სამი თაობის უფლებები

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 8

სამი თაობის უფლებები

რა განსხვავებაა
უფლებასა და
თავისუფლებას შორის
ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შორის არ
არსებობს მკვეთრი ზღვარი,უბრალოდ ერთ შემთხვევაში ადამიანს
შეუძლია მოსთხოვოს სახელმწიფოს მისთვის კანონით მინიჭებული
უფლების დაკმაყოფილება,მეორე შემთხვევაში კი-მოსთხოვოს
სახელმწიფოსგან,არ ჩაერიოს მისთვის მინიჭებული უფლებების
რეალიზაციაში. ეს იმას ნიშნავს რომ უფლება და თავისუფლება
ერთმანეთშ ავსებს და სახელმწიფო ვალდებულია ორივე მათგანი
დაიცვა.
სამი თაობის უფლებები

1. პირველი თაობის-სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები


2. მეორე თაობის-სოციალურ-ეკონომიკური უფლებები
3. მესამე თაობის-კოლექტიური უფლებები
მოდით განვიხილოთ თითოეული
მათგანი
რას ნიშნავს- ,, თაობის-სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებები“
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები — უფლებების ისეთი კლასი,
რომელიც იცავს ადამიანების თავისუფლებას მთავრობების, სოციალური
ორგანიზაციებისა და კერძო პირების მხრიდან დარღვევებისგან. ისინი
უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებას, მონაწილეობა მიიღონ
საზოგადოებისა და სახელმწიფოს სამოქალაქო და პოლიტიკურ
ცხოვრებაში დისკრიმინაციისა და რეპრესიების გარეშე.

სამოქალაქო უფლებები მოიცავს ხალხის ფიზიკური და გონებრივი


ერთიანობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას; დაცვას
ისეთი ნიშნით დისკრიმინაციისგან, როგორიცაა რასა, სქესი, სექსუალური
ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ეროვნული წარმომავლობა, კანის
ფერი, ასაკი, პოლიტიკური მიკუთვნებულობა, ეთნოსი, რელიგია და
შეზღუდული შესაძლებლობები;[1][2][3] და ინდივიდუალურ უფლებებს,
როგორიცაა პირადი ცხოვრებისა და აზრის, სიტყვის, რელიგიის, პრესის,
შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება.

პოლიტიკურ უფლებებში შედის კანონით განსაზღვრული ბუნებრივი


სამართლიანობა, როგორიცაა ბრალდებულის უფლებები და სამოქალაქო
საზოგადოებასა და პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებები, როგორიცაა
გაერთიანების თავისუფლება, შეკრების უფლება, შუამდგომლობის
უფლებამოსილება, თავდაცვისა და ხმის მიცემის უფლება.
რას ნიშნავს- თაობის-სოციალურ-
ეკონომიკური უფლებები
სოციალური უფლებები-აუცილებელია
საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი
მონაწილეობისათვის. ისინი მოიცავენ სულ მცირე
განათლების, ოჯახის შექმნისა და შენარჩუნების
უფლებას მაგრამ ამასთანავე ხშირად
„სამოქალაქოდ” ჩათვლილ ბევრ უფლებასაც: მაგ.
გართობის, ჯანმრთელობის დაცვის, და პირადი
ცხოვრების და დისკრიმინაციისაგან დაცვის
უფლებები.
ეკონომიკური უფლებები-ჩვეულებრივ მოიცავს
შრომის, საცხოვრებლის, და მოხუცებულთა და
ინვალიდებისათვის პენსიის უფლებას. ეკონომიკური
უფლებები ასახავს იმ ფაქტს, რომ მატერიალური
უსაფრთხოების გარკვეული მინიმალური დონე
საჭიროა ადამიანის ღირსებისათვის და ასევე ფაქტს,
რომ სათანადო დასაქმების ან საცხოვრებელი
პირობების ნაკლებობა შეიძლება ფსიქოლოგიურად
დამრთგუნველი იყოს.
რას ნიშნავს-კოლექტიური
უფლებები
კოლექტიურ უფლებებს - როგორიცაა მდგრადი განვითარების, მშვიდობის, ან
ჯანსაღი გარემოს უფლება. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ისეთი პირობები
როგორიცაა უკიდურესი სიღატაკე, ომი, ეკოლოგიური და ბუნებრივი კატასტროფები
იწვევს მცირე პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით . ამის გამო
ბევრმა ადამიანმა გაიაზრა, რომ საჭიროა ადამიანის უფლებების ახალი
კატეგორიის აღიარება: ეს უფლებები უზრუნველყოფდა სათანადო პირობებს
საზოგადოებებისათვის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში , რათა დაეცვათ
უკვე აღიარებული პირველი და მეორე თაობის უფლებები. სპეციფიკური უფლებები ,
რომლებიც ყველაზე ხშირად არის მოხსენიებული მესამე თაობის უფლებების
კატეგორიაში არის განვითარების, მშვიდობის, ჯანსაღი გარემოს, კაცობრიობის
საერთო მემკვიდრეობის გაზიარების, კომუნიკაციის, და ჰუმანიტარული დახმარების
უფლება. თუმცა არსებობს დავა უფლებათა ამ ახალი კატეგორიის შესახებ .
ზოგიერთი ექსპერტი ეწინააღმდეგება იდეას, რომ კოლექტიურ უფლებებს შეიძლება
ეწოდოს „ადამიანის უფლებები”. ა
გმადლობთ
ყურადღებისთვის!!
!

You might also like