,
რომელიც შემდეგში
დანებდა ფრანგებისა და
ამერიკელი ინდიელების
მრავალრიცხოვან
არმიას.
•  ვაშინგტონმა ხელი
მოაწერა დოკუმენტზე
სადაც ეწერა, რომ მან
მოკლა ჯამონვილი.
(დოკუმენტი ფრანგულ
ენაზე იყო დაწერილი
და ჯორჯ ვაშინგტონმა
ის ვერ წაიკითხა).
„ჯამონვილის საქმე“
გახდა საერთაშორისო
სკანდალის
საფუძველი და
გააღვივა ფრანგებისა
და ინდიელების ომი.
• ფრანგებმა ვაშინგტონი
გაათავისუფლეს და პირობა
ჩამოართვეს რომ ერთი წლის
განმავლობაში ის ოჰაიოში
აღარ
დაბრუნდებოდა. 1755 წელს,
ვაშინგტონი ბრიტანულ არმიას
ახლდა ბრადოკის
ლაშქრობაზე, ლაშქრობა
კატასტროფული შედეგებით
დასრულდა მონონგაჰელას
ბრძოლით. ჯორჯ ვაშინგტონი,
რომელიც ამ კამპანიის დროს
თავგანწირვით იბრძოდა,
ვირჯინიის გმირად აღიარეს და
იგი ვირჯინიის პირველ პოლკს
კიდევ რამდენიმე წელი
მეთაურობდა. 1758 წელს მან
მონაწილეობა მიიღო ფორბსის
ლაშქრობაში, რომელიც
წარმატებით დასრულდა და
ფრანგები ფორტ დუკენიდან
გაძევებულნი იქნენ.
• 1788-1789 წლებში, ჯორჯ ვაშინგტონი
არჩეული იქნა ამერიკის შეერთებული
შტატების პირველ
პრეზიდენტად. ამერიკის შეერთებული
შტატების პირველმა
კონგრესმა გადაწყვიტა მისთვის
ხელფასი წელიწადში $25,000
დაენიშნათ, თუმცა ვაშინგტონმა,
რომელიც ძალზედ მდიდარი იყო და
მისი ქონება დღევანდელი კურსით
დაახლოებით $500 მლნ.-ს შეადგენდა,
უარი თქვა ხელფასზე. ჯორჯ
ვაშინგტონი იყო ერთადერთი
პრეზიდენტი, რომელსაც არ
უცხოვრია თეთრ სახლში, რადგან აშშ-
ს დედაქალაქი იმ პერიოდში
იყო ფილადელფია. ვაშინგტონი
ლოგინად ჩავარდა გაციებისა და
ყელის ტკივილისაგან, რომელიც
გადაუვიდა ლარინგიტსა და
პნევმონიაში და 1799 წლის 14
დეკემბერს გარდაიცვალა, თავის
სახლში.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like