Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 8

მოუხმარელი, ანუ ტრაგიკული თავისუფლება

აკაკი ბაქრაძის
მიხედვით
ჯაყოს ხიზნების გამოსვლის შემდეგ
წერდნენ:

,,ჯავახიშვილს უყვარს ჯაყო, ...ვინ იცის, რა ელფერით არ მოსავს


მის ძალ-ღონეს, ვითომცა სიახლეს და თანამედროვე
ცხოვრების შესაფერ, მაგარკუნთებიან და ნერვებიან არსებას.
... თეიმურაზი ფართო გაქანების მოღვაწეა, ჟურნალისტია,
სასარგებლო წიგნებს წერს, არალეგარულ მუშაობას ეწევა, წრეც
ჰყავს. ...თეიმურაზი უაღრესად გულკეთილი იყო, ძმა
ებრალებოდა, ყოველგვარ უსამართლობას დევნიდა... ...მთელი
თავისი სიცოცხლე ახლობლისა და შორეულის კეთილდღეობაზე
ფიქრსა და შრომას გადააყოლა, ეგოიზმის ნატამალიც არ არის
მასში და უცებ ასეთ ადამიანს ჯაყოზე ცვლიან, ეშვებიან
ეგოისტზე, რომლისთვისაც არაფერი წმინდა არ არის
ქვეყანაზე.”

ვ. ხუროძე. (ჟურნალი ,,მნათობი”)


,,...ჯაყო ბოლშევიკია იმდენად, რამდენად ბოლშევიზმი მდგომარეობს იმაში, რომ უვარგისებმა აჯობონ უკეთესებს და უვარგისებმა მართონ უკეთესები . ავტორმა ყველაფერი ჩაიდინა განზრახ , რათა თეიმურაზი დაემდაბლებინა . ამაში დიდ შედეგებს
მიაღწია, მაგრამ თეიმურაზი, ავტორის უნებურად, ჯაყოზე მაღლა დარჩა - როგორც ადამიანი, და აქ ბოლშევიზმი აქ მდგომარეობს იმაში , რომ ჯაყო -ცხენი ადამიან -თეიმურაზს სჯობს . თანაუგრძნობს ამას ავტორი ? მეტად ფაქიზი კითხვაა . კაცს რომ
თერთმეტჯერ დაუპირებ დახვრეტას, შეიძლება აქციო არარად, მაგრამ არასდროს - ბოლშევიკად!”

შ. ამირეჯიბი. (,,დამოუკიდებელი საქართველო” პარიზი)


რევოლუცია ანადგურებს თეიმურაზსაც, მის თეორიებსაც, მის ცრემლიან ცოდნასაც და ჯაყოს
პირით ეუბნება მას: ,,ახლა კი მორჩებოდეთ და ჩაძაღლდებოდეთ!” მკვახედ, ტლანქად არის
ნათქვამი, უგულოდ და მკაცრად, მაგრამ რევოლუციამ სხვა ენა არ იცის.
ი. გომართელი ,,ახალი გზა” 1925წ.
ყოველი ადამიანი პასუხს აგებს იმ სინამდვილეზე, რომელშიც ცხოვრობს ; ობიექტური საფუძვლის
ძებნა სულიერი სილაჩრის გამართლებაა. ჯაყოს ხიზნობაც თეიმურაზის შექმნილი სინამდვილეა .
თეიმურაზს უყვარს მარგოცა და სამშობლოც, მაგრამ არ ძალუძს უმთავრესი - დაიცვას თავისი სიყვარული . როგორც კი
საქმე დაცვაზე მიდგება, იგი უკან იხევს და მორჩილდება ძალდატანებას, ამის შედეგად , თეიმურაზის სიყვარული
ამაღლებული კი არ არის, არამედ დამდაბლებული და საზიზღარი. მხოლოდ მებრძოლ სიყვარულს მოაქვს
ბედნიერება, თუ ასე არ არის, სიყვარული მონობის თავისსებური ფორმაა. თეიმურაზი სიყვარულის მონობის
გამოვლენაა და არა ადამიანის სამშვინველის თავისუფლებისა. ამიტომ ირყევა იგი სიყვარულსა და სიძულვილს
შორის. მტკიცედ ვერცერთ გზას ვერ დასდგომია.
მიხ. ჯავახიშვილი მარგოს თავგადასავლით თანამიმდევრულად, გამოწვლილვით გვიხატავს თავისუფალი ადამიანის მონად ქცევის პროცესს .

დამცირებისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ ადამიანი პროტესტს აცხადებს. ვისაც ნებისყოფა აქვს - აქტიურს , უნებისყოფო პასიურს , მაგრამ მაინც პროტესტს . ეს
პირველი ეტაპია. მეორე ეტაპი საკუთარი უძლურების შეგნება და დამორჩილებაა. ამ ორ ეტაპზე ადამიანის გადარჩენა კიდევ შეიძლება , რადგან მასში ჯერ საბოლოოდ
არ მომკვდარა თავმოყვარეობის, სიამაყის და თავისუფლების გრძნობა . თუ მშველელი არ გამოჩნდა , მაშინ მესამე ეტაპი იწყება - თავისუფლების სრული დაკარგვა .

თავისუფლების დაკარგვისა და დამონების ყველაზე შემზარავი და თავზარდამცემი შედეგი კი ის არის , რომ მონა კმაყოფილია თავის მონობით და ამაყობს კიდეც ამით ,
როგორც ეს მარგოს დაემართა.
,,ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად ,
არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების”

ბენჟამენ ფრანკლინი

You might also like