სლაიდი17

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 60

ადაპტური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის

თეორია და მეთოდიკა

ადაპტური ფიზიკური აღზრდის (როგორც


ფიზიკური აღზრდის სახის) მიზანია
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისა და
ჯანმრთელობაში მკვეთრი გადახრების
მქონე ადამიანების (დარჩენილი
ცხოვრების პროცესში) სიცოცხლის
უნარიანობის შესაძლებლობების,
სოციალური და ინდივიდუალური
პოტენციალის მაქსიმალური განვითარება
და თვითრეალიზაცია ორგანიზმის
არსებული ფუნქციონალური
მოძრაობითი შესაძლებლობების ხარჯზე.
რეაბილიტაცია - ეს არის
საზოგადოებრივად აუცილებელი
ფუნქციონალური სოციალური-
შრომითი აღდგენა, რომელიც
ხორციელდება სახელმწიფოებრივი,
პროფესიონალური, იურიდიული და
სხვა საშუალებების გამოყენებით.
რეაბილიტაცია ორ ძირითად მომენტს
ითვალისწინებს ავადმყოფთა და
ინვალიდობის მქონე
პირთათვის შრომისუნარიანობის
დაბრუნებას და ოპტიმალური
პირობების შექმნას მათი
საზოგადოებრივ
ცხოვრებაში აქტიური
მონაწილეობისათვის.
რეაბილიტაციის სისტემატურობა და
განუწყვეტლობა - ეს დებულება წარმოადგენს რეაბილიტაციის
ეფექტურობის ქვაკუთხედს. რამდენადაც სისტემატურობის და
განუწყვეტლობის პროცესში ხდება
ორგანიზმის ხარისხობრივი და თვისობრივი აღდგენა, ამდენად
მიმდინარეობს ინვალიდობასთან
დაკავშირებული რაოდენობრივი დანახარჯების შემცირებაც.
ადაპტური ფიზიკური აღზრდა

განკუთვნილია დაავადებების, ტრავმების ან თანდაყოლილი


დეფექტების შედეგად ორგანიზმის ფუნქციების მდგრადი
დარღვევების მქონე პირთათვის და ხელს უწყობს
სისტემების და ფუნქციების პოზიტიური რეაქციის სტიმულაციას,
აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევების
და ძირითადი ფიზიკური თვისების (ძალის, გამძლეობის,
სისწრაფის, სიმარჯვის და მოქნილობის)
განვითარებას. უზრუნველყოფს ცხოვრებისათვის აუცილებელი
ფუნქციების ნორმალიზებას, გარემოს
პირობებთან ადაპტაციას და პიროვნების სრულყოფას.
ადაპტური სპორტი
განკუთვნილია ორგანიზმის
ფუნქციების და სისტემების მდგრადი
დარღვევების
მქონე პირთათვის და მის მიზანს
წარმოადგენს სპორტულ
შეჯიბრებებში უმაღლესი სპორტული
შედეგის მიღწევა
ადაპტური სპორტი, ფიზიკური
შემოქმედების სხვა სახეობებისაგან
განსხვავდება საშეჯიბრო წესების
სხვაობით და შედეგების უფრო
გამოკვეთილი სოციალური
მნიშვნელობით.
მაღალ შედეგებს განეკუთვნება
გამარჯვება, დაკავებული საპრიზო
ადგილები, შეჯიბრებაში ნაჩვენები
გარკვეული შედეგი, დაძლეული
სივრცე ან წონა, მოპოვებული ქულათა
ადაპტური ფიზიკური აღზრდა და ადაპტური ფიზიკური
კულტურა
კულტურა არის ადამიანის და საზოგადოების შემოქმედების ფორმათა
ერთობლიობა, რომელიც
ვლინდება ადამიანის მოღვაწეობის და საზოგადოების განვითარების
სხვადასხვა სფეროში და გამოხატავს
ადამიანის სოციალიზაციის და საზოგადოების ჰუმანიზაციის დონეს.
განსაზღვრულ ეპოქაში ხალხის, ერის,
საზოგადოების მიღწევათა ერთობლიობა შეადგენს მათ კულტურას.
კულტურის არსი, უფრო ნათლად, შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: კულტურა
არის ადამიანის და
საზოგადოების ისეთი ქმნილება, რომელიც არ შექმნილა ბუნების მიერ ასეთი
სახით. იგი წარმოადგენს
ადამიანის და საზოგადოების შემოქმედების ხარისხობრივ დახასიათებას და
არის სულიერი და
მატერიალური ფასეულობის განვითარების, გავრცელების და დაცვის
პროცესი და შედეგი.
კულტურა განუხრელად დაკავშირებულია შემოქმედებასთან და
ფიზიკურ აღზრდაში არჩევენ ორ სპეციფიკურ მხარეს ანუ
„ნაწილს“: მოძრაობათა (მოძრაობითი
მოქმედების) სწავლებასა და ფიზიკური თვისებების
(შესაძლებლობების) განვითარებას.
მოძრაობათა სწავლების ძირითადი შინაარსია ფიზიკური
განათლება ე.ი. სპეციალური სწავლების
პროცესში ადამიანის მიერ საკუთარი მოძრაობის მართვის
რაციონალური ხერხების სისტემური ათვისება და
ამ გზით ცხოვრებაში აუცილებელი მოძრაობითი შემძლების,
ჩვევებისა და მათთან დაკავშირებული ცოდნის
შეძენა.
ფიზიკური კულტურის და ფიზიკური აღზრდის ურთიერთშეფარდებაზე წარმოდგენის
დასაზუსტებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ორგანული მთლიანობისა, ისინი ზუსტად
ერთსა და
იმავეს არ ნიშნავს, მათი შესაბამისი ცნებები იდენტურია მხოლოდ განსაზღვრულ
დამოკიდებულებაში,
სახელდობრ, იმ ღირებულებების მიხედვით, რასაც იძლევა ფიზიკური აღზრდა და მისი
შედეგები
საზოგადოებისათვის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფიზიკური აღზრდა იმდენადაა კულტურული
მოვლენა,
რამდენადაც მასში რეალიზდება მიღწეული ან კულტურის ახალი ფასეულობა, ფიზიკური
კულტურის
სოციალური პრაქტიკა ამ მხრივ თითქოს და არხია, რომლითაც ფიზიკური კულტურის
ღირებულებანი
უფროსი თაობიდან გადაეცემა უმცროს თაობებს. ამავე დროს იგი კულტურული
ღირებულებების
გამრავლების საშუალებაა იმდენად, რამდენადაც უმცროსი თაობა არა მარტო უბრალოდ
ითვისებს ძველ
მიღწევებს, არამედ ამრავლებს კიდეც მას.
აქედან გამომდინარე, ადაპტური ფიზიკური აღზრდა არის ფიზიკური კულტურის ერთ -ერთი
მნიშვნელოვანი ახალი მიმართულება (დარგი) და მის ამოცანას წარმოადგენს
ჯანმრთელობაში გადახრების
მქონე ადამიანების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფიზიკური
აღზრდა,
ჯანმრთელობის გამტკიცება, მათი მდგომარეობის ოპტიმიზაცია, ფიზიკური რეაბილიტაცია და
სოციალური
ინტეგრაცია ფიზიკური ვარჯიშების, ბუნებრივი ფაქტორების და ჰიგიენური საშუალებების
გამოყენებით.
ადაპტური ფიზიკური აღზრდა წარმოადგენს ფიზიკური კულტურის საერთო
კანონზომიერებების
საფუძველზე მეცნიერული ცოდნის კომპლექსურ სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ადამიანების ყოველმხრივ განვითარებას მათი ორგანიზმის
ფუნქციონალური
მდგომარეობის შესაძლებლობების მაქსიმალურ დონემდე .
ადაპტური ფიზიკური აღზრდის მიზანს წარმოადგენს მოძრაობითი აქტივობის და
ფსიქოლოგიური
შესაძლებლობების ფორმირება და განვითარება. ხელი შეუწყოს პიროვნების ადაპტაციას
საკუთარი
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, გარე სამყაროსთან, ადამიანებთან, საზოგადოებასთან
და საქმიანობის
სასურველ სახესთან. ადაპტური ფიზიკური აღზრდის მიზანი, ერთის მხრივ, დაკავშირებულია
ადამიანის
პირად კეთილდღეობასთან და ბედნიერებასთან,ადაპტური ფიზიკური აღზრდის პროცესში იმ
დაუძლეველი
ფიზიკური დეფექტებისა და თვისებებისათვის (რომლებსაც ახლა ტანჯვის მეტი არაფერი
მოაქვს), ისეთი
კორექციული მიმართულების მორგება, რომელიც გაუბედურების მაგივრად გააბედნიერებს
ადამიანს.
მეორეს მხრივ, ადაპტური ფიზიკური აღზრდის მიზანი უფრო მაღალ მიღწევებს
ითვალისწინებს. კერძოდ,
მისი დახმარებით უნდა აღიზარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრი , რომელიც
აქტიურად
იღვაწებს საკუთარი ქვეყნის პროგრესისათვის.
“ადაპტური ფიზიკური აღზრდის” საგნის მიზანია:
1. შეუქმნათ სტუდენტებს წარმოდგენა ადაპტურ ფიზიკურ აღზრდაზე და შეზღუდული
ფიზიკური შესაძლებლობის მქაონე პირების სოციუმში ინტეგრაციის შესაძლებლობებზე ;

