Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 20

კრიტიკული ესე

II ნაწილი

თინათინ მაჭარაშვილი
კრიტიკული კითხვის მეთოდები

 წერა : კითხვის დროს შენიშნვნების ჩაწერა;


 გადახედვა : უკან დაბრუნება, გადათვალიერება, თვალის გადავლება;
 კითხვა : ტექსტზე მუშაობა და შესწავლა;
 შეჯამება: შინაარსის გააზრება და გაგება;
 საკუთარი კრიტიკული პასუხის ჩამოყალიბება:
ანალიზი : ნაწილებად დაყოფა;
ინტერპრეტაცია: მნიშვნელობებისა და დაშვებების
გააზრება და გაშლა;
სინთეზი: ნაწილების შეერთება, კავშირების დამყარება;
შეფასება: ხარისხისა და ღირებულების შეფასება.
კრიტიკული კითხვის ძირითადი
მეთოდები:
 ანალიზი,
 სინთეზი,
 ინტერპრეტაცია,
 შეფასება;
ანალიზი

საკითხის უკეთ გაგების მიზნით მიმართავენ მის


შემადგენელ ნაწილებად (ელემენტებად) დაყოფას,
დაშლას. წასაკითხ ტექსტში ამ ელემენტების
გამოხშირვისათვის დასვით შეკითხვა, რომელშიც
ტექსტის ანალიზის მიზანი იქნება მოცემული: –
რატომ გაინტერესებთ, ან რის გარკვევას ცდილობთ.
ეს შეკითხვა ერთგვარი გამადიდებელი შუშის
ფუნქციას შეასრულებს – ის გამოკვეთს ზოგიერთ
შტრიხს და შეუმჩნევლად დატოვებს დანარჩენებს.
ინტერპრეტაცია
ინტერპრეტაცია, როგორც წესი, გულისხმობს
მოცემულ საკითხზე ავტორის დაშვების ,
მოსაზრებისა თუ რწმენის წვდომას
(მტკიცებულებებზე დაყრდნობით დასკვნების
გამოტანას).
ინტერპრეტაცია
დაშვება არის ის, რაც ინდივიდის ვარაუდით, მართალი და
გარდაუვალია. თითოეულ ადამიანს თავისი მოსაზრებები აქვს .
დაშვებები ყოველთვის არ არის პირდაპირ და გასაგებად მოცემული 2
მიზეზის გამო:
 მომხსენებელი ან ავტორი, შესაძლოა, გულისხმობდეს, რომ მისი
აუდიტორია ან მკითხველი უკვე იცნობს მის დაშვებებს და მიღებული
აქვს ისინი, თუმცა შეიძლება აუდიტორიამ ან მკითხველმა სრულიად
არაფერი იცოდეს ამ დაშვებების შესახებ
 მომხსენებელი/ავტორი სრულიად შეგნებულად თავს იკავებდეს
საკუთარი დაშვებების დეკლარირებისგან აუდიტორიის /მკითველის
მიერ მიუღებლობის შიშის გამო. სწორედ ამიტომაა საჭირო
კრიტიკულად წაკითხვის დროს ავტორისეული დაშვებების
ინტერპრეტირება.
სინთეზი

