Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 21

ქალბატონებო და ბატონებო!

წარმოგიდგენთ პრეზენტაციას, ოზონის შრის შესახებ.


რა არის ოზონი(o3)
 ოზონი(o3) გახლავთ ერთგვარი
ჟანგბადის ალოტროპია, აირი
რომელიც ,მოკლედ ,რომ თქვათ
განსაზღვრავს მზის რადიაციის
ატმოსფეროში შთანთქმის
ხასიათს, ზემოთ ნახსენები ოზონი
კი, ჟანგბადისგან განსხვავებით,
ჟანგბადის 3 მოლეკულისგან
შედგება, რაც ადამიანისთვის, მას,
მომაკვდინებელს ხდის.
ოზონის შრე
 ეს ოზონის შრე, დედამიწის ატმოსფეროს
ნაწილი გახლავთ. ზემოთ ნახსენები ოზონის
ყველაზე დიდი რაოდენობა კი
სტრატოსფეროშია წარმოდგენილი. ალბად
ყველას როგორც მე, დაგებადათ კითხვა, თუ
რაში გვჭირდება ოზონის შრე? საინტერესო
კითხვაა არა? აქამდე მრავალჯერ ნახსენებ
ოზონს, კი გააჩნია უნიკალური თვისება
შთანთქოს მზის გამოსხივება, თუმცა ამ
თემამდე მისასვლელად ჯერ დიდი გზა უნდა
გავიაროთ.
ოზონის შრე და სტერეოტიპები?

 სანამ თავად თემაზე გადავიდოდეთ, მცირე წარმოდგენას შეგიქმნით ოზონის შრესთან და მის
გათხელებასთან დაკავშირებით.

• ოზონის შრის გათხელება ნამდვილად არ


გახლავთ მითი, რომელიც ხალხმა საჭორაოდ
გამოიგონა.(არც მასონების გამოგონებული
გახლავთ.) ამ ეგრეთწოდებულ „მითს“ კი
ზურგს უმაგრებს ნასას რამდენიმე წლიანი
დაკვირვებებიდან გამოტანილი დასკვნები.
• გლობალური დათბობა და ოზონის შრის
გათხელება კი ერთი და იგივე არ გახლავთ.
ოზონის შრე და პირადი მოხმარების
დეზოდორანტები

 მოკლედ, ერთხელ ჩემმა ნაცნობმა მითხრა , რომ


ოზონის შრე, პირადი მოხმარების
დეზოდორანტებმა გაათხელეს, ამის გაგონებისას
კი, კინაღამ სიცილით მოვკვდი, არ დაგიმალავთ
და იმასაც გეტყვით რომ, ამ თემაზე სანამ
ვიმუშავებდი, ოზონის შრე პირდაპირ ბოდვა
მეგონა, მაგრამ რამდენიმე საათის წინ
აღამოვაჩინე საკმაოდ მივიწყებული და აქამდე
ჩემთვის უცნობი ფიზიკის კანონი, რომელიც
შემდეგნაირად გაგვანათლებს „ბუნებაში
არაფერი ქრება და არაფერი იკარგება.“ ამის
გაგონებისას კი პირველად ზემოდ ნახსენები
დეზოდორანტები გამახსენდა. აი მაშინ კი
დავფიქრდი და ძალიან დამაინტერესა ჩემი
ნაცნობის თეორია მართლაც ნამდვილი გახლდათ
თუ არა.
დავანგრიოთ სტეროტიპები

 ოზონის შრის გათხელება არა,


მაგრამ, ეს თქვენი დეზოდორანტები
ნამდვილი ბოდვა გახლავთ და ამაში
ეჭვს ვერავინ შეიტანს, რა თქმა უნდა,
მცირე უმნიშვნელო წვლილი მათაც
მიუძღვით, მაგრამ მათი წილი ამ
საქმეში იმ გიგანტ კომპანიებთან
შედარებით, რომლებიც სპობენ და
ანადგურებენ ამ შრეებს ბრინჯის
მარცვლის ხელაა. ასე რომ, არ
დაიჯეროთ ეს არაარგუმენტირებული
თეორია.
რაში გვჭირდება ოზონის შრე

