Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ფრენკ ლოიდ რაიტი

• XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე


გავლენიანი ამერიკელი არქიტექტორი-ნოვატორი
დასავლეთის არქიტექტურაში ,ორგანული არქიტექტურის ფუძემდებელი
700-ზე მეტი ნეგებობის და ასობით პროექტისა და თეორიული ნაშრომის
ავტორი.
• ფრენკ ლოიდ რაიტი დაიბადა 1867 წელს უისკონსინში, რიჩლენდ
სენთერში. მას სრული პროფესიული განათლება არ მიუღია. როგორც
არქიტექტორი ჩამოყალიბდა სილევენისა და ადლერის სახელოსნოში,
ჩიკაგოს სკოლის ნოვატორული ძიების ატმოსფეროში. 1893 წლიდან
მუშაობდა დამოუკიდებლად. იგი ერთ–ერთი პირველი გამოვიდა
ეკლექტიზმისა და ფსევდოკლასიციზმის წინააღმდეგ. მის შემოქმედებაზე
გავლენა იქონია XIX საუკუნს ამერიკულმა ხალხურმა ტრადიციებმა და
იაპონურმა არქიტექტურამ.
• მისი იდეები ნაკლები რადიკალურობით გამოირჩევა და
დღემდე პროფესიონალთა ფართო მოწონებას იმსახურებს.
ისინი გარკვეულწილად წააგავს ჰოვარდის კონცეფციას
ქალაქისა და სოფლის შერწყმის თაობაზე. რაიტი
უზარმაზარ ქალაქებს ხედავდა ინდივიდუალური
ერთბინიანი სახლებით განაშენიანებულს ერთი აკრის
ტოლი მიწის ნაკვეთზე. სადაც ოჯახს შეეძლო სუბურბანული
ტიპის ცხოვრება ეწარმოებინა. ინდუსტრიული ზონა ასეთ
ქალაქებში იზოლირებული იყო მწვანე ზოლით, ხოლო
კომერციული ცენტრები კი საცხოვრებელი რეგიონების
გეომეტრიულ ცენტრებში განლაგებული.
• მისი შემოქმედება მოიცავს ორიგინალურ და ინოვატორულ
ელემენტებს სხვადასხვა ტიპის შენობებზე. როგორიცაა:
ოფისები, ეკლესიები, სკოლები, ცათამბრჯენები სასტუმროები
და მუზეუმები.
• ის არის 20-ზე მეტი წიგნის და უამრავი სტატიის ავტორი.
კითხულობდა ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და
ევროპაში.
• ამერიკელი ხალხი ფრენკ ლოიდ რაიტს დღემდე დიდ პატივს
სცემს და ამბობენ, რომ ადამიანს, თუ არ წაუკითხავს რაიტის
წიგნები, მისი სახელის ხსენების უფლებაც არა აქვს, არათუ მის
შემოქმედებაზე საუბრის.
• რაიტის შემოქმედების მეორე ეტაპი 30-იაან წლებში იწყება. არქიტექტროი
იწყებს ქარხნული ელემენტების და რკინაბეტონის კონსტრუქციების
გამოყენებას, ამავე დროს აგრძელებდა ტექნიკური ფუნქციონალიზმისა და
ბუნებასთან შერწყმული არქიტექტურის დაპირისპირებას. 1935—1939 რაიტი
აშენებს სახლს ჩანჩქერზე კაუფმანისთვის, განთქმული სახლი ჩანჩქერზე
პენსილვანიაში. შენობა წარმოადგენს ბეტონის ტერასებისგან და კირქვის
ვერტიკალური სივცეებისგან შემდგარ კომპოზიციას, როემელიც
განთავსებულია პირდაპირ ჩანჩქერზე და ეყრდნობა ფოლადის საყრდენებს .
მთის ნაწილი რაზეც დგას სახლი, შენობის შიგნით მოექცა და რაიტმა ეს
ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენა. (სახლის მშენებლობა 155 000
დოლარი დაჯდა, საიდანაც არქიტექტორის გადასხადი 8 000 დოლარს
შეადგენდა) კონსტრუქციული თვალსაზრისით სახლი უნიკალურია , შენობას
2ჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია 1994 და 2002 წლებში და დაემატა დამატებით
საყრდებები.
• საშუალო ფენის კლიენტებისთვის რაიტი ამ პერიოდში აშენებდა
ზომიერი(საშუალო) ღირებულების სახლებს, რომელსაც თავად
ჩრდილო-ამერიკულ სახლებს უწოდებდა, U.S.O.N.A ამ აბრევიატურიდან
გამომდინარე (Unites States of Northern America). კომპაქტური,
ეკონომიური და ტექნოლოგიური სახლები ავითარებდნენ პრინციპს,
რომელიც ჯერ კიდევ პრერიების სახლებში იყო ჩადებული. კედლებზე
ვიწრო ლენტური ტიპის ფანჯრების საშუალებით, იქმნება
შთაბეჭდილება თითქოს სახურავი ჰაერში კიდია. ძირითადად სახლები
ერთსაართულლიანაი იყო. L-ფორმის გეგმით, რომელიც რთულ მიწის
ნაკვეთებში კარგად ჩაწერის საშუალებას იძლლეოდა. კარკასული
კონსტრუქცია კი მშენებლობის აიაფებდა. ჩრდილო ამერიკულ სახლები
უნდა გამხდარიყო ქალაქმშენებლობის კონცეფციის მთავარ ბლოკად
(რაიტი — «ფართო ჰორიზონტების ქალაქი»).
•გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like