Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 24

ემოციები და განწყობები

ლოლიტა შენგელია

თბილისი
2022
ემოციები და განწყობები

ვისაუბრებთ:

1. რით განსხვავდება ემოცია განწყობისაგან

2. ემოციის სხვადასხვა ასპექტებებზე

3. ემოციებისა და განწყობის ცნებების პრაქტიკულ გამოყენებაზე

4. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზოგადად მიკერძოებისა და შეცდომების


ტენდენციებზე.

განვიხილავთ:

5. დაქირავებულებზე ემოციური სამუშაოს გავლენას

6. ემოციური ინტელექტის მხარდამჭერ და საწინააღმდეგო საკითხებებს


ემოციები და განწყობები

ჩვენ ყველანი ვყოფილვართ “კარგ” და “ცუდ” განწყობაზე და ეს განწყობა


შესაძლოა აისახოს ჩვენს ქცევაზე.

მითი რაციონალობის შესახებ.

რწმენა, რომ ნებისმიერი სახის ემოცია ზიანის მომტანია.


ემოციები და განწყობები

მითი რაციონალობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც მეცნიერული მენეჯმენტი ჩამოყალიბდა, სამუშაო ეტიკეტი


ემოციების ჩახშობას ითვალისწინებდა. კარგად მართული ორგანიზაცია
დაქირავებულებს იმედგაცრუების, შიშის, სიბრაზის, სიყვარულის, სიძულვილის,
სიხარულის, მწუხარებისა და სხვა მსგავსი გრძნობების გამოხატვის
უფლებას არ აძლევდა.
ემოციები და განწყობები

რწმენა, რომ ნებისმიერი სახის ემოცია ზიანის მომტანია.

როცა მკვლევარები დაფიქრდნენ ემოციებზე, ისინი დაუკვირდნენ ძლიერ,


უარყოფით ემოციებს, განსაკუთრებით, სიბრაზეს, რაც დაქირავებულს ეფექტურად
მუშაობაში ხელს უშლის.
ემოციები და განწყობები

რა არის ემოციები და განწყობები?

აფექტი განზოგადებული ტერმინია, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ განცდილ


სხვადასხვა გრძნობას. ეს ფართო ცნებაა, რომელშიც შედის ემოციებიც და
განწყობებიც.
ემოცია ინტენსიური გრძნობაა, რომელიც მიმართულია ვინმესკენ ან რამესკენ.
არსებობს უამრავი ემოცია, მათ შორის სიბრაზე, უპატივცემულობა, ენთუზიაზმი , ეჭვი , შიში , იმედგაცრუება ,
გულგატეხილობა, დაბნეულობა, ზიზღი, ბედნიერება, სიძულვილი , იმედი , შური , სიხარული , სიყვარული ,
სიამაყე, გაკვირვება და მწუხარება.

განწყობა არის გრძნობა, რაც ემოციებზე ნაკლებ ინტენსიურია და რომელსაც


ხშირად კონტექსტიდან გამომდინარე სტიმული აკლია.
ემოციები და განწყობები

რა არის ემოციები და განწყობები?

ემოცია უფრო მეტად მყისიერია, ვიდრე განწყობა.

მაგალითად, თუ ვინმე უხეშად გექცევათ, გაბრაზდებით. სიბრაზის ინტენსიური


გრძნობა მოდის ან მიდის სწრაფად, შესაძლოა წამებში.

როცა ცუდ განწყობაზე ხართ, შეიძლება ეს რამდენიმე საათის განმავლობაში

გაგრძელდეს.
ემოციები და განწყობები

ემოციების ზოგიერთი ასპექტი.

ჩვენ უნდა განვიხილოთ ემოციების რამდენიმე ძირითადი ასპექტი, როგორიცაა:

ემოციების ბიოლოგია, ემოციების ინტენსიურობა, მათი სიხშირე და


ხანგრძლივობა,

კავშირი რაციონალობასა და ემოციებს შორის და ემოციების ფუნქცია.

განვიხილოთ თითოეული ეს ასპექტი რიგ-რიგობით.


ემოციები და განწყობები

ემოციების ზოგიერთი ასპექტი/ემოციების ბიოლოგია

შედარებით დეპრესიულ ადამიანებს უფრო აქტიური ლიმბური სისტემა აქვთ,


განსაკუთრებით, როდესაც ისინი მოულოდნელად შეიტყობენ უარყოფით
ინფორმაციას.

ქალებს კაცებზე უფრო აქტიური ლიმბური სისტემა აქვთ, რითაც, ზოგიერთის

აზრით, აიხსნება, რატომ არიან ქალები კაცებზე მეტად დეპრესიულები და

ემოციურად რატომ არიან უფრო დაკავშირებული ბავშვებთან.

