Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 12

შოთა რუსთაველი

„ვეფხისტყაოსანი“
გაკვეთილის გეგმა

• თემის წარდგენა - „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი;


• კომენტირებული კითხვა, განმარტებები, უცხო
სიტყვები;
• პროლოგის აგებულებაზე მსჯელობა;
• ტექსტის პერიფრაზი;
• ავტორის ბიოგრაფია;
• დავალება: სამახსოვრო სტროფები, პერიფრაზი,
შინაარსი.
შოთა რუსთაველის ბიოგრაფია
• „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა ძველი ქართული მწერლობის მეორე
პერიოდში.
• მეორე პერიოდი იწყება X საუკუნის ოთხმოცდააათიანი წლებიდან და
გრძელდება XIII საუკუნის შუა წლებამდე.
• ამ პერიოდს უწოდებენ „ოქროს ხანას“.
• საერო მწერლობა აღმოცენდა და ჩამოყალიბდა სასულიერო
მწერლობის პარალელურად.
• ძველი მწერლობის მეორე პერიოდში ითარგმნა სპარსული
ლიტერატურის ნიმუშები: ფირდოუსის „შაჰ-ნამე“, ნიზამის
„ლეილმეჯნუნიანი“, ფახ ადინ გურგანის „ვისრამიანი“.
• ამ პერიოდში დაიწერა მოსე ხონელის „ამირან-დარეჯანიანი“, იოანე
შავთელის „აბდულმესია“, ჩახრუხაძის „თამარიანი“.
კლასიკური მწერლობის
გვირგვინია

• რუსთაველის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ


შემოუნახავთ მემატიანეებს.
• ლიტერატურულ წყაროებში რუსთაველი XVI საუკუნეში
იხსენიება.
• სახელწოდება „რუსთაველი“ უნდა ნიშნავდეს რუსთავის
მკვიდრს, ან რუსთავის ციხე-ქალაქის მფლობელს.
• ფიქრობენ, რომ შოთა იყო მესხეთის რუსთავიდან.
• შოთა რქმევია ავტორს. ამას ადასტურებს იერუსალიმის ჯვრის
მონასტრის სვეტზე პოეტის ფრესკული გამოსახულების წარწერა: „ამის
დამხატავსა შოთას შეუნდვნეს ღმერთმან. ამინ.“
• ფიქრობენ, რომ შოთა იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის მეფობის ჟამს.
• პოემა დაწერილია 1189-1207 წლებში.
• რუსთაველის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები უცნობია.
• „ვეფხისტყაოსანი“ სამიჯნურო-ჰეროიკული პოემაა. ის ეპიკური
სიუჟეტიანი ნაწარმოებია.
• პოემა შედგება სამი ნაწილისგან: პროლოგი-დასაწყისი, ძირითადი
ნაწილი და ეპილოგი-დასასრული.
• პოემა დაწერილია თექვსმეტმარცვლიანი შაირით.
• პოემის ტექსტი პირველად დაიბეჭდა ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებულ
სტამბაში 1712 წელს.
• „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის
ენაზე.
პროლოგის ძირითადი საკითხები
• პროლოგი - შესავალი, დასაწყისი, წინასიტყვაობა.
• სამყაროს შექმნა („რომელმან“-ღმერთმა).
• რუსთაველი უფალს შესთხოვს ძალასა და თანადგომას,
სიყვარულის ნიჭს.
• თამარ მეფისა და დავით სოსლანის ხსენება.
• პოემა შეკვეთითაა დაწერილი (თამარი შთაგონების წყაროა).
• შემოქმედი ადამიანის ოთხი საწყისი: ენა, გული, „ხელოვანება“,
გონება.
• ოთხ საწყისს დაემატება ღვთის შეწევნა.
• ტარიელის ხსენება (სრულქმნილება).
• ავტორობის საკითხი („მე რუსთველი“, „დავჯე რუსთველმან“)
• „ესე ამბავი სპარსული“, ანუ უცხო ამბავი (სიუჟეტის გაუცხოება).
• სამი გმირი მნათობის ხსენება.
1
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2
ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3
ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -
მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე, რისა?
მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მართ, მი, შერისა.
4
თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული,
ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული.
მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,
ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.
5
მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,
ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,
ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა.
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

6
აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის
მონება.
7

მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი;


მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!
დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

მე, რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი:


ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,
ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,


ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმან ნები.

10

თვალთა, მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;


აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხვდომია ველთა რბენა!
მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმა არს, მისცეს სულთა ლხენა.
სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.
დავალება

• წაიკითხეთ პროლოგის მოცემული სტროფები


განმარტებების დახმარებით და დაისწავლეთ შინაარსი;
• სამახსოვრო სტროფები: 1,2
დასაწერად:
• დაწერეთ პირველი ორი სტროფის პერიფრაზე,
დაიხმარეთ სახელმძღვანელოს კომენტარები;
• ჩამოაყალიბეთ, როგორ უნდა იყოს აგებული
ნაწარმოების შესავალი ნაწილი, ვისი ხსენებით იწყებს
რუსთაველი თავის პოემას?

You might also like