კლასის მართვა

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

კლასის მართვა

ქეთევან თოდაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
• განიხილეს 50 წლის განმავლობაში
ჩატარებული 11000 სხვადასხვა
კვლევა მოსწავლეების და
სწავლის შესახებ. დაადგინეს და
თანმიმდევრულად დაალაგეს 28
ფაქტორი, რომლებიც გავლენას
ახდენს სწავლაზე. აღმოჩნდა, რომ
ყველაზე მნიშვნელოვანი
ფაქტორია….

კლასის
მართვა
კლასის
• ავტორიტარული;
• დემოკრატიული;
მართვის
• ქაოსური.
სტილი
სიტუაცია I - ავტორიტარული
• ზარი ირეკება, ბავშვები გარბიან კლასისკენ. ქიმიის
გაკვეთილი აქვთ. თუ ქიმიის მასწავლებელი კლასში მათ
შეასწრებს, მკაცრად დაისჯებიან. საერთოდ ამ
მასწავლებლის დადგენილი წესები ძალიან მკაცრია. მის
გაკვეთილზე სამარისებური სიჩუმეა. როდესაც მოსწავლე
პასუხისას შეცდომას უშვებს ან ყოვნდება, იგი პირდაპირ
სხვა მოსწავლეზე გადადის იგივე კითხვით, ან თავად
პასუხობს. არასოდეს პატიებს მოსწავლეებს მოუმზადებლად
მისვლას, თანაც გაკვეთილის მოყოლას ზუსტად წიგნის
ენით ითხოვს, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა იცოდნენ
მოსწავლეებმა. თუ მოსწავლე თავისი სიტყვებით ყვება და
თან გზადაგზა ინტერპრეტაციას აკეთებს, ბრაზდება და ცუდ
ნიშანს წერს.
სიტუაცია II - დემოკრატიული

• ბიოლოგიის მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად


ამზადებს კლასს, მერხებს წრეში აწყობს. დღეს მას თემის
შემაჯამებელი გაკვეთილი აქვს და გადაწყვიტა, მოაწყოს
დისკუსია. გაკვეთილი ხალისიანად იწყება. მასწავლებელი
ბავშვებს ახსენებს დისკუსიის წესებს, რომლებიც თავად
ბავშვებმა შეიმუშავეს მასწავლებელთან ერთად. დისკუსიის
დროს მასწავლებლის ფუნქცია მკვეთრად განსაზღვრულია.
იგი არის მხოლოდ მოდერატორი, საკუთარ პოზიციას არ
ახვევს მოსწავლეებს თავზე, ყველა მოსწავლის ჩართვას
ცდილობს დისკუსიაში, ყველას აზრი მისთვის
მნიშვნელოვანია.
სიტუაცია III - ქაოსური

• ზარი ირეკება. მოსწავლეები აუჩქარებლად მიემართებიან


მერხებისაკენ. მასწავლებელი მათ სათითაოდ, სახელებით
მიუთითებს, რომ მოწესრიგდნენ. რამდენიმე მოსწავლე
დაგვიანებით შემოდის და მშვიდად მიემართება მერხისკენ.
სამუშაო განწყობის შექმნაში საკმაო დრო იხარჯება.
მასწავლებელი კითხვას სვამს, ყველა მოსწავლე ერთად
ცდილობს პასუხის გაცემას. შემდეგ მასწავლებლის თხოვნით
ერთი მოსწავლე დაფასთან გამოდის გაკვეთილის მოსაყოლად .
უმრავლესობა არ უსმენს. ზოგი სურათების ალბომს
ათვალიერებს, ზოგი სხვა საგნის დავალებას წერს, ზოგი
საუბრობს. მასწავლებელი პერიოდულად კლასს სიმშვიდისკენ
მოუწოდებს, მაგრამ მის ამ მოწოდებას ყურადღებას არავინ
აქცევს. ბოლოს იწყებს ახალი თემის ახსნას, მაგრამ ამ დროს
ზარიც ირეკება.
კლასის
• წესებისა და პროცედურების
მართვის გაცნობა და შემუშავება
სტრატეგიები
• მასწავლებლის ურთიერთობა
მოსწავლეებთან

• მოსწავლეებში თვითდისციპლინის
უნარის განვითარება
კლასში ქცევის • ძირითადი წესები, რა
წესები ქცევებია აკრძალული
და რა წესებია საჭირო
• ცოტა წესების
დამახსოვრება უფრო
ადვილია, ვიდრე ბევრი
წესის
კლასის
წესების
ნიმუში

• მოიქეცით ზრდილობიანად.
• მოიტანეთ საჭირო წიგნები და
რვეულები.
• გაკვეთილზე მოდით დროულად.
• მოუსმინეთ მასწავლებელს და სხვა
მოსწავლეებს, როცა ისინი საუბრობენ.
კლასის მართვის რატომ?
სტრატეგიები – სწავლების სტილი

ყველასთვის – პიროვნული თვისებები

განსხვავებულია! – მოსწავლეების განსხვავებები

! – მართვის სტრატეგიები არ არის


ერთნაირად ეფექტური
სხვადასხვა
მასწავლებლისთვის

• სცადეთ განსხვავებული
სტრატეგიები და ნახეთ, რომელი
გამოგივათ უკეთესად.
შესრულების ვადა 26 დეკემბრამდე.
შუალედური
ტესტი ტესტი სამი ნაწილისგან შედგება:
• პირველი და მეორე ნაწილებია
ვიდეოჩანაწერის შესახებ
შეკითხვებზე პასუხი.
• მესამე ნაწილია წაკითხული
ტექსტიდან შეკითხვებზე პასუხი.

წარმატებას გისურვებთ!

You might also like