2. გააცნოს შეზღუდული ფიზიკური შესაძლე¬შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებები და


ამ
უფლებების დაცვის ნორმატიულ-სამარლებრივი და ნორმატიულ-პროგრამული დოკუმენტები ;

3. გააცნოს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემები , ადაპტური


ფიზიკური აღზრდის მიზნები, ამოცანები, პრიციპები, მეთოდები და საშუალებები სხვადასხვა
ნოზოლოგიის დროს;

4. ასწავლოს ფიზიკური აღზრდის საშუალებების ადეკვატური შერჩევა და მიღწეული


შედეგების კონტროლი;
5. გააცნოს ადაპტური სპორტის კლასიფიკაციის სისტემის ძირითადი პრინციპები და წესები ,
რომლის მიხედვითაც ტარდება შეჯიბრებები შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე
პირებთან.
ადაპტური ფიზიკური აღზრდის საგნის სწავლების პროცესში ჩართულია სწავლების
თეორიული და
პრაქტიკული მიმართულებები. თეორია ცდილობს შექმნას ადაპტური ფიზიკური აღზრდის
კანონზომიერებების და არსის მთლიანი წარმოდგენა, განიხილავს მის წარმოშობის
პრინციპებს,
საზოგადოებაში მის როლს, მეთოდებს, და გავლენას, ურთიერთობებს საერთო ფიზიკურ
აღზრდასთან,
სპორტთან და ადაპტურ სპორტთან, ფიზიკურ და სოციალურ რეაბილიტაციასთან.
ამასთან ერთად, საგანი სწავლობს შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის ადამიანების ,
სხვადასხვა
ნოზოლოგიის და ასაკობრივი ჯგუფების ფიზიკური აღზრდის მეცადინეობის ორგანიზაციის
პრინციპებს,
ფორმებს, მეთოდებს და საშუალებებს.
ადაპტური ფიზიკური აქტივობის სახეობები

განვიხილოთ ადაპტური ფიზიკური აღზრდის ძირითადი


სახეობები, მათი შინაარსი და ამოცანები.
ადაპტური ფიზიკური აქტივობის ძირითადი სახეობებია:

1. ადაპტური ფიზიკური აღზრდა,


2. ადაპტური სპორტი,
3. ადაპტური მოძრაობითი რეკრიაცია,
4. ადაპტური ფიზიკური რეაბილიტაცია.
ადაპტური ფიზიკური აღზრდა
ადაპტური ფიზიკური აღზრდის მიზანს წარმოადგენს შშმ და ფიზიკურ განვითარებაში
გადახრების
მქონე პირებს მისცეს სპეციალური ცოდნა, ჩამოუყალიბოს ცხოვრებისა და შრომითი
საქმიანობისათვის
აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები. ძირითადი და სპეციალური ფიზიკური ხარისხის
განვითარების
საფუძველზე შეძლოს ადამიანის სხვადასხვა სისტემისა და ორგანოს ფუნქციონალური
შესაძლებლობის
ამაღლება, მისი გენეტიკური პროგრამის მთლიანი რეალიზაცია და საბოლოოდ ადამიანის
სხეულის და
საყრდენ-მამოძრავებული აპარატის ხარისხობრივი აღდგენა-გამოყენება .
ადაპტური ფიზიკური აღზრდის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომეცადინეებს
ჩამოუყალიბოს
საკუთარი ძალებისადმი შეგნებული დამოკიდებულება და მტკიცე რწმენა , მზადყოფნა
გაბედული და
გადამწყვეტი მოქმედებისათვის, სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის , გამოუმუშაოს
ფიზიკური
დატვირთვის გადალახვის უნარი, ფიზიკური ვარჯიშების სისტემატური მოთხოვნილების
სურვილი და
ხელი შეუწყოს ვალეოლოგიის რეკომენდაციების შესაბამისად ცხოვრების ჯანსაღი წესის
დანერგვას.
ადაპტური სპორტი
ადაპტური სპორტის მიზანია შშმ პირებს ჩამოუყალიბოს მაღალი სპორტული
ოსტატობა და
ანალოგიური ფიზიკური გადახრების ადამიანებთან შეჯიბრებებში მიაღწიოს
მაღალ სპორტულ შედეგს.
ადაპტური სპორტი ძირითადად არსებობს ორი ფორმით:
1. ადაპტური საბაზო სპორტი, რომელიც ძირითადად
სასკოლო, სარაიონო, საქალაქო შეჯიბრებების დონეზე ვითარდება და
2. ადაპტური უმაღლესი მიღწევების სპორტი, რომელიც
ძირითადად ქვეყნის პირველობების და
უდიდესი საერთაშორისო თამაშების – პარაოლიმპიური თამაშების და
სპეციალური ოლიმპიური თამაშების სახით ვითარდება
ადაპტური სპორტის ძირითადი ამოცანაა ინვალიდობის მქონე პირებს
ჩამოუყალიბოს სპორტული
კულტურა, შეძლოს ტექნოლოგიური, ინტელე-ატუალური, ფიზიკური
კულტურის და სპორტის სხვა ფასეულობების ათვისება.
ადაპტური მოძრაობითი
რეკრიაცია

ადაპტური მოძრაობითი
რეკრიაციის დანიშნულებაა
დახარჯული ფიზიკური ძალის
(შრომა, სწავლა,
სპორტი) აღდგენა-შენარჩუნება.
ადაპტური მოძრაობითი რეკრიაცია
კარგი საშუალებაა დაღლილობის
პროფილაქტიკის, გართობის,
თავისუფალი დროის საინტერესოდ
გამოყენებისათვის და საერთო
გაჯანსაღების. კონდიციის და
სიცოცხლისუნარიანობის
ადაპტური მოძრაობითი
რეკრიაციის
საშუალებებია

1 . სეირნობა სუფთა ჰაერზე.


