Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 8

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა

თანამეგობრობა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) 1991 წელს


რუსეთის,ბელორუსისა და უკრაინის შემადგენლობით ბელორუსიაში შეიქმნა.ორგანიზაციის
ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო პრეამბულისა და 14 მუხლისგან შემდგარი
დოკუმენტი. მოგვიანებით ამ ორგანიზაციის წევრები გახდნენ ასევე სსრ კავშირის
ყოფილი,შუა აზიის მოკავშირე რესპუბლიკები და ყაზახეთი.ასევე ყოფილი ამიერკავკასიის
სახელმწიფოები.ყველაზე ბოლოს დსთ-ს მოლდოვა შეუერთდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია, ან ალიანსი, შედგება 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან:
აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი,
ყაზახეთი და ყირგიზეთისგან. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი
წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა

დსთ-ს შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად


მოხდა და რუსეთის ლიდერთა მტკიცებით მისი
დანიშნულება საბჭოთა რესპუბლიკებს შორის
ცივილური განქორწინების განხორციელება უნდა
ყოფილიყო. თუმცა მრავალ დამკვირვებელთა
აზრით დსთ -ს რუსეთისთვის საშუალება უნდა მიეცა
შეენარჩუნებინა გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე.
თანამეგობრობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მისმა
წევრებმა მრავალ საერთო შეთანხმებას მოაწერეს
ხელი ეკონომიკის, თავდაცვისა და საგაერო
პოლიტიკის ინტეგრაციისა და კოოპერაციის
თაობაზე. პოპულარული წარმოდგენის მიუხედავად
დსთ კონფედერაცია არ არის.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა

მიმდინარე წევრები: ყოფილი წევრები/ასოცირებული


წევრები:
 რუსეთი (1991)
 თურქმენეთი (1991 და
 ბელარუსი (1991)
გამოვიდა 2005, მას შემდეგ
 მოლდოვა (1991) ასოცირებული წევრია)
 ყაზახეთი (1991)  საქართველო (1993, 2008-ში
 აზერბაიჯანი (1991) გაკეთდა განცხადება გასვლის
სურვილთან დაკავშირებით, 2009
 სომხეთი (1991) წლის 18 აგვისტოს საქართველო
 ყირგიზეთი (1991) ოფიციალურად გამოვიდა დსთ-
დან)
 უზბეკეთი (1991)
 უკრაინა (1991 და გამოვიდა
 ტაჯიკეთი (1991) 2018)
ისტორია
რუსეთის ფედერაცია, უკრაინა და ბელორუსია გაეროში
საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკები არც საკუთრივ შიგნიდან
მინიჭებული საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსით და არც საგარეო, ანუ
საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსისით არ იყვნენ თანასწორები (თუმცა
საბჭოთა კონსტიტუციით ეს დეკლარირებული იყო). კერძოდ,
საერთაშორისო სტატუსის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას, უკრაინას
და ბელორუსიას - თვით საბჭოთა კავშირის მიერ მინიჭებული ჰქონდათ
ძალზე არსებითი უპირატესობები. როდესაც გაერთიანებული ერების
ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს საბჭოთა კავშირმა - რათა მისი
წარმომადგენლობის მაქსიმიზება მოეხდინა - საერთაშორისო
საზოგადოება აიძულა დამაფუძნებელი წევრების სახით მიეღოთ და
გაეროს შექმნის ქარტიის ხელმომწერებად დაეშვათ: რუსეთის
ფერდერაციული რესპუბლიკა, ბელორუსია და უკრაინა. 1958 წლიდან ნიუ-
იორკში დაარსდა ბელორუსიის მუდმივი წარმომადგენლობა. უკრაინა
საბჭოთა პერიოდში ორჯერ იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი (1948-
1949, 1984-1985).
საქართველო და დსთ

 საქართველოს გაწევრიანება დსთ-ში


 თავიდანვე თანამეგობრობა დსთ-ის წევრ სახელმწიფოებში აღქმული იყო,
ერთი მხრივ, სსრკ-ის აღდგენის გარკვეულ მცდელობად, ხოლო, მეორე
მხრივ, ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების ცივილიზებული „გაყრის“
მექანიზმად. ამიტომაც, თავდაპირველად, საქართველო არ მიისწრაფოდა
ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ 1990-იანი წლების
დასაწყისში არსებული სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის
და რუსეთის გამუდმებული ზეწოლის პირობებში, 1993 წლის 8 ოქტომბერს
საქართველომ მიმართა დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა
საბჭოს დსთში საქართველოს გაწევრიანების წინადადებით, რაც ძალაში
შევიდა 1993 წლის 3 დეკემბერს. დსთ-ის ფარგლებში, საქართველომ
მოახერხა მიღება ისეთი დოკუმენტებისა, სადაც ხაზგასმულია
საქართველოს ტერიტ. მთლიანობა და საზღვრების ურღვევობა (კერძოდ,
1996 წლის 31 იანვრის დსთ-ის სამიტის დადგენილება).
 საქართველოს გამოსვლა დსთ-დან
 რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის, მასში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო
ძალების მონაწილეობის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის
სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების გამო, 2008 წლის 12 აგვისტოს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება დსთ-იდან
საქართველოს გამოსვლის თაობაზე. 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს
პარლამენტმა ერთხმად (117 ხმით) მიიღო დადგენილებები ამ საკითხთან
დაკავშირებით.

 2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით


აცნობა დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტს საქართველოს პარლამენტის აღნიშნული
დადგენილებებისა და დსთ-იდან საქართველოს გამოსვლის შესახებ. შესაბამისად,
2008 წლის 18 აგვისტოდან საქართველომ თავიდან მოიხსნა დსთ-ის წევრობიდან
გამომდინარე ყველა ვალდებულება. დსთ-ის წესდების (მ. 9) თანახმად, 2009 წლის
18 აგვისტოსათვის დასრულდა დსთ-იდან საქართვ. გამოსვლის ფორმალური
პროცედურა. ამავე დროს, სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969 წ.
კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის ძალაში დარჩა დსთ-ის ფარგლებში
დადებული რიგი საერთაშაშორისო მრავალმხრივი შეთანხმება, რომლებშიც
მონაწილეობა არ არის შეზღუდული დსთ-ის წევრობით. მათ შორის, შეთანხმება დსთ-
ის მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ, შეთანხმება
თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ, კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და
სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი
ურთიერთობის შესახებ და ა.შ.
დსთ-ს სტრუქტურა
 დსთ-ს სახელმწიფო მეთაური
 საპარლამენტთაშორისო ანსამბლეა
 მთავრობის მეთაურთა საბჭო
 თავდაცვის მინისტრთა საბჭო
 საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა

 წევრი ქვეყნები: 9 წევრი ქვეყანა; 1 ასოცირებული წევრი


 შტაბ-ბინა: მინსკი, ბელარუსი
 ჩამოყალიბდა: 21 დეკემბერი, 1991
 აღმასრულებელი მდივანი: სერგეი ლებედევი

You might also like