 უკვე რამდენი ხანია ოზონის შრეზე ვსაუბრობ და


მხოლოდ დასაწყისში ორი სიტყვით შემოვიფარგლე
იმის შესახებ, თუ რაში გვჭირდებოდა ოზონი, ახლა
კი დადგა დრო, რომ უფრო განვავრცოთ ეს თემა, ამ
თემის გავრცობამდე კი კარგად უნდა გვქონდეს
შესწავლილი მისი წარსული, ხომ გაგიგიათ,
წარსული მომავალს განსაზღვრავსო, ჰოდა აქაც
იგივე პრინციპი გვაქვს. სანამ ამ თემაზე გადავალთ
ერთ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რომელიც
დარწმუნებული ვარ რომ დაგებადათ, ოზონი
ბუნებრივ პირობებში ელვის დროს შეიძლება
წარმოიქმნას მაგრამ, არა ერთხელ გვსმენია
სიტყვები, ადამიანისთვის შეუძლებელი
არაფერია ,რაც მეცნიერებმა კიდევ ერთხელ
დაამტკიცეს და აქამდე მრავალჯერ ნახსენები o3
ლაბორატორიაში შექმნეს.
ოზონი მოევლინა სამყაროს(ყოველ შემთხვევაში
ჩვენთვის ადამიანებისთვის ასეა)

 ერთმა გერმანელმა მეცნიერმა, კერძოდ


ბატონმა ფრიდრიხ შონბეინმა, მე-19
საუკუნის 40-იან წლებში თავის
ექსპერიმენტების დროს შეამჩნია, რომ
გამოიყო და წარმოიქმნა რაღაც ლურჯი
ფერის აირი, რომელსაც მძაფრი სუნი
ქონდა, ფრიდრიხი მიხვდა ,რომ რაღაც
განსაკუთრებული აღმოაჩინა, ამიტომაც
მივიდა მიუნხენის უნივერსიტეტში და
დაწერა მოხსენება, ამ აირს კი ozein ანუ
ბერძნულად სუნიანი უწოდა. შემდეგ
მეცნიერებმა გაარკვიეს და დეტალურად
გაშიფრეს ოზონი, რამაც სურათი უფრო
ნათელი გახადა.
ოზონი პოპულარობას იხვეჭს

 მე-19 საუკუნეშივე გაარკვიეს რომ, ოზონს


დეზინფექცია შეძლებია და ჩემდა
გასაკვირად ცოტა რაოდენობა მავნე კი
არა პირიქით სასარგებლო ყოფილა. ჰოდა
ადამიანმა რა თქმა უნდა ამითაც ფულის
გამომუშავება დაიწყო. ზემოთ ნახსენებ
ოზონს იყენებდნენ პირველ მსოფლიო
ომში დაავადების
სამკურნალოდ ,რომელსაც საკმაოდ
უცნაური სახელი, სანგრის ტერფი ერქვა,
ხოლო აწ უკვე პოპულარულმა ოზონმა
მაშინ დაკარგა თავისი პიკი, როცა
აღმოვაჩინეთ ქლორი და მივხვდით, რომ
უფრო იაფ ქლორს უფრო მარტივად
შეძლებია წყლის გაუვნებელყოფა.
აქ მთავრდება ჩვენი ცხოვრება
ბედნიერად
მოკლედ 1974 წელი, მსოფლიოში ასე თუ ისე
ძლივს მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ
დედაბუნებამ მოგვიმზადა სიურპრიზი ,რომელიც
საუბედუროდ კარგს არაფერ მოასწავებდა და
მოასწავებს. 1974 წლის თუ არ ვცდები ზაფხულის
თვეებში ერთ-ერთი ჟურნალი NATURE magazine
მოიპოვებს სკანდალურ ინფორმაციას, იმის
შესახებ რომ, აღსასრული ახლოსაა, რასაც
ოზონის შრის გათხელება იწვევს. პარალელურად
აკვირდებოდნენ ხალხს, დაკვირვების სტატისტიკა
კი კარგი არ აღმოჩნდა. დაკვირვება ეძღვნებოდა
კანის სიმსივნეს ,რომელიც მანამდე სტანდარტულ
ზომაში ჯდებოდა ,უცბად იმატა ,ხალხს მაშინაც
როგორც ახლა ეს ყველაფერი ბოდვა ეგონათ
მაგრამ სტაატისტიკა ჯიუტად იდგა ერთ ადგილზე.
მართლაც უწყობს ხელს კანის
სიმსივნის გავრცელებას ოზონის
შრე?

