Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 33

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

სეუ

ტურიზმის კვლევის მეთოდები

ვალერი მოსიაშვილი
ეკონომიკის დოქტორი. პროფესორი
vmosiashvili@seu.edu.ge
ტ.: 577 64 34 85
თბილისი 2023
ლექცია 7. ემპირიული კვლევა მეორად
მონაცემთა ანალიზით

1. მეორადი მონაცემების ანალიზის არსი და მზარდი გამოყენების


მიზეზები
2. მეორადი მონაცემების ანალიზის შეზღუდვები
3. მეორადი მონაცემების ანალიზის წყაროები
4. უპრეტენზიო (არარეაქციული) გაზომვა
5. კონტენტ-ანალიზი და მისი გამოყენება
ტურიზმის სფეროს მკვლევარები სულ უფრო მეტად
იყენებენ სხვა მკვლევართა მიერ, და თანაც განსხვავებული
მიზნებისათვის, უკვე შეგროვებულ მონაცემებს.

მეორად მონაცემთა ანალიზი


გულისხმობს ისეთი კვლევის
აღმოჩენებს, რომლებიც
ემყარება სხვათა მიერ
შეგროვებულ მონაცემებს.
ტურიზმის სფეროს მკვლევარები სულ უფრო მეტად იყენებენ
სხვა მკვლევარებისა და ინსტიტუტების მიერ შეგროვებულ
მონაცემებს - კვლევის ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც
განსხვავდება მონაცემების შეგროვების საწყისი მიზეზებისაგან.
არსებობს მეორად მონაცემთა ანალიზის მზარდი
გამოყენების სამი ძირითადი მიზეზი:

- კონცეპტუალურ-არსებითი მიზეზი

- მეთოდოლოგიური მიზეზი

- ეკონომიკური მიზეზი
კონცეპტუალურ-არსებითი მიზეზები: კონცეპტუალურ-
არსებითი თვალსაზრისით, მეორადი მონაცემები შეიძლება
ერთადერთი ხელმისაწვდომი წყარო იყოს გარკვეული
პრობლემების შემსწავლელი ზოგიერთი კვლევისათვის.

მაგალითად, სოციალური და
პოლიტიკური ისტორიკოსები
ძირითადად მხოლოდ მეორად
მონაცემებს ეყრდნობიან.
მეთოდოლოგიური მიზეზები: მეორად მონაცემთა ანალიზს აქვს რამდენიმე
მეთოდოლოგიური უპირატესობა:

მეორადი მონაცემები, თუ ისინი სანდო და ზუსტია, იძლევა რეპლიკაციის შესაძლებლობას.


კვლევის აღმოჩენები უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს, თუ იგი მრავალ კვლევაში
გამეორდება. იმის ნაცვლად, რომ მკვლევარმა პირადად ჩაატაროს რამდენიმე კვლევა, მას
- შეუძლია სხვა მკვლევარების მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენოს, თავის
მონაცემებთან ერთად;

მონაცემების ხელმისაწვდომობა დროთა განმავლობაში საშუალებას აძლევს მკვლევარს


ჩაატაროს ლონგიტუდური კვლევა. მკვლევარმა შესაძლოა საწყისი გაზომვები ათწლეულებით
ადრე ჩატარებული კვლევებიდან აიღოს და დაამატოს უფრო გვიან მოპოვებული მსგავსი
- მონაცემები;

მეორადი ანალიზი შეიძლება აუმჯობესებდეს გაზომვას ცნებების საოპერაციო დამუშავებისას


გამოყენებული დამოუკიდებელი ცვლადების გაფართოებით.
-
ეკონომიკური მიზეზები:
ძირითადი (პირველადი) კვლევების
ჩატარების გამოცდილებით
დადგენილია, რომ იგი საკმაოდ
ხარჯიანია, რაც ხელისშემშლელი
ფაქტორია უნივერსიტეტის
პროფესორების, დამოუკიდებელი
მკვლევარებისა და
სტუდენტებისათვის,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
ისინი მოკლებულნი არიან კვლევის
მხარდაჭერასა და დაფინანსების
შესაძლებლობას.