2. სიარული საშუალო ტემპით.
3. სპორტული თამაშები.
(დოზირებული).
4. ლაშქრობები მოკლე მანძილზე.
5. ლაშქრობები ცხენებით.
6. თევზაობა.
7. წყალქვეშა ტურიზმი და ა.შ..
ადაპტური ფიზიკურ რეაბილიტაცია
ადაპტური ფიზიკურ რეაბილიტაციის მიზანია ტრავმების,
სხვადასხვა დაავადებების, ფიზიკური და
ფსიქიკური გადატვირთვის შემდეგ გამოწვეული დროებით
დაკარგული ან დარღვეული ფუნქციის აღდგენა.
ადაპტური ფიზიკური რეაბილიტაციის ამოცანაა ამა თუ იმ
დაავადების და დაზიანების მიმართ
ადეკვატური ფსიქიური რეაქციის გამომუშავება, სადაც
გამოყენებული იქნება ის ბუნებრივი, ეკოლოგიურად
გამართლებული საშუალებები, რომლებიც
მასტიმულირებელ ზეგავლენას მოახდენს ორგანიზმის
სწრაფად
გამოჯანმრთელებაზე.
ადპტური ფიზიკური აქტივობის
სახეობები

ადაპტური ფიზიკური აღზრდა

ადაპტური
ადაპტური ადაპტური მოძრაობითი
ფიზიკური
სპორტი რეკრეაცია
რეაბილიტაცია
ადაპურ ფიზიკურ აღზრდას, ადაპტურ მოძრაობითი რეკრიაციას,
ადაპტურ სპორტს, ადაპტურ
ფიზიკურ რეაბილიტაციას გააჩნია საკუთარი ამოცანები,
საშუალებები, მეთოდები, მეთოდოლოგიური
ხერხები და ორგანიზაციის ფორმები.
ადაპტური ფიზიკური აღზდის ორგანიზაციის ფორმები ძალიან
სხვადასხვაა. ისინი შეიძლება იყოს
სისტემატური (ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი, დილის
ტანვარჯიში), ეპიზოდური (ქალაქგარეთ
გასეირნება, ტურიზმი), ინდივიდუალური (სტაციონალური ან
სახლის პირობებში), მასობრივი
(ფესტივალები, ზეიმები, კომპლექსური თამაშები), საშეჯიბრო
(სასკოლოდან საერთაშორისომდე),
გამაჯანსაღებელი (საზაფხულო გამოჯანსაღებელი ბანაკები და
ა.შ.).
ადაპტური ფიზიკური აღზრდის პროცესში ძირითად ფორმას წარმოადგენს გაკვეთილის
ჩატარების
ორგანიზაცია, რომელმაც ისტორიულად და ემპირიულად დაამტკიცა თავისი უდიდესი
მნიშვნელობა
საერთოდ, როგორც აღზრდის, ასევე განათლების პროცესში.
მიზნების, ამოცანების და პროგრამული შინაარსის მიხედვით გაკვეთილი იყოფა როგორც :

1. საგანმანათლებლო მიმართულების გაკვეთილი, რომლის დანიშნულებაა სპეციალური


ცოდნის
ფორმირება, სხვადასხვა მოძრაობითი უნარ-ჩვევების სწავლება .
2. საკორექციო-განმავითარებელი მიმართულების გაკვეთილი, რომლის ძირითად მიზანს
წარმოადგენს
ფიზიკური განვითარების ხარისხის კორექცია, მოძრაობის კოორდინაციული უნარის
განვითარება,
სენსორული სისტემების და ფსიქიკური ფუნქციების კორექცია ფიზიკური ვარჯიშების
დახმარებით.
3. გამაჯანსაღებელი მიმართულების გაკვეთილი, რომლის დანიშნულებაა ტანდეგობის ,
ბრტყელტერფიანობის კორექცია და სენსორული სისტემების დარღვევების , სომატური
დაავადებების
პროფილაქტიკა. გულსისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების გამაგრება.
4. სამკურნალო მიმართულების გაკვეთილი, რომლის
დანიშნულებაა დაკარგული ან დაზიანებული
ფუნქციების, ქრონიკული დაავადებების, ტრავმების და ა.შ.
მკურნალობა, აღდგენა და კომპენსაცია. (მაგ.
ყოველდღიური სამკურნალო ფიზკულტურის გაკვეთილი,
რომელიც ტარდება სპეციალურ აღდგენით
ცენტრებში ბავშვთა ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებისათვის).
5. სპორტული მიმართულების გაკვეთილი, რომლის დანიშნულებაა
ფიზიკური, ტექნიკური,
ფსიქოლოგიური და ნებელობითი თეორიულ-პრაქტიკული
მომზადება არჩეულ სპორტის სახეობაში და
სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა.
6. რეკრიაციული მიმართულების გაკვეთილი, რომლის
დანიშნულებაა ორგანიზებული აქტიური დასვენება.
ადაპტურ სპორტს გააჩნია ორი მიმართულება:

1. საწვრთნო-გამაჯანსაღებელი.
2. უმაღლესი მიღწევების მიმართულება.
პირველი ვითარდება სკოლაში, როგორც კლასგარეშე მუშაობა
(სექციებში სპორტის სახეების
მიხედვით). ხოლო უმაღლესი სპორტული მიღწევების
მიმართულება ვითარდება საერთაშორისო,
შეჯიბრებების, სპეციალური ოლიმპიური და პარალიმპიური
თამაშების მასშტაბით.
არსებობს ადაპტურ სპორტში მეცადინეობის
ორი ფორმა.

1. საწვრთნო მეცადინეობები.
2. საშეჯიბრო.
როგორც პირველი, ასევე მეორე ფორმა ხორციელდება სპორტულ და
ფიზკულტურულ-
გამაჯანსაღებელ კლუბებში, ინვალიდობის მქონე პირთა საზოგადოებრივ
გაერთიანებებში, ბავშვთა და
მოზარდთა სპორტულ სკოლებში, პარალიმპიური და სპეციალურა ოლიმპიური
მოძრაობების ნაკრებ
გუნდებში, ყრუთა და უსინათლოთა მოძრაობის ფარგლებში.
ადაპტური ფიზიკური აღზრდის ზოგადი და
სპეციალური მეთოდური პრინციპები

1. შეგნებულობის და აქტიურობის პრინციპი


2. მისაწვდომობის პრინციპი
3. თანმიმდევრობის პრინციპი
4. სისტემატურობის პრინციპი
6. რიგითობის პრინციპი
7. ცოდნის განმტკიცების პრინციპი
ადაპტური ფიზიკური აღზრდის სპეციალური
მეთოდური პრინციპები
1. დიაგნოსტიკის პრინციპი,
2. მოძრაობითი დარღვევების ანალიზის
პრინციპი
3. დიფერენციაციის და ინტეგრაციის პრინციპი,
4. კორექციულ-განმავითარებელი მიმართულების
პრინციპი,
5. კომპენსატორული მიმართულების პრინციპი,
6. ასაკობრივი თავისებურებების აღრიცხვის
პრინციპი,
7.განვითარების ასოკობრივი პერიოდების
მაქსიმალური გამოყენების პრინციპი
8. ადეკვატურობის, ოპტიმალურობის და
ადაპტური ფიზიკური აღზრდის საშუალებები
ადაპტური ფიზიკური აღზრდის საშუალებებს მიეკუთვნაბა:
1. მოძრაობითი რეჟიმი, 2. ფიზიკური ვარჯიშები, 3. სპორტული და
მოძრავი თამაშები და 4. გაკაჟება.
ადაპტური ფიზიკური აღზრდის დროს მოძრაობითი რეჟიმის დაცვას განსაკუთრებული
ადგილი
უკავია, რადგან უფრო ვითარდება რა მოძრაობის რიტმი და ავტომატიზმები , საერთო ჯამში
უმჯობესდება მოძრაობის ხარისხი
მოძრაობითი რეჟიმის დაცვის დროს გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიცაა
ყოველდიური
სეირნობები, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება შშმ პირების ფიზიკურ და
ფსიქიკურ
მდგომარეობაზე და აგრეთვე კლიმატურ პირობებზე.
კარგ გავლენას ახდენს ტურიზმი ახლო მანძილზე, რომელიც სავსე იქნება დოზირებული
ფიზიკური
დატვირთვით და მდიდარი ემოციური განწყობით. მისი გავლენით ხდება ნერვული
დაძაბულობის მოხსნა,
უმჯობესდება ორგანიზმის ძირითადი სისტემების ფუნქციონალური მდგომარეობა და
მაღლდება საერთო ფიზიკური მომზადება
სტერეოტიპული (სტანდარტული) მოძრაობები, რაოდენობრივი მნიშვნელობის
ვარჯიშები,
ციკლური ვარჯიშები.

