Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 30

შესავალი კურსი ეკონომიკის

საფუძვლებში I
(მიკროეკონომიკა)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


შემოდგომის სემესტრი, 2016
აკაკი ლიქოკელი
ლექცია 2. ურთიერთდამოკიდებულება
და ვაჭრობის მომგებიანობა

•სავალდებულო საკითხავი: მენქიუ (2008)


•თავი 3, გვ. 47-60
•გავარჩიოთ I, II და III თავების სავარჯიშოები
რა გვახსოვს წინა ლექციიდან?

ალტერანტიული დანახარჯები

ვაჭრობის მომგებიანობა

ეკონომიკური მოდელები
• საწარმოო შესაძლებლობების საზღვარი
ამ ლექციაზე ჩვენ პასუხს გავცემთ
შემდეგ შეკითხვებს:

• რატომ ურჩევნიათ ადამაინებს (და ქვეყნებს) იყვნენ


ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებულნი?

• რა განსხვავებაა აბსოლუტურ და შედარებით


უპირატესობას შორის?

• როგორ შეუძლია ვაჭრობას ყველა მონაწილის


მდგომარეობის გაუმჯობესება?
ურთიერთდამოკიდებულება

ყოველდღიურად ჩვენ ვსარგებლობთ საქონლით და მომსახურებით,


რომელიც სხვა ადამიანების მიერ, სხვა ქვეყნებშია დამზადებული:

• დილით გვაღვიძებს მობილურის მაღვიძარა, რომელიც სამხრეთ


კოერეაშია დამზადებული
• ვსვამთ ბრაზილიურ ყავას
• მოვდივართ უნივერსიტეტში ამერიკული წარმების
მიკროავტობუსით
• საღამოს მივდივართ კინოში, სადაც ვუყურებთ ჰოლივუდურ
ფილმს...
ურთიერთდამოკიდებულება

ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპი: ვაჭრობას შეუძლია


ყველა მონაწილის მდგომარეობის გაუმჯობესება
• ინდივიდები და ქვეყნები მიმართავენ სპეციალიზებულ
წარმოებას და შემდგომ გაცვლას, როგორც
ეკონომიკური რესურსების შეზღუდულობის გადაჭრის
გზას
• თუმცა ეს წარმოშობს ორ კითხვას:
• რატომაა ურთიერთდამოკიდებულება გარდაუვალი?
• რა განსაზღვრავს წარმოების და ვაჭრობის სტრუქტურას?
ურთიერთდამოკიდებულება

• რატომაა ურთიერთდამოკიდებულება გარდაუვალი?


 ურთიერთდამოკიდებულება ჩნდება იმის გამო, რომ ხალხი
იუმჯობესებს მდგომარეობას, როდესაც ისინი
სპეციალიზდებიან კონკრეტული საქონლის (მომსახურების)
წარმოებაში და შემდეგ ვაჭრობენ

• რა განსაზღვრავს წარმოებისა და ვაჭრობის


სტრუქტურას?
ის დამოკიდებულია ალტერნატიულ დანახარჯებს შორის
სხვაობაზე
მაგალითი: ფერმერისა და გლეხის
ეკონომიკა

• დავუშვათ, რომ:
• გვაქვს მხოლოდ ორი საქონელი: ხორცი და კარტოფილი,
რომელთა წარმოების მოცულობასაც ვზომავთ კილოგრამებში

• გვყავს მხოლოდ ორი ეკონომიკური აგენტი: ფერმერი და გლეხი.

• თითოეულ აგენტს შეუძლია აწარმოოს როგორც ხორცი, ასევე


კარტოფილი, რასაც ისინი უთმობენ დღეში 8 საათს.

რა უნდა აწარმოოს თითოეულმა?