ბუნებრივია, ბევრად უფრო იაფია არსებული მონაცემების გამოყენება, ვიდრე


ახალი მონაცემების შეგროვება.
მეორად მონაცემთა ანალიზის შეზღუდვები:

ისინი ხშირად მხოლოდ უახლოვდებიან მონაცემთა იმ ტიპს, რომლის


გამოყენებაც სურს მკვლევარს ჰიპოთეზის შესამოწმებლად. არსებობს
პირველი გარდაუვალი სხვაობა კონკრეტული კვლევის მიზნებისა და
პრობლემა განზრახვებისათვის მკვლევარის მიერ პირადად შეგროვებულ ძირითად
მონაცემებსა და იმ მონაცემებს შორის, რომელთაც სხვები სხვა დანიშნულებით
აგროვებენ

არის ასეთი მონაცემების მისაწვდომობა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარს


მონაცემთა არქივებში ხელი მიუწვდება ათასობით კვლევაზე, შესაძლოა,
მეორე ძალიან რთული აღმოჩნდეს მათგან ისეთის შერჩევა, სადაც მისთვის
პრობლემა საინტერესო ცვლადები იქნება წარმოდგენილი. ზოგჯერ მნიშვნელოვან
მონაცემებზე მკვლევარს შეიძლება ხელი არც მიუწვდებოდეს, რადგან
მკვლევარს იგი სააშკარაოზე არ გამოაქვს

მეორად მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებით შეიძლება წამოიჭრას მაშინ,


მესამე როდესაც მკვლევარს არასაკმარისი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ
როგორ იქნა ეს მასალა მოპოვებული. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია
პრობლემა მიკერძოების შეცდომების, შინაგან- და გარეგან ვალიდობასთან
დაკავშირებული პრობლემების პოტენციური წყაროების განსასაზღვრად.
მეორად მონაცემთა მოძიებასთან დაკავშირებით,
უილიამ ტროშიმი გვთავაზობს რამდენიმე მითითებას:

- დაადგინეთ, რა გჭირდებათ:

- გათვითცნობიერდით:

- დაამყარეთ საწყისი კონტაქტები:

- დაამყარეთ მეორადი კონტაქტები:

- შეამოწმეთ ხელმისაწვდომობა:

- ანალიზი და დამატებითი ანალიზი:


მეორადი მონაცემების ანალიზის უმთავრესი წყაროა აღწერა:

აღწერა განისაზღვრება, როგორც


დემოგრაფიული მონაცემების ჩაწერა, რაც
აღწერს პოპულაციას მკაცრად
განსაზღვრულ ტერიტორიაზე და
იწარმოება სახელმწიფოს მიერ
კონკრეტულ დროს და რეგულარულ
ინტერვალებში. აღწერა, ანუ პოპულაციის
აღრიცხვა პრინციპში უნივერსალური
უნდა იყოს - უნდა მოიცავდეს აღნიშნულ
ტერიტორიაზე მცხოვრებ ყოველ
ადამიანს.
არსებობს აღწერის მონაცემები,
რომელიც ჩატარდა ბაბილონში 3800
წელს ჩვენს ერამდე, აგრეთვე,
დაახლოებით ჩვენს ერამდე 3800 წელს
ჩინეთში და ჩვენს ერამდე 255 წელს
ეგვიპტეში ჩატარებული აღწერების
მონაცემები; არსებობს პოპულაციის
შესახებ ანტიკურ საბერძნეთსა და
რომში, ასევე ინკებში გაკეთებული
ანგარიშები.
საგულისხმოა, რომ აღწერა საქართველოში 1254 წელს - მონღოლთა მიერ
სამხედრო და ფინანსური მიზნით ჩატარდა. აღიწერა საქართველოს
მამრობითი სქესის მოსახლეობა 15-60 წლის ასაკისა, აგრეთვე პირუტყვი,
მოძრავი ქონება, ყანები, ვენახები და სხვა.

აღწერის შედეგად მონღოლებმა 90


ათასი მეომარი შეაწერეს
საქართველოს იმ ანგარიშით, რომ
ყოველ 9 სრული ფუძის მქონე გლეხს
ერთი მოლაშქრე უნდა გამოეყვანა. ამ
ცნობის მიხედვით ირკვევა, რომ იმ
დროს საქართველოს სამეფოში 5
მლნ-მდე მცხოვრები უნდა
ყოფილიყო.
თანამედროვე აღწერები პირველად 1666
წელს ჩატარდა კანადაში და შემდეგ 1790
წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას
შემდეგ ორივე ამ ქვეყანაში აღწერა ყოველ
ათ წელიწადში ტარდება. აშშ-ში პირველი
აღწერა ჩატარდა მარშალების მიერ თომას
ჯეფერსონის მეთვალყურეობით. 1902 წელს
კონგრესმა დააარსა პერმანენტული აღწერის
დაწესებულება, აღწერის ბიურო, რომელიც
დღესდღეობით პასუხისმგებელია
პოპულაციის აღრიცხვაზე ყოველ ათ
წელიწადში.

