Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 25

წყაროს კითხვა და

დამუშავება

არგუმენტაცია და მსჯელობა
რა არის კითხვის სტრატეგიები?
როგორ გამოვიყენოთ ისინი სამეცნიერო ლიტერატურის
დამუშავებისას?
როგორ ვიკითხო სწრაფად და ეფექტიანად?
როგორ განვსაზღვროთ საკვლევი თემისთვის წყაროთა
მნიშვნელობა და შესაბამისობა?
როგორ დავაკონსპექტო წყაროები ისე, რომ მათთან
ხელმეორედ მიბრუნება არ დამჭირდეს?

არგუმენტების შესახებ:
1. როგორ ავაგო და წარმოვადგინო არგუმენტი?
2. როგორ წარვმართო არგუმენტირებული მსჯელობა?
3. რა გამოდგება მტკიცებულებად კვლევის არგუმენტის
წარმოდგენისას?
მკვლევარმა აუცილებლად უნდა იცოდეს,
რა არის გამოკვლეული, შესწავლილი იმ სფეროში, რომელშიც მუშაობს,
და როგორია კვლევის უკვე არსებული შედეგები.

ინფორმაციის გაცვლა მეცნიერებაში გარკვეულწილად დამოკიდებულია


სამეცნიერო ლიტერატურაზე, თუმცა სამეცნიერო ტექსტებთან მისასვლელ
გზაზე გვხვდება უამრავი დაბრკოლება, როგორებიცაა:
რითი დავიწყო?
სად მოვძებნო სამცენიერო ლიტერატურა?
როდის შევწყვიტო ძიების პროცესი?
ყველაზე რთული — როგორ დავამუშაო სამეცნიერო ლიტერატურა?

თუ ისწავლით მიზნამდე მისასვლელ გზებს, სამეცნიერო წყაროების


კითხვის პროცესი „ტანჯვად“ აღარ მოგეჩვენებათ.
კითხვის პროცესი საკითხის შესწავლის მთავარი ნაწილია,
რადგან:

სამეცნიერო მუშაობა დაგროვებითი (აკუმულაციური) პროცესია — ახალი


ცოდნა დაშენებულია მანამდე არსებულ ძველ ცოდნაზე. ამ დაგროვებითი
პროცესის უწყვეტობისთვის მკვლევარი უნდა ეცნობოდეს საკვლევ
თემასთან დაკავშირებულ არსებულ ცოდნას.

სამეცნიერო მუშაობა ინოვაციური პროცესია —


კითხვის პროცესი ცოდნის რუკას ქმნის, რომელზეც ნაცნობ ადგილებთან
ერთად გზადაგზა ჩნდება ახალი, უცნობი „თეთრი ლაქები“, რომლებიც
საფუძვლად დაედება ახალ ცოდნას.
სწორედ ამის გამოა კითხვა წერისთვის უმნიშვმელოვანესი
მოსამზადებელი საფეხური.
კითხვა მიზანმიმართული აქტივობაა, რაც გამოიხატება იმაში , რომ უნდა
იკითხო ეფექტიანად და სწორად, ამისთვის კი შემდეგი ტიპის კითხვის
სტრატეგიებს გამოყოფენ:

1. კურსორული / თვალის გადავლებით კითხვა — საკვლევი თემის


შესაბამისი ლიტერატურის კითხვა
2. სელექციური / შერჩევითი კითხვა — საკვლევ თემასთან დაკავშირებული
დეტალური ინფორმაციის მოძიება ტექსტში
3. შემეცნებითი კითხვა — შინაარსის სრულყოფილად გაგება და გადმოცემა.

