Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სათბურის აირების როლი

სათბურის აირები: (ინგლ. Greenhouse gases, აკრონიმი – GHG) — აირები,


რომლებიც ატმოსფეროში სათბურის ეფექტს განაპირობებს. ზოგიერთი სათბურის
აირი ატმოსფეროში ბუნებრივად ჩნდება, სხვები კი ადამიანის საქმიანობის გამო,
მაგ. წიაღისეული საწვავის ( ქვანახშირი, ნავთობი მისთ.) შედეგად გაიფრქვევა.
სათბურის აირების მიეკუთვნება:  წყლის ორთქლი(H2O), ნახშირორჟანგი (CO
2), მეთანი (CH4), აზოტის ოქსიდი (N2O), ოზონი (O3) და სხვა.
გლობალური დათბობის მიზეზები
გლობალური დათბობა — დედამიწის
ზედაპირის, ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო
წლიური ტემპერატურის თანდათანობითი ზრდის პროცესი.
წარმოადგენს დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის
გრძელვადიან მატებას, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის
პირდაპირი გაზომვით და დათბობის სხვადასხვა ეფექტების
მაჩვენებლით. ეს არის კლიმატის ცვლილების მთავარი ასპექტი,
რომელიც გარდა ზედაპირის გლობალური ტემპერატურის მატებისა,
აგრეთვე შეიცავს ისეთ შედეგებს როგორიცაა ატმოსფერული ნალექის
ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გლობალური დათბობის
ისტორიამდელი პერიოდები XX საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული
დაკვირვებადი ცვლილებები უპრეცენდენტოა სისწრაფესა და ზომაში.
ჰაერში არსებული რომელი აირები ასრულებენ
ატმოსფეროში სათბურის მინის როლს?

დედამიწა უწყვეტად იღებს ენერგიას მზის გამოსხივების სახით. ამ ენერგიის 30%–ს დედამიწა
ირეკლავს, 70%–ს კი შთანთქავს, რაც ხმელეთის, ატმოსფეროს და ოკეანის გაცხელებას იწვევს. თავის
მხრივ ცხელი სხეულები თბურ ენერგიას ასხივებს. დედამიწის ტემპერატურის სტაბილურობა მის მიერ
მზის გამოსხივების შთანთქმასა და თბური ენერგიის გამოსხივებას შორის დამყარებული ზუსტი
ბალანსით აიხსნება. მზის ხილული გამოსხივების სპექტრი, დედამიწის ატმოსფეროში და ზღვის
დონეზე. მზის ხილული გამოსხივება ძირითადად დედამიწის ზედაპირის მიერ შთაინთქმება .
ინფრაწითელ სხივებს კი დედამიწიდან კოსმოსში ძირითადად ატმოსფეროს ზედა ფენები ასხივებს .
ამის მიზეზი ის არის, რომ დედამიწის ზედაპირის მიერ გამოსხივებული ინფრაწითელი ფოტონების
უდიდეს ნაწილს ატმოსფეროში არსებული სათბურის აირები და ღრუბლები „იჭერს “ და ისინი
კოსმოსში მხოლოდ ამ უკანასკნელთა მიერ ხელახალი გამოსხივების შედეგად შეიძლება მოხვდეს .
გამთბარი ატმოსფეროს გამოსხივების ნაწილი კვლავ დედამიწის ზედაპირს უბრუნდება და უფრო
მეტად ათბობს მას. მეტად გამთბარი ზედაპირი უფრო მეტ სითბოს ასხივებს ატმოსფეროში ; გამთბარი
ატმოსფერო ასევე მეტ სითბოს უბრუნებს დედამიწის ზედაპირს, მაგრამ ამავე დროს მეტ სითბის
ასხივებს კოსმოსშიც. დედამიწის ზედაპირის და ატმოსფეროს ურთიერთგათბობა გრძელდება მანამ ,
სანამ ატმოსფეროს ზედა ფენებიდან ენერგიის გაფრქვევა მზისგან მიღებულ ენერგიას არ
გაუტოლდება. ამ დროს წონასწორობა მყარდება აგრეთვე დედამიწის ზედაპირის მიერ შთანთქმულ
და მის მიერ ატმოსფეროში გაფრქვეულ ენერგიას შორის. ამ წონასწორობათა მიღწევის შემდეგ
დედამიწის (და
იმსჯელეთ ჰაერის დაბინძურებით
გამოწვეული გლობალური დათბობის
თავიდან აცილების თქვენეულ გზებზე.

ჩემი აზრით უნდა აიკრძალოს საქართველოში და ყველგან სათბური ან დაწესდეს


მკაცრი შეზღუდვა ამის შესახებ თორემ რამდენიმე წელში მთელი მსოფლიოს
რაღაც ნაწილი წყლით იქნება დაფარული.
ეს არის ჩემი აზრი გლობალურ დათბობაზე!!!

You might also like