3 ლექცია ფონეტიკა

You might also like

Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 30

ენათმეცნიერების შესავალი

III ლექცია:
ფონეტიკა

რუსუდან ასათიანი

თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების


სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

rus_asatiani@hotmail.com

ტ.: 558 400 424


1. სალექციო თემები
1. ფონეტიკის შესწავლის ობიექტი - სამეტყველო
ბგერა. ფონეტიკის დარგები და კვლევის საგანი
2. არტიკულაციური ფონეტიკა. საარტიკულაციო
ორგანოები
3. ბგერათა დახასიათება წარმოთქმის ადგილისა და
რაგვარობის მიხედვით
4. ხმოვანთა და თანხმოვანთა არტიკულაციური
კლასიფიკაცია: ცალეულთა, წყვილეულთა და
სამეულთა სისტემები
5. ფონოტაქტიკა. სუპრასეგმენტური ერთეულები.
ძირითადი ფონეტიკური პროცესები
1.1.ფონეტიკის შესწავლის ობიექტი -
სამეტყველო ბგერა. ფონეტიკის დარგები და
კვლევის საგანი
 ენობრივი აქტივობის უმცირესი აღმადი* ერთეული არის დანაწევრებული
(ანუ სამეტყველო) ბგერა.
 ენათმეცნიერების ქვედარგს, რომელიც შეისწავლის ბგერას, ეწოდება
ფონეტიკა (ბერძ. phōnē „ბგერა“  phōnētikós „ბგერითი“).
 ფონეტიკა არის კერძო (შეისწავლის რომელიმე კონკრეტული ენისათვის
დამახასიათებელ ბგერებს) და ზოგადი (შეისწავლის საზოგადოდ
სამეტყველო ორგანოების შესაძლებლობებს სხვადასხვაგვარი ბგერების
წარმოსათქმელად. ამ შესაძლებლობებს განსხვავებული ენები
სხვადასხვაგვარად იყენებენ; მაგ., ქართულში გვაქვს სპეციფიკური
პ,ტ,კ,წ,ჭ,ყ ბგერები, რომლებიც უცხოა ევროპული ენებისთვის).
* ბგერის ამომწურავი დეფინიციისათვის აუცილებელია გამოიკვეთოს ეს მომენტი , რამდენადაც
ბგერათა დახასიათების შემდეგ დავინახავთ , რომ ყოველი ბგერა შეიძლება სხვადასხვა სახის
ზოგადი (უფრო მცირე, საანალიზოდ ეფექტური ) ნიშნების კომბინაციით (ე .წ . სხვადასხვა ბგერის
განმასხვავებელ ნიშანთა კონის სახით ) აღიწეროს . ეს უმცირესი ნიშნები (რომელთაც ფრანგმა
ენათმეცნიერმა, ე. ბენვენისტმა , მერიზმები უწოდა), ასევე, ენობრივია, თუმცა მათი
დამოუკიდებელი, უშუალო აღქმა შუძლებელია .
 ფონეტიკა ბგერას შეისწავლის საკომუნიკაციო პროცესის ყოველ
მომენტში და ამის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი ქვედარგები:

ინფორმაცია
მეტყველი, მსმენელი,
ადრესანტი ადრესატი

არტიკულაციური აკუსტიკური პერცეფციული


ფონეტიკა ფონეტიკა ფონეტიკა
(როგორ წარმოითქმის ბგერა) (როგორ ვრცელდება) (როგორ აღიქმება)
 ბგერა წარმოითქმის გარკვეული სამეტყველო ორგანოებით,
 ვრცელდება გარკვეული ჰაერტალღის სახით და
 აღიქმება სმენის ორგანოს დახმარებით
ჩვენ ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ არტიკულაციურ ფონეტიკაზე, რომელიც სწავლობს,
თუ როგორ ხდება ამა თუ იმ ბგერის წარმოთქმა-დანაწევრება, არტიკულაცია.
1.2. არტიკულაციური ფონეტიკა.
საარტიკულაციო ორგანოები

 ბგერის დანაწევრების საარტიკულაციო პროცესი ამგვარია :