კითხვის ეს სტრატეგიები ერთი მთლიანი პროცესია და ერთი მეორის


მოსამზდებელი ეტაპია, თუმცა შეიძლება გარკვეული წყაროს შემთხვევაში
დასახელებული სტრატეგიებიდან მხოლოდ ერთი ან ორი დაგჭირდეთ. თუ
წყარო მნიშვნელოვანია თქვენი კვლევისთვის, კითხვის სტრატეგიების
ეტაპები ერთმანეთს მოსდევს.
კითხვის სტრატეგიები

კურსორული/თვალის გადავლებით კითხვა

სამეცნიერო ლიტერატურის კურსორული (სწრაფი) კითხვისას


მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენად არის ტექსტი საკვლევი
თემის რელევანტური.
კურსორული კითხვის პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს არა
მთლიან ტექსტზე, არამედ მხოლოდ ნაწილებზე, რომლებსაც
ინტენსიურად ეცნობით, თუმცა მანამდე გასათვალისწიენებლია
საკვლევი ტექსტის შემდეგი ელემენტები:
ავტორი
სათაური
სარჩევი
აბსტრაქტი
დასკვნა
სელექციური / შერჩევითი კითხვა

კურსორული კითხვის მომდევნო ნაბიჯია.


სელექციური კითხვა თივის ზვინში ნემსის ძიებას ჰგავს, რადგან საჭიროა, მთლიან
ტექსტში იპოვოთ მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია.

წარმატებული სელექციური კითხვისთვის მნიშვნელოვანია:


ცნებების განმარტება
რაოდენობრივი მონაცემები
სხვადასხვა ავტორის მსჯელობა სხვადასხვა სამეცნიერო წყაროში.

სელექციური კითხვის დროს ცნებების განმარტება, რაოდენობრივ მონაცემებსა და


წყაროებში დისკუსიებზე დაკვირვება შეგაძლებინებთ, ამოირჩიოთ მოძიებული
წყაროებიდან თქვენი თემისთვის შესაბამისი ინფორმაცია.

