geografia.com.ge

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გასტრონომია გურიაში

• ნაცვლიშვილი ლუკა
• საქართველო თავის სილამაზით, ბუნების
მრავალფეროვნებით ტრადიციებით ისტორით და
სხვა მრავალი რამით გამოირჩევა დიდი ადგილი
უკავია საქართველოს სრულყოფილებაში ქართულ
სამზარეულოს ქართული სამზარეულო დიდი
მრავალფეროვნებითა და თავისებურებით
გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი
მრავალფეროვანი კერძები და ინგრედიენტები
გაჩნია და მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან
რაც ქართული გასტრონომის ტურიზმის
განვითარებას უწყობს ხელს

გურია

• მე დღეს განვიხილავ დასავლეთ საქართველოში


მდებარე გურის მხარეს გურის მხარე მოიცავს
მრავალ ღირშესანიშნაობას, ისტორიულ ძეგლებს,
უძველეს ციხესიმაგრებს, ულამაზეს ბუნებას და
ხედებს... მაგ: ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ
მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია ეს
ეკლესია საკმაოდ მაღალ გორაზე მდებარეობს დ
იშლება ულამაზესი ხედი
საერთოდ გურული სამზარეულო ცნობილი და
სახელგანთქმული არ არის, არადა სულ ტყუილად. ჯერ
მხოლოდ საცივი, სპეციალური წესით მოხარშულ ნიგვზის
სოუსში ჩადებული ინდაური და კიდევ არაერთი კერძი
არის ძალიან გემრიელი და ჭეშმარიტად დასაფასებელი.
ზოგადად, გურული სამზარეულოსთვის
დამახასიათებელია ფრინველის ხორცის კერძები:
ჩაშუშული იხვი, მოხრაკული ქათამი, შემწვარი ვარია
ურწყულით, შემწვარი ქათამი ნიგვზის ბაჟეთი.
ამავდროულად გურია ნამდვილი სამოთხეა
ვეგანებისთვის: მჭადი, ღომი ბაჟეთი, სხვადასხვა სახის
ლობიო: კირკვალი, ამოლესილი, ნიგვზიანი ან
ლობიანში გამომცხვარი, ნიგვზიანი ბადრიჯანი,
სხვადასხვა სა- ხის მხალეულობა, რომლებსაც გურიაში
ფხალს ეძახიან: ჭინჭარი, ჯიჯილაყა , კეჟერა, ეკალა,
ძიგურა, ჭყანა; ახალი კარტოფილი მწვანე ტყემლით,
მოხარშული გოგრა, კეცზე შემწვარი სხვადასხვა სახის
სოკო.
თავად კეციც ტრადიციული გურული სამზარეულოს
აუცილებელი ატრიბუტია. შუაცეცხლზე ქვის კეცს ან თიხის
კერამიკას შემოადებდნენ და მასში აცხობდნენ მჭადებს,
ხაჭაპურებს, ბრინჯულას, წვავდნენ თევზს, სოკოს,
წიწილას. გამოცხობისთვის კეცებს დააპირქვავებენ
ძლიერად ანთებული ცეცხლის მუგუზლებზე და
გაახურებენ გაწითლებამდე, შემდეგ გადმოიღებენ
საკეცით, ზედ დააცხობდნენ ცომს და მიუფიცხებენ
ნაკვერჩხლებს. გურულები კეცის ძირში ვაზის, კაკლის,
წყავის ან შქერის ფოთლებს აფენენ, რაც კერძებს
განსაკუთრებულ არომატს აძლევს.
• მჭადი • კირკვალი ლობიო
• 500 გრ. ლობიო ბათუმურა
• მარილი - გემოვნებით • 250 გრ. ნიგოზი
• თბილი წყალი - რასაც შეიზელს • 50 გრ. ქინძი
• 30 გრ. ქონდარი
• სიმინდის ფქვილი - 500 გრ • 30 გრ. ყვითელი ყვავილი
• 2 გრ. წიწაკა
• ზეთი შესაწვავად
• 30 გრ. ნიორი
• 100 გრ. ხახვი
• 50 გრ. ოხრახუში

You might also like