Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 10

ადამ სმითი

„გამოკვლევა ხალხთა
სიმდიდრის ბუნებისა
და მიზეზების შესახებ“
ვაჭრობა ქალქსა და სოფლეს შორის
• რა როლი აქვს სოფელს ქალაქისთვის
და პირიქით?

„ქალაქში სოფლის მცხოვრებნი გარდანამეტს


სცვლიან სხვა რაიმეზე, რაც მათ ესაჭიროებათ.
რაც უფრო დიდია ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი
და შემოსავალი, მით უფრო ფართოა ბაზარი,
რომელსაც ქალაქი უქმნის სოფლის
მცხოვრებთ, ხოლო რაც უფრო ფართოა ბაზარი,
ყოველთვის მით უფრო სასარგებლოა იგი
ადამიანთა უფრო დიდი რიცხვისათვის.“ (გვ.17)
როგორ იქმნება ქალაქი
• როგორ ყალიბდება პატარა ქალაქი/ დაბა და რა
უწყობს ხელს მის ზრდას?

„მჭედლები, ხუროები, გუთნის და თვლების მკეთებლები,


მეკასრეები, მეწაღეები და თერძები, ყველანი ხელოსნები
არიან, რომლებისადმი მიმართვა მათი სამსახურის მისაღებად
ხშირად სჭირდება მიწათმოქმედს. ეს ხელოსნებიც, თავის
მხრივ, საჭიროებენ ერთმანეთის დახმარებას, და რადგან მათი
საცხოვრებელი ადგილი აუცილებლად განსაზღვრულ
ადგილთან არაა დაკავშირებული, როგორც მიწათმოქმედისა,
ამიტომ ისინი ერთმანეთის ახლოს სახლდებიან და ამგვარად
ქმნიან პატარა ქალაქს ანუ დაბას. მალე მათ მიემატებიან
ყასბები, ლუდის მხდელები და მეპურეები, შემდეგ მთელი რიგი
ხელოსნები და წვრილი ვაჭრები, რომელნიც საჭირონი და
სასარგებლონი არიან მათ დროდადრო გაჩენილ
მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომელნიც,
თავის მხრივ, ხელს უწყობენ ქალაქის შემდგომ ზრდას.“ (გვ.19)
როდის ვითრდება მიწათმოქმედება

• რატომ არ არის მომგებიანი მონის მუშად


გამოყენება?

„ყველა დროისა და ხალხის გამოცდილება, მგონია, იმას


გვიდასტურებს, რომ მონების მიერ შესრულებული
სამუშაო, თუმცა იგი თითქოს მარტო შენახვის ხარჯს
მოითხოვს, ყველაზე უფრო ძვირი სამუშაო არის. კაცი,
რომელსაც არავითარი საკუთრების შეძენა არ შეუძლია,
დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ რაც შეიძლება
ბევრი ჭამოს და რაც შეიძლება ცოტა იმუშაოს. მხოლოდ
ძალდატანებით, და არა მისი საკუთარი ინტერესით,
შეიძლება იგი იძულებულ იქნეს იმაზე მეტი იმუშაოს, რაც
საკმარისი არის მისი შენახვის ხარჯის დასაფარავად.“
(გვ.26)
მამულების იჯარით გაცემა