გარდა ამისა, აღწერის ბიურო ატარებს უამრავ გამოკითხვას პოპულაციაში,


ოჯახებსა და დასახლებებში, ტურიზმსა და წარმოებაში, ფედერალურ, საშტატო და
ადგილობრივ მმართველობებში, საგარეო ვაჭრობაში.
აღწერის მონაცემები ექვემდებარება ორი
ტიპის შეცდომას:

ინფორმაციის შეცდომა შეცდომა შინაარსში

ჩნდება მაშინ, როდესაც ინფორმაცია


არასწორად არის გადმოცემული.
უყურადღებობის გამო დაშვებული
გულისხმობს იმას, რომ პიროვნება ან შეცდომებისაგან განსხვავებით,
ჯგუფი საერთოდ არ აღრიცხულა ან შეცდომები შინაარსში ხშირად იმიტომ
აღირიცხა ორჯერ. განმეორებითი ხდება, რომ გამოკითხული
აღრიცხვა ნაკლებ სერიოზული ინდივიდები შესაძლოა შეგნებულად
პრობლემაა, ვიდრე აღურიცხველობა. იძლეოდნენ არაზუსტ პასუხებს
სოციალური სტატუსის გასაზომად
გამიზნულ კითხვებზე.
უპრეტენზიო (არარეაქციული) გაზომვა მოიცავს მონაცემთა შეგროვების
ნებისმიერ მეთოდს, რომელიც მკვლევარს ჩამოაშორებს ინტერაქციას,
მოვლენებს, საკვლევ ქცევას.

მაგალითად, საჯარო არქივების


დოკუმენტების კვლევა არის უპრეტენზიო
გაზომვა, ვინაიდან მკვლევარს არ აქვს
გავლენა პირობებზე, რომლის
ფარგლებშიც ხდება მონაცემთა
შეგროვება.
უპრეტენზიო (არარეაქციული) გაზომვის ძირითადი სახეა ფიზიკური
სიცხადე.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ ფიზიკური სიცხადის ორ დიდ კლასს:

დაშლითი არის ნიშნები, რომლებიც რჩება ობიექტის


გაზომვა გამოყენების შემდეგ.

ადგენს მასალას, რომელსაც იძლევა


შეერთებით პოპულაცია აქტივობისას. ამ შემთხვევაში
ი გაზომვა მკვლევარი ამოწმებს კვალს, რომელიც
ადამიანის ზოგიერთი ქცევის მანიშნებელია.
უპრეტენზიო (არარეაქციული) გაზომვის კიდევ ერთი ძირითადი სახეა
მხოლოდ დაკვირვება, რომელიც გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, სადაც
„დამკვირვებელი არ აკონტროლებს ქცევას, არ ინიშნავს კითხვებს და
კვლევაში პასიურ, უპრეტენზიო როლს თამაშობს“.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები,


რომლებიც მარტივ დაკვირვებას იყენებენ,
მიმართავენ დაკვირვების სხვა
მეთოდების მეთოდოლოგიას, მარტივი
დაკვირვება განსხვავებული მეთოდია,
რადგან მკვლევარი არ ერევა მონაცემთა
წარმოებაში.
არსებობს მხოლოდ დაკვირვების
ოთხი ძირითადი ტიპი:

სხეულის
ზედაპირისა ექსპრესიული ფიზიკური მეტყველებითი
და ფიზიკური მოძრაობის ადგილმდებარეობი ქცევის
ნიშნების ანალიზი ს ანალიზი დაკვირვება
დაკვირვება
სხეულის ზედაპირისა და
ფიზიკური ნიშნების დაკვირვება:
მხოლოდ დაკვირვების ამ ტიპის
გამოყენებისას მკვლევარები
აკვირდებიან სხეულს და ფიზიკურ
ელემენტებს, როგორც ქცევის
ნიმუშებისა და დამოკიდებულებების
ინდიკატორებსა და მანიშნებლებს.

