Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 5

Დიდი ქართველი

მეფეები
Ნინო თუშიშვილი
Ვახტანგ გორგასალი 449-502

თამარ მეფე 1184-1213

მეფე ფარსმან II მე-2-ე საუკუნის  30-50-იან წლებში


• ვახტანგ
გორგასალი
ვახტანგ გორგასალი — ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში.
„გორგასალი“ (სპარსულად მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ
გორგასალი გამეფდა 15 წლის, იმეფა 45 წელი და გარდაიცვალა  60
წლის ასაკში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ
შერაცხულია წმინდანად. ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს
უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის
მოპოვება. ვახტანგ მეფე დაკავებული იყო დიდი აღმშენებლობითი
საქმიანობით. მან შექმნა საფორტიფიკაციო ნაგებობათა მთელი
სისტემა, ააგო ციხე-ქალაქები - თავისი ახალი რეზიდენცია, უჯარმა
 ხორნაბუჯი და ჭერემი, რაც ქვეყნის აღმოსავლეთიდან დაცვას
ემსახურებოდა. მან ბიზანტიელთაგან მიტაცებულ და შემდგომში
უკანდაბრუნებულ კლარჯეთის ტერიტორიაზე შექმნა საერისთავო და
ააგო არტანუჯის  ციხე. მისი მითითებით 
შეაკეთეს შორაპნისა და დიმნის ციხეები. 
Თამარ მეფე

• თამარი, თამარ მეფე (დაიბადა დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207)


— საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული
და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი.თამარის პოლიტიკურ
წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად
განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში
აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი.მაღალგანვითარებულ სოფლის
მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ,
ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. 
Ფარსმან II ქველი

ფარსმან II ქველი იყო იბერიის მეფე II საუკუნის 30–50-იან წლებში.


ფარსმანი ალანებისა და ჩრდილოეთის სხვა ტომთა დახმარებით
ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძოდა რომის იმპერიას  და ცდილობდა
მის განდევნას კოლხეთის სამეფოდან და სხვა მეზობელი ადგილებიდან. მის
დროს იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე
დაახლ. 125 წელს  ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში, 130
წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია
ემორჩილებოდა. დაახლოებით 160-იან წლებში ფარსმან ქველი გარდაიცვალა,
როგორც ისტორიული გადმოცემა გვაუწყებს იგი მოწამლა პართიელების მიერ
მოსყიდულმა მზარეულმა. 

You might also like