რატომ უდნა ივაჭრონ ?
ფერმერისა და გლეხის საწარმოო
შესაძლებლობები

რამდენი წუთია საჭირო 1 კგ რამდენი კგ მზადდება 8 საათის


საქონლის დასამზადებლად განმავლობაში

ხორცი კარტოფილი ხორცი კარტოფილი

გლეხი 60 წთ 15 წთ 8 კგ 32 კგ

ფერმერი 20 წთ 10 წთ 24 კგ 48 კგ
სიტუაცია I: დამოუკიდებლობა

• დავუშვათ, ფერმერი და გლეხი უარს


აცხადებენ ვაჭრობაზე

• თითოეული მათგანი მოიხმარს იმდენს, რამდენსაც


აწარმოებს
• ამ შემთხვევაში საწარმოო შესაძლებლობათა
საზღვარი არის აგრეთვე მოხმარების
შესაძლებლობათა ზღვარი.
გლეხის საწარმოო
შესაძლებლობათა საზღვარი
(კგ)

(კგ)
ფერმერის საწარმოო
შესაძლებლობათა საზღვარი
(კგ)

(კგ)
სიტუაცია I: დამოუკიდებლობა

• დავუშვათ, ფერმერი და გლეხი დამოუკიდებლობის


შემთხვევაში თავიანთ სამუშაო დროს (8 საათს) თანაბრად
ანაწილებენ ხორცისა და კარტოფილის წარმოებაზე

გლეხი ფერმერი

ხორცი კარტოფილი ხორცი კარტოფილი


(კგ) (კგ) (კგ) (კგ)

ვაჭრობის გარეშე

წარმოება და 4 კგ 16 კგ 12 კგ 24 კგ
მოხმარება
სიტუაცია II: ვაჭრობა

ახლა კი დავუშვათ, რომ ფერმერმა და გლეხმა


გადაწყვიტეს ივაჭრონ:

• თითოეულ მათგანს შეუძლია აწარმოოს კონკრეტული


საქონელი იმაზე მეტი რაოდენობით ვიდრე მოიხმარს

• შემდეგ კი სხვაობა ამ საქონლის წარმოებასა და მოხმარებას


შორის მიაწოდოს მეორე აგენტს, რომლისგანაც სანაცვლოდ
მიიღებს მეორე საქონლის გარკვეულ რაოდენობას
სიტუაცია II: ვაჭრობა

ფერმერი და გლეხი სპეციალიზდებიან და ვაჭრობენ


• თითოეული მათგანი გაიუმჯობესებს მოხმარების
შესაძლებლობებს, თუ ისინი დასპეციალიზდებიან იმ
საქონლის წარმოებაში, რომელიც უკეთ გამოსდით
და შემდეგ, გაცვლიან პროდუქტებს ერთმანეთში

• ვინ რომელი საქონელი უნდა აწარმოოს?


o ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა შევადაროთ
ფერმერის და გლეხის დანახარჯები
დანახარჯები

• არსებობს ორი გზა იმისათვის, რომ


გაიზომოს განსხვავება დანახარჯებს შორის:

1 . საწარმოო ფაქტორის დანახარჯი


• რამდენი საათია საჭირო ამ პროდუქტის
საწარმოებლად (მაგ. 1 კილო კარტოფილისთვის)

2 . ალტერნატიული დანახარჯი (პირველი საქონლის):


• რამდენი ერთეული მეორე საქონელი უნდა დავთმოთ
ერთი ერთეული პირველი საქონლის საქარმოებლად
საწარმოო ფაქტორის დანახარჯები
და აბსოლუტური უპირატესობა

თუ ერთ მწარმოებელს შეუძლია დაამზადოს საქონელი სხვა


მწარმოებლებთან შედარებით ნაკლები საწარმო
ფაქტორების დანახარჯებით, მაშინ მას აქვს აბსოლუტური
უპირატესობა ამ საქონლის წარმოებაში

• ჩვენს მაგალითში
o რომელი მწარმოებელს აქვს აბსოლუტური უპირატესობა
ხორცის დამზადებაში?
o რომელი მწარმოებელს აქვს აბსოლუტური უპირატესობა
კარტოფილის დამზადებაში?
აბსოლუტური უპირატესობა

• ფერმერს ესაჭიროება 10 წთ იმისათვის, რომ აწარმოოს 1


კგ კარტოფილი. მაშინ როდესაც გლეხს ამისთვის
დასჭირდება 15 წთ.

• ფერმერს ესაჭიროება 20 წთ 1 კგ ხორცის დასამზადებლად,


ხოლო გლეხს ამისთვის 60 წთ დასჭირდება.

