Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ზოგიერთი მნიშვნელოვანი

ფუნქციის გამოყენება MS Excel-ში

საკითხები განხილულია ვიდეო_27 - ში


ფუნქციები/ფორმულები MS Excel-ში
ფორმულების ჩანართზე ფუნქციები დაჯგუფებულია თემებად

ყველაზე ხშირად ტექსტური


გამოყენებადი
თარიღის
ფინანსური საძიებო მათემატიკური

ლოგიკური
მონაცემების ჯამის, რაოდენობის, მინიმუმის , მაქსიმუმის გამოთვლა
MS Excel-ში

მონაცემების ჯამის დასათვლელად გამოიყენება ფუნქცია SUM, რიცხვითი


მონაცემების რაოდენობას ითვლის ფუნქცია COUNT , ყველა ტიპის
მონაცემების რაოდენობის გამოსათვლელად - COUNTA , მაქსიმუმი
გამოითვლება MAX -ით ხოლო მინიმუმი - MIN -ით.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი იხილეთ ქვემოთ მოცემულ სურათზე:


მონაცემების ჯამის, რაოდენობის, მინიმუმის , მაქსიმუმის გამოთვლა
MS Excel-ში

ექსელს აქვს საშუალება „სწრაფი მოქმედების ღილაკების“ საშუალებით


მარტივად დავთვალოთ ზოგიერთი მაჩვენებელი.
მონაცემების ბოლოში თუ დავდგებით და გამოვიყენებთ Home ჩანართში
არსებულ, ქვემოთ მოცემულ სურათზე მითითებულ ღილაკს, ფუნქცია
შეგვიძლია გამოვიძახოთ და არ დავწეროთ ხელით

გამოითვლის ჯამს

გამოითვლის საშუალო არითმეტიკულს

გამოითვლის რიცხვითი მონაცემების რაოდენობას

გამოითვლის მაქსიმუმს

გამოითვლის მინიმუმს

შეგვიძლია ავირჩიოთ
ჩვენთვის სასურველი
ფუნქცია
მონაცემების ჯამის, რაოდენობის, მინიმუმის , მაქსიმუმის გამოთვლა
MS Excel-ში

მონაცემების საშუალო არითმეტიკული გამოითვლება ფუნქციით AVERAGE,


მედიანა - MEDIAN, ხოლო მოდა- MODE -ით.
მოდის დათვლისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მონაცემებს, ხომ არაა
მულტიმოდალური, ასეთ შემთხვევაში ექსელი ითვლის იმ მნიშვნელობის
მოდას, რომელიც პირველი შეხვდება სიმრავლეში, სინტაქსის წერისას ეს
გაფრთხილება ჩანს ყვითელი ძახილის ნიშნის სახითაც, იხილეთ ქვემოთ
სურათი1-ში
სურათი 1 მაგალითები: სურათი 2

ზემოთ აღნიშნულ მაგალითში მონაცემები არის


ბიმოდალური, მოდაა 5-იც და 2-იც, მაგრამ ფუნქციით
დაითვალა მხოლოდ 5, რადგან პირველი შეხვდა
მონაცემებიდან სხვადასხვა სიმბოლოების გამოყოფა

მონაცემებიდან შესაძლებელია პირველი რამდენიმე სიმბოლოს გამოყოფა


ფუნქციით LEFT, ბოლო რამდენიმე სიმბოლოს გამოსაყოფად გამოიყენება
RIGHT,
კონკრეტული ადგილიდან რამდენიმე სიმბოლოს გამოსაყოფად კი MID
ფუნქცია.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი:


=LEFT(მონაცემი , სიმბოლოების რაოდენობა)
= RIGHT(მონაცემი , სიმბოლოების რაოდენობა)
=MID(მონაცემი , საწყისი ადგილი მონაცემების სიმბოლოებში, სიმბოლოების
რაოდენობა)
აიღებს მეოთხე სიმბოლოდან
აიღებს პირველ ორ აიღებს ბოლო სამ ორ სიმბოლოს , მეოთხეს და
სიმბოლოს სიმბოლოს
მაგალითები: მეხუთეს
ზოგიერთი მნიშვნელოვანი ლოგიკური ფუნქცია

ყველაზე ხშირად გამოყენებადი ლოგიკური ფუნქციებია: IF , OR, AND, COUNTIF,


SUMIF.
IF ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:
= IF(პირობა , შედეგი1 , შედეგი2) თუ შესრულდა პირობა, ფუნქციის
მნიშვნელობა იქნება შედეგი1, ხოლო თუ არ შესრულდა - შედეგი2.

OR ფუნქცია : = OR(პირობა1 , პირობა2 , ... , პირობაN) თუ შესრულდა ყველა


პირობიდან ერთი მაინც, შედეგია TRUE , თუ არცერთი არ შესრულდა - FALSE

AND ფუნქცია : = AND(პირობა1 , პირობა2 , ... , პირობაN) თუ შესრულდა ყველა


პირობა, შედეგია TRUE , თუ არ შესრულდა ერთი მაინც, შედეგი - FALSE

COUNTIF ითვლის რიცხვითი მონაცემების რაოდენობას პირობით


=COUNTIF(მონაცემები, პირობა)

SUMIF ითვლის რიცხვითი მონაცემების ჯამს პირობით


=SUMIF(მონაცემები პირობისთვის, პირობა, შესაკრები მონაცემები)
ზოგიერთი მნიშვნელოვანი ლოგიკური ფუნქცია

მაგალითები:

ამოწმებს დადებითია
თუ უარყოფითი

ამოწმებს ინტერვალის
გარეთ მოხვედრას

ამოწმებს ინტერვალში
ჩავარდნას

ითვლის იმ მონაცემების
რაოდენობას, რომლებიც
ნაკლებია 5-ზე

ითვლის იმ მონაცემების
ჯამს, რომლებიც ნაკლებია 5-
ზე
რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად ჩაწერა და გამოყენება MS Excel-
ში

ხშირად მოსახერხებელია რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად გამოყენება,


მაგალითად AND ფუნქციის გამოყენება IF ფუნქციაში
დავუშვათ, გვინდა მონაცემებიდან შევარჩიოთ ისეთი რიცხვები, რომლებიც
არის დადებითი და 5-ზე ნაკლები, ამ შემთხვევაში გამოგვადგება შემდეგი :
=IF(AND(მონაცემი>0,მონაცემი<5), "შეირჩა", "არ შეირჩა")

მაგალითი ექსელში, დადებითი და 5-ზე ნაკლები რიცხვრბის შერჩევა:

You might also like