Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 9

უჯრედის

ორგანელები.
სამთავრობო
ბირთვი
რეზიდენცია

ბირთვის გარსი ორი მემბრანისგან შედგება, თითოეულ


მათგანს პლაზმური მემბრანის მსგავსი აგებულება აქვს.
ბირთვის გარსის მემბრანებს შორის არსებული ვიწრო
სივრცე ნახევართხევადი ნივთიერებით არის
ამოვსებული. ბირთვის გარსის გარე მემბრანა
უშუალოდ ენდოპლაზმური ბადის მემბრანებთანაა
დაკავშირებული და მის
ზედაპირზეც რიბოსომებია განლაგებული. ბირთვის
გარსს მრავალრიცხვოვანი ნასვრეტები, ანუ ბირთვის
ფორები აქვს. მათი მეშვეობით ხდება სხვადასხვა
ნივთიერების ციტოპლაზმიდან ბირთვში გადასვა და
პირიქით.
ბირთვის შიგთავსი ამოვსებულია წვენით. მასში არის
ქრომატინი და ერთი ან რამდენიმე ბირთვაკი. ბირთვის
წვენის ძირითადი ნაწილი წყალია, რომელშიც მრავალი
ქიმიური ნივთიერებაა გახსნილი.
პლაზმური
გალავანი
მემბრანა

პლაზმური მემბრანა არის შერჩევითი განვლადობის


უნარის მქონე ბარიერის როლს ასრულებს. იგი უჯრედსა და
უჯრედშორის მატრიქსს შორის ნივთიერებათა ცვლას
არეგულირებს და უჯრედშიგა გარემოს მუდმივობას
განაპირობებს. პლაზმური მემბრანა გარს
აკრავს ციტოპლაზმას და ყოფს შიგაუჯრედულ
კომპონენტებს გარეგანი გარემოსგან. არ ატარებს
შედარებით დიდი ზომის მოლეკულებს. პლაზმური
მემბრანა დიდ როლს ასრულებს უჯრედის ფორმის
მიღებაში, ასევე სხვა უჯრედებთან შეკავშირებითა და
დაჯგუფებით ქსოვილის წარმოქმნაში. მემბრანის გავლით
ნივთიერებათა ტრანსპორტი შეიძლება იყოს პასიური-არ
საჭიროებდეს ენერგიას, ან აქტიური-მათი
ტრანსპორტირებისთვის უჯრედისაგან მოითხოვდეს
ენერგიას.
ფაბრიკა ენდოპლაზმური
ქარხნები ბადე

ნებისმიერი ეუკარიოტული უჯრედის შემადგენელი ორგანოიდი.
მისი დანახვა მხოლოდ
ელექტრული მიკროსკოპითაა შესაძლებელი. იგი ერთმანეთთან
დაკავშირებული მემბრანით შემოსაზღვრული მილაკებისა და
ღრუების სისტემაა. არჩევენ ენდოპლაზმური ბადის ორ სახეს:
გლუვსა და მარცვლოვანს. მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადის
მემბრანებზე რიბოსომები არიან განლაგებულნი, რაც მათ
ხორკლიან შეხედულებას აძლევს. მარცვლოვანი ენდოპლაზმური
ბადის ძირითადი ფუნქციაა ცილების სინთეზი. გლუვი
ენდოპლაზმური ბადის ზედაპირი გლუვია და იგი
მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცხიმების წარმოქმნაში.
გლუვი ენდოპლაზმური ბადის მემბრანებში ჩაშენებული
ფერმენტები ასინთეზებენ სხვადასხვა ფოსფოლიპიდს, ცხიმოვან
მჟავებს, სტეროიდებს, მონაწილეობენ ნახშირწყლების
გარდაქმნაში. ხორკლიანი ენდოპლაზმური ბადე კი
რიბოსომებითაა დაფარული, თუმცა ისინი ძლიერ სტაბილურ
კავშირს არ წარმოქმნიან.
გადასამუშავებელ
ლიზოსომა
ი ქარხანა

ლიზოსომები მონაწილეობს უჯრედშიგა


მონელების პროცესში. მაგალითად ისინი
ინელებენ უჯრედის მიერ გარემოდან ათვისებულ
ნივთიერებებს. ამ
პროცესს ჰეტეროფაგია ეწოდება. ლიზოსომის
მეორე
დანიშნულება ციტოპლაზმური ორგანელების
განახლებაა. მონელების პროდუქტები
(დაბალმოლეკულური ნაერთები)
ცხოველქმედების პროცესში უჯრედის მიერ
ხელმეორედ გამოიყენება.
გოლჯის
საწყობი
აპარატი

გოლჯის კომპლექსი უჯრედის ორგანოიდი,


მემბრანული სტრუქტურა, რომელშიც
წარმოიქმნება რთული ნაერთებით სავსე
ბუშტუკები. გოლჯის კომპლექსის აგებულება
ცხოველურ და მცენარეულ უჯრედებში მსგავსია.
იგი გლუვი მემბრანებისგან აგებული
გაბრტყელებული ცისტერნების რთული
სისტემაა. გოლჯის კომპლექსში წარმოქმნილ
ბუშტუკებში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლე
ბისაგან წარმოქმნილი ნივთიერებები გროვდება
და გამოიყოფა უჯრედის გარეთ ან გამოიყენება
უჯრედში.
ენერგეტიკული
მიტოქონდრია
სადგური

მიტოქონდრია წაგრძელებული ფორმის წარმონაქმნები.


ფორმა და ზომა განსხვავებულია. ისინი შეიძლება
ჩხირისებრი და ოვალური ფორმის იყოს. მათი
რაოდენობა დამოკიდებულია უჯრედის ფუნქციურ
აქტივობაზე. სუნთქვის პროცესი მიტოქონდრიებში
მიმდინარეობს. მიტოქონდრიის გარსი ორი მემბრანისგან
შედგება. სივრცე შიგნითა მემბრანის შიგნით
ამოვსებულია თხევადი ნივთიერებით — მატრიქსით.
შიგნითა მემბრანასა და მატრიქსში მოთავსებულია
ფერმენტები, რომლებიც ორგანულ ნივთიერებებს წვავენ.
იგი შემოსაზღვრულია ორმაგი მემბრანით. მის შიგნით
მოთავსებულია რიბოსომები, დნმ-ს რამდენიმე
მოლეკულა და რნმ. შიგა მემბრანაში ჩაშენებულია
ფერმენტები, რომლის მეშვეობითაც ხდება
ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიის წარმოქმნა
რკინიგზა ციტოჩონჩხი

ციტოპლაზმა მრავალრიცხოვანი
ცილოვანი ძაფებით არის დასერილი,
რომლებიც "ჩონჩხის" ფუნქციას
ასრულებს და უნარჩუნებს უჯრედს
შედარებით მუდმივ ფორმას.
ციტოპლაზმაში მიმდინარეობს
ნივთიერებათა ცვლის პროცესი. იგი
აერთიანებს ყველა ორგანოიდს,
უზრუნველყოფს მათ ურთიერთქმედებას.
გმადლობთ
ყურადღებისთვის
პროექტზე მუშაობდნენ 175-ე საჯარო
სკოლის 10/4 კლასის მოსწავლეენი:
გოგა ჭანტურია და ელენე
მერაბიშვილი

You might also like