Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ირლანდიის ეროვნული

სამოსი
ლიკა მამაცაშვილი
ირლანდიური კულტურა
• ირლანდიურმა კულტურამ თავისი არსებობის მანძილზე
დიდი ზეგავლენა იქონია სხვადასხვა ევროპული ქვეყნებისა
და დიდი ბრიტანეთის კულტურაზე.
• დღეს ჩვენთვის ცნობილი ტრადიციული ირლანდიური
ტანისამოსი თარიღდება 13-18 საუკუნის მასალით.
ტრადიციული ტანისამოსებია  Léine, Brat, Ionar, Trews.
ტანსაცმელების შესაქმნელად ძირითადად გამოიყენებოდა
მატყლი და სხვადასხვა ცხოველის ტყავი. ტანისამოსი
ირლანდიაში დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ის
დაიწყო მეტად მარტივი სტრუქტურით, თანდათან
განვითარდა და გამდიდრდა ახალი ელემენტებით.  [18]
ლეინი
• Leine-ს ატარებდნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ის
იკერებოდა მატყლისგან და იყო 2 სახის. პირველი ფარავდა
წელს, მეორე კი მუხლის ქვემოთა ნაწილს. ეს ტანისამოსი
იყო ვიწრო წელის არეში და ფართოვდებოდ მაჯის
ბოლოებთან. ქალები უფრო გრძელ Leine-ს ატარებდნენ.
ყველა მამაკაცის წელთან ის იყო შეკრული, ხოლო უფრო
განიერი ქალისთვის გულმკერდისა და წელის არეში. ქალები
ამ ტანისამოსს იყენებდნენ შიგნიდან ჩასაცმელად
დაფარული ღია სახელოიანი კაბებით, კაცები კი ხშირად
leine-თან ერთად ატარებდნენ მატყლის ქურთუკებს ან
ბეწვიან მოსასხამებს სახელწოდებით mantle. ეს
უკანასკნელიც ირლანდიური ტანისამოსია. მოსასხამს წინ
მტკიცედ ჰქონდა მიმაგრებული გულსაბნევი.
ეროვნული სამოსი
• ირლანდიური ეროვნული სამოსი – ერთფეროვანი
(ჩვეულებრივ ნარინჯისფერი) ქვედაბოლო (კილტი),
გრძელი ქურთუკი, ღია ფერის პერანგი საყელოს გარეშე,
დიდი მაუდის ბერეტი – პრაქტიკულად დაკარგა
მნიშვნელობა. მხოლოდ მეგუდასტვირეების ორკესტრის
მუსიკოსები იცვამენ სტილიზირებულ ხალხურ კოსტიუმს.
სადღესასწაულო ჩაცმულობაში ჭარბობს მწვანე ფერი,
რომელიც ეროვნულ ფრად ითვლება.

You might also like