პრეზენტაცია სამართალი

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 9

სისხლის სამართალი, როგორც სამართლის

დარგი

პრეზენტაციაზე მუშაობდა ინა ხასაია


შესავალი
სისხლის სამართალი წარმოადგენს საჯარო სამართლის ერთ-ერთ სფეროს. თავისი
განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, თანამედროვე სამართალში სისხლის
სამართალი ცალკე არის გამოყოფილი, რის შედეგედაც სამართალი დაყოფილია სამ
წევრად: კერძო სამართალი, საჯარო სამართალი და სისხლის სამართალი. სისხლის
სამართლის ზოგადი ნაწილი შედგება სამი ძირითადი ინსტიტუტისგან. ესენია:
სისხლის სამართლის კანონი, დანაშაული და სასჯელი.
სისხლის სამართლის კანონი და
ნორმა
საქართველოს სისხლის სამართლის ერთადერთი
წყაროა სისხლის სამართლის კანონი, არც ერთ
სხვა აქტში არ შეიძლება გათვალისწინებული
იქნეს სისხლისსამართლებრივი ნორმა. სისხლის
სამართლის მატერიალურ წყაროს წარმოადგენს
საქართველოს კონსტიტუცია , ასევე
საერთაშორისოსამართლის ნორმები და
კონვეციები. რაც შეეხება სისხლის სამართლის
კოდექსს, ის ორი ნაწილისგან შედგება. ზოგადი
ნაწილი შეიცავს ცნებებს,რომელთაც
მნიშვნელობა აქვთ ყველა დანაშაულის,
სასჯელის დანიშვნისა და სხვა საკითხებისთვის.
კერძო ნაწილში მოცემულია კონკრეტულად
დანაშაულები მათთვის გათვალისწინებული
სასჯელის სახეები.
დანაშაული და მისი შემადგენელი
ელემენტები
განასხვავებენ დანაშაულის სამ კატეგორიას:
ნაკლებად მძიმე დანაშაული, მძიმე დანაშაული
და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებია:
ობიექტი, ობიექტური მხარე, სუბიექტი და
სუბიექტური მხარე.
დანაშაულის ობიექტია სისხლის სამართლის კანონით დაცული
სიკეთე, რომელსაც მიაყენეს ან შეიძლება მიაყენონ ზიანი.
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიცავს ქმედების გარეგან
დახასიათებას, რაც გამოიხატება სისხლის სამართლის კანონით
გათვალისწინებული სამართალსაწინააღმდეგო ქმედებაში, რომელიც
ზიანს აყენებს დანაშაულის ობიექტს ან ქმნის მისთვის ზიანის
მიყენების საფრთხეს.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე
იურიდიული პირი .
სუბიექტური მხარე კი შეიცავს ნიშნებს, რომლებიც ასახავენ
დანაშაულის შინაგან შინაარსს. ესენი შეიძლება იყოს ბრალის
ფორმები, მოტივი და სხვა.
სასჯელის ცნება
სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული
ღონისძიება,რომელიც მხოლოდ სასამართლოს განაჩენით
შეიძლება შეეფარდოს დამნაშავეს. საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 39-ე მუხლში ჩამოყალიბებულია სასჯელის
მიზნები. ესენია:სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის
თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. არსებობს
სასჯელის აბსოლუტური და რელატიური თეორიები. პირველი
წარსულთანაა დაკავშირებული და სჯის წარსულში ჩადენილი
ქმედებისთვის, ხოლო მეორე მომავალზეა ორიენტირებული, რომ
მომავალში არ იქნეს ჩადენილი ახალი დანაშაულები
სასჯელთა ცალკეული სახეებია: ჯარიმა,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის
უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისთვის
სასარგებლო შრომა, ვადიანი თავისუფლების
აღკვეთა, უვადო თავისუფლების აღკვეთა,
ქონების ჩამორთმევა და სხვა.
გამოყენებული
წყაროები:
1. მ.ლომსაძე, საქართველოს სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი,
გამომცემლობა ,,უნივერსალი’’ თბილისი, 2012 წელი.
2. თ.ცქიტიშვილი, სასჯელი და მისი შეფარდება, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი,
2019 წელი.
3. მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მერვე გამოცემა,
თბილისი, 2010 წელი.
მადლობა
ყურადღებისათვის!

You might also like