ფილტვებიდან ამოვისუნთქავთ ჰაერს (ექსპირაცია)  ეს
ჰაერნაკადი გაივლის ხორხში მდებარე სახმო სიმებს 
შემდეგ ხახისა და პირის ღრუს სარეზონატორო არეს 
წარმოიქმნება ჰაერტალღა  ეს ჰაერტალღა აღიზიანებს
სასმენ აპკს (ყურის დაფის აპკს)  ეს იწვევს ტვინის
შესაბამისი უბნის გაღიზიანებას და სამეტყველო ბგერის
აკუსტიკური ხატის შექმნას.
 მეტყველებისათვის საჭირო ჰაერნაკადს უწოდებენ
საფონაციოს.
 ბგერები ძირითადად იწარმოება ამოსუნთქვით (ექსპირაციით),
თუმცა იშვიათად ჩასუნთქული ჰაერიც გამოიყენება . ასეთ
ბგერებს წკლაპუნა ბგერებს, ანუ კლიქსებს უწოდებენ.
 საფონაციო ჰაერნაკადი სახმო სიმებს (ორ ელასტიკურ ნაოჭს) ან (1)
შეარხევს და შედეგად წარმოქმნის პერიოდული რხევის მქონე
ჰაერტალღას, რომელიც იწვევს მჟღერი ბგერების აღქმას; ან (2)
მხოლოდ გაეხახუნება სახმო სიმების კიდეებს, რაც იწვევს ფშვინვის
ეფექტს და შესაბამისი ჰაერტალღით ყრუ ფშვინვიერი ბგერების
აღქმას; ან (3)სახმო სიმების საერთოდ დახშვის პირობებში (ე.წ.
უსუნთქველი ბგერები) პირის ღრუში არსებული ჰაერმარაგით
სამეტყველო ორგანოებით შექმნილი დაბრკოლების მყისიერი
გადალახვის, წყვეტის შედეგად ყრუ გლოტალიზებულების აღქმას.
 ხახისა და პირის ღრუს გავლის დროს სამეტყველო ორგანოები
შეიძლება იყოს ან დახშული (მათ გახეთქავს საფონაციო
ჰაერნაკადი), ან მათ შორის დატოვებული იყოს პატარა ნაპრალი,
რომელშიც გაივლის საფონაციო ჰაერნაკადი. პირველებს ხშულ-
მსკდომებს, უკანასკნელთ კი ნაპრალოვნებს უწოდებენ.
 სამეტყველო ორგანოები შეიძლება იყოს აქტიური, მოძრავი
(არტიკულატორები), მაგ., ენა, ქვედა ბაგე, ქვედა ყბა; და პასიური,
უძრავი (არტიკულაციის წერტილები), მაგ., კბილები, ნუნა და ა.შ.
 საწარმოთქმო ადგილის (ანუ არტიკულაციის წერტილის) მიხედვით
გამოიყოფა შემდეგი სახის ბგერები:
 ბაგისმიერი - ლაბიალური*
 კბილისმიერი - დენტალური
 ნუნისმიერი - ალვეოლარული
 მაგარი სასიმიერი - პალატალური
 რბილსასისმიერი - ველარული
 ხახისმიერი - ფარინგალური
 ხორხისმიერი - ლარინგალური
*აუცილებელია დავიმახსოვროთ ეს ლათინური სახელწოდებებიც, რადგან ნებისმიერი
უცხო ენის შესწავლისას ამ ტერმინთა შინაარსი არ იცვლება და თქვენ მათი
დახმარებით ადვილად გაიგებთ ამ ბგერების საწარმოთქმო თავისებურებებს, რაც ენის
სათანადო ათვისებაში პრაქტიკულად დაგეხმარებათ.
1.3. ბგერათა დახასიათება წარმოთქმის
ადგილისა და რაგვარობის მიხედვით
 ადამიანის სამეტყველო ორგანოების მოქმედება ჰგავს ორი ტიპის საკრავის ერთდროულ
მოქმედებას, დუეტს: სასულე (იმისდა მიხედვით, თუ სად, რა ადგილას ხვდება საფონაციო
ჰაერნაკადს წინააღმდეგობა ხშვისა ან ნაპრალის სახით - ზუსტად ისევე , როგორც ფლეიტის ან
სალამურის შემთხვევაში განსხვავებული კლაპანების დაჭერა -აშვებით - , ვიწროვდება ან
ფართოვდება სარეზონატორო არე და , შესაბამისად , წარმოიქმნება განსხვავებული ჟღერადობის
ბგერები. ამით განსხვავდება ბგერების როგორობა) და სიმებიანი საკრავისა (იმისდა
მიხედვით, საფონაციო ჰაერნაკადი , გიტარასა თუ ვიოლინოზე დაკვრის მსგავსად , გამოსდებს
და პერიოდულად შეარხევს, თუ გაეხახუნება, ან საერთოდაც დაბლოკავს სახმო სიმებს ,
წარმოიქმნება მჟღერი ან ყრუ (ფშვინვიერი თუ გლოტალიზებული ) ბგერები . ამით განსხვავდება
ბგერების რაგვარობა). ერთი რაგვარობის ბგერებს უწოდებენ ჰომოგენურს, სხვადასხვისა კი -
ჰეტეროგენულს; ხოლო ერთი როგორობის ბგერებს - ჰომორგანულს, სხვადასხვისა კი -
ჰეტერორგანულს.
 ამ ორი მახასიათებლის სხვადასხვაგვარი კომბინაციებით თავისთავად ხარისხდება და ჯგუფდება
ბგერები და შედეგად ვღებულობთ ბგერათა კლასიფიკაციის სხვადასხვაგვარ სისტემებს .
1.4. ხმოვანთა და თანხმოვანთა არტიკულაციური
კლასიფიკაცია
 უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისგან განვასხვავოთ ორი ტიპის
ბგერები: ხმოვნები და თანხმოვნები. მათი განსხვავების
შედეგად გამოიყოფა ბგერათა მესამე ტიპი, რომლებიც
ნაწილობრივ ჰგვანან ხმოვნებს, ნაწილობრივ კი თანხმოვნებს.
(განმასხვავებელი ნიშნები აღებულია ენობრივი აქტივობის სამივე
ფაზიდან.) ხმოვანი თანხმოვანი სონორი
ჰაერნაკადს
სარეზონატორო არეში
ხვდება დაბრკოლება
_ + +
(არტიკულაციური ნიშანი)
ახასიათებს ჰაერტალღის
პერიოდული რხევა
(აკუსტიკური ნიშანი)
+ +/_ +
(ზოგ თანხმოვანს
ახასიათებს, ზოგს კი
არა)
წარმოქმნის მარცვალს
(პერცეფციული,
ფუნქციური ნიშანი)
+ _ +/_
(ზოგიერთ ენაში
წარმოქმნიან, ზოგიერთში
კი არა)
1.4.1. ხმოვანთა სისტემები
 ხმოვანთა შორის განსხვავებები შედეგია ენის წინა, შუა თუ უკანა ნაწილის
(მათი წარმოების რიგის) აწეულობით: დაბალი, საშუალო, მაღალი). ამ
ნიშნების სხვადასხვაგვარი კომბინაციებით მიიღება ხმოვანთა
განსხვავებული სისტემები, რომლებიც ვიზუალურად გეომეტრიული
ფიგურების სახით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. მაგალითად ,
ქართული ენის 5 ხმოვანი შეიძლება აღიწეროს სამკუთხედის სახით , სადაც
ფერდები პირობითად ენის (ნაწილს) რიგს გამოხატავენ, ხოლო სამი დონე
სამკუთხედის წვეროდან ფუძისკენ - აწეულობას: წინა რიგის
უკანა რიგის
ჲ ȗ
მაღალი ი უ
საშუალო ე ო

