Prekalkulusis Prezentacia

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

ნინო თუშიშვილი

კავკასიის უნივერსიტეტი

მათემატიკა ძველ საბერძნეთში


ლექტორი: მაია
გოგიაშვილი
• ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა, μάθημα (máthema)
„მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას“ ნიშნავს, ხოლო μαθηματικός (mathematikós) –
„სწავლის მოყვარულს“.

• მათემატიკა ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებაა. მან პირველი აღმავლობა  


ძველ საბერძნეთსა და ელინისტურ სამყაროში განიცადა. აქ პირველად
დაინერგა მისწრაფება „წმინდა ლოგიკური დამტკიცებებისკენ “. აქვე გაჩნდა
პირველი აქსიომატიზაცია, კერძოდ ევკლიდეს გეომეტრია. შუა საუკუნეებში
მათემატიკა არსებობას განაგრძობდა ადრეული ჰუმანიზმის უნივერსიტეტებსა
და არაბულ სამყაროში.
ალექსანდრიელი ევკლიდე
„გეომეტრიის მამა“
•  ევკლიდე ალექსანდრიელი (ბერძნ.: Εὐκλείδης) (დაახ. ძვ. წ. 325—265)
— ელინიზმის ეპოქის მათემატიკოსი ალექსანდრიიდან.

ევკლიდე ალექსანდრიელი მოღვაწეობდა ძვ.წ III საუკუნეში .ძველი


ბერძენი,ალექსანდრიის სკოლის პირველი მასწავლებელი ,მას
მოიხსენიებდნენ როგორც „ გეომეტრიის მამა“,რადგან მან პირველმა ააგო
გეომეტრია სისტემატურად.
პითაგორას თეორემა:
კათეტების კვადრატთა
ჯამი (ლურჯი და წითელი)
პითაგორა უდრის ჰიპოტენუზის
კვადრატს (ვარდისფერი).
’’რიცხვთა
მამა’’
• პითაგორა (ძვ. ბერძნ. Πυθαγόρας ὁ Σάμιος; დ. ~ძვ. წ. 580 — ძვ. წ. 500) — ძველი
ბერძენი, იონიელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, მისტიური რელიგიური
და სამეცნიერო საზოგადოების სახ. “პითაგორელები” დამფუძნებელი,
ყველაზე უკეთ ცნობილია „პითაგორას თეორემით“, რომელიც მის სახელს
ატარებს.  a2 + b2 = c2
• ცნობილია როგორც „რიცხვთა მამა“, პითაგორას მნიშვნელოვანი წვლილი
მიუძღვის ფილოსოფიურსა და რელიგიურ სწავლებაში ძვ .წ . მე -6 საუკუნეში .
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ლეგენდებისა და გაურკვევლობის ბურუსითაა
მოცული და ამგვარად რთულია დარწმუნებით მასზე ზუსტი ინფორმაციის
მოყვანა. პითაგორასა და მის მოწაფეებს სწამდათ , რომ ყველაფერი
დაკავშირებულია მათემატიკასთან და ასევე მიიჩნევდნენ , რომ ყველაფრის
წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელია ციკლთა რითმულობის განსაზღვრით .
თალეს მილეტელი
•  ( თალეს მილეტელი ძვ. ბერძნ. Θαλῆς ὁ Μιλήσιος; დ. ≈ ძვ. წ. 624 — გ. ≈ 
546), ასევე თალეს მილესელი — სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსი და 
შვიდ ბერძენ ბრძენთაგან ერთ-ერთი. მრავალი მეცნიერი მას ბერძნული
ტრადიციის პირველ ფილოსოფოსად და ასევე მეცნიერების მამად მიიჩნევს .
• თალესის დაბადების ზუსტი წელი ცნობილი არ არის . ერთადერთი მოვლენა
მისი ცხოვრებიდან, რომელიც დანამდვილებითაა დათარიღებული  ძვ. წ. 585
 წლის მზის დაბნელებაა და სწორედ ეს წელია ტრადიციულად მიჩნეული
დასავლური ფილოსოფიის საწყისად.
არქიმედე
• ( არქიმედე  Ἀρχιμήδης; დ. დაახლ. ძვ. წ. 287 — გ. ძვ. წ. 212) — ძველი ბერძენი
მეცნიერი, მათემატიკოსი და მექანიკოსი, დაიბადა და ცხოვრების დიდი
ნაწილი გაატარა კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ სირაკუზაში, სადაც
რომაელთა მიერ ქალაქის აღების დროს დაიღუპა.
• არქიმედეს მრავალრიცხოვანმა აღმოჩენებმა განაპირობა მრავალი
ლეგენდის შეთხზვა. ლეგენდარული წარმოშობა აქვს ამაყ ფრაზასაც :
„მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას !“ და შეძახილსაც  
„ევრიკა!“. არქიმედე იზიარებდა დემოკრიტეს და არისტარქეს
 მატერიალისტურ შეხედულებებს. გენიალურ თეორიულ აღმოჩენებთან
ერთად არქიმედეს ეკუთვნის მნიშვნელოვანი საინჟინრო გამოგონებებიც ,
როგორიცაა არქიმედეს ხრახნი.
მადლობა ყურადღებისთის!

You might also like