Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 13

არაბები საქართველოს საზღვრებს VII საუკუნის 50-იან წლებში მოადგნენ.

654 წელს მათ დაამარცხეს ბიზანტიელები სომხეთში და საქართველოს


საზღვრებს მოადგნენ. ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ II-მ არაბთა
სარდალს ჰაბიბ იბნ-მასლამას დაზავება შესთავაზა.
არაბთა სარდალმა ქართლის ერისმთავარს გაუფორმა შესაბამისი
ხელშეკრულება- ,,დაცვის სიგელი“. ამ ხელშეკრულების თანახმად,
ქართველებს დაეკისრათ საკომლო გადასახადი-ჯიზია.
VII საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიამ მეფობა გააუქმა ლაზიკაში და მის
მმართველს პატრიკიოსის ტიტული მიანიჭა. ამან ლაზიკაში აჯანყება
გამოიწვია. პარტიკიოსმა სერგი ბარნუკის ძემ 697 წელს არაბები
დასავლეთ საქართველოში გადაიყვანა.
724 წელს არაბთა სარდალმა, ჯაჰარმა გაახლა ,,დაცვის სიგელი“ და
ქართველებს ჯიზიასთან ერთად დააკისრა ახალი საადგილმამულო
გადასახადი-ხარაჯაც.
730 წელს ხაზართა დიდი ჯარი დარიალის გზით შემოიჭრა ქართლში, მას
დახმარებას უწევდა ქართლის ერისმთავარი, უჩვენებდა არაბი რაზმების
განლაგების ადგილებს, რის შემდეგაც ხაზარებმა შეძლეს არაბთა
დამარცხება.
არაბთა ხალიფამ ამიერკავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და
ხაზართა გასანდგურებლად გამოგზავნა უზარმაზარი ლაშქარი მურვან იბნ
მუჰამედის მეთაურობით, მას სისასტიკის გამო ქართველებმა ,,ყრუ“
შეარქვეს.
ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ III დასავლეთ საქართველოში გადავიდა.
მურვანმა აიღო ეგრისის დედაქალაქი-სამგალავნიანი ციხეგოჯი, აიღო ქ. ცხუმი და
მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც გამაგრებულნი იყვნენ სტეფანოს ერისმთავრის
შვილები-მირი და არჩილი. მურვან-ყრუმ ვერ აიღო ანაკოფია და უკან გამობრუნდა.
მურვან-ყრუს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს არგვეთის მთავრებმა-დავით და
კონსტანტინე მხეიძეებმა. ტყვედ ჩავარდნილებს მურვან-ყრუმ გამაჰმადიანება შესთავაზა,
უარის მიღების შემდეგ კი აწამა და დახოცა. ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.
მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ, არაბებმა ქვეყნის მართვის
სადავეები ხელში ჩაიგდეს. მათ არ გაუუქმებიათ ერისმთავრობა,
მაგრამ ის დაუმორჩილეს არაბ მოხელეს-ამირას.
VIII საუკუნის მეორე ნახევარში, არაბთა წინააღმდეგ ქართლის ბრძოლას სათავეში
ედგა ერისმთავარი ნერსე II, ხალიფასთან დაიბარეს, დაატყვევეს და სამი წელი ტყვედ
ყავდათ. ქართლში დაბრუნებულ ნერსეს არაბეთიდან ჩამოჰყვა არაბი ჭაბუკი აბო,
რომელმაც მიიღო ქრისტიანობა და ამის გამო ის 786 წელს არაბებმა აწამეს.
853 წელს თბილისის ამირა-საჰაკის დასასჯელად ქართლი დალაშქრეს
არაბებმა, რომელთაც სათავეში ედგა ბუღა-თურქი. მან თბილისი აიღო,
გადაწვა, ამირა საჰაკი მოკლა (თავი მოკვეთა) და ქალაქის მოსახლეობის
დიდი ნაწილი გაჟლიტა.
854 წელს ბუღა თურქი ისევ შემოესია საქართველოს, მისმა ჯარებმა ააოხრეს 
კახეთის პროვინცია გარდაბანი. მიუხედავად ბუღას გარკვეული
წარმატებებისა, მისი ლაშქრობის მთავარი მიზანი – არაბთა ბატონობის
განმტკიცება – მიუღწეველი დარჩა.
914 წელს არაბთა სახალიფოს ნახევრად დამოუკიდებელი ვასალის, სამხრეთ  
აზერბაიჯანის ამირა აბუ ლ-კასიმ საჯის ლაშქრობის მიზანი იყო არაბთა შერყეული
ხელისუფლების განმტკიცება. აბუ ლ-კასიმმა კახეთის, ქართლის , სამცხე -ჯავახეთის
ცალკეული რაიონები დაარბია, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღო .

You might also like