 მოკლედ ,ბევრი რომ არ ვიმსჯელოთ და


ვისაუბროთ ვიტყვი ,კი ნამდვილად
უწყობს ხელს, თან ძალიან, ვციტირებ ერთ-
ერთი მეცნიერის ნააზრევს
„მომაკვდინებელმა ულტრაიისფერმა
გამოსხივებამ, რომელსაც ჩვენი ოზონი
შთანთქავდა შრეში იმაზე მეტად დაიწყო
გამოპარვა ,ვიდრე ეს ჩვენი უსაფრთხო
ცხოვრებისთვის გახლავთ საჭირო ,მაგრამ
ვერ დამიდგენია რა ხდება მიზეზი
იმისა ,თუ რატომ გახლავთ შრეები
მხოლოდ პოლუსებზე გახვრეტილი“.
რა მნიშვენლობა აქვს ოზონს ?

 მხოლოდ ახლა მივედი ამ საკითხამდე ,რომელიც


რამდენიმე სლაიდის წინ დავაანონსე.
თურმე ამ ჩვენ ოზონს დეზინფექციის გარდა შეძლებია
ერთი ჩვენთვის სასარგებლო საქმის კეთება, კერძოდ ,კი
შთანთქავს ულტრაიისფერ გამოსხივებას, ყველას
გაგვიგია ეს სიტყვა, მაგრამ ახსნა რომ მოგთხოვოთ ვერც
ერთი ამიხსნით და განმიმარტავთ, მაგრამ არ იდარდოთ
მე ვიკისრებ ამ საქმეს, ესე იგი ცოტა ისე ჩემებურად რომ
ვთქვა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერლის
pink Floyd-ის ლეგენდად ქცეული ალბომის კალენდარ
(dark side of the moon)-ზე მაქვს საუბარი სხვა არაფერი
ყოფილა თუ არა ისააკ ნიუტონის სინათლის სპექტრად
დაშლის ილუსტრაცია.
სინათლის სპექტრად დაშლა
 ანუ ამ ილუსტარციაზე შეიძლება ითქვას
ცისარტყელას წარმოქმნა გამოგვისახა ისაკ
ნიუტონმა. იგივე პრინციპია კოსმოსშიც,
როგორც ვახსენე აქაც 7 ულამაზესი ფერი
წარმოიქმნება თუმცა ამ ფერებიდან ზოგი
განირჩევა მაგალითად: წითელი,
ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი,
ლურჯი და იისფერი. რაც არ განირჩევა კი ეს
წითელთან ახლოს მყოფი ფერები გახლავთ,
რომლებსაც ინფრაწითელს უწოდებენ და
იისფერის მიღმა მყოფი, რომელსაც
ულტრაიისფერი ეწოდება, ამ ორი ფერიდან კი
ჩემთვის ამ პრეზენტაციისთვის უფრო
საინტერესო ულტრაიისფერი გახლავთ.
ულტრაიისფერი სხივები

 ეს ულტრაიისფერი სხივები კლავს და


ანადგურებს ყველაფერს ადმიანიდან
დაწყებული მცენარით დამთავრებული სულ
ყველაფერს. კი მაგრამ, თქვენ იკითხავთ თუ
ასეა რატომ ვარ აქ? ანდა რატომ გესაუბრები?
აი აქ ერთვება საქმეში ოზონის შრე, რომელიც
გვიცავს ამ მკვლელი ულტრაიისფერი
სხივებისგან, ასევე ოზონს შეძლებია
აირეკლოს და შთანთქოს ამ სხივების 95%,
დანარჩენი 5% კი საზიანო სრულად არ
გახლავთ ჩვენთვის.
 ასე გვიცავდა ოზონი, მეოცე საუკუნემდე მაინც.
წინაპირობა ყველაფრისა

