Mariam Gogoladze - 53216 393811162

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ქალთა უფლებები საქართველოში, XIX-XX საუკუნე და დღევანდელობა,

ფემინიზმი და მისი განვითარება პოლიტიკის

სფეროში. შესავალი

ქალთა უფლებები ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო და დღესაც არ კარგავს აქტუალობას.


XIX საუკუნეში ქალებს შეზღუდული უფლებები ჰქონდათ, არ შეეძლოთ არჩევნებში
მონაწილეობის მიღება, რის გამოც დაიწყო ქალების აქტიური გამოსვლები და პროტესტის
გამოთქმა. ეს ყოველივე კი იმ დროს ქართული საზოგადოების აქტიური განხილვის საგანი
გახდა და დღესაც პრესაში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების
ხსენებაც, რომლებიც აქტიურობდნენ აქციებში და ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქალთა
მიმართ ჩატარებულ ღონისძიებებში.

საჭიროა ამ თემის გაშლა და უფრო ვრცლად წარმოჩენა, რომ საზოგადოების ნაწილმა


კარგად გაიაზროს რა ძალისხმევა დასჭირდა ქალებს თავისი უფლებების დასაცავად და რა
წვლილი მიუძღვით მათ სხვადასხვა ეროვნულ საქმეებში. XIX საუკუნეში ქალებს
აკრიტიკებდნენ ცუდი მეოჯახეობისთვის და უზღუდავდნენ ყველანაირ უფლებას. მათ
მოიხსენიებდნენ სუსტ არსებებად და ახლანდელ საზოგადოებაშიც ხშირად ისმის მსგავსი
ტერმინი. დიდი წვლილი მიუძღვით ქალებს განათლების განვითარებში, ქართული თეატრის
აღორძინებაში, რაც საზოგადოების უმეტეს ნაწილს გაგონილიც არ აქვთ.

ქალების ადგილი მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციით შემოისაზღვრებოდა და


ახლაც არსებობს საზოგადოებაში მსგავსი აზრი. რატომ არ კვდება ეს აზრი და რატომ არის ასე
მძაფრად ჩამჯდარი საზოგადოების გონიერებაში, იმის მიუხედავად, რომ ეს თემა არერთხელ
განხილულა და არაერთხელ ყოფილა პრესის მთავარი თემა. შესაძლოა, ჩვენს დროში
არსებობდეს რამდენიმე უზუსტობა ან საჭირო იყოს ისეთი საკითხების წინ წამოწევა, რომელიც
ცოტა მიმალულია და არც აქტუალურია, რასაც სჭირდება კარგად დამუშავება.ქალებს უმძიმესი
მდგომარეობა არაერთხელ იყო აღწერილი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა იყო
და არა თანადგომა. უკვე, XIX საუკუნეში ქალებმა დაიწყეს გამოსვლები, ამოიღეს ხმა და
მედგრად ეწეოდნენ ეროვნულ აქტივობებში მონაწილეობას. ამ ყველაფრის ისტორიას
გვთავაზობს ფემინიზმი, რომელიც მოიცავს მხოლოდ ქალების აქტივობებს და პროტესტს. მათი
საქმიანობა ძალზედ დასაფასებელი იყო, რადგან ყველაფერთან ერთად უხდებოდათ ოჯახის
საქმეების შეთვისებაც.
როგორც ზევით აღვნიშნე, ეს თემა არაერთხელ არის განხილული, მაგრამ რამდენიმე
საკითხი რომელიც ზერელედ არის აღწერილი საჭიროა უფრო გამოკვეთა და მკითხველისათვის
გაცნობა. არსებობს რამდენიმე საკითხი რომელიც უფრო უნდა გამოიკვეთოს ეს საკითხებია:

1. რა როლი ჰქონდათ ქალებს საზოგადოებრივ საკითხებში?


2. ქალთა რომელი ორგანიზაციები დაარსდა?
3. ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ საკითხში?

განვიხილავ ყველა ამ საკითხს და დეტალურად გავაცნობ მკითხველს.

ბიბლიოგრაფია:

მანანა ჯავახიშვილი, ლელა ხომერიკი. ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში XIX


საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის დასაწყისი. თბილისი, 2005.

ლელა გაფრინდაშვილი. ფემინიზმი და ქალის უფლებები: მოძრაობა ნაპირიდან ცენტრისაკენ. 8

მაისი,2014. http://feminism-boell.org/ka/2014/05/08/peminizmi-da-kalis-uplebebi-mozraoba-napiridan-
centrisaken

You might also like