08w3tpuyc 1665481198979-ფის.ს

You might also like

Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 24

ფისიქოლოგიის საფუძვლები

მარიამ გვილავა
2022 წელი
დღის გეგმა:

ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება;

ფსიქოლოგიის მიზნები;

 ფსიქოლოგიის შესწავლის საჭიროება;

თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარება;

კურსის სილაბუსის გაცნობა სტუდენტებისათვის, მიმდინარე მუშაობის დაგეგმვა,


დისკუსია თემაზე: ფსიქოლოგიის მიზნები.

2
რატომ არის ფსიქოლოგია უნიკალური?

როგორია ადამიანის ბუნება?

ამ კითხვას ფსიქოლოგია იმით პასუხობს, რომ სწავლობს როგორც ინდივიდში


მიმდინარე პროცესებს, ისე ფიზიკურ და სოციალურ გარემოში აღმოცენებულ ძალებს.
ამ თვალსაზრისით, ფსიქოლოგიას ფორმალურად განვმარტავთ, როგორც ინდივიდის
ქცევის და ფსიქიკური პროცესების მეცნიერულ შესწავლას.

3
ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება

მეცნიერული მეთოდი მოიცავს პრობლემის ანალიზისა და გადაჭრისათვის საჭირო


თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს მეთოდი დასკვნების გამოსატანად ობიექტურად
შეგროვებულ მონაცემებს იყენებს.

4
ფსიქოლოგიის მიზნები

მოვლენის აღწერა;

მოვლენის ახსნა;

წინასწარმეტყველება;

კონტროლი;

5
თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარება

„ფსიქოლოგიას ხანგრძლივი წარსული, მაგრამ მოკლე ისტორი აქვს“

ჰერმან ებინჰაუსი

მეცნიერებს საუკუნეების განმავლობაში აინტერესებდათ ადამიანის ბუნების


მრავალი საიდუმლო: როგორ აღიქვამს ადამიანი რეალობას, როგორია ცნობიერების
ბუნება, საიდან მოდის სიგიჟე, მაგრამ ამგვარ კითხვებზე პასუხის გაცემის
შესაძლებლობა კვლევის სათანადო იარაღის არარსებობის გამო არ გააჩნდათ.

6
თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარება

თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარებაში, დიდი წვლილი ვილჰელმ ვუნდტმა


შეიტანა, რომელმაც 1879 წელს ლაიპციგში ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის
პირველი ლაბორატორია დაარსა.

7
სტრუქტურალიზმი

სტრუქტურალიზმი - სწავლება ფსიქიკის და ქცევის სტრუქტურის შესახებ


ეწოდება;

სტრუქტურალიზმი ეფუძნება ვარაუდს, რომ ადამიანის ფსიქიკური განცდა


შეიძლება გავიგოთ, როგორც ძირითადი კომპონენტების კომბინაცია. ამ მიდგომის
მიზანი იყო ფსიქიკის სტრუქტურა შეგრძნების და ფსიქიკური ცხოვრების სხვა
განცდების შემადგენელი ელემენტების ანალიზის გზით ეკვლია.

8
ფუნქციონალიზმი

ადამიანის ცნობიერება მის გარემოსთან მორგებას აადვილებს, ამდენად,


მნიშვნელოვანია ფსიქიკური პროცესების მოქმედებები და ფუნქციები და არა
შინაარსი.

ფუნქციონალიზმისათვის უმნიშვნელოვანესია დასწავლილი ჩვევები, რომლებიც


ორგანიზმს გარემოსთან მორგების და ეფექტურად ფუნქციონირების საშუალებას
აძლევს. კვლევამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: „რა არის ნებისმიერი ქცევითი
აქტის ფუნქცია ან მიზანი?“ ფუნქციონალიზმის სკოლის დამაარსებელი იყო
ამერიკელი ფილოსოფოსი ჯონ დიუი.

9
ბიოლოგიური მიმდინარეობა

ბიოლოგიური მიმიდნარეობის წარმომადგენლები ქცევის მიზეზს გენების, ტვინის,


ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირებაში ეძებენ. ორგანიზმის
ფუნქციონირება ახსნილია მის საფუძვლად მდებარე ფიზიკური სტრუქტურების
და ბიოქიმიური პროცესების ტერმინებით. განცდა და ქცევა გაიგება, როგორც
ნერვულ უჯრედებს შორის და შიგნით ქიმიური და ელექტრული აქტივობის
შედეგი.

10
ფსიქოდინამიკური მიმდინარეობა

ფსიქოდინამიკური მიმართულების მიხედვით ქცევას მართავს, ან მის


მოტივს წარმოადგენს ძლიერი შინაგანი ძალები. ადამიანის ქცევები
თანდაყოლილი ინსტინქტებიდან, ბიოლოგიური ლტოლვებიდან,
პიროვნულ მოთხოვნილებებსა და საზოგადოების მოთხოვნებს შორის
კონფლიქტის გადაჭრის მცდელობიდან მომდინარეობს.

11
ფსიქოდინამიკური მიმდინარეობა

დეპრივაციის მდგომარეობა, ფიზიოლოგიური აღგზნება და კონფლიქტები


ქცევის განხორციელების ენერგიას ზუსტად ისევე იძლევა, როგორც
ნახშირი _ საწვავს ორთქლის ლოკომოტივისათვის. ამ მოდელის მიხედვით,
ორგანიზმი წყვეტს რეაგირებას, თუ მისი მოთხოვნილებები
დაკმაყოფილებულია, მისი ლტოლვები კი _ შემცირებული. ქცევის მთავარი

მიზანი დაძაბულობის შემცირებაა.

