პრეზენტაცია-უცხოური გავლენები ქართულ არქიტექტურაში

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 14

„უცხოური გავლენები ქართულ არქიტექტურაში“

სპეციალობა: საჯარო მმართველობა


ხელმძღვანელი: თემურ ტუნაძე
თემის ავტორები: ილია სურმანიძე, მაია კილაძე, სალომე ჯაიანი
საქართველოს მრავალმხრივობისა და მარვალფეროვნებიდან გამომდინარე,
უწინ თითქმის ყველა კუთხეში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ “ენდემურ
არქიტექტურას” ვხვდებით.

იქამდე სანამ ყველაფერი ბეტონის კოლონებით ჩანაცვლდებოდა, ჩვენი


წინაპრები ცდილობდნენ მორგებოდნენ ადგილობრივ ლანდშაფტსა და
კლიმატურ გარემოს.

ფაცხა, ოდასახლი, პატიფიცარი, აჭარული სახლი, მურყვამიანი-


ანუ კოშკიანი სახლი, კალოიანი სახლი, დარბაზი, ძელური
ჯარგვალი სახლი,ლაზური სახლი, მიწურბანიანი საცხოვრებელი,
ქიდოიანი გვირგვინიანი სახლი და სხვ. ეს იმ სახლების
ჩამონათვალია რომელიც ქართულ უძველეს ტრადიციულ
საცხოვრებელს წარმოადგენდა.
თვალსაჩინო მაგალითებით განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ფაცხა- იგი იყო სამეურნეო
დანიშნულების ან
საცხოვრებელი ნაგებობა, რომელიც XX
საუკუნის 40-იან წლებამდე
ფუნქციონირებდა საქართველოში. 

განასახვავებენ წრიული მოხაზულობის
ა და სწორკუთხოვან ფაცხებს.
პიტაფიცარი — ეს არის საცხოვრებელი სახლი
აგებული ხის მოკლე ფიცრებით. პიტაფიცარის
საფუძველი ქვებზე დაწყობილი ერთმანეთთან
ჭდობით ჩამაგრებული ძელებისგანაა
შედგენილი. პატიფიცარი ჩევულებრივ
ერთგანყოფილებიანი და ორგანყოფილებიანი
იგებოდა, თუმცა არსებობდა
სამგანყოფილებიანიც.

