Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 32

• ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 ჰიპოფიზის ადენომა

VI კურსის სტუდენტი: ნათია ფუტკარაძე


გეგმა

 ჰიპოფიზი აგებულება და ფუნქცია


 ეტიოლოგია 
 Რისკ-ფაქტორები
 ადენომის კლასიფიკაცია 
 Კლინიკური სურათი 
 Დიაგნოსტიკა 
 Მკურნალობის მეთოდები 
რა არის ჰიპოფიზი?

ჰიპოფიზი - მდებარეობს თავის ტვინის


ვენტრალურ ზედაპირზე თავის ქალას ფუძეზე
სოლისებრი ძვლის თურქული კეხის ფუძეზე.
(glandula pituitaria) – შინაგანი სეკრეციის
ჯირკვალი,უკავშირდება ტვინის
ფუძეს.უშუალო გავლენას ახდენს მასზე
დამოკიდებული პერიფერიული
ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და
არეგულირებს მათ ფუნქციებს.
 ჰიპოფიზი გამოიმუშავებს შემდეგ ჰორმონებს:
• ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH) - ACTH იწვევს თირკმელზედა
ჯირკვლების ისეთი ჰორმონების გამოყოფას, როგორებიცაა კორტიზოლი და
ალდოსტერონი. ეს ჰორმონები არეგულირებენ ნახშირწყლების/ცილის ცვლასა და
წყალ/ნატრიუმის ბალანსს;
• ზრდის ჰორმონი (GH) - ეს არის ძირითადი ჰორმონი, რომელიც არეგულირებს
მეტაბოლიზმსა და ზრდას;
• მალუთეინიზირებელი ჰორმონი (LH) და ფოლიკულის მასტიმულირებელი
ჰორმონი (FSH) - ეს ჰორმონები აკონტროლებენ სასქესო ჰორმონების  
გამომუშავებას და მნიშვნელოვანია ქალებში მენსტრუაციის რეგულირებისთვის;
• მელანოციტების მასტიმულირებელი ჰორმონი (MSH) - MSH არეგულირებს
მელანინის, მუქი პიგმენტის გამომუშავებას კანში, მელანოციტების მეშვეობით.
მელანინის გაზრდილი გამომუშავება იწვევს კანის პიგმენტაციას ან გარუჯვას.
• პროლაქტინი (PRL) - ეს ჰორმონი ასტიმულირებს დედის რძის სეკრეციას;
• ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH) - TSH ასტიმულირებს
ფარისებრ ჯირკვალს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოყოფაში.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აკონტროლებენ ბაზისურ მეტაბოლიზმს და
მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ზრდასა და მომწიფებაში. ფარისებრი ჯირკვლის
ჰორმონები გავლენას ახდენენ სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე;
• ვაზოპრესინი/ანტიდიურეზული ჰორმონი (ADH) - ეს ჰორმონი ხელს უწყობს წყლის
შეკავებას.
ეტიოლოგია

 გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა უკავშირებენ დნმ-ის შემთხვევით


ცვლილებებთან
 ეს ცვლილებები იწვევს ჰიპოფიზის უჯრედების არანორმალურობას
და უკონტროლო ზრდას, წარმოქმნის სიმსივნეს
 თავის ტვინის სიმსივნეების 10-15% ს შეადგენს
 20-25% აუტოფსიით დგინდება ფიპოფიზის ადენომის არსებობა.
Რისკ-ფაქტორები 

 მაიონიზებელი გამოსხივება
 თავის ტრავმა
 ძუძუს კიბოსთან კავშირი
 ოჯახური ისტორია
ჰიპოფიზის
ადენომა
 ჰიპოფიზის ადენომა მეოთხე ყველაზე
გავრცელებული ინტრაკრანიალური სიმსივნეა
გლიომების, მენინგიომებისა და შვანომების შემდეგ.
ჰიპოფიზის ადენომების  უმრავლესობა
კეთილთვისებიანია და შედარებით ნელა იზრდება.
 ადენომა არის ყველაზე გავრცელებული დაავადება,
რომელიც გავლენას ახდენს ჰიპოფიზის ჯირკვალზე.
ეს სიმსივნეები ყველაზე ხშირად აზიანებენ 30-40
წლის ადამიანებს, თუმცა მათი დიაგნოზი ბავშვებშიც
გვხვდება. ამ სიმსივნეების უმეტესობა წარმატებით
განკურნებადია. 
 შეიძლება იყოს ჰორმონალურად არააქტიური
(ინსიდენტალომა),, და ჰორმონალურად აქტიური.
ჰიპოფიზის ჰორმონალურად აქტიურ ადენომები


-სომატოტროპინომა – ზრდის ჰორმონის-სომატოტროპინის მაპროდუცირებელი. თუ პაციენტი არ არის
პუბერტატული ასაკის, ვითარდება გიგანტიზმი. პუბერტატული პერიოდის შემდეგ- აკრომეგალია.