ამიტომ ფერმერს აქვს აბსოლუტური უპირატესობა როგორც


ხორცის, ასევე კარტოფილის წარმოებაში
ალტერნატიული დანახარჯები და
შედარებითი უპირატესობა
თუ ერთ მწარმოებელს შეუძლია დაამზადოს საქონელი სხვა
მწარმოებლებთან შედარებით ნაკლები ალტერნატიული
დანახარჯებით, მაშინ მას აქვს შედარებითი უპირატესობა ამ
საქონლის წარმოებაში

• ჩვენს მაგალითში
o რომელი მწარმოებელს აქვს შედარებითი უპირატესობა
ხორცის დამზადებაში?
o რომელი მწარმოებელს აქვს შედარებითი უპირატესობა
კარტოფილის დამზადებაში?
ალტერნატიული დანახარჯები და
შედარებითი უპირატესობა

1 კგ ხორცი 1 კგ კარტოფილი

გლეხი 4 კგ კარტოფილი ¼ კგ ხორცი

ფერმერი 2 კგ კარტოფილი ½ კგ ხორცი

• რადგან ხორცის წარმოების ალტერნატიული დანახარჯი ფერმერისთვის


უფრო დაბალია გლეხთან შედარებით (2 < 4), ამიტომ ფერმერს აქვს
შედარებითი უპირატესობა ხორცის წარმოებაში

• რადგან კარტოფილის წარმოების ალტერნატიული დანახარჯი


გლეხისთვის უფრო დაბალია ფერმერთან შედარებით (1/4 < 1/2),
ამიტომ გლეხს აქვს შედარებითი უპირატესობა ხორცის წარმოებაში
ალტერნატიული დანახარჯები და
შედარებითი უპირატესობა

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ერთ მწარმებელს


ჰქონდეს შედარებითი უპირატესობა ორივე საქონლის
წარმოებაში?

• შეუძლებელია. ერთი მწარმეობლისთვის


შედარებითი უპირატესობის ქონა პირველი
საქონლის წარმოებაში ავტომატურად ნიშნავს, რომ
მეორე მწარმეობელს აქვს შედარებითი უპირატესობა
მეორე საქონლის წარმოებაში.
ვაჭრობის სტრუქტურა

• შედარებითი უპირატესიბა და ალტერნატიულ დანახარჯებს


შორის განსხვავება ქმნის იმის საფუძველს, რომ მოხდეს
სპეციალიზაცია და შემდეგ ვაჭრობა.

• როცა ორ პოტენციურ პარტნიორს სხვადასხვა ალტერნატიული


დანახარჯები აქვთ, მაშინ ვაჭრობა მომგებიანია ორივესთვის:
თითოეული მათგანი სპეციალიზდება იმ საქონლის
წარმოებაზე, რომელშიც შედარებითი უპირატესობა გააჩნია.

• სპეციალიზაციასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ


გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს საწარმოო
ფაქტორების დანახარჯები და არც აბსოლუტური უპირატესობა.
სიტუაცია II: ვაჭრობა

დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს

ვინაიდან გლეხს აქვს შედარებითი უპირატესობა კარტოფილის წარმოებაში, იგი


სპეციალიზდება ამ წარმოებაზე: მთელ საკუთარ დროს დაუთმობს კარტოფილის
მოყვანას.

გლეხი ფერმერს მიაწვდის საკუთარი წარმოებული კარტოფილის იმ ნაწილს, რასაც


თავად არ მოიხმარს.

ფერმერი კი, რომელსაც აქვს შედარებითი უპირატესობა ხორცის წარმოებაში,


სპეციალიზდება ამ წარმოებაზე. იგი აწარმოებს კარტოფილის მხოლოდ იმ
რაოდენობას, რაც საჭიროა გლეხის მიერ მიწოდებული კარტოფილის შემდეგ. მთელ
დარჩენილ სამუშაო დროს კი დაუთმობს ხორცის წარმოებას.