მოკლედ რომ ვთქვათ ტექნოლოგიები


ვითარდება და ასე მეოცე საუკუნის 30-იან
წლებიდან იწყება მაცივრებისა და
აეროზოლების წარმოების პიკი, ხოლო როგროც
ირკვევა ამ დანადგარების კარგად
მუშაობისთვის საჭირო ყოფილა ქლორ-ფტორ-
ნახშირწყლები, ჰოდა ადამიანი კი საერთოდ
სადაც ფული იშოვება, იქ ჩნდება. ასე დაიწყო
ქლორ-ფტორ-ნახშირწყლების(მოკლედ რომ
ვთქვათ ქფნ…)ების წარმოება. ახლა
დაფიქრდით და წარმოიდგინეთ რამდენი ქფნ
იქნებოდა საჭირო მაცივრების, აეროზოლებისა
და ქიმიური წმენდის დანადგარებისთვის 30-იან
წლებში.
Ozone depleting substances ODS

 ამ ოზონს კი ჟანგბადისგან განსხვავებით


ერთი თვისება ჰქონია, რაც არამდგრადობაში
გამოიხატება , ზემოთ ნახსენებ ქფნ-ებს კი
შეძლებიათ ამ არამგრადი ნივთიერებების
დაშლა, ამიტომაც მას Ozone depleting substances
ODs ანუ ოზონის დამშლელი ქიმიური
ნივთიერება უწოდეს, ხოლო ამ ODS-ებმა მას
შემდეგ რაც , მაცივრების წარმოება დაიწყო
კონცენტრირდა სტრატისფეროში (სადაც
ოზონის შრე გვეგულება) და დაიწყო დამცავი
ფენის აგრესიული დაშლის პროცესი.
ყველაზე დიდი უბედურება კი ის გახლდათ,
რომ ბუნება ვერ წარმოქმნიდა იმდენი
რაოდენობის ოზონს რამდენსაც შთანთქავდა
ავადსახსენებლი ODS-ები.
ბიზნესი, კითხვები, ნასა და ODS-ები

ყველაფერთან ერთად კი, 70-იან წლებში ზემოდ


ნახსენები მიგნება ბიზნესმენებმა არაფრად ჩააგდეს.
არგუმენტად კი შემდეგი კითხვები მოიყავანეს.
 ვულკანებიც გამოყოფენ დიდი რაოდენობით
ქლორს, რომელიც შლის ოზონს და რატომ
აბრალებთ ინდუსტრიციას ამ პრობლემას?
 რითი ახსნით იმას რომ პოლუსების თავზე ODS-ები
კონცენტრირდა?
 ნასამ დიდი ხანი ითმინა და ბოლოს როცა უკვე
ყელში ამოუვიდა ამდენი სულელური კითხვა, დაიწყო
კვლევა რომლის საშუალებით უნდა გაექარწყლებინა
ყველა კითხვა. ( ეს საქმე შესანიშნავად შეასრულა).
პასუხები სულელურ კითხვებზე