სინთეზის ეტაპზე ნაწილების ან ცალკეული


ერთეულების ურთიერთდაკავშირება ხდება.
თქვენ კავშირებისა და დაშვებების შესახებ
დასკვნების გამოტანით საწყისი მასალისგან
განსხვავებულ ახალ მთლიანობას, ქმნით.
კითხვები ანალიზის,
ინტერპრეტაციისა და სინთეზისთვის
 რა მიზნით კითხულობთ? •
 რა კითხვები გიჩნდებათ ნაშრომთან
დაკავშირებით? რომელი კითხვები
გაინტერესებთ ყველაზე მეტად ან რომელი
კითხვები იძლევა ყველაზე მეტ
შესაძლებლობას? რა ელემენტები უნდა იქნეს
დეტალურად განხილული? შედეგად, რომელი
ელემენტების იგნორირებაა შესაძლებელი ? •
კითხვები ანალიზის,
ინტერპრეტაციისა და სინთეზისთვის
 რა ინტერპრეტაციას აძლევთ ელემენტების
მნიშვნელობასა და მნიშვნელოვნებას როგორც
ინდივიდუალურ დონეზე ანუ ცალკეულ ელემენტთან, ისე
_ მთლიან ნაშრომთან მიმართებით? რა დაშვებები გაქვთ
ნაშრომის თაობაზე? ავტორის დაშვებების თაობაზე? •
 როგორ ახდენთ მათ სინთეზს? რა მიმართებაა
ელემენტებს შორის? რა მიმართებაა ამ კონკრეტულ
ნაშრომასა და სხვა შრომებს შორის? •
 რა დასკვნას აკეთებთ ნაშრომის შესახებ? რას მატებს
ეს დასკვნა ნაშრომს?
შეფასება
ხშირად კრიტიკულად კითხვა და წერა მხოლოდ
ანალიზით, ინტერპრეტაციითა და სინთეზით
შემოიფარგლება. თქვენ განმარტავთ ავტორის
ნათქვამის თქვენეულ გაგებას, მაგრამ თავად
არაფერს ამბობთ. კრიტიკულად კითხვისა და
წერისას მხოლოდ მაშინ უნდა განაცხადოთ და
დაიცვათ თქვენი პოზიცია ნაშრომის ხარისხისა
და მნიშვნელოვნების შესახებ, როდესაც მისი
შეფასებაც მოგეთხოვებთ.
შეფასება
შეფასებაში ერთად შეკრებთ თქვენს
მოსაზრებებს, განმარტავთ, თუ რატომ არიან
ისინი ზოგადად მისაღებნი და მათ
დებულებების ფორმით აყალიბებთ; ამასთან,
თავად ასაბუთებთ თქვენს თითოეულ
მოსაზრებას ორიგინალური ტექსტის ციტირების
საშუალებით.
კითხვები შეფასებისთვის
 რა რეაქცია გაქვთ ნაშრომზე? კონკრეტულად რას
ეხმაურებით ნაშრომში?
 შეესაბამება თუ არა ნაშრომი ძირითად იდეას? არის
თუ არა ფაქტები, მაგალითები და სხვა
მტკიცებულებები ნათლად და ადეკვატურად
მოცემული?
 მიაღწია თუ არა ავტორმა დასახულ მიზანს? არის
თუ არა ეს მიზანი ღირებული?
 არის თუ არა ავტორი ავტორიტეტული,
გულწრფელი და იმსახურებს თუ არა ნდობას?
კითხვები შეფასებისთვის
 არის თუ არა ნაშრომი მთლიანი? შეესაბამება თუ
არა მისი ყველა ნაწილი ძირითად იდეას? არის
თუ არა ის თანმიმდევრული – გასაგებად
მიჰყვება თუ არა მისი ნაწილები ერთმენთს?
 თუ ნაშრომი შეიცავს ფერად გრაფიკებს, სქემებს,
მულტიმედიის ელემენტებს (ელექტრონული
ვერსიის შემთხვევაში), ეს ელემენტები ნაშრომის
შინაარსს ამდიდრებენ და ავსებენ, თუ უბრალოდ
აქსესუარის ფუნქციას ასრულებენ?
კითხვები შეფასებისთვის
 მთლიანობაში რამდენად ღირებულია
ნაშრომი? რა ღირებულება აქვს მას უფრო
ფართო კონტექსტში განხილვისას?
 ეთანხმებით თუ არა ნაშრომში მოცემულ
მოსაზრებებს? შეგიძლიათ დაასაბუთოთ ან
უარყოთ ისინი?
მაგალითი
დებულება :
ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი
წიგნის გამომცემლობის გაუჩინარება ხდება,
რადგან დიდი კომპანიები შთანთქავენ
პატარებს.
მაგალითი
ანალიზი :
რატომ გააკეთა ავტორმა ეს განაცხადი?

გარკვეული სიტყვები მიუთითებს ავტორის


მიზანზე: უფრო და უფრო მეტი გამომცემლობა;
რადგან, დიდი კომპანიები შთანთქავენ
პატარებს.
მაგალითი
ინტერპრეტაცია:
“უფრო და უფრო მეტი” ნიშნავს, რომ სხვა
კომპანიებს მოუწიათ გაქრობა.
“რადგან” აკონკრეტებს მიზეზს. შთანთქავს
გულისხმობს მომხმარებლის მტაცებლურ
ქცევას. ავტორის დაშვება: დიდი კომპანიები
იქცევიან, როგორც მტაცებელი ცხოველები.
დიდი კომპანიების ამგვარი ქცევა იწვევს
პატარების გაქრობას.
მაგალითი
სინთეზი:
ავტორი ყურადღებას ამახვილებს დიდი
კომპანიების მტაცებლურ ქცევაზე, რომელთაც
აკისრებს პასუხისმგებლობას პატარა
გამომცემლობების გაუჩინრებასა და მათი
რიცხვის ტოტალურ შემცირებაზე.
მაგალითი
შეფასება :
დებულება მიმართულია დიდი
გამომცემლობების წინააღმდეგ, რომლებსაც
ეკისრებათ პასუხისმგებლობა კომპანიათა
რიცხვის საერთო შემცირებაზე. მაგრამ არის
კი მხოლოდ დიდი გამომომცემლობები
პასუხისმგებელი ამაზე ? და ბოლოს, რატომაა
კომპანიათა რიცხვის შემცირება ცუდი?
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like