-პროლაქტინომა – სინთეზირდება ჰორმონი პროლაქტინი, ქალებში იწვევს ამენორეას, კაცებში
ლიბდოს დაქვეითებას. პირველადი მკურნალობა ხდება ბრომკრიპტინით და მისი ანალოგებით.

-კორტიკოტროპინომა – ჰიპოფიზის ეს ადენომა ასეკრეტირებს ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს,
რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მუშაობას,ვითარდება
კუშინგის დაავადება.ჰიპერკორტიციზმი კლინიკურად ვლინდება ცენტრიპეტალური სიმსუქნით,
მთვარისებრი სახით, ბიზონის კუზით, არტერიული ჰიპერტენზიით.

-თიროტროპინომა – ეს ადენომა აპროდუცირებს თიროტროპულ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს
ფარისებრ ჯირკვალს;
 (გონადოტროპული).  – ეს ჰიპოფიზის ადენომა, გონადოტროპული ჰორმონის მაპროდუცირებელია , და
ეს ჰორმონი ასტიმულირებს სასქესო ჯირკვლების მუშაობას.
ჰორმონულად ინტაქტური
ადენომები:
 პაციენტების 25%-ს არ აქვს კლასიკური ჰიპერსეკრეციული
სინდრომი
 შეიძლება მიაღწიონ გიგანტურ ზომებს სანამ კლინიკურად
მაგომჟღავნდებიან
 მას ეფექტი
 მხედველობის დეფექტი
 ჰორმონული დეფიციტი
 ჰორმონული აქტივობა.
ჰიპოფიზის ადენომები ზომის მიხედვით
კლასიფიცირდება :
მიკროადენომა- დიამეტრით 1
მმ-დან 2 სმ-მდე
მაკროადენომა - დიამეტრით
2 სანტიმეტრზე მეტი
Კლასიფიკაცია 
 მიკროადენომა  Grades 0-1
 მაკროადენომა Grades  II-IV
 Grade 0 ინტრაპიტუიტირი მიკროადენომა  თურქული
კეხის ნორმალური ანატომიით.
 Grade 1 ნორმული ზომის თურქული კეხის ფსკერის ასიმეტრიით.
 Grade 2 გადიდებული თურქული კეხი ფსკერი ინტაქტური.
 Grade 3 თურქული კეხის ლოკალური ეროზია
 Grade4 თურქული კეხის  დიფუზური დესტრუქცია.
კლასიფიკაცია