დაბალი ა (რიგის მიხედვით ნეიტრალური)


*თუ შუა ენა იმდენად აიწევს მაგარი სასისკენ, რომ დაბრკოლება შეიქმნება , მივიღებთ
ნახევარხმოვან ჲ-ს, ხოლო თუ ენის უკანა მხარე აიწევს და დაბრკოლებას შექმნის
სასასთან, მივიღებთ ასევე ნახევარხმოვან ბგერას , ე.წ. უ-ბრჯუ(ȗ )-ს.
**უკანა რიგის ხმოვნები ლაბიალურებია (მათი წარმოთქმისას ბაგეები
1.4.2. თანხმოვანთა სისტემები: ცალეულები
 სონორები (რ,ლ,მ,ნ) ხმოვნების მსგავსად ყოველთვის მჟღერები არიან და
მათ ყრუ ვარიანტები არ მოეპოვებათ. ამდენად, ისინი ქმნიან ცალეულთა
სისტემას.
 სონორების წარმოთქმისას, თანხმოვნების მსგავსად, საფონაციო
ჰაერნაკადი გადალახავს დაბრკოლებას სარეზონატორო არეში. ეს
დაბრკოლება შეიძლება იყოს ბაგეებთან (მ), ნუნებთან (ნ), უკანა
ნუნებთან (რ), კბილებთან (ან ნუნებთან) (ლ).
 მ, ნ -ს წარმოთქმისას ჰაერის ნაწილი, პირის ღრუს გარდა, გადის ცხვირის
ღრუშიც (აბა, მოუჭირეთ ცხვირს ხელი და სცადეთ ამ ბგერების
წარმოთქმა. გამოგივიდათ? ვერა - ხომ ასეა?! (: !!!), ამიტომაც ამ
ბგერებს უწოდებენ ცხვირისმიერს (ანუ ნაზალურს).
 რ-ს წარმოთქმისას დაჭიმული ენის წვერი ვიბრირებს, ამიტომ მას
მთრთოლავ ბგერას (ანუ ვიბრანტს უწოდებენ).
 ლ-ს წარმოთქმისას კი ენის წვერი ებჯინება კბილებს (მაგარი ლ) ან ნუნებს
(რბილი ლ) და ჰაერნაკადი ენის გვერდებსა და ლოყის შიდა კედლებს
შორის დატოვებული ნაპრალიის გავლით ტოვებს პირის ღრუს, ამიტომ მას
გვერდითს (ანუ ლატერალს) უწოდებენ.
1.4.3. თანხმოვანთა სისტემები: წყვილეულები
 თუ დაბრკოლებას ვიწრო ნაპრალის სახე აქვს, გვაქვს ე.წ.
ნაპრალოვანი ბგერები (ანუ სპირანტები, ფრიკატივები).
 ამ დროს, პარალელურად, თუ სახმო სიმები შეირხა, გვექნება
მჟღერი ნაპრალოვნები და თუ - არა, ყრუ.
 დაბლკოლების ადგილის მიხედვით, გვაქვს კბილბაგისმიერი
(ლაბიო-დენტალური), წინანუნისმიერ (პრეალვეოლარული),
უკანანუნისმიერი (პოსტალვეოლარული), რბილსასისმიერი
(ველარული) და სახმოსიმებისეული (ლარინგალური)
თანხმოვნები.
 ანუ, ნაპრალოვანი თანსხმოვნები ლაგდება წყვილების სახით და
ქმნიან წყვილეულთა სისტემას.
წყვილეულთა სისტემა (ნაპრალოვნები)