• რითი იყო მნიშვნელოვანი საბატონო მამულების


იჯარით გაცემა გლეხებზე?
„საბატონო მამულებს აძლევდნენ იჯარით იქაურ გლეხებს, რომელნიც
ყველანი ერთპირად კისრულობდნენ პასუხისმგებლობას მთელი
საიჯარო ფასის გადახდისათვის; ამის სამაგიეროდ მათ უფლება
ჰქონდათ იმგვარად მოეწყოთ მისი გადახდევინება, როგორც სურდათ;
ამით ისინი თავიდან იცილებდნენ მეფის მოხელეების უნამუსო
მოპყრობას, ეს კი იმ დროს მნიშვნელოვან გარემოებად ითვლებოდა...
...თავდაპირველად იჯარა, ალბათ, გაიცემოდა მოქალაქეებზე, ისე
როგორც სხვა მოიჯარადეებზე, მხოლოდ განსაზღვრული ვადით,
მაგრამ დროთა განმავლობაში, ეტყობა, საერთო ჩვეულებად იქცა
იჯარის გაცემა უვადოდ, ე. ი. სამუდამოდ, და თან გადასახდელად
უცვლელი რენტის დაწესებით, რაც შემდეგში ვერასოდეს ვერ
გაიზრდებოდა... ქალაქმა ამის გამო მოიპოვა თავისუფალი ქალაქის
სახელწოდება იმავე საფუძვლით, რა საფუძვლითაც მის მცხოვრებთ
თავისუფალი მოქალაქეები ანუ თავისუფალი ვაჭრები ეწოდა.“ (გვ.34)
ვაჭრები
• ვინ არიან ვაჭრები და რა განასხვავებთ მათ
მემამულეებისგან?
„ვაჭრებს, ჩვეულებრივ, სასახელოდ მიაჩნიათ მემამულეები
გახდნენ, და როდესაც გახდებიან, ისინი საერთოდ სასოფლო-
სამეურნეო გაუმჯობესებათა საუკეთესო გამტარებელნი არიან .
ვაჭარი დაჩვეულია თავისი ფულის ხარჯვას უმთავრესად
მოგებიან პროექტებზე, ხოლო ის, ვინც მარტოოდენ მამამულეა,
მხოლოდ მის უსარგებლოდ ხარჯვას არის დაჩვეული. პირველი
ხშირად ხედავს, როგორ მიდის მისი ფული და შემდეგ ისევ
უბრუნდება მოგებით, ხოლო მეორე, თუ კი იგი გაუშვა ხელიდან,
იშვიათად მოელის მის ხელახლა დანახვას...
ვაჭარი, ჩვეულებრივ, გაბედულია, მემამულე კი – მშიშარა.
პირველს არ ეშინია ერთბაშად დიდი კაპიტალი გაიღოს თავისი
მიწის გასაუმჯობესებლად, უკეთუ მას საფუძვლიანი იმედი აქვს ,
რომ ამით მისი ღირებულება გადიდდება გაწეული ხარჯის
პროპორციულად.“(გვ. 43)
“Laissez-faire”-ის პრინციპი

• “Laissez-faire”-ის პრინციპი
= სამეურნეო საქმიანობის თავისუფლება

• რაც უფრო მინიმალურად ერევა


სახელმწიფო ეკონომიკურ ცხოვრებაში,
მით უკეთესი პირობები იქმნება მისი
განვითარებისთვის
სახელმწიფო რეგულაციები
• რა საჭიროა სახელმწიფო რეგულაციები?

„ინგლისის კანონები შველიან მიწათმოქმედებას არა მარტო


არაპირდაპირ, ვაჭრობისათვის მფარველობის გაწევის გზით ,
არამედ უშუალოდაც, სხვადასხვა ღონისძიებით: ნაკლებობის
წლების გამოკლებით, პურის ექსპორტი არა თუ თავისუფალია,
არამედ მას დახმარებაც ეძლევა განსაკუთრებული პრემიით.
ზომიერი სიუხვის წლებში უცხოური პურის იმპორტზე ისეთი ბაჟია
დადებული, რომ აკრძალვას უდრის. ცოცხალი პირუტყვის
შემოზიდვა, ირლანდიის გარდა, აკრძალულია ყოველთვის და
ირლანდიიდანაც შემოზიდვა მხოლოდ უკანასკნელ დროს იქნა
ნებადართული. ამიტომ იმათ, ვინც მიწის დამუშავებას ეწევა , მათ
თანამოქალაქეთა მიმართ მონოპოლია აქვთ ორ უმთავრეს
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე: პურსა და ხორცზე. ასეთი
ხელშეწყობა, თუმცა იგი, იქნებ სრულიად ილუზორული იყოს,
საკმარისად ამტკიცებს მიწათმოქმედებისათვის დახმარების
გაწევის განზრახვას კანონმდებლობის მხრივ.“ (გვ.52)
„უხილავი ხელის“ პრინციპი

• რას გულისხმობს ბაზრის უხილავი ხელის


პრინციპი?

„ყოველი ინდივიდი ცდილობს ისეთნაირად აამოქმედოს


საკუთარი კაპიტალი, რომ მან მაქსიმალური მოგება
მოიტანოს. ჩვეულებრივ მას განზრახვა არა აქვს
ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებრივ ინტერესებზე და
არ იცის რამდენად ზემოქმედებს იგი მათზე. ინდივიდი
მიისწრაფვის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და
სარგებლობისაკენ, და მას უხილავი ხელი წარმართავს,
რათა ბოლოს და ბოლოს ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, რაც
მის განზრახვაში არ შედიოდა. საკუთარი ინტერესების
დაცვით იგი (ინდივიდი) ხშირ შემთხვევაში დიდად უწყობს
ხელს საზოგადეობის აყვავებას, ვიდრე იმ შემთხვევაში თუკი
ამას შეგნებულად შეეცდებოდა.“ (მეოთხე ნაწილის თავში)
გმადლობთ ყურადღებისთვის!

You might also like