ასეთი ნიშნების საილუსტრაციოდ ასახელებენ სვირინგს, თმის


ვარცხნილობას, ჩაცმულობას, ორნამენტულ საგანს, სამკაულს და ა.შ.
ექსპრესიული მოძრაობის ანალიზი:

მხოლოდ დაკვირვების მეორე ტიპია


ექსპრესიული მოძრაობის დაკვირვება.
დამკვირვებლები ფოკუსირებულნი არიან
სხეულის თვითგამომხატველ ნაკვთებზე
და იმაზე, თუ როგორ გამოხატავს
მოძრაობები სოციალურ ინტერაქციას.
ადამიანები მრავალ გრძნობას, ასევე
სოციალურ ნორმებს გამოხატავენ
სხეულებრივი ენით: იმით, თუ რამდენად
ახლოს დგანან ერთმანეთთან, რამდენად
ხშირად უყურებენ ერთმანეთს, რამდენად
ხშირად ეხებიან.
ფიზიკური ადგილმდებარეობის
ანალიზის მთავარი მიზანია იმის
გამოკვლევა, თუ როგორ იყენებენ
ინდივიდები საკუთარ სხეულს ბუნებრივ
სოციალურ სივრცეში. მაგალითად, სანამ
საბჭოთა იმპერია დაიშლებოდა, რუსეთის
საშინაო პოლიტიკის მკვლევარები
ყოველთვის ინიშნავდნენ ვინ ვის შემდეგ
იდგა ფიცარნაგზე, როდესაც საბჭოთა
ლიდერები თვალს ადევნებდნენ
საპირველმაისო აღლუმს წითელ მოედანზე.
მათი პოზიცია იძლეოდა ინფორმაციას ძალაუფლების მქონე ელიტაში
სტაბილურობისა და ცვლილებების შესახებ.
მეტყველებითი ქცევის დაკვირვება: მხოლოდ დაკვირვების ეს მეოთხე ფორმა
ფოკუსირებულია საუბრებსა და საუბრის ნიმუშების ურთიერთმიმართებაზე ადგილთან,
სოციალურ კატეგორიებთან, დღის დროსთან.

ეს ანალიზი ახდენს ფიზიკური


ადგილმდებარეობის კვლევისა და ექსპრესიული
მოძრაობების კვლევის კომბინირებას. თავის
პოპულარულ წიგნებში დოქტორი დებორა ტანენი
ეფექტურად იყენებს მეტყველებით ქცევას იმის
ანალიზისას, თუ როგორ არის
სტრუქტურირებული და განმტკიცებული
ურთიერთობა ადამიანებს შორის.

საუბრებზე დაკვირვებით იგი შენიშნავს, რომ მამაკაცები უფრო მგრძნობიარენი არიან


„მესიჯები“-ს, ანუ იმის მიმართ, რაც აშკარად ითქმება, ხოლო ქალები - „მეტამესიჯების“, ანუ
ინფორმაციის მიმართ, რომელიც ნათქვამში იგულისხმება და რომელიც გამოხატავს
დამოკიდებულებას ნათქვამის, ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საუბრობენ და ისმენენ.
მხოლოდ დაკვირვების მთავარი
უპირატესობა ის არის, რომ
მკვლევარი არ არის
პასუხისმგებელი დაკვირვების
სიტუაციის კონსტრუირებაზე და
შეუმჩნეველი რჩება.

ეს ამცირებს მიკერძოებას, რასაც სხვა შემთხვევაში ადგილი


ექნებოდა.
მხოლოდ დაკვირვებას ნაკლი:

ჩაწერილი შენიშვნები შეიძლება საკმარისად არ წარმოადგენდეს პოპულაციას, და ამდენად,


1 ზღუდავდეს განზოგადების თვალსაწიერს;

შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ ტენდენციურობას დამკვირვებლის მხრიდან, რომელიც


მეტად ან ნაკლებად, ყურადღებიანი ან ჩართული გახდება დრო-თა განმავლობაში. მიკერძოება
2 შეიძლება იყოს დაკვირვებაში გაუთვალისწინებელი, უკონტროლო ცვლილებების შედეგი;

იმისათვის, რომ დამკვირვებელი შეუმჩნეველი დარჩეს, მან უნდა გამოიყენოს გარემო,


რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ დაკვირვებისათვის - ეს გახლავთ
3 საზოგადოებრივი გარემო - იგი ავიწროებს ქცევებს, რომელიც ასეთ დაკვირვებას შეიძლება
დაექვემდებაროს;

მხოლოდ დაკვირვების მეთოდით შეგროვებული მონაცემების უმეტესობა ავტომატურად არ


4 გვაძლევს მკაფიო ახსნას.
უპრეტენზიო (არარეაქციული) მონაცემების კიდევ ერთი ტიპია
საარქივო ჩანაწერები.