სტერეოტიპული (სტანდარტული) ვარჯიშები.


სტერეოტიპულ (სტანდარტულ) ვარჯიშებს მიეკუთვნება: ვარჯიშები ძალაზე - მაქსიმალური ,
სუბმაქსიმალური, დიდი ან ზომიერი ძალის ვარჯიშები.
სპეციფიკური მოძრაობის ვარჯიშები - ბუნებრივი, ასხლეტისმაგვარი , სრიალისმაგვარი ,
ცურვის,
ყრდნობითი ვარჯიშები.
ვარჯიშები მოქნილობაზე - ფეხით შესრულებული მოძრაობები (სიარილი , სირბილი , სირბილი
ციგურებით, ველოსიპედით სიარული), მოძრაობები ხელების დახმარებით (თხილამურებით
სიარული,
ცურვა, ნიჩბოსნობა).
სწრაფძალისმიერი ციკლური ვარჯიშები - ხტომები, ტყორცნები.
ძალისმიერი ვარჯიშები - სიმძიმეების აწევა (ძალოსნობა).
ვარჯიშები მიზანზე - სროლა, ბურთის გადაცემა, ტყორცნა, დარტყმა.
ვარჯიშები სპორტის სახეობების მიხედვით - ტანვარჯიში, აკრობატიკა, ფიგურული სრიალი ,
წყალში
ხტომა, ბატუტზე ხტომა და ა შ.
მოქმედების ხასიათის მიხედვით - ძალის, სისწრაფის, კოორდინაციის , დროში
და სივრცეში
ორიენტირების, წონასწორების, მოქნილობის და გამომხატველობითი
ვარჯიშები.
სიტუაციის (არასატანდარტული) ვარჯიშები
- ორთაბრძოლები - ჭიდაობა, ფარიკაობა,
- სპორტული თამაშები -კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი, წყალბურთი ,
ჰოკეი, ხელბურთი, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი.
- მოძრავი თამაშები - შეირჩევა ნოზოლოგიური ჯგუფების შესაბამისად .
- კროსები - რბენა და რბენა გადახრილ ადგილებზე, სამთოსათხილამურო
სპორტი, თხილამურებით რბოლა.
- გამაჯანსაღებელი და განმავითარებელი ნიშნით ფიზიკურ ვარჯიშებს
არჩევენ:
- ზოგადგამაჯანსაღებელ,
- სპეციალურ-გამაჯანსაღებელ (სამკურნალო),
- ზოგადგანმავითარებულ, ანუ ზოგადმასტიმულირებელ,
- სპეციალურ-განმავითარებელი ვარჯიშებს.
აღნიშნული თანმიმდევრობით დასუსტებულ ორგანიზმზე ვარჯიშების
გამოყენება უზრუნველყოფს
გამაჯანსაღებელ-განმავითარებელ ზემოქმედებას.
ადაპტური ფიზიკური აღზრდის პროცესში სხვადასხვა კლასიფიკაციის
შესაბამისად,
ნოზოლოგიური ჯგუფების გათვალისწინებით გამოიყენება:
- მოსამზადებელი და ძირითადი (მიზნობრივი) ვარჯიშები,
პასიური, პასიურ-აქტიური და აქტიური ვარჯიშები. პასიურ
ტანვარჯიშულ ვარჯიშებს მასწავლებელი
თვითონ ატარებს იმ მიზნით, რომ მოსწავლეებს გამოუმუშაოს თავისუფალი ვარჯიშების
დამოუკიდებლად ჩატარების უნარი.
ფიზიკური მოქმედებების მიხედვით აქტიური ტანვარჯიშული ვარჯიშები შეიძლება დაიყოს
მარტივ
ან რთულ ვარჯიშებად. მათში შედიან: ვარჯიშები მოდუნებაზე, რომელიც ეხმარება
თავისუფალი ვარჯიშის
შესრულების უნარის სრულყოფაში და დარღვეული კუნთური ტონუსის კოორდინაციის
აღდგენაში.
ვარჯიშები გაჭიმვაზე, ეხმარება ამაღლებული კუნთური ტონუსის და პათოლოგიური
კონტრაქტურების
აღმოფხვრაში.
სუნთქვითი ვარჯიშები, მიზნად ისახავს სუნთქვითი ციკლის თავისებურებების,
ხასიათის და ხან-
გრძლივობის ფაზის თავისუფალ მართვის უნარისა და მთლიანი,
რაციონალური სუნთქვის გამომუშავებას.
ვარჯიშები კოორდინაციაზე აღადგენს და ავარჯიშებს მოძრაობის დარღვეულ
რეგულაციას და მოძრაობის უნარს:
ვარჯიშები წონასწორობაზე ავარჯიშებს დაგვიანებული რეაქციის
ვესტიბულარულ აპარატს და ხელს
უწყობს მოძრაობის კოორდინაციის და სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბებას.
მაკორეგირებელი ვარჯიშები – სპეციალური ტანვარჯიშული ვარჯიშებია,
რომლებიც ხელს უწყობს
საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციების აღმოფხვრას .
რეფლექტორული ფიზიკური ვარჯიშებია – ტანვარჯიშული ვარჯიშები,
რომელსაც საფუძველად
უდევს აუცილებელი მოძრაობითი რეაქციები (ხოხვის რეფლექსი, ხერხემლის
მოხრა, გაშლა და ა.შ.).
.
დინამიკური, სტატივური, სტატიკურ-დინამიკური ვარჯიშები. საერთო
რეგიონური და ლოკალური
მოქმედების ვარჯიშები.
კუნთების განსაზღვრული რაოდენობის მონაწილეობით შესრულებული
ვარჯიშების დროს
განსაზღვრულ კუნთთა ჯგუფებში და შესაბამის ნერვულ სისტემაზე
მიმდინარეობს ძირითადი ლოკალური
ხასიათის ცვლილებები. ასეთი ვარჯიშებია - თავის, კისრის, ზურგის, მუცლის ,
ქვედა, და ზედა კიდურების კუნთებისათვის და ა.შ.
სწრაფძალისმიერი (სპრინტერული სირბილი, სწარფი სიარული) და
ძალისმიერი ვარჯიშების
(ვარჯიშები სიმძიმით) დროს მიმდინარეობს ორგანიზმში გაძლიერებული
ნივთიერებათა ცვლის პროცესები.
ძალისმიერი ვარჯიშის პროცესში გულსისხლძარღვთა და სხვა სისტემები
განიცდიან განსაკუთრებულ
დატვირთვას. ამიტომ აუცილებლად საჭიროა დადგინდეს ორგანიზმის
მზადყოფნა აღნიშნული ვარჯიშებისადმი.
დაბალი ინტენსიურობის ვარჯიშები ზემოქმედებენ მცირე და საშუალო კუნთების
ჯგუფებზე. მათ
მიეკუთვნება ვარჯიშები კუნთების მოდუნებაზე, ვარჯიშები ზურგის ღრმა კუნთებისათვის ,
ვარჯიშები
სრულდება ნელა ან საშუალო ტემპში. გულის შეკუმშვის სიხშირე უმნიშვნელოა . შეინიშნება
არტერიული
წნევის უმნიშვნელო ცვლილებები და ღრმა სუნთქვა.
ზომიერი ინტენსიურობის ვარჯიშებს მოქმედებაში მოჰყავს საშუალო (საშუალო და
სწრაფი ტემპის
დროს) და დიდი (ნელი და საშუალო ტემპის დროს) კუნთების ჯგუფები. აღნიშნული ვარჯიშების
ჩატარებისას გულის შეკუმშვის სიხშირე უმნიშვნელოდ მაღლდება , არტერიული წნევა
იმყოფება ზომიერ
ფარგლებში. მაღლდება ფილტვების ვენტილაცია, აღდგენით პროცესებს სჭირდება
რამდენიმე წუთი.
დიდი ინტენსიურობის ვარჯიშები მუშაობის პროცესში ერთდროულად რთავენ დიდი
რაოდენობის
კუნთების ჯგუფებს. ასეთ ვარჯიშებს მიეკუთვნება სწრაფი სიარული, სირბილი, ხტომები ,
ვარჯიშები
იარაღებზე, ტრენაჟორებზე, და სიმძიმეებით ვარჯიშები. მოძრავი თამაშები , რომლებიც
იწვევენ გულის
პლასტიკური მოძრაობის
სისტემატური შენაცვლებით გამოხატავს ადამიანის ხასიათს, სულიერ მდგომარეობას და
მოძრაობითი
შესაძლებლობების უნარს. ცეკვა წარმოადგენს მთელ ნაწარმოებს, რომელსაც გააჩნია
კონკრეტული
შინაარსობრივი წყობა-ექსპოზიცია (მონაწილეთა მოქმედებების და ხასიათების გაცნობა ),
კვანძის გახსნა
(შემდეგი მოქმედების ინტერესის გაღვიძება), კულმინაციის წინა საფეხური (თემა რომელიც
ანვითარებს
ემოციებს, ატარებს კონტრასტებს და ურთიერთმქმედებებს), კულმინაცია (ემოციების
მაქსიმალური
გამოხატვის პლასტიკური გადაწყვეტა), გახსნა (წარმოდგენილი ჩანაფიქრის აზრობრივი
გახსნა).
ცეკვის ფორმირების საშუალებად ითვლება რიტმი, რომელიც წარმოადგენს მოძრაობის
კანონზემიერ
რიგითობას. რიტმი გამოხატავს პიროვნების ემოციურ მდგომარეობას , აქტიურობას ,
პლასტიკურობას,
ფეთქებად, წყნარ და ნარნარ მოძრაობებს. მუსიკა, ცეკვას წარმართავს მოძრაობის ფორმის
აგების
კანონზომიერების მიხედვით. როგორც მუსიკას, ასევე ცეკვას საფუძველად გააჩნია რიტმული
თანმიმდევრობა და უწყვეტობა. ცეკვის საფუძველშია ჩადებული მოძრაობა რიტმზე -
ყრდნობითი და
არაყრდობითი მოძრაობები. ცეკვაში, როგორც მუსიკაში დამთავრებული მოქმედება შედგება
როგორც რიტმს, ასევე მოძრაობას გააჩნია სიჩქარე და ტემპი. ტემპი არის მოძრაობის
სიჩქარე
(მოქმედების სიხშირე). მუსიკის შერჩევის დროს ყურადღება ექცევა მის ტემპს . მუსიკალური
რიტმი ახდენს
განსაკუთრებულ გამაჯანსაღებელ ეფექტს, კეთილსასურველ გავლენას ახდენს გულის
შეკუმშვის რიტმზე,
სუნთქვის სიღრმეზე და სიხშირეზე, მოტორიული რეფლექსების კოორდინაციაზე .
შეიძლება გავითვალისწინოთ, რომ დატვირთვა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ცეკვებში
ისეთივეა,
როგორც გამაჯანსაღებელი რბენის დროს. არანაკლებად იტვირთება ცეკვის დროს კუნთებია ,
ხოლო
სახსრების აქტივიზაციისათვის ცეკვები უფრო ქმედითია, ვიდრე რბენა. ეს მათ ანათესავებს
ტანვარჯიშთან,
რომელიც სახსრების მოქნილობის და დამუშავების შესანიშნავი საშუალებაა , თუმცა თუ
