საოჯახო სამართალი ხამურაბის კანონების მიხედვით

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 7

საოჯახო სამართალი

ხამურაბის კანონების
მიხედვით
ხამურაბის კანონთა
კრებული

ხამურაბის კანონები
წარმოადგენს მსოფლიო
ცივილიზაციის უნიკალურ
საისტორიო წყაროს.იგი შექმნა
ბაბილონის პირველი
დინასტიის ერთ-ერთმა
წარმომადგენელმა,მეფე
ხამურაბმა ძვ.წ მე-18
საუკუნეში.
მეფე ხამურაბის რწმენით, ის
აირჩიეს ღმერთებმა,რათა
თავისი ხალხისთვის დაეწერა
კანონთა კოდექსი “.
ქორწინების პროცესი

• დაქორწინება ხდებოდა საქორწინო ხელშეკრულების საშუალებით. თუმცა,


ხელშეკრულებას დებდნენ არა მომავალი მეუღლეები,არამედ ოჯახის
უფროსი წევრები.
• საქორწინო სამართალი არ მოითხოვდა ახალგაზრდთა
თანხმობას,შესაბამისად მომავალი მეუღლეები წარმოადგენდნენ გარიგების
ობიექტებს.
• საინტერესოა ის ფაქტიც,რომ მამას მზითევი უნდა გადაეცა არამარტო
კანონიერი ქალიშვილისთვის,არამედ ხასისაგან ნაშობი ასულისთვისაც.
განქორწინება

• ქალს იმ შემთხვევაში შეეძლო განქორწინება,თუ ქმარი მის პატიოსნებაში


ეჭვს შეიტანდა და ცილს დასწამებდა. ამასთანავე,თუ კაცი არ ასრულებდა
თავის მეუღლეობრივ მოვალეობას ,არცხვენდა უმწიკვლო ცოლსა და ოჯახს,
ქალს შეეძლო მზითევის წაღება და მამის სახლში დაბრუნება.

• თუ ცოლი დაიწყებდა ხელგაშლილ ცხოვრებას ქმრის ოჯახში, ან ცოლი


აღმოჩნდებოდა უშვილო, კაცს განქორწინების უფლებამოსილება
ენიჭებოდა. უმიზეზოდ განწორწინებულ მამაკაცს ხამურაბის კანონები
მხოლოდ ფულად ჯარიმას აკისრებდა.
მშობლისა და შვილის ურთიერთობა

• ხამურაბის კანონების მიხედვით,მამის ძალაუფლება პატრიარქალური


ხასიათის მატარებელი იყო,თუმცაღა ხამურაბის კოდექსი მამას არ ანიჭებდა
შვილის მოკვლის უფლებას.
• მამას გააჩნდა უფლება ქურუმად მიეცა თავისი ასული. ფრიდრიხ ენგელსი
თავის წიგნში :“ოჯახის,კერძო საკუთრების და სახელმწიფო წარმოშობა“-ში
ამბობს:“ფულის გულისათვის სხეულის დანებება ,თავდაპირველად
სარწმუნოებრივი აქტი იყო.ეს აქტი სიყვარულის ქალღმერთის ტაძარში
ხდებოდა და ფული ტაძრის სალაროში შედიოდა.ეს იყო
მემკვიდრეობა ,რომელიც ჯგუფობრივმა ცოლქმრობამ ცივილიზაციას
უანდერძა.“
• ძველ ბაბილონში ამასთანავე გავრცელებული იყო შვილად აყვანის
ფაქტებიც. ამ პროცესის მიზანს წარმოადგენდა მუქთი მუშახელის შეძენა
ოჯახისათვის.
მემკვიდრეობის სამართალი

• ხამურაბის კანონების მიხედვით,სამკვიდრო ქონებას ვაჟიშვილები


ღებულობდნენ თანაბრად. ქალიშვილი კი იღებდა მზითევს,რაც
წარმოადგენდა თავის წილს სამკვიდრო ქონებაში.
• რაც შეეხება ქურუმ ქალიშვილს, მამა ვალდებული იყო მიეცა მისთვის
მზითევი,მაგრამ ქურუმ ქალს არ ენიჭებოდა „შერიკთუმის“ გასხვისების
უფლება.
• ხამურაბის კოდექსის მიხედვით, ქვრივ ქალს შეეძლო მეორედ გათხოვება .
თუ ის ხელმეორედ შექმნიდა ოჯახს, მზითევს დაეპატრონებოდნენ პირველი
ქორწინებიდან წარმოშობილი შვილები. მაგრამ იმ შემთხვევაში,როცა ქალს
დარჩებოდა შვილები,როგორც პირველი,ისე მეორე ქორწინებიდან,
შვილები თანაბრად ღებულობდნენ დედის მზითევს.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like