ეს მონაცემები შეგროვებულია ისეთი გარეშე


წყაროებიდან, როგორიცაა სადაზღვევო,
საარჩევნო და იურიდიული ჩანაწერები,
სახელმწიფო დოკუმენტები, მასმედიით
გავრცელებული მასალა, პირადი ჩანაწერები -
ავტობიოგრაფიები, დღიურები, წერილები.
ზოგიერთი ეს ჩანაწერი უფრო ფართოდ
გამოიყენება, ზოგიერთი კი სპეციალურად
კვლევის კონკრეტული მიზნებისათვის
მზადდება. ამდენად, საჯარო და პირადი
არქივების ჩანაწერების სახით
მკვლევარებისათვის მონაცემთა უზარმაზარი
რაოდენობა მზა სახითაა ხელმისაწვდომი.
კონტენტ-ანალიზი არის ნებისმიერი მეთოდი დასკვნის გამოსატანად შეტყობინებათა
კონკრეტული თავისებურებების სისტემატური და ობიექტური გამოვლენით.

ის იძლევა ობიექტურობის გარანტიას -


განსაზღვრული წესების შესაბამისად ანალიზის
ჩატარებით, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა
მკვლევარს იგივე დოკუმენტებისა და
შეტყობინებების გამოყენებით მიიღოს ერთი და
იგივე შედეგები. ანუ, სისტემატურ კონტენტ-
ანალიზში შინაარსის გამორიცხვა ან მისი
გათვალისწინება ხდება კონსისტენტურად
გამოყენებული შერჩევის კრიტერიუმით. ეს
მოთხოვნა აბათილებს ანალიზს, რომელშიც
მხოლოდ მკვლევარის ჰიპოთეზის მხარდამჭერი
მასალა მოწმდება.
ჰაროლდ ლასველმა ჩამოაყალიბა
ძირითადი კითხვა, რომელიც შეიძლება
დადგეს მკვლევარის წინაშე:

ვინ რას როგორ რა შედეგი


ვის ეუბნება
ამბობს ამბობს მოაქვს ამას
სიტყვები ან
ტერმინები

თემები
კონტენტ-ანალიზის
კვლევაში ხუთი მთავარი პერსონაჟები
ჩაწერის ერთეული
გამოიყენება:
აბზაცები

საკითხები
იმისათვის, რომ განახორციელონ აღრიცხვა, მკვლევარები
იყენებენ ერთერთს დანომვრის შემდეგი ოთხი სისტემიდან:

დროით-სივრცითი სისტემა
-

გამოვლინების სისტემა
-

სიხშირის სისტემა
-

ინტენსივობის სისტემა
-
ლიტერატურა
 მოსიაშვილი ვ., ტურიზმის კვლევის მეთოდები, ლექციების კურსი. თბილისი
ძირითადი 2021.
ლიტერატურა  ვანიშვილი მ., მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ხიდირბეგიშვილი ნ., ბიზნესის
კვლევის მეთოდები. თბილისი გამომცემლობა „დანი“ 2021.

 ფრანკფორტ-ნაჩმიასი ჩ., ნაჩმიასი დ., კვლევის მეთოდები სოციოლოგიურ


დამხმარე მეცნიერებებში, თბილისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ლიტერატურა გამომცემლობა 2009.
 მექვაბიძე რ. კვლევის მეთოდები ბიზნესსა და ეკონომიკაში. პრაქტიკული
კურსი. - თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2011.

 https://tsu.ge/assets/media/files/7/biblioteka/statistika.pdf)
 www. geostat.ge
ინტერნეტრესურსი  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/658/metadata-turizmis-statistika
 https://ka.khanacademy.org/science/biology/intro-to-biology/science-of-biology/a/the-
science-of-biology
კონსულტაცია/კითხვები

კონსულტაციის დრო და ადგილი მითითებულია


სილაბუსში
და/ან

კითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართზე:


vmosiashvili@seu.edu.ge
კითხვები თვითკონტროლისათვის

ჩამოთვალეთ მეორად მონაცემთა ანალიზის მეთოდოლოგიური უპირატესობა;


1

დაახასიათეთ მეორად მონაცემთა ანალიზის შეზღუდვები;


2

რა მითითებებს გვთავაზობს უილიამ ტროშიმი მეორად მონაცემთა მოძიებასთან დაკავშირებით;


3

როგორ განისაზღვრება მეორადი მონაცემების ანალიზის უმთავრესი წყარო - აღწერა;


4

დაახასიათეთ უპრეტენზიო (არარეაქციული) გაზომვის ძირითადი თავისებურებები;


5

დაახასიათეთ „მხოლოდ დაკვირვების“ ოთხი ძირითადი ტიპი;


6

ჩამოთვალეთ „მხოლოდ დაკვირვების“ უპირატესობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები;


7

დაახასიათეთ ხუთი მთავარი ჩანაწერის ერთეული, რომელიც კონტენტ-ანალიზის კვლევაში


8 გამოიყენება.
მადლობთ ყურადღებისთვის

You might also like