საფრანგეთის განათლების სისტემა

You might also like

Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 19

საფრანგეთის განათლების სისტემა

Le système éducatif en France

სასკოლო სისტემა საფრანგეთში ცენტრალიზებულია


და იყოფა სამ საფეხურად: დაწყებითი, საშუალო და
უმაღლესი განათლება.  ქვეყანაში დაწყებითი და
საშუალო განათლება საყოველთაოა და იმართება 
საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ:
1. სკოლამდელი განათლება – 2–დან 6 წლამდე
2. სავალდებულო დაწყებითი განათლება 6–დან 11
წლამდე
3. საშუალო განათლება 11–დან 18 წლამდე
ლიცეუმებსა და კოლეჯებში.
4. უმაღლესი განათლება.
თანამედროვე ფრანგული სკოლის ფუძემდებლად, რომელიც არის უფასო,
საჯარო და სავალდებულო 16 წლამდე (თავდაპირველად 12 წლამდე), 1882
წლიდან ჟიულ ფერი ითვლება.
საბავშვო ბაღი (école maternelle) იღებს ბავშვებს 2-დან 6 წლამდე. ბაღებზე მოთხოვნა იზრდება და
მსურველთა რიცხვი გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ამის შესაძლებლობა არსებობს.
დაწყებითი სკოლა (école primaire) იღებს ბავშვებს 6 წლიდან 11 წლამდე. ის სავალდებულოა და 5 წელი გრძელდება.
ერთი წელი მოსამზადებელია (CP – Cours préparatoire), ბავშვი სწავლობს წერა-კითხვას; ორი წელი არის სწავლების
საწყისი პერიოდი (CE –Cours élementaire), ორი წელი კი _ სწავლების საშუალო კურსი (CM – Cours moyen).
კოლეჯი საშუალო განათლების პირველი დაწესებულებაა. მოსწავლეები
კოლეჯში 4 წელი სწავლობენ, 11-დან 14 წლამდე. აქედან ორი წელი
დაკვირვების ციკლია,ხოლო ორი წელი ორიენტაციის ციკლია. პირველი
ციკლის შემდეგ ზოგიერთი მოსწავლე კოლეჯს ტოვებს და მიდის
პროფესიული სწავლების ლიცეუმში ან კიდევ სხვა პროფესიულ
სასწავლებელში, რაიმე ხელობის დასაუფლებლად. 16 წლის ასაკში მოსწავლეს
შეუძლია წავიდეს პროფესიული სასწავლებლიდან თუკი მას და მის მშობლებს
ამის სურვილი აქვთ.
1802 წელს ნაპოლეონმა შექმნა ლიცეუმი. ლიცეუმი საშუალო განათლების
დაწესებულებაა. მესამე კლასის შემდეგ მოსწავლეები სწავლას ლიცეუმში
აგრძელებენ. სწავლა გრძელდება სამი წელი (მეორე, პირველი და
დამამთავრებელი - seconde, première, terminale). ისინი ემზადებიან სიმწიფის
ატესტატის გამოცდებისთვის (Baccalauréat). ამის შემდეგ ან იწყებენ
სამსახურის ძებნას ან კიდევ აგრძელებენ სწავლას.
საფრანგეთში არის ორი ტიპის უმაღლესი სასწავლებლები: უნივერსიტეტები და უმაღლესი
სკოლები. უმაღლეს განათლებაში გამოიყოფა საჯარო უნივერსიტეტები და
პრესტიჟული და არჩევითი უმაღლესი სკოლები (Grandes écoles), როგორებიც არიან: 
Sciences Po პოლიტიკის სწავლებისთვის, HEC Paris
 ეკონომიკისთვის, პოლიტექნიკური სკოლა და პარიზის სამთო სკოლა (Mines
ParisTech) უშვებენ მაღალი ხარისხის ინჟინრებს, ასევე ადმინისტრაციის ეროვნული
სკოლა (ÉNA), რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში სამუშაოდ ამზადებს
სტუდენტებს. ისინი ხდებიან უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები,
რომლებიც მუშაობენ სამინისტროებში, საელჩოებში, უმაღლესი რანგის საბჭოებში
(სახელმწიფო საბჭო, კონტროლის პალატა და სხვა). უმაღლესი ადმინისტრაციული
სკოლა ENA – Ecole Nationale d’Administration 1945 წლიდან ამზადებს მაღალი რანგის
ფუნქციონერებს. ამ სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც უწოდებენ
Enarques, აქტიურად მონაწილეობენ ფრანგული ადმინისტრაციის
ფუნქციონირებაში.