 როგორც გაირკვა ბუნებრივი გზებით წარმოშობილი ქლორი


ადვილად იხსნება წყალში და ატმოსფეროდან წვიმის
საშუალებით ჩამოირეცხება ქფნ-ები კი პირიქით NASA კიდევ
ნათლად გვიჩვენებს , რომ 1985 წლიდან სტრატოსფეროში
ქლორის მატება გასაოცარი სიზუსტით ემთხვევა ადამიანების
მიერ წარმოებული ქფნ-ების გამოყოფას, ასე რომ ნასამ ეს
კითხვა გააქრო. ასპარეზიდან რჩებოდა მეორე კითხვა
პოლუსებთან დაკავშირებით , ეს კითხვა კი შემდეგნაირად
გაიშიფრა . ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ იმაში , რომ
ანტრაქტიდა მსოფლიოში ყველაზე ცივი და ქარიანი ადგილია ეს
პირობები კი მაისსა და ივნისში აყალიბებს უზარმაზარ მოძრავ
გრიგალს, რომელსაც პოლარული გრიგალი ეწოდება ეს
გრიგალი კი მტვერსასრუტივით იწოვს ატმოსფერულ ჰაერს
თავისკენ, მის თავზე კი ხდება დედამიწაზე არსებული ODS-ების
მიზიდვა და აგრესიული შეტევა ოზონის შრეზე რომელიც უფრო
და უფრო თხელდება არამარტო პოლუსებზე არამედ ზომიერ
სარტყელში, სადაც დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი
ცხოვრობს
მონრეალის გადამარჩენელი ოქმის

 განვლო წლებმა ეს პრობლემა კი ცხადზე ცხადი ხდება, იმდენი ადამიანი დაავადდა კანის სიმსივნით
რომ, სკეპტიკოსებმაც კი იცვალეს აზრი, ყველა მიხვდა , რომ რაღაც უნდა ეღონა, ხოლო რთული იყო
იმხელა გიგანტ კომპანიებისთვის როგორიც თუნდაც მხოლოდ მაცივრების წარმოების ბიზნესი
გახლდათ, გადაგერწმუნებია ხელი აეღოთ ODS-ების წარმოების შეწყვეტაზე, არადა ხსნა მხოლოდ ამ
გზით ჩანდა.
 მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს ბრიტანეთის პრემიერმა მარგარეტ თეტჩერმა მოითხოვა სრული
სამეცნიერო ანგარიში, ამ თემასთან დაკავშირებით, კარგად გაიაზრა და მიხვდა რომ საქმე ვერ იყო
კარგად, ამიტომაც თეტჩერი შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს და მასაც მკაიფიოდ გააცნო
ეს საკითხი, რეიგანი კი როგორც ნამდვილად განათლებული ადამიანი მიხვდა რომ რამე უნდა
ეღონათ, ამიტომაც აშშ-მ და ბრიტანეთმა ODS-ების წარმოების აკრძალვა დაიწყეს, 1987 წლის 16
სექტემბერს კი ხელი მოეწერა ე.წ. “მონრიალის ოქმს“ რომლის მიხედვით ქვეყნები კრძალავდნენ ან
ამცირებდნენ მინიმალურ რიცხვამდე ოზონდამშლელი ფენის ნივთიერებების წარმოებას.
პრობლემა, რომელიც ჩვენ
შვილებსაც გაჰყვებათ
 ოზონის შრე კი პრობლემა გახლდათ ,რომელიც
არსად გამქრალა, მონრეალის ოქმების მიხედვით
ქფნ-ები სტრატოსფეროში 100 წელი რჩება და
პერიოდულად მაინც იჩენს თავს, რთულია
გესაუბროთ პრობლემაზე ,რომელსაც რამდენიმე
საათის წინ სკეპტიკურად ვუყურებდი, ამ საკითხს
ვერ გადავწყვეტ მე ან თქვენ, იმედი მაქვს რომ ისევ
არ გამოიჩენს თავს ქართული ხასიათი, რომელიც
როგორც ყოველთვის მაშინ გამოიჩენს თავს, როცა
ყველაზე საჭიროა და დაშლის ერთიანობას, მაგრამ
როდია ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს
არის მსოფლიო პრობლემა, რის გადასაწყვეტად
უნდა გაერთიანდეს დასავლეთიც და
აღმოსავლეთიც, აღარ არის მტრობის დრო, ერთ
საქმეში მაინც გავერთიანდეთ რომელსაც პლანეტის
დედამიწის გადარჩენა ქვია.
გმადლობთ ყურადღებისთვის

 მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ეს


პრობლემა გლობალურია და ერთი, ან ორი ადამიანი, ამას ვერ გადაწყვეტს.

You might also like