მჟღერი ყრუ
კბილბაგისმიერი ვ -
(ლაბიოდენტალური)
წინანუნისმიერი ზ ს
(პრეალვეოლარული)
უკანანუნისმიერი ჟ შ
(პოსტალვეოლარული)
რბილსასიმიერი ღ ხ
(ველარული)
სახმოსიმებისეული ჰ
(ლარინგალური)
1.4.4. თანხმოვანთა სისტემები: სამეულები
 თუ დაბრკოლებას ხშვის სახე აქვს, რომელიც გასკდება, განიხშვება საფონაციო
ჰაერნკადით, ვღებულობთ ე.წ. ხშულ-მსკდომ ბგერებს (ანუ ოკლუზივებს).
 ამ დროს, პარალელურად, თუ სახმო სიმები შეირხა, გვექნება მჟღერი ხშულები და
თუ - არა, ყრუ. ამასთანავე, ჰაერნაკადი შეიძლება გაეხახუნოს სახმო სიმების
კიდეებს ისე, რომ არ შეარხიოს ისინი - ასე ვღებულობთ ყრუ ფშვინვიერებს; ან
კიდევ სახმო სიმების გადაკეტვით (დახშვით ) დახშულ სარეზონატორო არეში
აკუმულირებული ჰაერნაკადით გადაილახოს დაბრკოლება და მაშინ ვღებულობთ ე .წ .
ყრუ გლოტალიზებულებს.
 დაბრკოლების ადგილის მიხედვით, გვაქვს ბაგისმიერი (ლაბიალური ), კბილისმიერი
(დენტალური), წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული), უკანანუნისმიერი
(პოსტალვეოლარული), რბილსასისმიერი (ველარული) და ხახისმიერი
(ფარინგალური) თანხმოვნები.
 წინანუნისმიერ (სისინა) და უკანანუნისმიერ (შიშინა) ხშულებს ეძახიან
სიბილანტებს. ისინი რაგვარობის მიხედვით რთული ბგერებია: მათი წარმოთქმა
იწყება დახშულ არეში, თუმცა ეს დახშული არე კი არ სკდება, განიხშვება
ჰაერნაკადით, არამედ გადადის ვიწრო ნაპრალში; ანუ, ძ=დ+ზ, ც=თ+ს, წ=ტ+ს;
ჯ=დ+ჟ, ჩ=თ+შ, ჭ=ტ+შ. ამდენად, მათ ხშულ-ნაპრალოვნებს (ანუ აფრიკატებს)
უწოდებენ.
 ამრიგად, ხშული თანხმოვნები ლაგდება სამეულების სახით და ქმნიან სამეულთა
სისტემას.
სამეულთა სისტემა (ხშულები)

