Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 7

ხევი

მარიამ კობახიძე
ხევი
ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე საქართველოში. თანამედროვე
საქართველოს ტერიტორიული მოწყობით ხევი მოქცეულია ყაზბეგის
მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, რომლის ცენტრიც არის დაბა
სტეფანწმინდა.
მშრალი ან დროებითი ნაკადიანი ღრმა ხეობა. დამახასიათებელია
არიდული მხარეებისათვის (გვხვდება ტყესტეპის ზონაშიც).
გამომუშავებულია ნიაღვრების ეროზიული მოქმედების შედეგად. სიღრმე
და სიგანე რამდენიმე ათეული ან ასეული მ, სიგანე — რამდენიმე ათეული
კმ. ხევს უწოდებენ წყლის დროებით ნაკადსაც, რომელიც მოდის
ეპიზოდურად, მცირე დროის განმავლობაში, დიდი თავსხმის დროს.

მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულის ნაპირებზე


ზღვის დონიდან 520 მეტრი. ხარაგაულიდან 47 კილომეტრი. სოფლის ძველი
სახელწოდებაა ხევისჯვარი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში.
სოფელში არის საჯარო სკოლა[2], ბიბლიოთეკა[3]. სოფელში არის შუა საუკუნეები
ეკლესია „ნებიერი“ და XIX საუკუნის ეკლესია.

სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების


განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე
ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც
მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით
სარგებლობა.
ადათ-წესები
მეკვლეობა, ახალ წელს ნაყოფიერება-ბარაქიანობის
მაღალმოსავლიანობის, ბედნიერება-სიკეთის უზრუნველყოფის
მიზნით მეკვლის მიერ ოჯახის დალოცვისა და გარკვეული
რიტუალების შესრულების ჩვეულება. თავდაპირველად, როცა
კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალ სამეურნეო წლის
ანუ, შესაბამისად, აგრარული კალენდრის დასაწყისს, მეკვლის —
ახალი წლის პირველი მომლოცველის — ერთ-ერთი მთავარი
მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, პირველი, რიტუალური
კვალის გავლება.
.

ამ ჩვეულების გადმონაშთში ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას


მეკვლეობის მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის
მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის
გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ
„ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით
შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში
მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან
დაკავშირებული ხარი, ცხვარი ან ცხენ
საკრავები
წინწილა — დასარტყმელი მუსიკალური საკრავი.

მოდინახეს ციხის გათხრებისას, ერთ-ერთ სამაროვანში, სხვა


ექსპონატებთან ერთად, აღმოჩნდა წყვილი თეფში ანუ წინწილა. ეს
სამარხი ჩვენი წელთაღრიცხვის IV-ე საუკუნით არის დათარიღებული.
ანალოგიური საკრავები აღმოჩნდა მცხეთაში არმაზის ხევის გათხრების
დროსაც. სულ ოთხი წყვილი, ე.ი. 8 წინწილა, რომელთა დიამეტრი
განსხვავებულია, დიდი თეფშის დიამეტრი 40სმ, ხოლო მცირესი - 20სმ.
წინწილები გარეგნულად ჩვეულებრივ თეფშებს გვანან, რომელთაც
თავზე სარქველი აქვთ ხელის მოსაკიდი ყულფით. თეფშები ირგვლივ
დაჩხვლეტილია. ისინი ხმის გამანაწილებლის როლს ასრულებენ.

აღნიშნული საკრავი დღესაც გამოიყენება. ძველი და ახალი


თეფშების შედარებამ ცხადყო, რომ გათხრებში მოპოვებული
წყვილი წინწილა უკეთესად არის ნაკეთები ხმის განაწილების
მხრივ, ვიდრე დღევანდელ სამხედრო ორკესტრებში არსებული
უბრალო თეფშები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ხმის
გამანაწილებელი სარტყელი და არც ხმის მარეგულირებელი
ნახვრეტები.
სიმღერები
მოხეურ-მთიულური სამუსიკო დიალექტი
გავრცელებულია ხევისა და მთიულეთის
ტერიტორიებზე. მასში გამოიყოფა მოხეური და
მთიულური კილოკავები. ამ კუთხეების სიმღერა
ძირითადად სამხმიანია. უმთავრესად გვხვდება
მრავალხმიანობის ბურდონული ტიპი. შესრულების
ფორმებიდან სახეზეა ორი გუნდის მონაცვლეობა;
სოლო და უნისონური მღერა (მოხევე ქალთა
რეპერტუარში). მოხევეები მღერიან ძალიან
ხმამაღლა, მძიმედ და პირქუშად; გლისანდირებით.
მთიულები მოხევეებთან შედარებით უფრო ზომიერად
და ნაკლებად ხმამაღლა მღერიან; გაცილებით
ხშირია მელიზმატიკა, უფრო იშვიათი –
გლისანდირება. მოხეურ-მთიულური სიმღერებია:
“დიდება”, “სმური”, “გერგეტულა”, “ხმით ტირილი”,
“ნამგლური”, “ლომისის ჯვრისა”, “ჯვარი წინასა” და
სხვა. საკრავებიდან გავრცელებულია ფანდური.
ცნობილი ადამიანები
ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (დ. 20 იანვარი [ ძვ. სტ. 2 იანვარი], 1848[2],
სტეფანწმინდა — გ. 22 დეკემბერი, 1893, თბილისი, დაკრძალულია
სტეფანწმინდაში) — ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი,
მთარგმნელი და მსახიობი. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული
ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური –
„მოხევე“.[3][4] სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმედ ავადმყოფობდა. მისი
საუკეთესო ნაწარმოებები: „ელისო“, „მამის მკვლელი“ (ორივე 1882), „ციკო“
(1883), „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ (ორივე 1884), „მოძღვარი“ (1885)
ძირითადად 1880–1885 წლების განმავლობაში შექმნა. მწერალზე გავლენა
ქართულმა, რუსულმა და ფრანგულმა ლიტერატურამ მოახდინა.
პირველი ნაწარმოები, რომელიც მან გამოაქვეყნა, იყო მოთხრობა "ელისო". 1881 წელ
"დროებაში" დაიბეჭდა "ელგუჯა", ცოტა ხნის შემდეგ – "მამის მკვლელი", "ნამწყემსარი
მოგონებანი"... ყაზბეგის ყოველი ნაწარმოების გამოსვლას ხალხი უდიდესი აღტაცები
ხვდებოდა, თუმცა კრიტიკოსებთანაც ჰქონდა ხშირი შეხლა–შემოხლა. ა
პირველი მოთხრობა „ციცკა“ 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“
და ი. ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1881 წელს „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, რომელმაც
იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო“,
„მამის მკვლელი“ (ორივე 1882), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ (ორივე 1884),
„მოძღვარი“ (1885) და სხვა. 1886—1887 წლებში მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.
გმადლობთ ყურადღებისთვისთვის

You might also like