 A ტიპი სიმსივნე იჭრება ქიაზმურ ცისტერნაში


 B ტიპი: სიმსივნე იჭრება მე-3 პარკუჭში
 C ტიპი სიმსივნე ვრცელდება მე-3 პარკუჭში მონროს
ხვრელის პროქსიმალურად.
 D ტიპი სიმსივნე ვრცელდება ტემპორულ ან ფრონტალურ ფოსოში. 
 კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი.
 ქრომოფობური- ჰორმონულად „მუნჯი“
 ბაზოფილური- კუშინგის სინდრომი.
 აციდოფილური აკრომეგალია.
 შერეული.
კლინიკური სურათი
 ჰიპოფიზის ადენომის სიმპტომები განსხვავდება სიმსივნის მიერ
გამოყოფილი ჰორმონის ტიპზე ან მიმდებარე სტრუქტურებზე
მასობრივი ზემოქმედების მიხედვით. ძალიან ბევრი ჰორმონის
არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დარღვევები ან
სინდრომები, მათ შორის:
 აკრომეგალია
 კუშინგის დაავადება
 ჰიპერთირეოზი
ჰიპოფიზის ადენომის საერთო
სიმპტომები
 თავის ტკივილი
 მხედველობის პრობლემები
 გულისრევა ღებინება
 ქცევის ცვლილებები ( აგრესია დეპრესია)
 ყნოსვის დარღვევა
 სექსუალური დისფუნქცია
 უნაყოფობა
 დაღლილობა
 მტკივნეული სახსრები და კუნთების სისუსტე
 ჰიპოფიზის ადენომის არსებობაზე
მიმანიშნებელი
ოფთალმონევროლოგიური
სიმპტომები,  (მხედველობის ნერვის
პირველადი ატროფია,
მხედველობის არის ცვლილებები.
დამოკიდებულია სიმსივნის
სუპრასელარულ ზრდაზე 
 პარალელურად თურქულ კეხზე
სიმსივნით ზეწოლისას აღინიშნება
თავის ტკივილები, რომელიც
შუბლის, საფეთქლის, თვალის
მიდამოების უკან ლოკალიზდება,
ჩვეულებრივ ყრუა, გულისრევა არ
არის თანდაყოლილი, სხეულის
მდებარეობაზე არ არის
დამოკიდებული და არ მოიხსნება
ანალგეტიკური საშუალებებით. 
 სიმსივნის შემდგომი ზემოთ
ზრდა, აზიანებს ჰიპოთალამუსურ
სტრუქტურებს. ჰიპოფიზის
ადენომის ზრდა ლატერალური
მიმართულებით იწვევს III, IV,
VI   და Vკრანიალური ნერვების
 ტოტებზე ზეწოლას
ოფთალმოპლეგიის და
დიპლოპიის განვითარებით.
  სიმსივნის ქვემოთ ზრდა,
თურქული  კეხის
მიმართულებით  ცხვირის
დაცობის შეგრძნებას  და
ცხვირიდან ცერებროსპინალური
სითხის გამოდენას იწვევს.
 ჰიპოფიზის ადენომის მქონე ავადმყოფებში
თავის ტკივილის და
ოფთალმონევროლოგიური სიმპტომის  უეცარი
გაძლიერება ხშირ შემთხვევაში
დაკავშირებულია სიმსივნის ზრდის
დაჩქარებასთან,
 სიმსივნეში  სისხლჩაქცევა-აპოპლექსია
ითვლება მძიმე, და ხშირად ფატალურ
გართულებად. დადგენილია, რომ ჰიპოფიზის
ადენომაში სისხლცაქცევა ხშირია და შეიძლება
გამოიწვიოს თავის ტკივილის გაძლიერების
პარალელურად, მხედველობითი დარღვევები
და ჰიპოპიტუარიზმის განვითარება.
 ჰიპოფიზის
ადენომის სიმპტომები,
რომლებიც გამოვლინდებიან
რენტგენოლოგიური
გამოკვლევისას: 
 თურქული კეხის ფორმის და
ზომის ცვლილებები, მისი
წარმომქმნელი ძვლოვანი
სტრუქტურების შეთხელება
და დესტრუქცია და სხვ.
  კომპიუტერული
ტომოგრაფიით შეიძლება
თვით სიმსივნის დანახვაც.
 ჰიპოფიზის ცალკეული  ჰორმონო-აქტიური ადენომებისთვის დამახასიათებელია
სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები.
  ქალებში პროლაქტინომები ვლინდება ამენორეის გალაქტორეის სინდრომით.
  პროლაქტინომის მქონე ქალების დაახლოებით მესამედში აღინიშნება წონაში მატება ,
არამკვეთრად გამოხატული ჰიპერტრიქოზი, აკნე, თავის თმიანი ნაწილის სებორეა ,
სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება, ანორგაზმია და სხვ.