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ეს ზომიერი სხვაობებია: ქალები კაცებზე უფრო დეპრესიულები
არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დეპრესიული ადამიანი ქალია ან კაცებს არ შეუძლიათ
ბავშვებთან მჭიდრო კავშირი.
ემოციები და განწყობები

ემოციების ზოგიერთი ასპექტი/ემოციების ინტენსიურობა

ადამიანები განსხვავდებიან ინტენსიური ემოციების გამოხატვის თანდაყოლილი


შესაძლებლობით. თქვენ შეიძლება იცნობდეთ ადამიანებს, რომლებსაც
არასდროს არ გამოუხატავთ გრძნობები. ისინი იშვიათად ბრაზდებიან, არ
მძვინვარებენ და ასევე, შეიძლება იცნობდეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან
ემოციურები არიან. ბედნიერებას აღფრთოვანებით გამოხატავენ, ხოლო
მწუხარებას ღრმა დეპრესიით.
ემოციები და განწყობები

ემოციების ზოგიერთი ასპექტი/ემოციების ინტენსიურობა

სხვადასხვა სამსახური განსხვავებულ ემოციას მოითხოვს. მაგალითად, საჰაერო


გზის კონტროლიორები, ქირურგები და მოსამართლეები, სავარაუდოდ,
უფრო მშვიდები უნდა იყვნენ და სტრესულ სიტუაციებშიც კი ემოციებს უნდა
აკონტროლებდნენ. პირიქით, სპორტულ შეჯიბრებების დიქტორები და ადვოკატები
დამოკიდებულები არიან იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ საჭიროების
შემთხვევაში ემოციური ინტენსიურობის შეცვლა.
ემოციები და განწყობები

ემოციების ზოგიერთი ასპექტი/ემოციების სიხშირე და ხანგრძლივობა

ზოგიერთი ემოცია სხვაზე ხშირად ვლინდება (ადამიანთა უმრავლესობა სიბრაზეზე


ხშირად სიხარულს გამოხატავს). ემოციები განსხვავდებიან იმის მიხედვითაც, თუ
რამდენ ხანს გასტანს.
შონ ვულფსონი: “მე რომ ყოველდღე მიხდებოდეს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა , სამსახურს
მივატოვებდი. ვფიქრობ, ჩემი სამსახური ხელს მიწყობს, რადგან თვეში რამდენჯერმე და ისიც ერთი
საათის განმავლობაში თუ შემიძლია, ყალბი ემოციებითა და ენთუზიაზმით მოქმედება ”.

დაქირავებული წარმატებით აკმაყოფილებს თუ არა მოცემული სამსახურის


ემოციურ მოთხოვნებს, დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, რა ემოციების
გამოვლენაა საჭირო და რა ინტენსიურობით, არამედ იმაზეც, თუ რამდენად
ხშირად და რა ხანგრძლივობით არის საჭირო ეს ემოციები.
ემოციები და განწყობები

ემოციების ზოგიერთი ასპექტი/კავშირი რაციონალობასა და ემოციებს შორის.

მითი: “ძლიერი ემოციები სისუსტის ნიშანია”.

სინამდვილე: ემოციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რაციონალური


აზროვნებისათვის.

რაციონალურები რომ ვიყოთ, უნდა შეგვეძლოს ემოციების გამოხატვა, რადგან


ჩვენი ემოციები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა იმაზე, როგორ გვესმის გარე
სამყარო.

რეალურად გსურთ, რომ მენეჯერმა გადაწყვეტილება თავისი ან


თანამშრომლის ემოციების უგულებელყოფით მიიღოს?

კარგი გადაწყვეტილების მისაღებად უმნიშვნელოვანესია გადაწყვეტილების


მიღებაში აზროვნებისა და გრძნობის ერთად ჩართვა.
ემოციები და განწყობები

ემოციების ზოგიერთი ასპექტი/ემოციების ფუნქცია.

დარვინი ამტკიცებდა, რომ ემოციები დროთა განმავლობაში განვითარდა, რათა


ადამიანებს პრობლემების გადაწყვეტაში დახმარებოდა.

მისი თქმით, ემოციები სასარგებლოა, რადგან ის მოტივაციას აძლევს


ადამიანებს, გადარჩენისათვის აუცილებელი ქმედებები განახორციელოს.

ქმედებები: საკვების მოპოვება, თავშესაფრის მოძებნა, მეწყვილის ამორჩევა,

მტაცებლებისაგან თავის დაცვა და სხვების ქცევების პროგნოზირება. მაგალითად,

ზიზღი (ემოცია) მოტივაციას გვაძლევს, თავი ავარიდოთ საშიშ და მავნე საგნებს


(როგორიცაა, გაფუჭებული საჭმელი). აღელვება (ასევე, ემოცია) გვაძლევს
მოტივაციას, გავერკვეთ სიტუაციებში, სადაც ენერგია და ინიციატივა გვჭირდება
(მაგალითად, ახალი კარიერის დაწყება).
ემოციები და განწყობები

გამოვლენილი ემოციები განცდილის წინააღმდეგ.

