Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწფიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


სამართალმცოდნეობის სპეციალობა
I კურსი

„მონღოლთა ბატონობა საქართველოში“

პროექტზე მუშაობდა: ქეთი ღლონტი

ბათუმი, 2020
გეგმა
 მონღოლების პირველი ლაშქრობები საქართველოში
 მონღოლური აღწერები
 აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ
 მონღოლთა უღლისაგან განთავისუფლება
 შედეგები
მონღოლების პირველი ლაშქრობები
საქართველოში
მონღოლები პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან.
1220-1221 წლებში სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ
დაამარცხეს, მაგრამ რადგან სადაზვერვო მიზნები ჰქონდათ მალევე უკან
გაბრუნდნენ. 1235 წელს მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში.
ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს.
ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში
ჩაიკეტნენ, შემდეგ კი, 1243 წელს მტერს დანებდნენ. მეფე რუსუდანმა
დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და
წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის
დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. ქვეყანას
ხარკი 50 ათასი პერპერა და მონღოლთა სასარგებლოდ ჯარის გამოყვანა
დაეკისრა. დამოუკიდებლობას მხოლოდ დასავლეთ საქართველო
ინარჩუნებდა. ამასობაში 1245 წელს მეფე რუსუდანი გარდაიცვალა და ქვეყანა
უმეფოდ დარჩა.
საქართველოში დამკვიდრების შემდეგ მონღოლებმა
ქვეყანა რვა რეგიონად ანუ დუმნად დაჰყვეს, რომელთა
სათავეშიც ქართველი ფეოდალები ჩააყენეს. დუმნებად
დაყოფა და მეფის არყოფნა ქვეყანაში მიუღებელი იყო
დიდებულებისთვის. მმართველობის მონღოლური
სისტემის შემოღებით მათ თავიანთი სოციალური და
პოლიტიკური პრივილეგიების დაკარგვის საფრთხე
დაინახეს. ამიტომ არსებული ვითარების გამოსწორება
სცადეს კოხტასთავის შეთქმულებით, რომელიც
მონღოლთათვის ცნობილი გახდა და მონაწილეები
დააპატიმრეს. გადარჩნენ ცოტნე დადიანი და რაჭის
ერისთავი კახაბერისძე, რომლებმაც ადრე დატოვეს
კრება. დაპატიმრებულები ანისში წაიყვანეს. ქართველი
ფეოდალები ერთხმად ამბობდნენ, რომ ისინი ასაკრეფ
ხარკთან დაკავშირებით შეიკრიბნენ, მაგრამ
მონღოლებმა ეს არ დაიჯირეს და ისინი დასაჯეს.
აჯანყება ჩაიშალა. ცოტნე დადიანის თავგანწირვამ კი
მონღოლები ქართველების უდანაშაულობაში დაარწმუნა
და დაპატიმრებულები გაანთავისუფლეს.
საჭირო იყო საქართველოს ტახტის კანონიერი მემკვიდრის მოძებნა, რადგან
რუსუდანის ძე-დავითისაგან არაფერი ისმოდა, დიდებულებმა არჩევანი ლაშა-
გიორგის ვაჟ დავითზე შეაჩერეს, რომელიც რუსუდანის ბრძანებით რუმის სასულთნოში
იყო გადასახლებული. საქართველოს სამეფო ტახტზე ორი მემკვიდრე აცხადებდა
პრეტენზიას. 1247 წელს მონღოლებმა ერთდროულად ორი მეფე დანიშნეს.
თავდაპირველად ორივე თბილისში იჯდა. სიგელებზე ერთად აწერდნენ ხელს და
საერთო ფულსაც ერთად ჭრიდნენ, მაგრამ 1253 წლისათვის ქვეყანა ორად გაიყვეს.
დავით ნარინი ქუთაისში გადავიდა და დასავლეთ საქართველოში დაჯდა
მეფედ,ხოლო დავით ულუს აღმოსავლეთ საქართველო ერგო.
მონღოლური აღწერები
 1254-1256 წლებში მონღოლებმა ჩაატარეს აღწერა,იმისთვის რათა გაერკვიათ
რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლო მთელ იმპერიას და რა ოდენობის
გადასახადების აკრეფა იყო შესაძლებელი. მონღოლებმა აღწერეს არა მარტო
ადამიანები, არამედ საქონელი, სარწყავი მილები, ბაღ-ვენახები და სხვა.
მონღოლური გადასახადები იყო მალი, ყაფჩერი, საიამე, დამღა, ულუფა და სხვა.
თავდაპირველად გადასახადებს ადგილობრივი ფეოდალები კრეფდნენ, მაგრამ
შემდეგ ეს საქმე მონღოლ მოხელეებს-ბასკაკებს დაევალათ,რომლებიც ერთი და
იმავე გადასახადს მოსახლეობისგან თვეში რამდენჯერმე იღებდნენ. მონღოლთა
საგადასახადო ბეგარა აუტანელს ხდიდა გლეხების მდგომარეობას.განსაკუთრებით
კი წვრილი ფეოდალთათვის იქცა მძიმე ტვირტად,რადგან ხარკის აკრეფაზე ისინი
იყვნენ პასუხისმგებელი.
აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ
1256 წლამდე მონღოლთა ხელისუფლება საქართველოში დიდი
ყაენის მოხელეთა მეშვეობით ხორციელდებოდა. 1256 წელს ჩინგიზ-
ყაენის შვილიშვილმა ჰულაგუმ ირანში საფუძველი ჩაუყარა ილხანთა
ანუ ჰულაგუიანთა სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველო
ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. ქვეყანაში იგზავნებოდა
დამპყრობელთა ჯარი და მაღალი რანგის სამხედრო მოხელე,
რომელიც თვალყურს ადევნებდა მეფეთა მოქმედებას. XIII საუკუნის
60-იანი წლებიდან ხანგრძლივი ბრძოლა წარმოებდა ოქროს ურდოს
მბრძანებლებსა და ილხანებს შორის. ამ ბრძოლის ასპარეზი
საქართველო იყო, რაც დიდ ზარალს აყენებდა ისედაც
გაპარტახებულ ქვეყანას. გახშირდა აჯანყებები დამპყრობელთა
წინააღმდეგ. 1259 წელს იფეთქა ანტიმონღოლურმა აჯანყებამ,
რომელსაც სათავეში ჩაუდგა დავით VI ნარინი. საგანგებოდ
გამოგზავნილმა მონღოლთა ლაშქარმა ვერ შეძლო აჯანყების
ჩაქრობა. დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 1260
წელს დავით VII ულუც აჯანყდა და უარი განაცხადა მონღოლებთან
ერთად ეგვიპტეში ლაშქრობაზე. აჯანყება უშედეგოდ დამთავრდა.
1264 წელს დავით ულუ იძულებული გახდა შეთანხმებოდა
მონღოლებს. სამეფო ორად გაყოფილი აღმოჩნდა. ამიერიდან
დასავლეთ საქართველო აღარ ემორჩილებოდა მონღოლებს.
 მონღოლები ცდილობდნენ რომ მორჩილებაში ჰყოლოდათ ქვეყანა, და ამისათვის ისინი
ყველანაირ ძალ-ღონეს ხმარობდნენ იმისთვის რომ გადაებირებინათ ადგილობრივი
ფეოდალები და სამღვდელოება, ხელოვნურად შეექმნათ ფეოდალური დაქსაქსულობა,
მხარს უჭერდნენ ცალკეულ მთავართა სეპარატულ მისწრაფებებს.ქართველებს კიდევ ერთი
მძიმე მოვალეობა დაეკისრათ: სიბაზე დგომა. სიბა იყო გამაგრებული თავდაცვითი ზღუდე.
სიბაზე მდგომ ქართველთა ლაშქარს ოქროს ურდო ჯარი უნდა შეეჩერებინა. დავით ულუს
ბრძოლა მოუხდა საქართველოში შემოჭრილ ოქროს ურდოს ყაენ ბერქასთან. მიუხედავად
იმისა, რომ ბერქე-ყაენს თბილისი არ აუღია, მან მაინც გამოუსწორებელი ზარალი მოუტანა
საქართველოს. სიბაზე უმძიმესი პირობები იყო შექმნილი. გავრცელებული იყო ეპიდემიური
დაავადებები,რასაც 1270 წელს თვით მეფე დავით ულუ და მისი ვაჟი გიორგი უფლისწულიც
კი ემსხვერპლნენ.
მონღოლთა უღლისაგან

