Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 6

1

Case study
რა არის case study?
2

სიტუაციის ანალიზი (Case-study) პედაგოგიური ტექნოლოგიაა,


რომელიც ეფუძნება მოდელირებული ან რეალური სიტუაციის
გამოყენებას მისი ანალიზის, პრობლემის გამოვლენის, მისი გადაჭრის
ალტერნატიული გზების მოძიებისა და ოპტიმალური გადაჭრის მიზნით.

რა არის სიტუაცია, სიტუაციური ამოცანა? ის რეალობის შესატყვისი


ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებისა და მოვლენების, განსჯებისა და
პერსონაჟთა იმედების ერთობლიობაა; ამ სიტუაციაში იკვეთება პრობლემა,
რომელიც მოითხოვს გადაჭრას ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების
გზით.

ამ მეთოდის გამოყენების დროს სასწავლო პროცესი ისე უნდა


დაიგეგმოს, რომ ანალიზისა და გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მონაწილეობდეს ყველა მოსწავლე. 
ამ მეთოდით მოსწავლეებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია
გავითვალისწინოთ:
3

 სამიზნე ჯგუფის ცოდნა და შესაძლებლობები, სადაც ქეისს განვიხილავთ

 პროცესიეფექტურად წარმართვისთვის, შევარჩიოთ ყველასათვის საინტერესო


ქეისი და მასზე მუშაობის მეთოდიკა

 ავარჩიოთ ისეთი ქეისი, რომელსაც ექნება რამდენიმე გადაწყვეტა

 ავარჩიოთ ისეთი ქეისი, რომელიც არის აქტუალური და გამოიწვევს დისკუსიას

 ავარჩიოთ ისეთი ქეისი, რომელიც არის საგანთშორისი

 მივცეთ მოსწავლეებს პროცესის სრულუფლებიანი მონაწილის სტატუსი

 საჭიროებისამებრ, მივცეთ მოსწავლეებს ქეისის გადაწყვეტის „გასაღები“


დამატებითი კითხვების ან დამატებითი ინფორმაციის ფორმით
ვიმსჯელოთ შემდეგ ქეისზე

4
მაკედონიის სასამართლომ განიხილა ერთი მეფუტკრის საქმე, რომელმაც
მოითხოვა საქმის აღძვრა დათვის წინააღმდეგ. მისი თქმით, რომელიღაც
ადგილობრივი დათვი იპარებოდა მის სკებთან და იპარავდა თაფლს. მან სცადა
განათებებითა და მუსიკით დათვის დაფრთხობა, მაგრამ ამაოდ. სარჩელით
მოითხოვა 140 000 დინარის გადახდის დაკისრება მიყენებული ზიანის
ასანაზღაურებლად.

 როგორ გადაწყვეტდა სასამართლო მოცემულ საქმეს?

 უნდა დასწრებოდა თუ არა დათვი სასამართლო პროცესს?

 რამდენად რეალურად წარიმართებოდა საქმე სასამართლოში?


ვიმსჯელოთ შემდეგ ქეისზე:

ერთი ქალბატონი დააჯარიმეს შენობის გვერდზე ავტომანქანის დატოვებისთვის


ჩართული ძრავით. მან ჯარიმა გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მას გველები გადაჰყავდა
მანქანით, რომლებსაც ის იყენებდა მუცლით ცეკვის წარმოდგენისთვის. რადგან არ
სურდა გველებს ჩასძინებოდათ ცივ მანქანაში, ამისთვის დატოვა ჩართული ძრავა, რაც
ეხმარებოდა მათ ფხიზლად ყოფნაში, რომ შემდეგ მუცლის ცეკვის წარმოდგენას
წარმატებით ჩაევლო.

 რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო?

 ეთანხმებით თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებას?


6

გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like