ემოციების დაყოფამ განცდილად და გამოვლენილად შეიძლება დახმარება


გაგიწიოთ, განსაკუთრებით, სამსახურში.

განცდილი ემოციები ადამიანის რეალური რეაქციაა.

გამოვლენილი ემოციები არის ის ემოციები, რომლის ჩვენებასაც


ორგანიზაციები თანამშრომლებისაგან ითხოვენ და ამ სამსახურისათვის
შესაფერისად მიიჩნევენ. ისინი თანდაყოლილი კი არა, შესწავლილია.

ეფექტურმა მენეჯერებმა ისწავლეს, სერიოზული სახე მიიღონ, როცა


დაქირავებულების შრომას უარყოფით შეფასებას აძლევენ და დაფარონ სიბრაზე,
როცა თავად დაწინაურებას ვერ მიიღებენ. ასევე გამყიდველი, რომელმაც იმ წუთში
მისი ნამდვილი გრძნობის მიუხედავად, ღიმილი და მეგობრულად მოპყრობა ვერ
ისწავლა, ჩვეულებრივ გაყიდვების სამსახურში დიდხანს ვერ იმუშავებს.
ემოციები და განწყობები

გამოვლენილი ემოციები განცდილის წინააღმდეგ.

ღრმა ქმედება vs ზედაპირული ქმედება

ჯანდაცვის მომსახურე პერსონალის ქმედება, რომელიც ცდილობს, გულწრფელად


თანაუგრძნოს თავის პაციენტს, ღრმა ქმედებაა.

გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ ზედაპირული ქმედება უფრო სტრესულია


დაქირავებულებისათვის, რადგან მასში ნამდვილი ემოცია იმალება.
ემოციები და განწყობები

ემოციური ინტელექტი.
ადამიანები, რომლებიც იცნობენ საკუთარ ემოციებს და კარგად ხვდებიან სხვების
ემოციებს, შესაძლოა, უფრო ეფექტურები იყვნენ თავიანთ სამსახურებში.
ეს თემა ემოციური ინტელექტის შესახებ გამოკვლევას უდევს საფუძვლად, რაც
ემოციური სიგნალებისა და ინფორმაციის შემჩნევისა და მართვის შესაძლებლობას
წარმოადგენს.
ემოციური ინტელექტი ხუთი განზომილებისაგან შედგება:
•თვითშეცნობა: იმის შეცნობა, თუ რას გრძნობ
•თვითმართვა: საკუთარი ემოციებისა და იმპულსების მართვის შესაძლებლობა
•თვითმოტივირება: დაბრკოლებებისა და წარუმატებლობისათვის წინ აღდგომა
•თანაგრძნობა: სხვების გრძნობების გაგების შესაძლებლობა
•სოციალური უნარ-ჩვევები: სხვების ემოციებთან გამკლავების შესაძლებლობა.
ემოციები და განწყობები

ემოციური ინტელექტი.
ერთმა გამოკვლევამ შეისწავლა აშშ-ს თერთმეტი პრეზიდენტის წარმატება და
მარცხი ფრანკლინ რუზველტიდან დაწყებული და ბილ კლინტონით დასრულებული.
გამოკვლევამ ისინი ექვსი თვისების მიხედვით შეაფასა:
კომუნიკაცია
ორგანიზაცია
პოლიტიკური უნარჩვევები
ხედვა
შემეცნების სტილი
ემოციური ინტელექტი.
აღმოჩნდა, რომ მთავარი თვისება, რაც წარმატებულ (რუზველტი, კენედი, რეიგანი)
პრეზიდენტს წარუმატებლისაგან (ჯონსონი, კარტერი, ნიქსონი) განასხვავებს,
ემოციური ინტელექტი იყო.
ემოციები და განწყობები

ემოციური ინტელექტი/არგუმენტები
ინტუიციური სწრაფვა. ემოციური ინტელექტის ცნებისაკენ ბევრი რამ ინტუიციურად
გვიზიდავს.
თითქმის ყველა დამეთანხმება, რომ კარგია ქუჩური ჭკუისა და სოციალური
ინტელექტის ფლობაც.
ის ადამიანები, რომლებიც სხვების ემოციებს ამჩნევენ, აკონტროლებენ თავიანთ
ემოციებსაც და სოციალური ურთიერთობებიც კარგი აქვთ, ძლიერად მოიკიდებენ
ფეხს ბიზნესის სამყაროში.
ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვანი კრიტერიუმების პროგნოზს ახდენს.
ემოციურ ინტელექტს ბიოლოგიური საფუძველი აქვს.
ემოციები და განწყობები