  მამაკაცებში პროლაქტინომის ძირითადი ენდოკრინული გამოვლინებებია სქესობრივი
ფუნქციის დარღვევა (ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია), გინეკომასტია და
გალაქტორეა შედარებით იშვიათია
 . პროლაქტინომის მქონე ქალებში სიმსივნის გამოვლენისას
ოფთალმონევროლოგიური დარღვევები გვხვდება შემთხვევათა 26%-მდე, ხოლო
მამაკაცებში ოფთალმონევროლოგიური სიმპტომატიკა დომინირებს.
 ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქალებში პროლაქტინომა ხშირად გამოვლინდება
მიკროადენომის სტადიაში, ხოლო მამაკაცებში ასეთი არასპეციფიკური სიმპტომების
მომატების გამო, როგორიცაა სქესობრივი სისუსტე და სხვა, ჩვეულებრივ
გამოვლინდება დიდი ზომის სიმსივნეები.
 სომატოტროპინომა კლინიკურად ვლინდება
ბავშვებში აკრომეგალიით ან გიგანტიზმით. 
  დამახასიათებელი ჩონჩხის და რბილი
ქსოვილების ტიპიური ცვლილებების გარდა 
შეიძლება  განვითარდეს ჭარბწონიანობა და
შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები
  აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის გადიდება
(ხშირად ფუნქციის დარღვევის გარეშე).
  ხშირად აღინიშნება ჰირსუტიზმი, პაპილომის,
ნევუსის  გაჩენა, კანის მკვეთრი გაცხიმიანება,
მომატებული ოფლიანობა; ავადმყოფების
შრომისუნარიანობა დაქვეითებულია. 
 ოფთალმონევროლოგიური სიმპტომატიკა
განვითარდება სიმსივნის ექსტრასელალური
ზრდის გარკვეულ სტადიაზე. ზემოაღნიშნული
სიმპტომების გარდა აღინიშნება პარესთეზიით,
კიდურების დისტალური ნაწილების
მგრძნობელობის დაქვეითებით, კიდურების
ტკივილებით გამოვლენილი პერიფერიული
პოლინევროპათია.
 კორტიკოტროპინომები მიეკუთვნება ჰიპოფიზის
ადენომის იშვიათ ფორმებს. დღევანდელი მონაცემებით,
იცენკო-კუშინგის დაავადების დროს
კორტიკოტროპინომა აღინიშნება შემთხვევათ 100%-ში. 
 იცენკო-კუშინგის დაავადების დროს ჩატარებული
ორმხრივი ადრენალექტომიის შემდეგ
კორტიკოტროპინომის პროგრესირებულ გადიდებას
ნელსომის სინდრომი ეწოდა.
  კორტიკოტროპინომას, ჰიპოფიზის სხვა ადენომებზე
ხშირად შეუძლიათ მალიგნიზირება და მეტასტაზირება. 
  ოფთალმონევროლოგიური სიმპტომატიკა
კორტიკოტროპინომის დროს ჩვეულებრივ არ
გამოვლინდება, რადგან მძიმე ენდოკრინული
დარღვევების გამომწვევი სიმსივნეები
დიაგნოსტირდება ადრე. 
 კორტიკოტროპინომებისთვის დამახასიათებელია
ფსიქიკური აშლილობა.
 გონადოტროპინომა და თირეოტროპინომა ჰიპოფიზის ადენომის ასევე
იშვიათი ფორმაა.
  მათი ენდოკრინული ცვლის გამოვლენა დამოკიდებულია პირველადია თუ
არა სიმსივნე, თუ განვითარდა ჯირკვლის  ხანგრძლივად არსებული
დაზიანების შედეგად (მაგ. ჰიპოგონადიზმის ან ჰიპოთიროიზმის დროს ).
  პირველადი თირეოტროპინომა იწვევს თირეოტოქსიკოზის განვითარებას ,
მეორადი კი აღინიშნება ჰიპოთირეოზის ფონზე.
  გონადოტროპინომის დროს აღინიშნება ჰილოგონადიზმი , იშვიათად
გალაქტორეა სიმსივნესთან მდებარე ადენოჰიპოფიზის ქსოვილის მიერ
პროლაქტინის ჰიპერსეკრეციის შედეგად.
 გონადოტროპინომა ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება
ოფთალმონევროლოგიური სიმპტომების საფუძველზე , რადგან ამ  სიმსივნე
ებისთვის ენდოკრინული გამოვლენა არასპეციფიკურია .
დიაგნოსტიკა