საკვლევი საკითხისათვის საჭირო ინფორმაციის მისაკვლევად შეგიძლიათ


გამოიყენოთ შემდეგი მეთოდები:
1. წყაროში საკვანძო სიტყვებისა და წინადადებების გამოკვეთა
(გამუქებული სიტყვები ან წინადადებები უფრო სახელმძღვანელოებში
გვხვდება, სამეცნიერო სტატიებში — ნაკლებად).
თუ აღმოჩნდა, რომ საკვანძო სიტყვები არჩეულ საკვლევ საკითხს
მიესადაგება, შესაბამისი წყარო უნდა წაიკითხოთ, მაგ: თუ ნაშრომი ეხება
ვალუტის კურსის გავლენას ბაზარზე, მაშინ ხელმოსაჭიდია ისეთი სიტყვები
წყაროებიდან, როგორებიცაა: ვალუტა , ეროვნული ბანკი , ვალუტის კურსი,
სარეზერვო ფონდი.
2. ყურადღების გამახვილება იმ მონაკვეთებზე, რომლებშიც ნახსენებია
სიტყვები:
„შეჯამების სახით“ — ამ სიტყვებს მოსდევს რამდენიმე გვერდის შეჯამება.
„შედარება“ — ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა ავტორის მოსაზრებებს,
თეორიებს, მეთოდებს.
„კრიტიკა“— შეფასებული და გაანალიზებულია განსხვავებული
მოსაზრებები, რაც ნაშრომში შეიძლება იქცეს ახლებური ანალიზის
საფუძვლად.
NB. სელექციური კითხვის შემდეგ მოინიშნეთ საკვლევი თემისთვის
მნიშვნელოვანი ყველა წყაროს ბიბლიოგრაფიული მონაცემი, თავი,
შემეცნებითი კითხვა
კითხვის სტრატეგიებში უმაღლესი საფეხურია.
ამ ეტაპზე უნდა დამუშავდეს და გაანალიზდეს მთლიანი ტექსტი.
შემეცნებითი კითხვის დროს ტექსტი ორი პერსპექტივით იკითხება:
შიგა პერსპექტივა - საკვლევი ტექსტი პირველი კონტაქტის დროს იკითხება
შიგა პერსპექტივით. ამ დროს მკვლევარი ეცნობა წყაროს ავტორის
არგუმენტებს და მის პერსპექტივას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ
მკითხველის კრიტიკა ტექსტის ავტორის მოსაზრებებს უკავშირდება და ამის
საფუძველზე ირკვევა, რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან ავტორისა და
მკითხველის მოსაზრებები. მკვლევარს საშუალება ეძლევა, ჩამოიყალიბოს
თავისი მოსაზრებები და შეამოწმოს, რამდენად ღირებული არგუმეტები აქვს
ავტორს წარმოდგენილი.
გარე პერსპექტივა - ტექსტს გარე პერსპეტივით მაშინ აკვირდება მკვლევარი,
როდესაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს თავისი შეხედულებები. იგი ერთმანეთს
ადარებს ავტორისა და თავის არგუმენტებს, რათა გაარკვიოს, რამდენად
თანხვედრაშია ან წინააღმდეგობრივია საკვლევ თემასთან ავტორის
მოსაზრებები, რამდენად აკლია მის მსჯელობას მნიშვნელოვანი ასპექტები,
რაზეც მკითხველი გაამახვილებდა ყურადღებას.
შემეცნებითი კითხვა და ანოტირება
შემეცნებითი კითხვა არის აქტიური მუშაობა ტექსტზე, რაშიც იგულისხმება: 
მნიშვნელოვანი მოსაზრებების მონიშვნა
ტექსტის ნაწილების ფუნქციების განსაზღვრა:
კითხვების დასმა, განმარტება, მაგალითი, შედეგი.
ტექსტის შეჯამება (მოკლედ გადმოცემა) საკვანძო სიტყვებით ან მოკლე
წინადადებებით მკითხველის პოზიციიდან კომენტარების გაკეთება
ტექსტში ნიშნულების გაკეთება, რაც მოიცავს მნიშვნელოვანი მონაკვეთების,
სიტყვების მონიშვნასა და გახაზვას, ველებზე პირობითი ნიშნების შექმნას, ხელს
უწყობს დასამუშავებელ მასალაზე ფოკუსირებას. განსაკუთრებით შედეგიანია ეს
მეთოდი, თუ აპირებთ, წყაროს ხელმეორედ დაუბრუნდეთ და გამოიყენოთ
კვლევისთვის / სწავლისთვის.
მკითხველის პოზიციიდან შეგიძლიათ შემდეგი პირობითი ნიშნები გამოიყენოთ,
რათა ტექსტი სრულფასოვნად დაამუშაოთ:
II/I— მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია ? — გაუგებარია
//— მსგავსი მოსაზრებებია... — საწინააღმდეგოა — შედეგად შეიძლება
! — საყურადღებოა, მნიშვნელოვანია!
კითხვის პროცესი ნაყოფიერი რომ აღმოჩნდეს, გაითვალისწინეთ
რჩევები:
1. იპოვეთ ისეთი ადგილი წასაკითხად, სადაც ხმაური ხელს არ შეგიშლით.
2. კითხვის დროს პერიოდულად შეისვენეთ, მაგალითად ყოველი 20 წუთის
შემდეგ.
3. თუ ვერ ახერხებთ დასამუშავებელ მასალაზე კონცენტრაციას, გაისეირნეთ და
შემდეგ დაუბრუნდით კითხვას.
4. იკითხეთ დღის სინათლეზე, ბუნებრივი სინათლე უმჯობესია აღქმისთვის.
5. თუ გაგიჩნდათ კითხვა / კითხვები კითხვის პროცეში, მაშინვე ჩაინიშნეთ
წყაროს ველზე ან თქვენს რვეულში.
6. ყურადღება გაამახვილეთ თითოული პარაგრაფის პირველ და ბოლო
წინადადებებზე, ასევე იმ სიტყვებზე, რომლებიც გამუქებული ან დახრილი
შრიფტით არის დაბეჭდილი.
7. გამოიყენეთ წყაროს / წიგნის ტერმინოლოგიური სიტყვარი (glossary), რათა
იპოვოთ უცხო სიტყვათა განმარტებანი.
8. გამოყავით დრო იმ მონაკვეთის ხელახლა წასაკითხად, რომელიც პირველ
ჯერზე ვერ გაიგეთ
წერის დაწყებამდე სასურველია, წყაროს კითხვის პროცესი
შემდეგი კითხვებით დაასრულოთ:

რით მიესადაგება წინამდებარე ტექსტი მანამდე დამუშავებულს?