12
ბიჰევიორისტული მიდგომები

ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები სწავლობენ, თუ როგორ


აკონტროლებს კონკრეტული ტიპის ქცევას გარემოს კონკრეტული
სტიმული. უპირველეს ყოვლისა, ბიჰევიორისტები აანალიზებენ გარემოს
წინაპირობებს, იმ პირობებს, რომლებიც წინ უსწრებს ქცევას და ორგანიზმს
იმისათვის ამზადებს, მოახდინოს თუ არა რეაგირება.

13
ჰუმანისტური მიმდინარეობა

ჰუმანისტური მიმდინარეობის მიხედვით, ადამიანის ძირითადი ამოცანაა სწრაფვა


საკუთარი პოტენციის, შესაძლებლობების განვითარებისკენ. ჰუმანისტი
ფსიქოლოგები სწავლობენ ქცევას, მაგრამ არა ლაბორატორიულ პირობებში და არა
მის შემადგენელ ელემენტებზე ან კომპონენტებზე დაყვანით.

14
კოგნიტური მიმდინარეობა

კოგნიტურ მოდელში ქცევა მხოლოდ ნაწილობრივადაა განპირობებული


გარემოს წინმსწრები მოვლენებით და წარსული ქცევების შედეგებით,
როგორც ეს ბიჰევიორისტებს მიაჩნიათ. ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
ქცევა აზროვნების სრულიად ახალი და არა წარსულში გამოყენებული
გზებიდან ჩნდება.

15
ევოლუციური მიმდინარეობა

ევოლუციური მიმდინარეობა გულისხმობს, რომ, როგორც ფსიქიკური, ისე


ფიზიკური უნარები მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა,
რათა კონკრეტულ ადაპტაციურ მიზნებს მომსახურებოდა. მკვლევრები იმ
გარემო პირობებს სწავლობენ, რომლებშიც ადამიანის ტვინი განვითარდა.

ამ მიმართულების წარმომადგენლები ცდილობენ გაიგონ ქალისა და


მამაკაცის მიერ აღებული განსხვავებული სქესობრივი როლები, როგორც
ევოლუციის და არა თანამედროვე საზოგადოების გავლენის პროდუქტი.

16
კულტურული მიმდინარეობა

ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ქცევის მიზეზებისა და შედეგების


კროს-კულტურულ სხვაობებს სწავლობენ.

17
რატომ იქცევიან ადამიანები აგრესიულად?

ბიოლოგიური - იკვლევენ ტვინის კონკრეტული სისტემების როლს


აგრესიაში. ისინი სხვადასხვა რეგიონს ასტიმულირებენ და შემდეგ ამით
გამოწვეულ დესტრუქციულ მოქმედებებს აფიქსირებენ. აგრეთვე,
სწავლობენ, რაიმე ნორმიდან გადახრა ხომ არ არის სერიული მკვლელების
ტვინში, ხომ არ არის დაკავშირებული ქალის აგრესია მენსტრუალურ
ციკლთან.

18
რატომ იქცევიან ადამიანები აგრესიულად?

ფსიქოდინამიკური - აანალიზებენ აგრესიას, როგორც რეაქციას


ფრუსტრაციაზე, რომელსაც სიამოვნების მიღწევის პროცესში შექმნილი
დაბრკოლებები იწვევს, როგორიცაა, მაგალითად, უსამართლო
ხელმძღვანელი. ეს მიმდინარეობა აგრესიას უყურებს, როგორც ბავშვობაში
მშობლების მიმართ განცდილი მტრულობის გადატანას ზრდასრულ ასაკში.

19
რატომ იქცევიან ადამიანები აგრესიულად?

ვბიჰევიორისტული - ადგენს წარსულში ჩადენილი აგრესიული ქცევების


განმტკიცების ფაქტებს, ვთქვათ, მოსწავლემ კლასელებს, ან თანატოლებს
დაარტყა და ეს ზედმეტი ყურადღების საგანი გახდა. ეს მიდგომა ამტკიცებს,
რომ ბავშვები მშობლებისაგან აგრესიულ მოპყრობას სწავლობენ და შემდეგ
თავის შვილებსაც ასევე ეპყრობიან.

20
რატომ იქცევიან ადამიანები აგრესიულად?

ჰუმანისტური - იკვლევს იმ პიროვნულ ღირებულებებს და სოციალურ


პირობებს, რომლებიც ხელს უწყობს აგრესიულ და თვითშემზღუდავ
გამოცდილებას და არა ჰარმონიულ განვითარებას.

კოგნიტური - სწავლობს მტრულ აზრებს და ფანტაზიებს, რომელსაც ადამიანი


ძალადობის აქტის ყურებისას განიცდის. იკვლევს ფილმებში არსებული
აგრესიის, მათ შორის პორნოგრაფიული ძალადობის გავლენას იარაღის
ხმარებისადმი, გაუპატიურებისადმი და ომისადმი დამოკიდებულებაზე

21
რატომ იქცევიან ადამიანები აგრესიულად?

ევოლუციური - განიხილავს, რა პირობების გამო გახდა აგრესია ადაპტური


ქცევა ადრეული ადამიანებისათვის. ადგენს ფსიქოლოგიურ მექანიზმებს,
რომლებიც პასუხისმგებელია აგრესიული ქცევის სელექციურ წარმოშობაზე.

კულტურული - განიხილავს, როგორ ავლენენ და ხსნიან აგრესიას


სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები. როგორ ზემოქმედებენ
კულტურული ძალები აგრესიული ქცევის სხვადასხვა ტიპის გამოვლენის
ალბათობაზე.

22
უკუკავშირი
რა ვისწავლე?

რა ვიცოდი?

რა არ ვიცოდი?

რა აღმოჩნდა საინტერესო?

23

You might also like