უმაღლეს სკოლაში არსებობს ბოლონიის პროცესის თანახმად სამი ციკლი - L/M/D (Licence,
Master, Doctorat. არსებობს სხვადასხვა დიპლომები: DEUG (Diplôme d’études universitaires
générales), LICENCE, MASTER, DOCTORAT. ამის შემდეგ უკვე შუეძლიათ მონაწილეობა მიიღონ
სხვადასხვა კონკურსებში: CAPES - ეს დიპლომი უფლებას აძლევს მის მფლობელს ასწავლოს
კოლეჯებსა და ლიცეუმებში, agrégation - ეს დიპლომი უმაღლეს სასწავლებელში სწავლების
უფლებას ანიჭებს.
საფრანგეთში არსებობს ასევე ტექნოლოგიის საუნივერსიტეტო ინსტიტუტები. სტუდენტებს
ერთ წელიწადში შეუძლიათ უმაღლესი ტექნიკოსის განათლება მიიღონ. საფრანგეთის
უმაღლესი სკოლებიდან უნდა გამოვყოთ პოლიტექნიკური სკოლა, უმაღლესი პედაგოგიური
სკოლა, უმაღლესი კომერციული სკოლა, უმაღლესი ადმინისტრაციული სკოლა და სხვა.
განათლების სფეროში მუშაობისათვის საჭიროა ფილოლოგიურ ან საბუნებისმეტყველო
ფაკულტეტებზე სწავლა. ექიმების მომზადება ხდება მედიცინის ფაკულტეტებზე, ინჟინრების
მომზადება _ სპეციალურ ტექნოლოგიურ სასწავლებლებსა და ფაკულტეტებზე, ხოლო
მოსამართლეების, ადვოკატების მომზადება _ უმაღლეს სამოსამართლეო და ნოტარიატის
სკოლებში. ხელოვნების დარგში მოღვაწეობისთვის მუსიკის სახელმწიფო კონსერვატორია
ამზადებს, არსებობს უმაღლესი სამხატვრო სკოლა, სარეჟისორო სკოლა (FEMIS). საკადრო
ოფიცრებს ამზადებს სენ-სირის, საავიაციო და სანაოსნო სასწავლებლები, სოფლის მეურნეობის
დარგში არსებობს სახელმწიფო აგრონომიული ინსტიტუტი, სასოფლო ინჟინერიის სკოლა.
არსებობს უამრავი ნაკლებ პრესტიჟული, თუმცა საჭირო ხელობა: მდივანი, მიმტანი,
წყალკანალიზაციის ხელოსანი, მუშა, მეფუნთუშე, პოლიციელი. ამ ხელობების
შესასრულებლად საჭიროა ახალგაზრდას ჰქონდეს პროფესიული განათლების
დამადასტურებელი დიპლომი, ან ის დიპლომი, რომლის მიღება შეიძლება პროფესიული
სწავლების ლიცეუმში. ეს დიპლომებია CAP – Certificat d’aptitude professionnelle - პროფესიული
უნარის სერტიფიკატი და BEP – Brevet d’études professionnelles - პროფესიული სწავლების
ატესტატი.
ფრანგული უმაღლესი განათლება 2.5 მილიონ სტუდენტს მოიცავს. მათი
12% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ყველა მათგანი იღებს უაღრესად
დივერსიფიცირებულ ცოდნას და ჩართულია ყველა სფეროში, თითოეულ
დონეზე. საფრანგეთში უმაღლესი განათლების 3,500-ზე მეტი საჯარო და კერძო
ინსტიტუცია არსებობს, რომელტა რაოდენობა ხშირად იცვლება: 72
უნივერსიტეტი, 25 მულტი-ინსტიტუტური კამპუსი, 271 სადოქტორო სკოლა,
227 საინჟინრო სკოლა, რომელსაც აქვს ავტორიზაცია, გასცეს ინჟინრის
სტატუსი, 220 ბიზნესისა და მენეჯმენტის სკოლა, 45 ხელოვნების მეორადი
განათლების შემდგომი საჯარო სკოლა, 22 არქიტექტურის სკოლა და 3,000
კერძო სკოლა და ინსტიტუტი.
საფრანგეთის 3000 სკოლიდან ზოგიერთს აქვს მოსამზადებელი კურსი
ე.წ. classes préparatoires (CPGE), სხვებს ორწლიანი ტექნიკური პროგრამები აქვს
სახელწოდებით sections de techniciens supérieurs (STS), ან ეროვნული Brevet de
technicien supérieur (BTS)-ისთვის მოსამზადებელი გაკვეთილები.
საფრანგეთში სწავლების ხარჯები მინიმალურია, ხოლო სწავლის ხარისხი უმაღლეს სასწავლებლებში
შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. აქ არ არსებობს მისაღები გამოცდები. უმაღლეს სასწავლებელში
ჩასარიცხად აუცილებელია ლეგალიზებული საშუალო განათლების ატესტატი (BAC) და სერთიფიკატი
DELF და DALF, რომელიც ადასტურებს ფრანგული ენის ცოდნას.

You might also like