  ფიზიკური გამოკვლევა,
  მხედველობის ტესტირება, რათა აღმოვაჩინოთ ვიზუალური ველის
დეფიციტი, როგორიცაა პერიფერიული მხედველობის დაკარგვა;
  დიაგნოზის დასადასტურებლად იყენებენ სისხლისა და შარდის
ჰორმონების ტესტირებასა და ტვინის ვიზუალიზაციას.
 ყველაზე ზუსტი დიაგნოსტიკური კვლევა მაგნიტურ-რეზონანსული
ტომოგრაფიაა - MRI, რომელიც ტარდება კონტრასტული აგენტით და
მის გარეშე.
მკურნალობა

 არსებობს მკურნალობის სამი სახე, რომლებსაც ჰიპოფიზის


სიმსივნეებისთვის იყენებენ:
  სიმსივნის ქირურგიული მოცილება,
 სხივური თერაპია 
 მედიკამენტური თერაპია - სიმსივნის შესამცირებლად ან
აღმოსაფხვრელად.
Ქირურგია 

 ტრანსფენოიდული მიდგომა გულისხმობს 
სიმსივნეზე წვდომას ცხვირის ღრუს მეშვეობი
თ - მიკროქირურგიული ან ენდოსკოპიური ჩა
რევის საშუალებით.  
  უცვლელად არჩევის პროცედურაა მცირე  ა
დენომებსა და მაკროადენომების უმეტესობა
ში, პროლაქტინომების გამოკლებით. 
  ტრანსფენოიდული ქირურგია ძალიან კარგ
ად გადაიტანება მისი მინიმალური ინვაზიურ
ი მახასიათებლების, მცირე გვერდითი ეფექტ
ებისა და პაციენტის სწრაფი გამოჯანმრთელ
ების გამო. ხშირ შემთხვევებში, პაციენტები კ
ლინიკას ტოვებენ ოპერაციიდან სამ დღეში 
ქირურგია  ტრანსკრანიალური მიდგომა ან კრანიოტომია
იშვიათად გამოიყენება. ქირურგიული ჩარევა
ტარდება განსაკუთრებით დიდი და ინვაზიური
სიმსივნეებისთვის, რომელთა უსაფრთხოდ
მოცილება ტრანსფენოიდული გზით
შეუძლებელია.
რადიაციული თერაპია

 რადიაციული თერაპია იყენებს


მაღალი ენერგიის რენტგენის
სხივებს ჰიპოფიზის
არანორმალური სიმსივნური
უჯრედების გასანადგურებლად.
რადიაცია ძალზე ეფექტურია
სიმსივნის ზრდის შესაჩერებლად
და დროთა განმავლობაში,
სიმსივნის შემცირებასაც იწვევს.
რადიაციული თერაპია შეიძლება
ერთ-ერთი ვარიანტი იყოს, თუ
სიმსივნის ეფექტური მკურნალობა
მედიკამენტებით ან ქირურგიული
გზით შეუძლებელია.
მედიკამენტოზური თერაპია:
 კლინიკურად, პროლაქტინომა ყველაზე გავრცელებული სეკრეციული ჰიპოფიზის ადენომაა .
ზოგადად, მედიკამენტური თერაპია მკურნალობის პირველი კურსია . სამედიცინო მენეჯმენტით ,
პაციენტების, დაახლოებით, 80 პროცენტს აღენიშნება პროლაქტინის დონე ნორმალურად
აღდგენილი დოფამინის აგონისტური თერაპიის საშუალებით . ყველაზე ხშირად გამოყენებული
აგენტებია ბრომოკრიპტინი ან კაბერგოლინი. სიმსივნის ზომა პაციენტთა უმრავლესობაში
მცირდება სხვადასხვა ხარისხით, რაც ხშირად იწვევს მხედველობის გაუმჯობესებას , თავის
ტკივილის მოხსნას და ქალებში მენსტრუაციისა და ნაყოფიერების აღდგენას ;
 ამჟამად, კაბერგოლინი ყველაზე ხშირად გამოიყენება ამ ორი მედიკამენტიდან . მას ნაკლები
გვერდითი ეფექტები აქვს და ჩვეულებრივ, კვირაში მხოლოდ ორჯერ დოზირების გრაფიკი
სჭირდება. ბრომოკრიპტინი მოითხოვს დღეში ერთხელ დოზირების რეჟიმს და მეტი გვერდითი
მოვლენები ახლავს, მათ შორის, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, გულისრევა და თავბრუსხვევა - ძალიან
სწრაფად ადგომის დროს. ასევე, ნაჩვენებია, რომ კაბერგოლინი ეფექტურია ბრომოკრიპტინის
თერაპიის მიმართ რეზისტენტულ პაციენტებში;
 მიკროადენომების მქონე პაციენტებში დოფამინის აგონისტებით თერაპია , ჩვეულებრივ ,
გამოიყენება რამდენიმე თვის განმავლობაში. თუ სიმსივნე არ პასუხობს მედიკამენტურ თერაპიას ,
მაშინ განიხილება ოპერაცია. ზოგადად, რეკომენდაციაა , რომ ის ჩატარდეს მედიკამენტური
თერაპიის დაწყებიდან 6-12 თვეში.
 მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like