სპორტული
ვარჯიშები ითვალისწინებს ვარჯიშების შესრულების მაღალ ტექნიკას , საცეკვაო ვარჯიშები
გაცილებით
დემოკრატიულია, იგი უშვებს არაზუსტ “მოღრეცილ” მოძრაობებს, დაუჭიმავ ქუსლებს ,
არასპორტულ
პოზებს, იქ უფრო მნიშვნელოვანია ტემპი, ხანგრძლივობა და ხასიათი. გამაჯანსაღებელი
ცეკვების არსენალში
ურიცხვი ვარჯიშებია: დახრები, ბრუნები, ქნევები, ტრიალი, ხელ-ფეხის მოძრაობები
ნებისმიერი
გაკაჟება - არის ორგანიზმის მდგრადობის ამაღლება არასასურველ გარემო
პირობების (სიცივე, სიცხე
და სხვა კლიმატური ფაქტორების) ზემოქმედებისადმი.
ეს ფაქტორები ზემოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე . კანზე და ლორწოვან გარსზე მდებარე
ნერვული
დაბოლოებების საშუალებით გაღიზიანება გადაეცემა პერიფერიიდან ცენტრისკენ _ თავის
ტვინის ქერქს.
იქიდან კი სხვა ნერვული გამტარების საშუალებით მოდის იმპულსები , რომლითაც
ძლიერდება ან სუსტდება
ამა თუ იმ ორგანოს ფუნქცია. აღნიშნული რეაქციის შედეგად ორგანიზმი ეგუება ცვალებად
პირობებს.
თანადათან, რეგულარულად და ფრთხილად ვაჩვევთ რა ორგანიზმს სიცივეს და სითბოს ,
შეიძლება
მივაღწიოთ გაკაჟების მაღალ ხარისხს და პრაქტიკულად დავიზღვიოთ თავი გაცივებითი
დაავადებისგან.
ამასთან, გაკაჟება კეთილსასურველ გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მოქმედებაზე ,
ნივთიერებათა
ცვლაზე, გულსისხლძარღვთა სისტემაზე აწესრიგებს სხვადასხვა ორგანოების მუშაობას .
ორგანიზმის გაკაჟება დაფუძნებულია ორგანოების და სისტემების მუშაობის სწრაფად
ცვალებად ისეთ
უნარზე, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის არსებობის პირობების შენარჩუნება მუდმივად
ცვალებად
ორგანიზმის გაკაჟება ხდება ჰაერის, მზის და წყლის რაციონალური და დოზირებული გამოყენების
საშუალებით.
1) ჰაერის აბაზანები. ყველაზე უვნებელი და მსუბუქი გასაკაჟებელი საშუალებაა - ჩვენი გარემომცველი
ჰაერი. ამიტომ გაკაჟება უნდა დაიწყოს ჰაერის აბაზანებიდან, რომელიც შეიძლება პირობითად ასე
დავყოთ:
თბილი (+30-200 ), გრილი (+20-140
) და ცივი (+140 და ქვევით).
ჰაერის აბაზანებს იღებენ შიშველნი, ან ტანსაცმლით, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს.
2) შედარებით მოხერხებული და ეფექტურია
წყლის პროცედურები, რომლის დროსაც გამოიყენება
ტანის დაზელვა, გადავლება, შხაპი და ბანაობა. ამ
საშუალებების გამოყენება უნდა დაიწყოს ოთახის
ტემპერატურის წყლით (3-4 წუთი). შემდეგ კი
თანდათანობით დავწიოთ წყლის ტემპერატურა და
გავზარდოთ წყლის მიღების ხანგრძლივობა.
გაკაჟების პროცესში უნდა ვეცადოთ შეგუების
ზეგავლენა მიმდინარეობდეს ერთდროულად მთელ
სხეულზე.
მიჩვეული არიან სიცივეს, სითბოს წარმოქმნა
მიმდინარეობს ინტენსიურად, უზრუნველყოფს კანში სისხლის მიმოქცევას და ამაღლებს
გაცივების შედეგად
გამოწვეული დაავადების და მოყინვის წინააღმდეგობის უნარს .
გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს, რომელსაც არაა შეგუებული ორგანიზმი ,
წარმოიშობა
გადახურების საშიშროება. ხანგრძლივი და მრავალჯერადი თბური ზემოქმედების შედეგად
მაღლდება
შეგუება მაღალი ტემპერატურის მიმართ. ეს ხდება ძირითადად ოფლის გამოყოფის და
აორთქლების ხარჯზე.
ორგანიზმის გაკაჟებისათვის აუცილებელია ორგანიზმზე სითბოს და სიცივის გამეორებითი
ზემოქმედება და დოზირების თანდათანობითი ამაღლება. მხოლოდ ამ პირობების
გამოყენების შედეგად
ვითარდება ორგანიზმის შეგუებითი ცვალებადობა.
გაკაჟების დაწყებამდე უპირველეს ყოვლისა კარგად უნდა გავეცნოთ ყოველი მოსწავლის
ორგანიზმის
ფუნქციურ მდგომარეობას და შემდეგ კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან . გაკაჟების რეჟიმი
დგინდება ასაკის,
ინდივიდუალური თავისებურებების, ფუნქციონალური მდგომარეობის და ჯანმრთელობის
მდგომარეობის
გათვალისწინებით. გაკაჟება უნდა მიმდინარეობდეს სისტემატურად და უწყვეტად .
ორგანიზმის გაკაჟება წარმოადგენს ძირითად პროფილაქტიკურ ღონისძიებას , რომელიც
3) მზის აბაზანები: არაფერი ცოცხალი არ არსებობს მზის გარეშე. მზის სხივები
აუმჯობესებს
ნითიერებათა ცვლას, ზრდის სისხლის წითელი ბურთულების რაოდენობას და ჰემოგლობინის
შემადგენლობას სისხლში, აუმჯობესებს ლიმფის შემადგენლობას, კეთილსასურველად
მოქმედებს საჭმლის
მომნელებელ სისტემაზე და კუჭუკანა ჯირკვლის ფუნქციაზე, ამაღლებს ორგანიზმის საერთო
ტონუსს და
გამძლეს ხდის ინფექციების მიმართ. მზის სხივებს გააჩნია რაქიტის საწინააღმდეგო
მოქმედება
(ულტრაიისფერი სხივების გავლენით ორგანიზმში წარმოიქმნება ვიტამინი D, რომელიც
აუცილებელია
ძვლოვანი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის).
მაგრამ, ვიყენებთ რა მზის სხივების სამკურნალო თვისებებს , აუცილებელია დავიცვათ
სიფრთხილე,
რადგანაც არადოზირებული მზის აბაზანის მიღებას თან სდევს კანის მტკივნეული დამწვრობა ,
რომელიც
მთელ რიგ გართულებებს იწვევს.
მზით წრთობას ახასიათებს უკუჩვენებები: ათეროზსკლეროზის დროს ძარღვების კედლების
მნიშვნელოვანი ცვლილებები, ფილტვების ტუბერკულიოზის აქტიური ფორმა , II და III
ხარისხის
ჰიპერტონიის, მომეტებული ნერვული აგზნების დროს და ა.შ.
ადაპტური ფიზიკური აღზრდის ფორმები
- დილის ჰიგიენური ტანვარჯიში;
- სასწავლო დაწესებულებებში ადაპტური ფიზუკური აღზრდის
გაკვეთილი
- ფიზიკულტპაუზები;
- დინამიური დასვენებები;
- ფიზიკური ვარჯიშების დამოუკიდებლად ჩატარება;
- საშინაო ვარჯიშების სისტემატიურად ჩატარება;
- გასეირნებები;
- მოძრავი და სპორტულლი თამაშები;
- ტურიზმი მოკლე და გრძელ მანძილებზე;
- სპორტული შეჯიბრებები, ზეიმები, ფესტივალები;
დილის ჰიგიენური ტანვარჯიში არის ადაპტური
ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ფორმა, რომლის
მიზანია ორგანიზმის გადასვლა ძილიდან
სასიცოცხლო მოქმედებაზე, ორგამიზმის
თანდათანობითი
გააქტიურება, დასვენების ინერციის გადალახვა,
საერთო სასიცოცხლო ტონუსის ნორმალიზება.
ვარჯიშთა კომპლექსში შეტანილი უნდა იქნას ისეთი
ფიზიკური მოძრაობები, როგორიცაა;
- ლოგინში გაზმორება, გაჭიმვა,
- სუნთქვითი ვარჯიშები,
- ხერხემლის ვარჯიშები,
- ფიზიკური ვარჯიშებით და თვითმასაჟით სისხლის
მიმოქცევის გააქტიურება (თანმიმდევრულად
ცენტრიდან პერიფერიისაკენ),
- გამჭიმავი ვარჯიშები სახსრებისათვის,
- ციკლური აერობული ვარჯიშები,
- ინდივიდუალური ვარჯიშები,
- პულსის და სუნთქვის სიხშირის დამარეგულირებელი
(მანორმალიზებელი) ვარჯიშები.
დილის ჰიგიენური ტანვარჯიშისათვის ყველაზე მისაღები
ვარჯიშებია:
- ადრე შესწავლილი ვარჯიშები;
- ადვილად დოზირებული ვარჯიშები,
- საერთო და ლოკალური ზემოქმედების ვარჯიშები.
- ვარჯიშები, რომელსაც ცოტა დრო სჭირდება.
დილის ჰიგიენური ტანვარჯიშის ეფექტიანობის კრიტერიუმებია - მოვარჯიშის საერთო
ხასიათი,
ვეგეტაციური რეაქცია, სუნთქვის და გულისცემის სიხშირე.
გაკვეთილზე მეცადინეობები - სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ძირითადი ფორმაა
გაკვეთილზე
მეცადინეობა, რომლის დამახასიათებელი ნიშანია სასწავლო მუშაობის მკაცრად გარკვეული
მოცულობა და
დადგენილ დროში მისი შესრულების რიგითი თანმიმდევრობა, სასწავლო პროგრამა , გეგმა
და მეცადინეობის
ცხრილი.
ყოველ გაყვეთილს უნდა ჰქონდეს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი , ამოცანა , ამოცანის
გადაჭრის საშუალებები, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და დოკუმენტაცია . თავის
მხრივ,
ყოველი ამოცანის გადასაწყვეტად მუშავდება სივრცითი, ძალური და ხანგრძლივობის
კონკრეტული
პარამეტრები.
გაკვეთილს გააჩნია შესავალი რიტუალი, მოწყობა და ურთიერთ- მისალმება , ხელს უწყობს