გათავისუფლება
1297 წელს აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ იფეთქა მძლავრმა ანტიმონღოლურმა
აჯანყებამ დავით დემეტრეს ძის მეთაურობით. აჯანყება უზარმაზარ ტერიტორიას მოედო
და დიდხანს გაგრძელდა. მონღოლებმა არაერთხელ გამოგზავნეს მის ჩასახშობად
ლაშქარი, რომლის თარეშმაც ძლიერ დააზიანა ქვეყანა. XIV საუკუნის მეორე ათეულში,
როცა ილხანთა ტახტზე მცირეწლოვანი აბუ საიდი იჯდა, გიორგი V-მ ენერგიული
მოქმედებით თანდათან დაიმორჩილა მთავრები და ერისთავები, 1328 წელს მან
ისარგებლა ილხანთა კარზე ამტყდარი არეულობით, მონღოლთა ლაშქარი
საქართველოდან განდევნა და ხარკის მიცემა შეუწყვიტა, ამიერიდან ქვეყანა
ფაქტობრივად გათავისუფლდა მონღოლთა ბატონობისაგან, თუმცა ფორმალურად ის
კვლავ ილხანთა ვასალად ითვლებოდა.
მონღოლთა დაპყრობის შედეგები
• მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოში
მეურნეობა მოიშალა, ქალაქები და სოფლები
დაიცალა და გავერანდა, მოსახლეობა ბრძოლებში
გაწყდა ან გაიქცა. ვაჭრობა, აღებ-მიცემა ჩაკვდა,
სახელოსნო წარმოება დაეცა. ქვეყანა დაცემა-
დაქვეითების გზას დაადგა.
მადლობა
ყურადღებისათვის

You might also like