ემოციური ინტელექტი/კონტრარგუმენტები
ემოციური ინტელექტი მეტისმეტად ბუნდოვანი ცნებაა.
ბევრი მკვლევარისათვის არ არის ნათელი, რას წარმოადგენს ემოციური
ინტელექტი. არის ეს ინტელექტის ფორმა?
ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ თვითშეცნობა, თვითმოტივირება ან თანაგრძნობის
ქონა არანაირ კავშირში არ არის ემოციურ ინტელექტთან. ზოგიერთმა მკვლევარმა
შეიძლება შეისწავლოს დისციპლინა, ზოგმა კი თანაგრძნობა.
ემოციური ინტელექტის გაზომვა შეუძლებელია. არაერთი კრიტიკოსი სვამს
საკითხს ემოციური ინტელექტის გაზომვის შესახებ. მაგალითად, ზოგი ადამიანის
მტკიცებით, რამდენადაც ემოციური ინტელექტი ინტელექტის ფორმაა, შემოწმებისას
მის შესახებ სწორი და არასწორი პასუხები უნდა არსებობდეს.
ემოციები და განწყობები

ემოციური ინტელექტის საფუძვლიანობა საეჭვოა.

ძლიერ არის დაკავშირებული პიროვნული თვისებების საზომთან, განსაკუთრებით


ემოციურ სტაბილურობასთან.

არ არის საკმარისად გამოკვლეული ისიც, ემოციური ინტელექტი პიროვნული


თვისებებისა და ზოგადი გონებრივი შესაძლებლობების გაზომვის გარდა, იძლევა თუ
არა დამატებით ინფორმაციას სამუშაოს შესრულების პროგნოზირებისათვის.

როგორც უნდა შეხედოთ, ერთი ნამდვილად ცხადია: ცნება მაინც არსებობს.


ემოციები და განწყობები

ემოციებისა და განწყობების გამოყენება ორ-განიზაციულ ქცევაში

ემოციების და განწყობების შესახებ მსჯელობა შევაჯამოთ ორგანიზაციულ


ქცევაში მათი სპეციფიკური გამოყენების განხილვით. ჩვენ შევაფასებთ, ემოციებისა
და განწყობის გაგებას თუ რამდენად შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზაციებში
შერჩევის პროცესის, გადაწყვეტილების მიღების, შემოქმედითობის,
მოტივაციის, ლიდერობის, ინტერპერსონალური კონფლიქტის,
მოლაპარაკების,
მომხმარებლის მომსახურების, სამსახურებრივი დამოკიდებულებისა და
სამუშაო ადგილზე არასწორი ქცევის ახსნისა და პროგნოზირების
შესაძლებლობა.
ემოციები და განწყობები

შეჯამება:

1. ემოციებსა და განწყობას შეუძლია, გააძლიეროს ადამიანის აქტიურობა


და დაქირავებულებს უკეთესად მუშაობის მოტივაცია მისცეს.

2. ემოციური მუშაობა აღიარებს, რომ ზოგიერთი გრძნობა შეიძლება


სამუშაოს მოთხოვნის ნაწილი იყოს.
ემოციები და განწყობები

ლიდერობაში, გაყიდვებსა და მომხმარებელთა მომსახურებაში ემოციების


ეფექტურად მართვას ინდივიდების წარმატებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ამავე დროს,
ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, რომელიც თავს არიდებს დადებითი ემოციების
გამოვლენას ან დაქირავებულებს აიძულებს, ჩაიხშონ უარყოფითი ემოციები,
დაინახავს, რომ ორივე შემთხვევა უარყოფით გავლენას ახდენს სამუშაო ძალაზე.
კითხვაზე, სამსახურში რა განასხვავებს ფუნქციურ ემოციებს უფუნქციოსაგან, არ
არსებობს ზუსტი პასუხი, მაგრამ ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ უდიდესი
მნიშვნელობის გამაშუალებელი ცვლადი ინდივიდუალური ამოცანის სირთულეა.
სანამ ემოციები სამუშაოს შესრულებაში არ ჩაერთვება, ამოცანა მით რთული
და დაქირავებული მით ნაკლებად ემოციური იქნება.
თუმცა მინიმალური ემოციური აქტივობა, ალბათ, მნიშვნელოვანია სამუშაოს კარგად
შესრულებისათვის, ძლიერი აქტივობა კი ხელის შემშლელია, განსაკუთრებით მაშინ,
თუ სამუშაო გამოთვლით და შემეცნებით პროცესებს მოითხოვს.

You might also like