მომეცადინეთა კონსოლიდაციას, დადებით განწყობას, მასწავლებლისადმი განსაზღვრულ


დამოკიდე-
ბულებას, ურთიერთობა, ეხმარება მოსწავლეებს მიზნების და ამოცანის განსაზღვრაში .
საერთოგანმავითარებელ ვარჯიშთა კერძო ამოცანებია
1.კუნთური ძალისა და ტანის მოქნილობის განვითარება.
2. სახსრებში მოძრაობის განვითარება.
3. კუნთების შეკუმშვის სისწრაფის განვითარება.
4. ცალკეულ კუნთთა ჯგუფის მოდუნებისა და დაძაბვის
უნარიანობის გაზრდა.
5. სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოების განვითარება
და გამაგრება.
6. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება და შინაგანი ორგანოების
ცხოველმოქმედების საერთო
ამაღლება.
7. სწორი ტანდეგობის ფორმირება.
8.მოძრაობათა საერთო კოორდინაციის საფუძვლების
დაუფლება, რომელიც დაკავშირებული იქნება
უპირატესად ელემენტარული სიმაღლის, მარტივ მოძრაობათა
შეთანხმებულობისზე.
ვარჯიშთა დახასიათება
ძალაზე ვარჯიშები ეწოდება ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც სრულდება ნელი მოძრაობით და
კუნთური
დაძაბულობის დიდი ინტენსიურობით.
ძალისმიერი ვარჯიშები ზემოქმედებენ კუნთების ძალის განვითარებაზე და უზრუნველყოფენ
მომეცადინეთა საერთო ფიზიკურ განვითარებას.
დინამიური ხასიათის ვარჯიშების გამოყენება კუნთური ძალის განვითარების ხელსაყრელ
პირობას
წარმოადგენს. კუნთების დინამიური მუშაობისას მიმდინარეობს კუნთთა მორიგეობითი
შეკუმშვა, დაჭიმვა
და მოდუნება. ეს კი უზრუნველყოფს კუნთებში სისხლის შედარებით უკეთეს მიმოქცევას და
ამის
შესაბამისად მათ კვებას.
კუნთური ძალის განვითარებისათვის, გარდა დინამიური ვარჯიშებისა, გამოიყენება
სტატიური
ვარჯიშებიც. კუნთთა სტატიკური დაძაბულობით ვარჯიშების გამოყენებას არსებითი
მნიშვნელობა აქვს. ვარჯიშები ზემოქმედებენ კუნთთა სტატიკური დაძაბულობით მუშაობის
უნარიანობის განვითარებაზე,
ხელს უწყობს ტანისა და მისი ცალკეული ნაწილების სხვადასხვა მდგომარეობაში დაკავებას
და სწორი
ტანდეგობის ფორმირებას.
კუნთური დაძაბულობის ინტენსიურობის
გაზრდისათვის გამოიყენება შემდეგი ხერხები

1. საწყის მდგომარეობათა ცვლა.