არის თუ არა წინააღმდეგობაში უკვე წაკითხულ წყაროებთან?
რომელი განმარტებების, არგუმენტების, მტკიცებულებებისა და იდეების
აღება იქნებოდა სასარგებლო / ღირებული?
რომელი საკითხებით შეიძლება დაუკავშირდეს მოცემული წყარო დაგეგმილ
სამეცნიერო ნაშრომს?
კიდევ რომელი ტექსტები უნდა წაიკითხოთ საკვლევ საკითხთან
დაკავშირებით?
თუ დარწმუნდებით, რომ მოძიებული წყარო საკვლევ თემასთან კავშირშია და
გამოგადგებათ, დაასაბუთოთ საკვლევი კითხვები / ჰიპოთეზა, შეგიძლიათ
შექმნათ კონსპექტ-ბარათი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება როგორც
წყაროს ფორმალური — წყაროს ბიბლიოგრაფიული მონაცემი, URL, ასევე
შინაარსობრივი მახასიათებლები — რეზიუმე, ციტატა, პირადი შენიშვნები,
საკვანძო სიტყვები.
შესაძლებელია ასევე, წყარო შინაარსობრივად წარმოვადგინოთ
შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით:
• სტატიის / წიგნის / კრებულის / დისერტაციის / მონოგრაფიის ...
სათაურია ...
• უნდა გადმოიცეს წყაროს მიზანი, რაც შეიძლება ზუსტად - ტექსტის
მიზანია ... გამოიკვეთოს ტექსტის მთავარი საკითხი - მთავარი საკითხი ,
რომელსაც ავტორი / ავტორები განიხილავს / განიხილავენ
• ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, მონაცემი, დაკვირვება, რომლებიც
დასკვნების გაკეთებაში დაეხმარა ავტორს - მთავარი ინფორმაცია
წყაროში არის ...
• მნიშვნელოვანი არგუმენტები და ანალიზი ტექსტში - მთავარ ი
ინტერპრეტაციები და დასკვნებია ...
• ყველა მნიშვნელოვანი ცნება და ტერმინი, რომლებიც ტექსტის
აღსაქმელადაა საჭირო - მთავარი ცნებები და ტერმინებია ...
• პოზიციის გადმოცემა, რომლის საფუძველზეც ჩამოაყალიბა ავტორმა
ვარაუდი ან შეხედულება - ავტორის / ავტორთა მთავარი პოზიცია და
ვარაუდებია ...
• წყაროში გამოყენებულია შემდეგი მეთოდი / მეთოდები ...
არგუმენტაცია და
მსჯელობა
ნებისმიერი დებულების დასამტკიცებლად საჭიროა არგუმენტი.
საშინაო ნაშრომში ჩვენი საწყისი დებულების მართებულობის
დასადასტურებლად
საჭიროა ჯერ ვარაუდების ჩამოყალიბება,
შემდეგ კი არგუმენტებით ამ ვარაუდების გამყარება
როგორ ავაგო არგუმენტაცია?

პირველ რიგში, ვუპასუხოთ კითხვას:


ვინ არის კარგი მკითხველი?
კარგი მკითხველი ე.წ. ჩასაფრებული მკითხველია, რომელიც ყოველთვის უსვამს
კითხვებს ტექსტს. თქვენს საშინაო ნაშრომსაც მკითხველი კრიტიკული თვალით
შეხედავს და ეს უნდა გახსოვდეთ. ამრიგად, იფიქრეთ იმაზე, როგორ პასუხებს
გასცემდით შეკითხვებს, რომლებიც შეიძლება მკითხველმა დაუსვას ნაშრომს: 
რა არის დებულება?
რა ვარაუდი ამყარებს მას?
რა არგუმენტებით შეგიძლიათ გაამყაროთ ვარაუდი?
განიხილავთ ალტერნატიულ თვალსაზრისს?
სცემთ თუ არა პასუხს კონტრარგუმენტებს?
საჭიროა, მოვამზადოთ პასუხები აღნიშნულ კითხვებზე.
განავითარეთ არგუმენტი:
ნებისმიერ საკვლევ საკითხზე დიდი მასალა (წყარო) არსებობს და
შესაბამისად, მრავალი არგუმენტიცა და კონტრარგუმენტიც.
ამოარჩიეთ სანდო წყაროები. შემდეგ დააჯგუფეთ არგუმენტები,
რომლებიც ამყარებს თქვენს ვარაუდს. გადახედეთ, რამდენად
დამაჯერებელია ისინი და შემდეგ წარმოადგინეთ.

დაჯგუფება იმ არგუმენტებისა, რომლებითაც მყარდება თქვენი


ვარაუდი:
აღნიშნული საჭიროა იმისთვის, რომ არ დაიბნეთ მას შემდეგ, რაც
წყაროებს გაეცნობით.
თქვენ ვერ შეძლებთ ყველაფრის დეტალურად დამახსოვრებას, რაც
წაიკითხეთ, ამრიგად, საჭიროა ჩანაწერების წარმოება და ეს
მნიშვნელოვანია წყაროების სისტემატიზაციისთვის.
წყაროების სისტემაში მოქცევა კი გვეხმარება, მოვძებნოთ
არგუმენტები ჩვენი დებულებებისთვის.
ყოველთვის იფიქრეთ მკითხველზე:
ააგეთ თქვენი მსჯელობა იმის მიხედვით, რა კითხვებს დაუსვამდა
მკითხველი ტექსტს?
კარგი მკითხველი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩასაფრებული
მკითხველია, რომელიც მუდმივად სვამს კითხვებს:
1. მერე რა, რომ ასეა?
2. როგორ ამტკიცებს ამას ავტორი?
3. მყარია ავტორის არგუმენტები?
ამრიგად, არ დაწეროთ გაუგებარი წინადადებები, რომლებიც ამგვარი
კითხვების დასმას განაპირობებს. აკადემიური ნაშრომი უნდა
გამოირჩეოდეს ზედმიწვნითი სიზუსტით და არცერთი სიტყვა არ უნდა
იყოს ფუჭად, გაუაზრებლად დაწერილი. თუ ასე მოხდა, ეს დააბნევს
თქვენს მკითხველს და იგი აღარ გამოიყენებს თქვენს ნაშრომს.
აკადემიური ნაშრომის და სამეცნიერო კვლევის დანიშნულება კი
ახალი ცოდნის გავრცელებაა.
როგორ წარმოვადგინო არგუმენტი?
რჩევა N1: თუ თქვენ გჭირდებათ, გასცეთ პასუხი რაიმე კონკრეტულ
შეკითხვაზე, უნდა დაეყრდნოთ ფაქტებს, კვლევებს, რომლებითაც
დასტურდება თქვენი მოსაზრება.
რჩევა N2: შეაჯამეთ თქვენი ნაშრომის მთავარი სათქმელი და ეცადეთ
მის დადასტურებას არგუმენტებით.
რჩევა N3: შეიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ,
განავითაროთ თქვენი დებულება და წარმოადგინოთ არგუმენტი.
მაგალითად:
1. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მკითხველს მიაჩნდა.... კვლევებით
საპირისპირო წარმოჩნდება...
2. ფენომენი X არის შედეგი... ამის დასადასტურებლად შეგვიძლია
მოვიყვანოთ მაგალითი....
დაიმახსოვრეთ:
თქვენი დებულების დადასტურება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
მოერიდეთ ბუნდოვანი წინადადებების ჩამოყალიბებას საშინაო
ნაშრომში. მაგალითად: ელეონორ რუზველტი კარგი პირველი ლედი იყო.
რას ნიშნავს კარგი ? ჯობია, პირდაპირ არგუმენტი ჩავრთოთ იმის
დასადასტურებლად, რომ ის ღირსეული პირველი ლედი იყო.
მაგალითად: როდესაც პირველი ლედი იყო , ელეონორ რუზველტმა თავი
გამოიჩნა თავისი აქტიური მოღვაწეობით დემოკრატიულ პარტიაში.
აქ აღარ დაგისვამთ მკითხველი კითხვას - რატომ?

მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტი, რომლითაც ყველაზე მეტად


დასტურდება თქვენი დებულება, ეყრდნობოდეს სანდო წყაროებს.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ თქვენ დებულების საუკეთესო დამცველი
ხართ. თქვენი მსაჯი (მკითხველი) ელის, რომ თქვენ ადვოკატის მსგავსად
წარმოადგენთ მყარ მტკიცებულებებს თქვენი დებულების
დასადასტურებლად.
სად შეიძლება მოვიძიოთ წყაროები არგუმენტებისათვის?

პირველადი წყაროები: ავტორის ორიგინალური ნაშრომები.


მეორადი წყაროები: სამეცნიერო კვლევები, ნაშრომები.

როგორ წარვმართო არგუმენტირებული მსჯელობა?


მსჯელობის წარმართვისთვის საჭიროა, დაალაგოთ თქვენი დებულებები
და მათი დამადასტურებელი არგუმენტები სიძლიერის მიხედვით.

მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტები ისე წარმოადგინოთ, რომ მკითხველი


დაარწმუნოთ თქვენი დებულების მართებულობაში, ამისთვის გთავაზობთ
ცხრილს, რომლითაც გამოაშკარავდება, რა იგულისხმება არგუმენტების
დალაგებაში, და ამრიგად, გასაგები გახდება ისიც, როგორ წარვმართოთ
მსჯელობა
რა გამოდგება მტკიცებულებად არგუმენტაციის
განსავითარებლად?

ქვემოთ მოცემულია დებულება და დასკვნები.


თქვენ უნდა შეძლოთ, გაარჩიოთ ერთმანეთისგან მყარი და სუსტი
არგუმენტები. აკადემიური ნაშრომი სიზუსტეს მოითხოვს, ამრიგად,
მნიშვნელოვანია, სწორად გადაწყვიტოთ, რა გამოდგება კვლევის
არგუმენტად და რა - არა.

მაგალითი:
დებულება:
ჩვენმა რელიგიურმა ლიდერმა ეს ადამიანი სამშობლოსთვის გაწეული
ღვაწლისთვის დააჯილდოვა.
დასკვნა:
ამრიგად, აღნიშნული პირი ნამდვილად იმსახურებდა ამას.
განვიხილოთ თითოეული არგუმენტი:

ა) ვეთანხმები, რადგან რელიგიურმა ლიდერმა ასე გადაწყვიტა, ის კი წმინდა


ადამიანია. არგუმენტი: რელიგიური ლიდერი წმინდა ადამიანია.
რა განსაზღვრავს სიწმინდეს? სიწმინდე მეცნიერულად გაზომვადი არ არის.
ამრიგად, აღნიშნული არგუმენტი მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

ბ) არ ვეთანხმები, რადგან არ ვიცით რა ღვაწლისთვის დაჯილდოვდა აღნიშნული


პირი. (ინფორმაცია არასაკმარისია მსგავსი დასკვნის გასაკეთებლად.) არგუმენტი :
არ ვიცით იმის ღვაწლი, ვინც დაჯილდოვდა.
როგორ უნდა მოვიქცეთ, ვიდრე დასკვნას გავაკეთებდეთ? ინფორმაციის /
წყაროების მოძიება აუცილებელია დასკვნის გასააკეთებლად. დებულების
არგუმენტს არ შეიძლება შეუმოწმებელ ინფორმაცია ედოს საფუძვლად.
მტკიცებულებად მხოლოდ ის არგუმენტი გამოდგება, რომელიც კონკრეტულ
წყაროებზე დაყრდნობით წარმართულ არგუმენტირებულ მსჯელობას ეყრდნობა.

You might also like