ოდა სახლი- დასავლეთ საქართველოში


გავრცელებული ტიპური საცხოვრებელი,
დახვეწილი არქიტექტურული ფორმის
ნაგებობა, რომლის პირველი სართული
წარმოადგენს ქვის ბლოკებით აშენებულ
პალატს, მეორე სართული კი მთლიანად
ხისგანაა გაკეთებული. იგი ოდების,
ცალკეული ოთახებისაგან შედგებოდა.
ჯარგვალი - ეს არის გაუთლელი მორებისაგან აგებული ნაგებობა. საქართველოს
ტერიტორიაზე დასტურდება III ათასწლეულიდან. ტყიან რაიონებში ჯარგვალურად
აშენებდნენ სახლს, წისქვილს, ხულას, ბეღელს, ხიდის ბურჯებს, საქონლის სადგომს.
არსებობს ჯარგვალის 2 სახე:
1. ძირთული ჯარგვალი — გრძელი მორებით ნაშენი, მიწურიატაკიანი, ყავრით ან
ისლით გადახურული ორფერდსახურავიანი და ორსათავსიანი ნაგებობა. ერთ სათავსს
იყენებდნენ ადამიანის საცხოვრებლად, მეორეს - საქონლის სადგომად.
2.ზედშედგმული ჯარგვალი — ორსართულიანი ძელური ნაგებობა. პირველ სართულს
მთლიანად სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ, მეორეს - საცხოვრებლად.
აჭარული სახლი- იგი ორსართულიანია. ზედა სართულზე ცხოვრობს
ჯალაბი, ქვედაში — თავლა და ბოსელია ერთად. ზედა სართული
სამ განყოფილებიანია. ერთი
ოთახი სტუმრისთვისაა განკუთვნილი, საჯალაბო კი
იმავდროულად სამზარეულოცაა. კედლებზე  დაბალი “ტახტებია”
მიკრული, ტახტების შუაში მიწაა მოყრილი და  ზედ კერა გამართული.
მესამე ოთახი აჭარულ სახლში სარძევეს წარმოადგენდა. აქვე იყო
ამოჭრილი იატაკის პატარა ნაწილი, რომელითაც ბოსელში ჩასვლა იყო
შესაძლებელი.
მურყვამიანი, ანუ კოშკიანი სახლი- სახლის უმთავრესი ელემენტებია:
საკუთრივ ორსართულიანი (იშვიათად ერთსართულიანი) საცხოვრებელი
სახლი; მის გვერდით მდგომი კოშკი (მურყვამი) და ეზო. „ერთი ოჯახის
მიწის ნაკვეთი გარშემორტყმულია ქვის გალავნით, რომლის შიგნითაა
მოქცეული საცხოვრებელი სახლი და მასთან დაკავშირებული კაპიტალური
თუ მსუბუქი შენობები (კალო, ფარდული და სხვ.). რომლებიც ერთმანეთთან
ახლოს მდებარეობს და ორგანულ მთელადაა შეკრული. აქ თავდაცვის
ფუნქცია გამოყოფილია საცხოვრებელ–სამეურნეო ფუნქციათაგან და
საგანგებოდ ამისთვის აგებულ კოშკს ეკისრება.
დურონიანი სახლი - წარმოადგენს
მთიანი რაჭის საცხოვრებელი
სახლის ტიპს, რომელსაც
თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა.
ქვითკირით ნაშენები კოშკის
მეოთხე სართულს დუროები
(სათოფურები) ქონდა დატანებული.
პირველ სართულს სადგომად
იყენებდნენ, მეორე სართულზე იყო
კერა, სადაც ოჯახი ცხოვრობდა,
მესამე სართულს კი საკუჭნაოდ და
სამეურნეო იარაღების შესანახად
იყენებდნენ.
დუროიანი სახლი, რომლის მსგავსი
ორმოცდაათამდე არსებობდა
გასული საუკუნის სოფ. ღებში,
ამჟამად მხოლოდ ერთია
შემორჩენილი და ისიც ნანგრევის
სახით.
ბანიანი სახლი- ეს არის ხალხურ არქიტექტურაში გავრცელებული მიწური სახურავით -
ბანით გადახურული ერდოიანი სახლი. ბანიანი სახლი მოყვანილობის მიხედვით ორ
ტიპად იყოფა -გვირგვინიანი და ბრტყელბანიანი. კონსტრუქციული თავისებურების -
ერდოდან განათების გამო შესაძლებელია ბანიანი სახლის ოთხივე მხრიდან მიეშენოს
სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობა -ბოსელი, საბძელი, სათონე, მარანი.
შეჯგუფებულ განაშენიანებაში (მთიან რელიეფზე) ქვემოთა სახლის ბანი (სახურავი),
ჩვეულებრივ, ზემოთა სახლის ტერასის დანიშნულებას ასრულებს. ბანიანი სახლი
ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში, აგრეთვე
კავკასიის, მცირე და შუა აზიის ზოგიერთ ხალხში.
კალოიანი სახლი- უმეტესად გავრცელებულია პირაქეთა ხევსურეთში, თუმცა აქა-
იქ პირიქითაშიაც გვხვდება.  იგი სამსართულიანი იყო და ხშირად ფერდობზე იდგა
ისე, თითქოს ზურგით მიწაში იყო შეჭრილი. I სართულს საკუთრივ სახლი ეწოდებოდა,
იგი ჯალაბობისა და პირუტყვისთვის გახლდათ განკუთვნილი. აქვე იყო კერა,
დაწნული კედლით გამოყოფილი ბოსელი, პროდუქტების დასამზადებელი ოთახი
– სენე და სხვა სამეურნეო დანიშნულების ოთახები. მეორე სართული ჭერხო –
მამაკაცთა სადგომი გახლდათ, მესამე – მაღალი ბანი, სადაც ზამთარში ყინულზე
პურს ლეწავდნენ.
დარბაზი- საცხოვრებლის ტიპი, რომლის
არსებობაც დადასტურებულია წერილობით
უკვე ჩვენი წეღთაღრიცხვის მიჯნაზე, ხოლო
მისი ცალკეული ელემენტები – ზემო
სარკმელი შუა ცეცხლის კვამლის გასაშვებად
და შუქისათვის, ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში
გვხვდება. ბოლო დროს გავრცელებული იყო
ისტორიული ქართლისა და მესხეთის
ტერიტორიაზე. დარბაზი გახლდათ გვიანი
ხანის საცხოვრებელი სახლის ყველაზე
გავრცელებული ფორმა ქალაქებში.
ლაზური ტიპის საცხოვრებელი სახლი-ლაზური არქიტექტურული სტილის გავლენით
სახები გვხვდება არამხოლოდ დღევანდელი თურქეთის, არამედ საქართველოს ვრცელ
ტერიტორიაზეც : - მეგრელებში, აფხაზეთში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, მესხეთში,
თრიალეთში სხვ. გადმოცემათა თანახმად, მათ დაქირავებული ლაზი ხელოსნები
აშენებდნენ, არგებდნენ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებს, ასევე ლანდშაფტთან
შესახამებლად ქმნიდნენ ლაზური სახლის კომბინირებულ ტიპებს .

ლაზური სახლი ხასიათდება ქვითხუროობის დახვეწილი ფორმებით, რაც


გამოიხატება აივნის, ბოძების, ფარდებისა და კარ-ფანჯრების მხატვრული
ჭრილებით გაფორმებაში.
ქართულმა არქიტექტურამ, რომელსაც მუდმივი
კავშირი ჰქონდა შუა საუკუნეთა დასავლეთისა და წინა
აღმოსავლეთის სხვა ხალხთა არქიტექტურასთან,
მკაფიო ეროვნული თავისებურება შეიმუშავა.
მას მუდამ ახასიათებდა სტილთა ბუნებრივი ცვლის
მიუხედავად მონუმენტურობა და იმავე დროს
მასშტაბის ადამიანურობა, სიმკაცრე და ზომიერება.

დასასრული...
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like