2. საგნებით დამძიმების გამოყენება.
3. საკუთარი ტანის ან მისი ცალკეული
ნაწილების წონის გამოყენება.
4. თანამოვარჯიშის წონისა და
წინააღმდეგობის გამოყენება.
5. მოძრაობის ტემპისა და შესრულების
ხანგრძლივობის ცვლა.
ინტენსიურობის გაზრდისათვის
გამოიყენება შემდეგი ხერხები
1. საწყის მდგომარეობათა ცვლა;
2. გარეშე საყრდენზე ან საკუთარი ტანის ცალკეულ ნაწილებზე
ტაცის გამოყენები;
3. ტანის ცალკეული ნაწილების ინერციის გამოყენება;
4. ტანის ცალკეული ნაწილებით მოძრაობის აქტიურად შესრულება
სწრაფ ტემპში (მოსხლეტილი ქნევით და გდებით);
5. განმეორებითი დრეკადი მოძრაობების გამოყენება, მოძრაობის
რკალის თანდათანობით გაზრდით;
6. საგნებით დამძიმებების გამოყენება;
7. თანამოვარჯიშის აქტიური დახმარების გამოყენება.
წონასწორობის მნიშვნელობა
მოძრაობითი მოქმედების სწავლების
ხუთ ძირითად
პროცესში
(მხედველობის, სმენის,
ყნოსვის, გემოვნების,
შეხების) გრძნობასთან
ერთად არსებობს
მეექვსე გრძნობაც,
რომელსაც ეწოდება
მდგომარეობის
განმსაზვრელი ან
მეორენაირად
წონასწორობის გრძნობა.
წონასწორობის გრძნობის წყალობით ადამიანი
საზღვრავს საკუთარი სხეულს მდგობარეობას, აფასებს
მისი
გადაადგილების და წონასწორობის ხარისხს დედამიწის
გრავიტაციასთან კავშირში.
ორგანო, რომელიც აკონტროლებს ადამიანის სხეულის
მდგომარეობას და წონასწორობას, შედგება ორი პატარა
პარკუჭისა და სამი ნახევარწრიული არხისაგან, რომელიც
მოთავსებულია ყურის შუა ნაწილში. ეს ორგანოები სავსეა
განსაკუთრებული სითხით, სადაც დაცურავენ მრავალი
მყარი მარცვლები. აღნიშნული ორგანოების შიგნით
მდებარეობს ძალზე მგრძნობიარე ბუსუსები.
ადამიანის სხეულის, ან მისი ცალკეული ნაწილების
მოძრაობის დროს, სიმძიმის ძალის მიმართულების
შესაბამისად მარცვლები იწყებენ ზემოქმედებას მგრძნობიარე
ბუსუსების განსაზღვრულ ჯგუფებზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნერვული იმპულსები და
გადაეცემა
თავის ტვინში მოთავსებულ წონასწორობის ცენტრს. ამის შემდეგ აღიქმება ის ინფორმაცია ,
თუ რომელი
მიმართულებით მოძრაობს ან რომელ მდგომარეობაში იმყოფება სხეული და იძლევა იმის
შესაძლებლობას,
რომ ადამიანმა დაიჭიროს განსაზღვრული წონასწორობა.
წონასწორობის ფუნქცია ორგანიზმის, მისი ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ -ერთი
რთული
ფუნქციაა. იგი სხვადასხვა მოქმდებების რეაქციების ძირითადი კომპონენტია . წონასწორობის
შენარჩეოებაში
მონაწილეობას ღებულობენ რიგი ანალიზატორები (მხედველობითი, ვესტიბულარული ).
მიღებულია, რომ ტანის წონასწორობის განხორციელება გრავიტაციულ ველში
შესაძლებელია ორგანიზმის
მართვადი სისტემების კომპლექსური მოქმედებით, რომელიც აერთიანებს ცენტრალური და
სტატიკური
მოქმედების ანალიზატორებს და მასთან დაკავშირებულ ცენტრალური მხედველობის
ანალიზატორებს.
წონასწორობა არის მოძრაობის კოორდინაციის ერთ-ერთი ძირითადი თვისება, რომლის
განვითარება
და სრულყოფა აუცილებელ პირობას წარმოადგენს შშმ პირთა მთელი ცხოვრების
განმავლობაში.
ფუნქციონალური დარღვევები ორგანიზმში, რომელიც იწვევს ინვალიდობას ,
განსაკუთრებულ
ზემოქმედებას ახდენს მოძრაობის კოორდინაციის ხარისხზე , რაც ძირითადად
განპირობებულია
წონასწორობის ხარისხის დაკარგვით ან განუვითარებლობით
ნებისმიერი მოძრაობითი მოქმედება - სიარული, სირბილი, ხტომები , ტყორცნები ,
თხილამურებით
სრიალი, ცურვა და ა.შ. დამოკიდებულია სხეულის მყარი მდგომარეობის შენარჩუნებაზე ,
რომელსაც
უზრუნველყოფს სხეულის ყველა ფიზიოლოგიური სისტემის ნორმალური ფუნქციონირება .
ქმნის
ოპტიმალური ამპლიტუდის, კუნთური ძალის რაციონალური განაწილების საშუალებას ,
რომლის
მეშვეობითაც შეიძლება ენერგიის ეკონომიური ხარჯვა და მოძრაობითი მოქმედების
ეფექტიანობის
ამაღლება.
არანაკლები მნიშვნელობა გააჩნია წონასწორობის შენარჩუნებას უშუალოდ მჯდომარე
მდგომარეობაში
(ჯდომა მერხზე, სკამზე და ა.შ.). სწორ მდგომარეობაში ჯდომის უუნარობას (თუ არ ჩავთვლით
სკამი- დან
გადმოვარდნას, დგომიდან წაქცევას და მის ნიადაგზე მიღებულ სხვადასხვა ტრავმებს )
მივყავართ ხერხემლის
გამრუდებამდე და მისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის გაუარესებამდე . ამიტომ მოძრაობის
დროს
წონასწორობის განვითარებას და სრულყოფას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებისათვის
სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია.
დინამიკურ და სტატიკური მოქმედების პროცესში სხეულის მდგრადბის შესწავლა მრავალი
მეცნიერის
ყურადღების ცენტრშია. მაგრამ ჯერჯერობით არ არის შესწავლილი მოძრაობის პროცესში
სხეულის
კოორდინაციის ხარისხი და მისი განმსაზღვრელი კომპონენტები , გამოვლინებები ,
ფუნქციები, რომლითაც
განპირობებული იქნება სხეულის მყარი მდგომარეობის განვითარების კრიტერიუმები .
ნებისმიერი წონასწორობის მართვის საფუძველს შეადგენს სხეულის
ურთიერთმოქმედება მიწიერ
გრავიტაციასთან. რაც უფრო მაღლა მდებარეობს სიმძიმის საერთო ცენტრი
საყრდენთან, მით უფრო ძლიე-
რად ზემოქმედებს სხეულზე გრავითაციის ძალა და უფრო ძნელად
ნარჩუნდება სხეულის მდგომარეობა.
ზოგიერთი მეცნიერის (ლ.დ.ნაზარენკო -2000) აზრით წონასწორობას გააჩნია
ოთხი კომპონენტი: 1.
სხეულის წონასწორობის რაციონალური განლაგება. 2. მოძრავი სისტემების
თავისუფალი მოძრაობის
რიცხვის მინიმიზაცია, 3. კუნთური ძალის დოზირება და განაწილება და 4.
