Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 13

როგორი იქნებოდა ცხოვრება

მათემატიკის გარეშე- 12 რამ,


რასაც ვერ შევძლებდით
ცუდი წარმოსადგენია, მაგრამ
წარმოიდგინეთ, რომ კენჭის გავლა გაქვთ
და რა თქმა უნდა, არ იცით, რომ ეს
კენჭია. არ არსებობს არც გამაყუჩებელი,
არც სპაზმის მომხსნელიუ,რომელიც
თირკმლიდან კენჭს უსისხლო ოპერაციის
გზით მოგაშორებდათ.
შეგახსენებთ, რომ ყველა მედიკამენტი თუ
მეთოდი პრეკლინიკურ და კლინიკურ
ცდებს გადის, რომლის შემდეგაც
სტატისტიკურად დგინდება და ზუსტდება
უკუჩვენებები, უსაფრთხოება, და ა.შ.
იგივე მოხდებოდა ვაქცინის შემთხვევაში
და მილიონობით ბავშვსა თუ ადამიანს
გასულ საუკუნეში ყვავილით, ახლა კი უკვე
კორონავირუსით სიკვდილისგან ვერ
ვიხსნიდით.
პანდემიები, ომები, ჰიგიენის დაცვის
შეუძლებლობა, ბავშვთა სიკვდილიანობა,
ჯანდაცვის სერვისების არარსებობა — ეს ის
ფაქტორებია, რომლებიც დედამიწის
მოსახლეობის ზრდას დღევანდელთან
შედარებით შეაფერხებდა. ადამიანის
ცხოვრების ხარისხისა და ხანგრძლივობის
ზრდა სწორედ რომ მეცნიერების
დახმარებით ხერხდება. მეცნიერება და მისი
ყველა მიმართულება კი მთლიანად
დამოკიდებულია მათემატიკაზე. თუ
მათემატიკა არ გვექნებოდა, მეომრებსაც ვერ
დავითვლიდით, ვერც საპონს
გამოვიგონებდით, ესეც რომ არა, რამდენიც
არ უნდა ვყოფილიყავით, მაინც არ
გვეცოდინებოდა, რადგან ვერაფრით
დავითვლიდით
ჰოდა ვერც იმას გაიგებდით, რომ
დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი
24 საათიანია. როგორც უძველეს
ადამიანებს, მოქმედების განსასაზღვრად
მხოლოდ მზის ამოსვლისა და ჩასვლის
იმედად ყოფნა მოგვიწევდა და ისიც არ
გვეცოდინებოდა, იყო თუ არა შანსი, რომ
მზე ისევ ამოსულიყო. ამინდის პროგნოზიც
არ გვექნებოდა, რა თქმა უნდა,
შესაბამისად, ვერ დავგეგმავდით
ვერანაირ გარე სამუშაოს. არ
გვეცოდინებოდა, რა დროა ახლა, რა
დრო იყო, ან იქნება. მოკლედ, სერიოზულ
გაუგებრობასა და დაბნეულობაში
ვიქნებოდით.
მათემატიკის გარეშე, მოსახლეობის
უმეტესობა ჯერ კიდევ მზის გულზე
იმუშავებდა, რადგან ინდუსტრიული
რევოლუციის მთავარი მახასიათებლის —
ქარხნების გაჩენა წარმოუდგენელი
იქნებოდა. დღეს ნებისმიერი პროდუქტის
წარმოება, მთლიანად მათემატიკაზეა
დამოკიდებული. მათემატიკა რომ არა,
საწარმოო პროცესის მექანიზაციის
საჭიროებას ვერაფრით
დავაკმაყოფილებდით. ადამიანს მძიმე
სამუშაოს შესრულებისას დანადგარები
ვერ ჩაანაცვლებდნენ, ან, ვინ იცის, იქნებ
მომთაბარეობისთვისაც არ მიგვენებებინა
თავი და ნეოლითური რევოლუციაც არ
მომხდარიყო (10 000 წლის წინ).
წარმოიდგინეთ კულინარია დოზირების
გარეშე... ინგრედიენტების შერევით
რამე საკვების მიღება კი
შესაძლებელია, მაგრამ კულინარიაში
დიდი მნიშვნელობა აქვს დოზირებას,
ტემპერატურას და ა.შ. მოკლედ, თუ
ტკბილი მოგინდებოდათ და ერთი
კოვზის ნაცვლად 5 კოვზის
რაოდენობის საფუარს გამოიყენებდით,
საქმე გამოცხობამდეც ვერ მივიდოდა.
ნუ, ისედაც ვერ მივიდოდა, რადგან
სავარაუდოდ, საფუარს ვერ
აწარმოებდნენ, ვერც ნამცხვრისთვის
გამოსადეგ ფქვილს
შეიძლება, მათემატიკის გარეშე
გამოქვაბულიდან კი გამოვედით, მაგრამ
სახლების შენება მის გარეშე ნამდვილად
არ დაგვიწყია. ნუ, პროფესია
არქიტექტორიც არ იარსებებდა