ყრუ
მჟღერი ფშვინვიერი მკვეთრი,
(ასპირატი) ყელ-ხშული
(გლოტალიზებული
აბრუპტივი)
ბაგისმიერი ბ ფ პ
(ლაბიალური)
კბილისმიერი დ თ ტ
(დენტალური)
წინანუნისმიერი ძ ც წ
(პრეალვეოლარული)
უკანანუნისმიერი ჯ ჩ ჭ
(პოსტალვეოლარული
)
რბილსსასისმიერი გ ქ კ
(ველარული)
ხორხისმიერი ყ
(ფარინგალური)
1.4.5. საერთო სქემა
სქემის მოხმარების ალგორითმი
 რომელიმე ბგერა რომ დავახასიათოთ არტიკულაციურად , მოდით , გავყვეთ სქემას , რომელსაც
ალგორითმის სახე აქვს: ვიწყებთ ყველაზე მაღალი , პირველი წერტილიდან , ყოველ ჯერზე
ვსვამთ კითხვას. პასუხის შესაბამისად , რომელიც ორობითი , ბინარულია : ან კი, ან არა -
ვაგრძელებთ სვლას ქვევით ან მარჯვნივ (კი-ს შემთხვევაში) ან მარცხნივ (არა-ს შემთხვევაში).
კი პასუხებს ვაფიქსირებთ, არა-ს შემთხვევაში უბრალოდ ვაგრძელებთ ანალიზს.
მაგალითად, არტიკულაციურად უნდა დავახასიათოთ სიტყვა სკამის ბგერები.
 ვსვამთ კითხვას პირველი ბგერის მიმართ: ს ხმოვანია? არა! წავედით ქვევით მარცხნივ.
 შემდეგი კითხვა: ს სონორია? არა! წავედით ქვევით მარცხნივ.
 შემდეგი კითხვა: ს თანხმოვანია? კი! წავედით ქვევით მარჯვნივ.
 ს ხშულია? არა! წავედით ქვევით მარცხნივ.
 ს ნაპრალოვანია? კი! წავედით ქვევით მარჯვნივ.
 ს მჟღერია? არა! წავედით ქვევით მარცხნივ.
 ს ყრუა? კი! წავედით ქვევით მარჯვნივ.
 და ბოლოს წარმოების ადგილის დასადგენად გამოვყვეთ ჰორიზონტალს
ბოლომდე:წინანუნისმიერი (პრეალვეოლარული ), სისინა , სიბილანტი .
 ახლა თავი მოვუყაროთ ყველა კი-ს - არ გამოგრჩეთ არცერთი ინფორმაცია, ლათინური
ტერმინების ჩათვლით (: !!!):
ს - თანხმოვანი, წყვილეულთა სისტემა, ნაპრალოვანი (სპირანტი , ფრიკატივი ), ყრუ , წინანუნისმიერი
(პრეალვეოლარული), სისინა, სიბილანტი.
 გადავდივართ მეორე ბგერაზე კ. ვიწყებთ თავიდან:
 კ ხმოვანია? არა! ქვევით მარცხნივ
 კ სონორია? არა! ქვევით მარცხნივ.
 კ თანხმოვანია? კი! ქვევით მარჯვნივ.
 კ ხშულია? კი! ქვევით მარცხნივ.
 კ მჟღერია? არა! ქვევით მარცხნივ.
 კ ყრუა? კი! ქვევით მარჯვნივ .
 კ ფშვინვიერია? არა! ქვევით მარცხნივ.
 კ ყელ-ხშულია? კი! ქვევით.
 და ბოლოს წარმოების ადგილის დასადგენად გამოვყვეთ ჰორიზონტალს ბოლომდე : რბილსასისმიერი (ველარული)
 ახლა თავი მოვუყაროთ ყველა კი-ს - არ გამოგრჩეთ არცერთი ინფორმაცია, ლათინური ტერმინების ჩათვლით (: !!!):
კ - თანხმოვანი, სამეულთა სისტემა, ხშული, ყრუ მკვეთრი, ყელ -ხშული (აბრუპტივი , გლოტალიზებული ), რბილსასისმიერი
(ველარული)
 გადავდივართ მესამე ბგერაზე ა. ვიწყებთ თავიდან:
 ა ხმოვანია? კი! ქვევით მარჯვნივ
 სამკუთხედის მიხედვით: ა - დაბალი აწეულობის, ნეიტრალური რიგის მიხედვით
 ახლა შევაჯამოთ:
ა - ხმოვანი, დაბალი აწეულობის, ნეტრალური რიგის მიხედვით
 გადავდივართ მეოთხე ბგერაზე მ. ვიწყებთ თავიდან:
 მ ხმოვანია? არა! ქვევით მარცხნივ.
 მ სონორია? კი! ქვევით მარჯვნივ.
 მ ცხვირისმიერია? კი! ქვევით მარჯვნივ.
 მ ბაგისმიერია? კი! ქვევით
 შევაჯამოთ:
მ - სონორი, ცალეულთა სისტემა, ცხვირისმიერი (ნაზალური ), ბაგისმიერი (ლაბიალური )
 და ბოლოს, გადავდივართ მეხუთე ბგერაზე ი. ვიწყებთ თავიდან:
 ი ხმოვანია? კი! ქვევით მარჯვნოვ