საბოლოოდ, ფერმერი გლეხს მიაწვდის საკუთარი წარმოებული ხორცის იმ ნაწილს,


რასაც თავად არ მოიხმარს.
გლეხის წარმოება და მოხმარება
ვაჭრობის დროს
(კგ)

(კგ)
ფერმერის წარმოება და მოხმარება
ვაჭრობის დროს

(კგ) ფერმერის
წარმოებ

მოხმარება
ვაჭრობის
დროს

ფერმერის
წარმოება და
მოხმარება
ვაჭრობის გარეშე

(კგ)
სიტუაცია II: ვაჭრობა
როგორც ვნახეთ, ვაჭრობის შედეგად ფერმერმა და გლეხმა
გაიუმჯობესეს ორივე პროდუქტის მოხმარების შესაძლებლობები:
• გლეხი ვაჭრობამდე მოიხმარდა 4 კგ ხორცს და 16 კგ კარტოფილს
(A წერტილი). ვაჭრობის შემთხვევაში იგი მოიხმარს 5 კგ ხორცს და
17 კგ კარტოფილს ( წერტილი).

• ფერმერი ვაჭრობამდე მოიხმარდა 12 კგ ხორცს და 24 კგ


კარტოფილს (B წერტილი). ვაჭრობის შემთხვევაში იგი მოიხმარს 13
კგ ხორცს და 27 კგ კარტოფილს ( წერტილი).

რამ უზრუნველყო მოხმარების შესაძლებლობების გაფართოება?


 თითოეული მწარმოებლის მიერ სპეციალიზაციამ ნაკლები
ალტერანტიული დანახარჯების მქონე საქონლის დამზადებაზე და
შემდეგ ვაჭრობამ
იუმჯობესებს თუ არა მდგომარეობას ყველა
მცხოვრები, როცა ქვეყნები ვაჭრობას იწყებენ?

• თითოეულ ქვეყანას ჰყავს უამრავი მოსახლე, თავისი


ინტერესებით და სპეციალიზაციით.
• საერთაშორისო ვაჭრობამ შესაძლოა დააზარალოს ცალკეული
ინდივიდები მაშინაც კი, როდესაც მთლიანობაში ქვეყნის
მდგომარეობა გაუმჯობესდება.

• როდის შეიძლება მოხდეს ასე?


• მაგალითად, ვთქვათ, ქვეყანამ გადაწყვეტა რომ მანქანების წარმოებაზე უარი
თქვას და განახორციელოს იმპორტი, რადგან მას არ აქვს შედარებითი
უპირატესობა მანქანების წარმოებაში. ამ დროს ქვეყნის მდგომარეობა
უმჯობესდება, რადგან მთლიანობაში მეტი მანქანის მოხმარება შეძლებს.
თუმცა ვინც ამ ქვეყანაში მანქანების წარმოებაში იყო დასაქმებული, კარგავს
სამუშაოს და შემოსავლის წყაროს - მისი მგდომარეობა უარესდება.
შეჯამება

• თითოეული ადამიანი შეიძენს საქონელსა და


მომსახურებას, რომელიც წარმოებულია
უამრავი სხვა ადამიანის მიერ ქვეყნის შიგნით
თუ გარეთ

• ურთიერთდამოკიდებულება და ვაჭრობა
სასურველია, რადგან ისინი შესაძლებლობას
აძლევენ ყველას მოიხმარონ მეტი და უფრო
მრავალფეროვანი საქონელი თუ მომსახურება
შეჯამება

• არსებობს დანახარჯების გაზომვის ორი გზა: საწარმოო


ფაქტორთა და ალტერნატიული დანახარჯები
• მწარმოებელს, რომელსაც შეუძლია აწარმოოს
პროდუქტი ნაკლები საწარმო ფაქტორების
დანახარჯებით, აქვს აბსოლუტური უპირატესობა ამ
პროდუქტის წარმოებაში
• მწარმოებელი, რომელიც კონკრეტულ პროდუქტს
აწარმოებს ნაკლები ალტერნატიული დანახარჯით,
სარგებლობს შედარებითი უპირატესობით
შეჯამება

• ვაჭრობის მომგებიანობა დამოკიდებლია შედარებით


უპირატესობაზე და არა აბსოლიტურ უპირატესობაზე.

• ვაჭრობა უუმჯობესებს ყველას მდგომარეობას, რადგან ის


აძლევს ინდივიდებს (ქვეყნებს) საშუალებას მოახდინონ
სპეციალიზაცია იმ წარმოებაში, სადაც მათ შედარებითი
უპირატესობა გააჩნიათ.

• შედარებითი უპირატესობის პრინციპი გამოიყენება როგორც


ქვეყნის, ასევე ცალკეული ინდივიდებისთვის.

You might also like