სავარაუდოდ, ხოლო ხის სახლები,
რომლებშიც ალბათ ვიცხოვრებდით,
ბავშვის დახატულს ემსგავსებოდა.
უსწორმასწორო და სხვადასხვა ზომის
კედლები ჭერს ცუდად დაიჭერდა,
შეიძლება სახლს ჩვენს სიმაღლეზე
დაბალი კარებიც ჰქონოდა. ასეთი სახლი
კი უსაფრთხო თავშესაფრად ვერ
გამოგვადგებოდა. იქნებ, ისევ
გამოქვაბულში დავბრუნებულიყავით?
ვერასდროს ვერაფრით
გავიგებდით, რა რა ღირს, რადგან
ფული არ გვექნებოდა.
სამაგიეროდ, ხორბალს ხორცში
გავცვლიდით, სიმინდს ყველში და
ეს უფრო გაცვლა იქნებოდა, ვიდრე
საყიდლებზე სიარული. თუმცა,
მუდმივ დავაში ვიქნებოდით,
რადგან არ გვეცოდინებოდა, რა
წონის ხორბალს ვცვლით რა წონის
ხორცში. მეორე ადამიანის "თვალის
ზომა" კი შეიძლება თქვენსას სულ
არ დამთხვეოდა.
ნებისმიერი გამოგონება დიდ
მათემატიკურ ცოდნას მოითხოვს. დღეს
შეიძლება იდეა გქონდეთ, ხოლო
პროტოტიპის შესაქმნელად გუნდთან
ერთად იმუშავოთ, თუმცა, თუ
მათემატიკის გარეშე მსოფლიოს
წარმოვიდგენთ, ვერ შევქმნიდით
კაცობრიობისთვის გარდამტეხ ვერცერთ
გამოგონებას. არ გვექნებოდა
ელექტროენერგია, ნათურა,
წყალსადენი მილები, შემდეგ კი სწრაფი
ელექტრომატარებლები. მოკლედ,
ველოსიპედს ვერ
გამოვიგონებდით, ვერც
პირველად და ვერც ახლიდან
დავიწყოთ იქიდან, რომ მოგზაურობისთვის
ტრანსპორტი არ გვეყოლებოდა.თუმცა, მაინც
წარმოიდგინეთ, რომ ფეხით მიდიხართ სხვა
ადგილის მოსანახულებლად, მაგრამ
მოსანახულებელი არც არაფერია.
"არქიტექტურული შედევრები", რომლის
აშენებასაც ცოტა ხნის წინ, მათემატიკის
არსებობის გარეშე ეცადნენ, ქვების გროვებად
ქცეულა, ადგილობრივებს კი ვერ აგებინებთ,
რატომ უნდა გაგიცვალონ სიმინდი ვაშლში.
ვერც ფოტოებს გადავიღებთ, რადგან
მათემატიკის გარეშე სამყაროში
ფოტოაპარატი ვერ გამოიგონეს.მხოლოდ
ისევ მომთაბარეები თუ ვიქნებოდით, იქნებ
წყალთან სიახლოვის შემთხვევაში, ეს ახალი
ადგილი გვექცია დროებით სახლად?
ახლა კოსმოსური აღმოჩენები და მისიები
საკმაოდ ხშირია, თუმცა დედამიწას გაცდენა
მათემატიკის გარეშე წარმოუდგენელზე
წარმოუდგენელი იქნებოდა. კოსმოსური
ტელესკოპები, ხომალდები, რაკეტები და
საერთაშორისო კოსმოსური სადგური იდეადაც
ვერ გვექნებოდა მათემატიკა რომ არა.
ინჟინერია მათემატიკის გარეშე საერთოდ არ
იარსებებდა. ისე, მათემატიკის გარეშე
კოსმოსური აღმოჩენები კი არა, დედამიწაზეც
უამრავი რამ დაგვრჩებოდა აღმოუჩენელი.
მაგალითად, ამერიკის კონტინენტი.
დაკვირვებიხართ, როგორაა
გადანაწილებული მარცვლები ამ
საოცარი პოემის თითოეულ ტაეპში.
როგორი სიზუსტითაა
გაანგარიშებული თითოეული
მათგანი. ჰოდა მათემატიკის გარეშე
ეს არ მოხდებოდა. ვერც დიდგორის
ომს მოვიგებდით. ხელოვნების
ნიმუშებსაც ვერ ვიხილავდით,
რომლებიც სიმეტრიების დაცვითა და
გეომეტრიის წესების მიხედვითაა
შექმნილი და საერთოდ, მათემატიკის
გარეშე პოეზიაც ვერ იარსებებდა.
დასასრულს კი, მათემატიკური აზროვნება
თითქოს რაღაც ძალიან სასარგებლო
პროგრამაა, რომელსაც კაცობრიობა
ათასწლეულებია წერს და აახლებს. ჩვენ ის
უბრალოდ უნდა „გადმოვწეროთ“ და თავში
„დავაინსტალიროთ“. ამის შემდეგ კი ის
დაგვეხმარება სამყაროს სწორად აღქმაში,
სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებასა
და მთლიანად, ცხოვრებაში.

You might also like