Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 16

ტუბერკულოზის შემთხვევათა გამოვლენა

ნანა ქირია
თბილისი, 2020
ფილტვგარეთა ტუბერკულოზი EPTB
პრეზენტაციის შინაარსი
• მოიცავს ინფორმაციას EPTB ფორმების და მათი
კლინიკური ნიშნების შესახებ
პრეზენტაციის მიზანი
• მსმენელი გაეცნობა თემას და მზად იქნება
ადგილზე ეჭვი მიიტანოს EPTB
ფილტვგარეთა ტუბერკულოზი EPTB
• TB პროცესი, რომელიც ლოკალიზებულია
ნებისმიერ ორგანოში ფილტვის პარენქიმის გარეთ,
განისაზღვრება როგორც ფილტვგარეთა
ტუბერკულოზი (ექსტრაპულმონური TB)
• ხშირია აივ პოზიტიურ და შიდსით დაავადებულ
პირებში
• EPTB ფორმებია: ლიმფური კვანძების, პლევრის,
გენიტალური ორგანოების, საშარდე სისტემის,
ხელებისა და სახსრების, თავის ტვინის გარსის და
თავის ტვინის, პერიტონიუმის და პერიკარდიუმის
ტუბერკულოზი იშვიათია კანის, თვალის TB
ფილტვგარეთა ტუბერკულოზი EPTB
• EPTB ვითარდება ინფექციის ლიმფო-
ჰემატოგენური გზით გავრცელების შედეგად
• EPTB შეიძლება განვითარდეს პირველად
ინფიცირების პერიოდში, ან, როგორც მეორადი _
რეაქტივაციის სედეგად
• EPTB შეიძლება იყოს იზოლირებული ან თან
ახლდეს ფილტვის ფორმას
EPTB საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირება
• EPTB კლინიკური გამოვლინება და ნიშნები
დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციაზე
• EPTB ლოკალური ორგანო სპეციფიკურ ნიშნებთან
ერთად გამოხატულია ტბ დამახასიათებელი
ზოგადი კლინიკური ნიშნები: სისუსტე, უმადობა,
წონაში დაკლება, ოფლიანობა, სუბფებრალური
ტემპერატურა დღის მეორე ნახევარში, არ
ექვემდებარება ა/ბ მკურნალობას
• EPTB, რომელიც თან ახლავს PTB ამ უკანასკნელის
დიაგნოსტირების შემდეგ შედარებით იოლი
ეჭვმისატანია
სავარაუდო დიაგნოზები
 კისრის და იღლიის ფოსოში ისინჯება
გადიდებული ლ/კვანძები
 სავარაუდოა ლიმფური კვანძების TB

 პლევრიტის ნიშნები
 სუნთქვა არ ტარდება
 გულ-მკერდის მკურნალობა
შეზღუდული მოყრუება
 სავარაუდოა TB პლევრიტი
სავარაუდო
დიაგნოზები

 პერიკარდიტის ნიშნები
 გულის ტონების მოყრუება
 ხელმისაწვდომ პოზიციაში კისრის და მხრის ვენების დაბერვა
 კიდურების/მუცლის შეშუპება
 სავარუდოა ტბ პერიკარდიტი
 მენინგიტის ნიშნები
 კისრის რიგიდობა, ნისტაგმი
 აგზნებადობა/ნერვული აშლილობა
 სავარუდოა ტბ მენინგიტი
 კისრის და იღლიის ფოსოში ისინჯება
 გადიდებული ლ/კვანძები
 სავარაუდოა ლ/კვანძების ტბ
EPTB ლოკალური ნიშნები
ხერხემლის TB
კისრის ან ზურგის არეში ლოკალური ტკივილის
ირადიცია ჩამონაწვეთი “ცივი” აბსცესი, მიელიტი
და დამბლები, კუზი

სახსრების TB
უპირატესად მსხვილი სახსრების
მონოარტიკულარული ართრიტი უმტკივნეულო
შეშუპებით, მოძრაობის შეზღუდვით, სიწითლის და
სიმხურვალის გარეშე
თირკმლისა და საშარდე გზების TB
 თირკმლის არეში ყრუ ტკივილი,
ჰემატურია,პიურია, მტკვნეული შარდვა
 “სტერილური პიურია”- არის ლეიკოციტები,
არ იზრდება ფლორა
 თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
 შეიძლება პროსტატიტი, ორხოეპიდიდიმიტი
EPTB ლოკალური ნიშნები
გენიტალური TB
 ქალებში -მენსტრუალური ციკლის დარღვევა,
ტკივილი მცირე მენჯის ღრუში, საშ. დეფორმაცია,
ლულების შევიწროება და გაუვალობა,
უშვილობა.
 მამაკაცებში - ეპიდიდიმიტი: დანამატების
უმტკივნეულო შეშუპება, გამკვრივება, სიმძიმის
შეგრძნება;შეიძლება ჩაითრიოს პროსტატა
EPTB ლოკალური ნიშნები
 პერიტონული TB
ასციტი პორტალური ჰიპერტენზიის
გარეშე, გადიდებული მეზენტერიული და
რეტროპერიტონული ლ/კვანძები, შეიძლება
გამოიწვიოს გაუვალობა
 პერიკარდიუმის TB
უფროხშირია აივ-ინფიცირებულ პაციენტებში.
პროგრესირებადი ქოშინი, პარადოქსული პულსი,
დაბალი ა/წნევა, გულის ტონების მოყრუება ძლიერი
სისუსტე, ტემპერატურა, “ჩაიდნის” ფორმის გული.
განვითარდეს კონსტრიქციული პერიკარდიტი
გვახსოვდეს!

EPTB ეჭვის ყველა შემთხვევაში


სავალდებულოა TB სპეციალისტის
დაუყოვნებელი კონსულტაცია, რომელიც
უზრუნველყოფს გაიდლაინით
გათვალისწინებულ შემდგომ მართვას
ეჭვი ტუბერკულოზზე ბავშვთა ასაკში

შინაარსი
• პრეზენტაცია მოიცავს ინფორმაციას ბავშვთა ასაკში ტბ
საეჭვო შემთხვევას იდენტიფიკაციისა და მართვის
შესახებ
მიზანი
• მსმენელმა გაიცნოს თემა და ადგილზე პრაქტიკულად
შეძლოს ბავშვთა ტბ ეჭვის მიტანა და სწორი
მართვა
ეჭვი TB ბავშვთა ასაკში
 ბავშვთა ასაკში ეჭვი ტბ-ზე მატულობს:
 ოჯახური კონტაქტის პირობებში
 დაფიქსირებული მალნუტრიციის შემთხვევაში
 რამოდენიმე თვის წინ გადატანილ მძიმე
ინფექციის დროს (წითელა)
 აივ-ინფიცირება
TB ალბათობა განხილული უნდა იყოს
ყველა ბავშვთან, ვისაც:

ანამნეზში აქვს:
 დაუდგენელი მიზეზით წონაში დაკლება ან
ზრდაში ჩამორჩენა
 დაუდგენელი მიზეზეზის ხველა 2 კვირაზე
მეტი ხანგრძლივობით
 ქრონიკული ხველა
 კონტაქტი TB დაავადებულებთან
გმადლობთ

ყურადღებისათვის

You might also like