Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ქუთაისის ბოტანიკური

ბაღი
◦ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის
მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების
თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ობიექტად ითვლება. გარდა ამისა იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების
ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში.
◦ ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა
წარმოდგენილი. ქუთაისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე ბუნებრივი ტერასით
არის წარმოდგენილი. გეოგრაფიულად იგი კოლხეთის დაბლობის უკიდურეს
აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს და ზღვის დონიდან სიმაღლე 150 მეტრს
აღწევს. ბაღის ძირითად სამეცნიერო მიმართულებას მცენარეთა
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა წარმოადგენს.
◦ ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700
სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით, მსოფლიოს ყველა ფლორისრული
რეგიონიდან. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 210 გვარის სახეობა, რომელიც
მიეკუთვნება 80 ბოტანიკურ ოჯახს.
◦ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1969 წელს, მაგრამ იგი
მემკვიდრეა იმ ბაღისა, რომელიც 120-140 წლის წინ გაშენდა
ქალაქში. მე-19 საუკუნის შუა წლებში დაარსებულ ბაღს
თავდაპირველად ,,ფერმის ბაღი” ეწოდებოდა. უფრო მოგვიანებით
იგი ცნობილია ,,ჭომის პარკის” სახელითაც. იგი მჭიდროდ
უკავშირდება ქუთაისში საქალაქო ბაღის (მოგვიანებით ,,ბულვარი,
ამჟამად ქალაქის პარკი) და ფერმის ბაღის (ამჟამად ბოტანიკური
ბაღი) შექმნას. საქალაქო ბაღი გაშენდა დაახლოებით 1820 წ.,
ხოლო ,,ფერმის ბაღი კი 1840 წელს. სწორედ ეს პერიოდი უნდა
ჩაითვალოს ქუთაისში უცხო ეგზოტიკურ მცენარეთა ინტროდუციის
პირველ ეტაპად და იგი გრძელდება 1900-1910 წლამდე.

You might also like