 სამკუთხედის მიხედვით: ი - მაღალი აწეულობის, წინა რიგის
 შევაჯამოთ:
ი - ხმოვანი, მაღალი აწეულობის, წინა რიგის
ასე დამთავრდა თქვენი მოგზაურობა (და წვალება? (: !!!) სქემის ფარგლებში . აბა, სცადეთ
სხვა ბგერების დახასიათებაც ამ ალგორითმის დახმარებით .
ბგერათა სიმბოლური ჩაწერა: ტრანსკრიფცია და
ტრანსლიტერაცია
 ბგერებს ყოველი ენა თავ-თავისი ანბანით გამოხატავს, მაგრამ ვერცერთი დამწერლობა სრულად ვერ
ასახავს ბგერათა სპეციფიკურ საწარმოთქმო თავისებურებებს.
 ამიტომ, ფონეტიკოსები მიმართავენ საერთაშორისო, ლათინურ ანბანზე დაფუძნებულ და
სპეციფიკური, დიაკრიტიკული ნიშნებით გამდიდრებულ ფონეტიკურ ჩანაწერებს - ფონეტიკურ
ტრანკრიფციებს, მაგ., იხ. სისტემა IPA. (აბა, თავად მოიძიეთ ინტერნეტში! რას გახსენებთ?
ტრანსკრიფციებს - [ ] ფრჩხილებში მოთავსებულ გრაფიკულ სიმბოლოებს, რომლებსაც იცნობთ,
მაგალითად, ინგლისური ენის ლექსიკონებიდან. ინგლისურისთვის ეს ტრანსკრიფციები აუცილებელია,
რამდენადაც იქ სიტყვის სპელინგი (ანბანური ჩანაწერი) არ ემთხვევა შესაბამის წარმოთქმას.)
 გარდა ამისა, ენათმეცნიერები სხვადასხვა ენობრივი სისტემების შესწავლისას იყენებენ, ასევე
ლათინურ ანბანზე დაფუძნებულ, სპეციალურ, სიმბოლოებს, რომელთა საშუალებითაც კონკრეტული
ანბანით ჩაწერილი ბგერები გარდაისახება (ე.წ. ტრანსლიტერაცია) ყველას მიერ გაზიარებულ,
საერთაშორისო სიმბოლოებით შესრულებულ ჩანაწერებად.
 ქართული ენის ბგერათა ტრანსლიტერაციისათვის საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში მიღებულია
შემდეგი გრაფიკული შესამისობები: ა - a, ბ - b, გ - g, დ - d, ე - e, ვ - v, ზ - z, თ - t, ი - i, კ -k’ ,
ლ - l, მ - m, ნ - n, ო - o, პ - p’, ჟ - ž, რ - r, ს - s, ტ - t’, უ - u, ფ - p, ქ - q, ღ -ɣ , ყ -q’ , შ - š, ჩ -
č, ც - c, ძ -ʒ, წ - c’, ჭ - č ‘ , ხ - x, ჯ - ǯ, ჰ -h .
 ტრანსლიტერაცია სჭირდება საზოგადოების ფართო წრესაც - თქვენც იყენებთ ლათინურ ასოებს
ქართული ასოების გადმოსაცემად, როცა, მაგალითად, აგზავნით მეილებს, მაგრამ ყველა თქვენ-
თქვენი წარმოდგენით აკეთებს ამას. საჭიროა შემუშავდეს უფრო გამარტივებული, დიაკრიტიკული
ნიშნებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი, სისტემა - საერთო სტანდარტი, რაც უნდა იყოს
ცენტრალიზებულად დანერგილი. ამდენად, ეს სახელმწიფოს ფუნქციაა (ასეთი სტანდარტისათვის იხ.
https://en.wikipedia.org/wiki/Romanization_of_Georgian#ISO_standard).
1.5.1. ფონოტაქტიკა
 ჩვენ არტიკულაციურად დავახასიათეთ ქართული ენის ბგერები. ყოველ ბგერას
აქვს თავის საწარმოთქმო ფაზები: შემართვა (როდესაც საარტიკულკაციო
ორგანოები მზადდება ბგერის წარმოსათქმელად), დაყოვნება (როდესაც
ბგერა წარმოითქმის) და დამართვა (როდესაც საარტიკულაციო ორგანოები
უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას).
 მაგრამ გაბმული მეტყველებისას ეს ფაზები სრულად წარმოდგენილი არაა,
ბგერები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და ქმნიან ერთიან, გაბმულ გამას -
ერთი ბგერის დამართვა გადადის მეორის შემართვაში ისე, რომ ბოლომდე ეს
ფაზები არ სრულდება; მაგ., სიტყვა დრო-ს წარმოთქმისას ასეთი სურათია:
დ რ ო

