4

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ზედაპირზე უკეთესია ვიდრე ფსკერზე მწოლარე.

ფსკერზე გამახსენდა, სადღაც წამეკითხა, იმისთვის


რომ აღსდგე, ჯერ ბოლომდე უნდა განადგურდე,
ბოლომდე უნდა დაეცეო – მაგრამ სად
დავცემულიყავი.?
ღმერთი რომ ვიღაც ჩვენგანი ყოფილიყო ალბათ
სიცილით გაიგუდებოდა ჩვენს მოქმედებებზე. მარა,
ჩვენ რო ყველა ღმერთები ვიყოთ ეგ უფრო
გაასწორებდა, არც დაბადება მოგვიწევდა და არც
ფიქრი. მარა ერთი კია, ალბათ მთელი ცხოვრება
საკუთარი თავის ძიებაში გავატარებდით და მაინც
ვერ ვიპოვნიდით. მერე გვეგონებოდა რო მარტო
ვართ და შეიძლება საკუთარი დედამიწაც შეგვექმნა
პატარა ადამი და ევათი. – ირონია იქეთ იყოს და
ამასწინათ ერთ ტიპს შევხვდი, და ჩემი თავი
გამახსენდა რამდენიმე წლის წინანდელი, – მივხვდი,
რო მე მარტო ამ წამს ვცხოვრობდი, მარტო ერთ წამი
მქონდა ცხოვრებისთვის და ამ რაღაცასაც ათასობით
მე წერდა; ნეტავ რომელ მეს ეცხოვრა ყველაზე
ბედნიერად ან მეორედაც თუ ცოცხლდებოდნენ ეს
ძველი მეები. კაი იქნებოდა ერთი დიდი არქივი
მქონოდა, ჩემი მთელი ცხოვრება რომ გადამეხვია და
ის მომენტები გამეხსენებინა სადაც გულწრფელად
ვიყავი ბედნიერი.
რამდენჯერ ყოფილა მსგავსი რამ, რამდენჯერ
თქვენობით დავუწყე საუბარი და მერე გამახსენდა,
რომ ეს ადამიანი წარმოსახვითი იყო. სახელიც არ
ჰქონდა და არც “განათლებული” ან “ჭკუათხელი”
ვიღაცა არ ერქვა.
სიბნელეში გაგონილი უცნობის ჩურჩულივით იყო,
თავიდან რომ გეუცხოვება და გაშინებს. მერე
იმდენად გაინტერესებს, რომ მოგწონს კიდეც.
უინტერფეისო ოპერატიული სისტემასავიღ, მხოლოდ
არსი რომაა, მხოლოდ ესაუბრები და გესაუბრება,
არც მის სახეზე არსებული ნაოჭები რომ არ გხვდება
თვალში და არც მის სულში არსებული იარები.
‘დავიკარგე მამაო, დავიკარგე… სულის სიმშვიდე
აღარ მაქვს. აღარ ვიცი ვის დაველაპარაკო…
-‘ილოცე შვილო ჩემო და მოგეშვება.’ – მღვდელი
რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. არა – მე
მელაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. –
შემოსვლის წინ ვინატრე, ნეტა კათოლიკე ვიყო.
შევიდოდი სადღაც ოთახში და ასე მოვუყვებოდი
ყველაფერსთქო, ასე კი ალბათ ცახცახი ამიტანს და
ვერაფერს ვიტყვითქო. ახლა კი წინ ვიყურებოდი,
არც ვცახცახებდი, ვერც ვერაფერს ვგრძნობდი; ეს
წვერიანი კაცი, კეთილი სახით რომ შემომცქეროდა,
ღმერთი არ იყო ჩემს სულში გარდაქმნები რომ
მოეხდინა. ან კი რა საჭიროა ამისთვის ღმერთი, ერთ
უბადრუკ შემთხვევასაც კი აქვს ამის ძალა.

You might also like