სივრცეში ორგანიზაციის ხარისხი.
1. სხეულის ნაწილების რაციონალური
განლაგება ხელს უწყობს დგომში წონასწორობის უკეთ
შენარჩუნებას. ცალ ფეხზე დგომში გაშლილი ხელების
გამოყენებით უფრო თავისუფლად ხდება
წონასწორობის დაბალანსება. სწორი ტანდეგობა ჯდომში და
დგომში ხელს უწყობს ტანის უკეთ მდგრადობას და ა.შ.
სხეულის ნაწილების რაციონალური განლაგება არსებითად
ზემოქმედებს კუნთების აქტიურობაზე. ასე
მაგალითად, ცალ ფეხზე ჯდომში მკვეთრად მაღლდება თეძოს
ზურგის კუნთების და საყრდენი ფეხის
კუნთების აქტიურობა. ამასთან ერთად არა მარტო ზემოქმედებს ნე-
ბისმიერი მოძრაობის გარეგან აღქმაზე
(პოზაზე), არამედ ხელს უწყობს მდგომარეობის შენარჩუნებას.
2. მოძრავი სისტემების თავისუფალი
მოძრაობის რიცხვის მინიმიზაცია – ცნობილია, რომ
ადამიანის
სამოძრაო აპარატი წარმოადგენს საკმაოდ რთულ კინესთეტიურ ჯაჭვს, რომელსაც გააჩნია
თავისუფალი
მოძრაობის დიდი დიაპაზონი.
ენერგიის ეკონომია მოძრაობითი მოქმედების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია . როგორც
ცნობილია
ყველა დახარჯული ენერგია როდია სასარგებლო. დახარჯული ენერგიის ნაწილი
გამოიყენება გარკვეული
წინააღმდეგობის დასაძლევად, გარკვეული ნაწილი კი იხარჯება მოძრაობის
გაწონასწორებისათვის, ამიტომ
სხეულის მდგრადობის მაღალი ხარისხით შენარჩუნება დაკავშირებულია მოძრავი
ნაწილების თავისუფალი
მოძრაობის რაოდენობის შემცირებასთან.
ადამიანის სხეულის ყველანაირ მოძრაობას შეიძლება ჰქონდეს თავისუფლების მრავალი
ხარისხი. ასეთ
შემთხვევაში შეუძლებელია მოძრაობითი მოქმედების მართვა. რაციონალური მოძრაობითი
კოორ- დინაცია
ხასიათდება უპირველეს ყოვლისა თავისუფალი მოძრაობის რაოდენობის შემცირებით .
3. კუნთური ძალის დოზირება და
გადანაწილება -რომელიმე მოძრაობის შესრულების შემდეგ, სხეულის
მდგრადობის შენარჩუნების სირთულე (ბრუნები, ხტომები, სირბილი და ა.შ.) მდგომარეობს
იმაში, რომ
კუნთების ჯგუფების ძალას გააჩნია ხანმოკლე მოქმედების ხასიათი, რომელიც წარმოიქმნება
მხოლოდ
მოძრაობითი მოქმედების განსაზღვრულ ფაზაში. ამასთან ერთად, მოძრაობის დასაწყისში და
დასრულების
დროს კუნთური ძალის სიდიდე სხვადასხვაა. მაგალითად ბრუნის შესრულების შემდეგ
წონასწორობის
შენარჩუნებას სჭირდება სრულიად სხვადასხვა ხასიათის ძალის გამოყენება . მეორე
შემთხვევაში ძალის
გამოყენება მეტი რაოდენობით იქნება საჭირო საწინააღმდეგო ბრუნის რეაქციისათვის .
კუნთური ძალის
გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია სიარულის დროს. კუნთური ძალა ისე უნდა
განაწილდეს
საყრდენი ფეხის მონაცვლების დროს მეორეში, რომ არ დაირღვეს წონასწორობა და
თავისუფლად
შეენაცვლოს ერთიმეორეს. თუმცა ჯანმრთელი ადამიანი ასეთ მოძრაობით მოქმედებას
ასრულებს
4. სივრცეში ორიენტაციის ხარისხი - სხეულის
მდგრადობის შენარჩუნებისათვის საჭიროა სივრცეში
ორიენტაციის გარკვეული დონე. ნებისმიერი მოძრაობითი
მოქმედების, ნებისმიერი პოზის მიღებისათვის
საჭიროა სივრცეში ორიენტაციის გარკვეული ხარისხი. რაც უფრო
მაღალია სივცეში ორიენტაციის ხარისხი,
მით უფრო შენარჩუნდება სხეულის მდგრადობა. სივრცეში
ორიენტაცია უზრუნველყოფს სხეულის და მისი
ცალკეული ნაწილების გადაადგილებას და მოძრაობის სიზუსტეს.
მოძრაობითი მოქმედების მრავალ სახეობაში დიდი მნიშვნელობა
გააჩნია სივრცეში მოძრაობის
სიზუსტეს. მაგალითად ჩოგბურთის ბურთის მიზანში დარტყმის
სიზუსტე დამოკიდებულია სივცეში
მოძრაობის სიზუსტის შეფასების უნარზე.
ცნობილია წონასწორობის ორი ძირითადი სახობა - სტატიკური და დინამიკური
წონასწორობა.
სტატიკური წონასწორობის უნარის გამომუშავება-ათვისება ხდება დგომში შესრულებული
ვარჯიშების დროს, ხოლო დინამიკური წონასწორობის უნარის განვითარება მოძრაობის ,
რამდენიმე
მოძრაობითი მოქმედების უწყვეტად შესრულების პროცესში (სიარული ბურთის გადაცემა -
დაჭერა.
აგრეთვე წონასწორობის უნარის გამომუშავება დამოკიდებულია სახსრების მოძრაობის
უნარის
ხარისხზე, რაც უფრო მაღალია სახსრების მოძრაობითი მოქმედება, მით უფრო მსუბუქად
ხდება სხეულის და
მისი ცალკეული ნაწილების განლაგება და ამის საფუძველზე მდგრადობის მართვა .
წონასწორობის უნარის მართვაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი თვისებების
სრულყოფას,
როგორიცაა გამძლეობა, ძალა, სისწრაფე, მოქნილობა და სიმარდე . რაც უფრო მაღალია
აღნიშნული
თვისებების განვითარების ხარისხი, მით უფრო ადვილად ხდება სხვადასხვა პირობებში
წონასწორობის
მართვა.
სტატიკური თუ დინამიკური მოქმედების პროცესში წონასწორობის
სხვადასხვა სახეობების და
გამოვლინებების ცოდნა, საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მისი
ფიზიოლოგიური საფუძველი:
წონასწორობის მექანიზმი იმდენად რთულია, რამდენადაც მის რეგულიაცაში
ჩართულია სხვადასხვა
ანალიზატორები, ვეგეტაციური ორგანოები, ნერვული და კუნთური სისტემები
და ა.შ. წონასწორობის
რეგულაციაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის არა მარტო მოძრაობით,
არამედ მხედველობით,
ვესტიბულარულ, ტაქტილურ ანალიზატორებს. აგრეთვე წონასწორობის
შენარჩუნების ერთ-ერთი ფაქტორია
ფსიქოლოგიური განწყობა და ემოციური მდგომარეობა. ფსიქოლოგიურ
მომზადებას და ნერვული
პროცესების გაწონასწორებას ძალზე დიდი მნიშვნელობა გააჩნია
წონასწორობის შენარჩუნების პროცესში.

You might also like