 ეს გაბმულობა განსაზღვრავს ბგერათა შეთავსებადობებს, რაც შეიძლება


აღიწეროს გარკვეული ფონოტაქტიკური - დაშვებული ბგერათკომპლექსებისა
და ბგერათშეხამებების - წესებითა თუ გარკვეული ფონეტიკური პროცესებით.
 ფონოტაქტიკის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა გ. ახვლედიანის
თეორია დეცესიური და აქცესიური კომპლექსების შესახებ, რომელიც
ქართულისათვის შემუშავდა, თუმცა ზოგადლინგვისტურია.
 დეცესიური (წინა წარმოების ბგერებიდან უკანა წარმოების ბგერებისკენ)
კომპლექსები ქართულში ორგვარია, A და B ტიპის: პირველი კომპონენტი წინა
წარმოების სამეულებია, მეორე კი უკანა წარმოების ან გ-ქ-კ, ან ღ-ხ-ყ.
A B
ბგ ფქ პკ ბღ ფხ პყ
დგ თქ პკ დღ თხ ტყ
ძგ ცქ წკ ძღ ცხ წყ
ჯგ ჩქ ჭკ ჯღ ჩხ ჭყ
 ამ დეცესიურ კომპლექსებში მოქმედებს ჰარმონიულობის პრინციპი რაგვარობის
მიხედვით: მჟღერი - მჟღერთან, ფშვინვიერი - ფშვინვიერთან და გლოტალიზებული
- გლოტალიზებულთან. ჰარმონიულობა განსაზღვრავს მათი დაყოვნების ფაზის
ერთიანობას - ისინი ფუნქციონირებენ ერთი თანხმოვნის მსგავსად.*
*გახსოვთ სიტყვის დამარცლა-გადატანის წესებიდან ყველაზე რთული და დამაბნეველი? იმედია, ახლა გასაგებია ამ
წესის განმსაზღვრელი ფონეტიკური ხასიათი: ჰარმონიული კომპლექსები არ იხლიჩება!!!)
1.5.2. ფონეტიკური პროცესები
 ბგერათა ურთიერთგავლენებით აიხსნება, ასევე, გარკვეულ
ფონეტიკური პროცესები; მაგ.,
 ასიმილაცია (მიმსგავსება; მაგ., წარმოთქმაში ტბატპა,
ერთგულიერდგული...)
 დისიმილაცია (განმსგავსება; მაგ., ლბილირბილი,
გურურიგურული...)
 რედუქცია (დასუსტება-დაკარგვა; მაგ., კედელიკედლის,
გზაგზის, თაგვისათაგური...)
 მეტათეზისი (ბგერის გადასმა; მაგ., ხნავსხვნა,
კლავსკვლა...)
 ბგერის გაჩენა (მაგ., თოხითოხნის, რძემერძევე,
ქართისაქართველო...)
და სხვა.
1.5.3. სუპრასეგმენტური ერთეულები: მახვილი
და ტონი
 ბგერები ხაზოვანი, ერთმანეთის მომდევნოდ მოცემული, სეგმენტური
ერთეულებია.
 ენობრივი აქტივობისას მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ასევე,
ზესეგმენტური (ანუ სუპრასეგმენტური) ელემენტები: მახვილი და
ინტონაცია.
 მეტყველებისას ბგერითი ერთეულის სიძლიერე-სიმაღლით გაყოფას
მახვილი ეწოდება.
 სიძლიერით (ანუ ფილტვებიდან ჰაერნაკადის უფრო ძლიერი
ამოსუნთქვით) გამოყოფას - დინამიკურ მახვილს უწოდებენ, ხოლო
სიმაღლით (ანუ სახმო სიმების განსხვავებული დაძაბვით) გამოყოფას
- ტონურს (ანუ მუსიკალურს).
 მახვილი და/ან ტონი ზოგიერთ ენაში სიტყვის მნიშვნელობებს
განასხვავებს.
 ეს სუპრასეგმენტური ერთეულები ქმნიან გამონათქვამების
ინტონაციურ კონტურს.
1.5.4. მარცვალი
 მეტყველებისას აუცილებელია ახალ-ახალი საფონაციო ჰაერნაკადის
მოწოდება ფილტვებიდან. ამ მოწოდების რიტმი ქმნის მეტყველების
რიტმს.
 რიტმის შემქმნელ, დამოუკიდებელი ჰაენაკადით წარმოთქმულ ერთეულს
უწოდებენ მარცვალს.
 გაბმული მეტყველების დანაწევრება რიტმულ ერთეულებად, მარცვლებად
გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ბგერებად. (აბა, მოუსმინეთ
რომელიმე თქვენთვის უცნობ ენას! რა გესმით - ბგერები? სიტყვები? თუ
უბრალოდ რაღაც რიტმული ერთეულები - ანუ მარცვლები?)
 მარცვლის რაობისა და ბუნების გასარკვევად სხვადასხვა თეორიაა
შემუშავებული, თუმცა პრობლემები სიტყვაში მარცვალთა რაოდენობისა
და საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით, კვლავ არსებობს.
 ისიც კი პრობლემურია, მარცვალს მხოლოდ ხმოვნები ქმნიან თუ
თანხმოვნებსაც აქვთ ამის ძალა? სხვადასხვა თეორიის ფარგლებში
პასუხი ამ კითხვაზე სხვადასხვაა.
1.5.5. საარტიკულაციო ბაზისი. მშობლიური ენის
საკითხი
 ბგერათა მრავალფეროვნების ფარგლებში ყოველი ენა თავად ირჩევს
მისთვის ღირებულ დანაწევრებულ, არტიკულირებულ ბგერებს, რაც,
შესაბამისად, განსხვავებული სისტემების ჩამოყალიბებას გულისხმობს.
 კონკრეტული ენის საწარმოთქმო ჩვევების ერთობლიობა შეადგენს ამ
ენის საარტიკულაციო ბაზისს, რომელიც შემუშავბულია ამ ენის
განვითარების მანძილზე და დამკვიდრებულია ტრადიციით.
 საარტიკულაციო ბაზისი სხვადასხვაა აქვს სხვადასხვა ენას.
 ყოველი ადამიანი იყენებს თავისი მშობლიური (პირველად
ათვისებული) ენის საარტიკულაციო ბაზისს. აქცენტი, უცხო ენის
ათვისებისას დიდხანს რომ გაგვყვება და ზოგჯერ საერთოდ რჩება
კიდეც უცხო ენაზე მეტყველებისას, სწორედ ამაზე მიმანიშნებელია.
ჩვენი პერცეფცია მთლიანად მშობლიური ენის საარტიკულაციო ბაზისს
ეფუძნება.
 ამდენად, საარტიკულაციო ბაზისის ცნება არის არა ფიზიოლოგიური,
არამედ სოციალური ხასიათის.
ლიტერატურა
 ამით დავამთავროთ ჩვენს მესამე სალექციო თემებზე
საუბარი.
 კვლავ შეგახსენებთ დასამუშავებელ ლიტერატურას:
1. თ. გამყრელიძე და სხვ., თეორიული ენათმეცნიერების კურსი,
თსუ, თბილისი (2003), 2008  
http://ebiblioteka.sjuni.edu.ge/images/books/____%20teoriuli
%20enatmecnierebis%20kursi%20,%20tamaz%20gamyreliZe
.pdf
2. გ. ნებიერიძე, ენათმეცნიერების შესავალი, განათლება,
თბილისი 1991;
 და გიმატებთ:
3. გ. ახვლედიანი, ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, 1991
(იხ. მაილზე ატვირთული ფაილები)
დავალება
1. თ. გამყრელიძე, თავი მეორე, გვ. 59-116
2. გ. ნებიერიძე, თავი მესამე, პარაგრაფები 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5
(გვ. 66-73) და 3.1, 3.3, 4,5,6,7 ( გვ. 85-117)
*თემები ძირითადად დაამუშავეთ გ. ნებიერიძის მიხედვით, თუ რამე
გაუგებარი იქნა, ინფორმაცია შეავსეთ თ. გამყრელიძიდან. თუ ფონეტიკამ
გაგიტაცათ, გთავაზობთ გ. ახვლედიანის წიგნს, სადაც ყველა ეს თემა
უფრო ამომწურავად და სრულად არის განხილული. სწორედ გ.
ახვლედიანმა შეისწავლა და აღწერა პირველად ქართული ენის ბგერათა
(ხმოვანთა და თანხმოვანთა) სისტემები. კონსპექტის შედგენას არ
გავალებთ - ბოლო, შემაჯამებელი სქემა ფაქტიურად კონსპექტია -
უბრალოდ დაიმახსოვრეთ ძირითადი ტერმინები და დაისწავლეთ
ქართული ენის ხმოვანთა და თანხმოვანთა სისტემები გააზრებულად.
თავიდან ეს მოგეჩვენებათ რთული და უინტერესო, მაგრამ, დამიჯერეთ,
ფაქტობრივად 10-მდე ტერმინი და ბოლო სქემა გაქვთ აზრიანად,
სისტემურად დასასწავლი და არტიკულაციური ანალიზი ბგერებისა თამაშს
დაემსგავსება. აბა, ყოჩაღად და მაგრად (: !!!
დავალება
4. უპასუხეთ კითხვებს:
(ა)როგორ ფიქრობთ, უმრავლესობა ენებში რატომ აღნიშნავენ ადამიანთა
საკომუნიკაციო სისტემას ერთ-ერთ საარტიკულაციო ორგანოს სახელით : ენა,
language, язык და სხვ.?
(ბ)რატომ ვწერთ ინგლისურად ძ,ც,-ს ასე: dz, ts? (მინიშნება: გაიხსენეთ
აფრიკატები!)
(გ)დაასახელეთ: ა) ჰომოგენური და ჰეტერორგანული; ბ) ჰეტეროგენური და
ჰომორგანული; გ) ჰეტეროგენული და ჰეტერორგანული ბგერები. როგორ ფიქრობთ
შეიძლება არსებობდეს ჰომოგენური და ჰომორგანული განსხვავებული ბგერები?
(დ) რა ფონეტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე სიტყვებში: (ა)შიმშილი (
სიმშილი), (ბ) გურული ( გურური), (გ) ქვეყნის ( ქვეყანა + ის), (დ)მერძევე (
რძე), (ე)მეთაური ( თავი).
5. არტიკულაციურად დაახასიათეთ ბგერები სიტყვებისა: ბგერა, ჯგუფი, ხმოვანი,
ძაღლი, ზურგი.
(გამოიყენეთ ბოლო, საერთო სქემა, როგორც ალგორითმი! - ეს უბრალოდ
შემოთავაზებაა და არა აუცილებლობა. თქვენ თავად შეგიძლიათ შეიმუშაოთ
ბგერების არტიკულაციური დახასიათებისთვის თქვენეული სტრატეგია (: !!!)
აბა, მომავალ შეხვედრამდე (: !!!
იმედია, სულ მალე ვიხილავთ
ერთმანეთს ლაივში!
მაგრად და
წარმატებები (: !!!

You might also like